შინაარსზე გადასვლა

ობვალდენის კანტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კანტონი
ობვალდენის კანტონი
Kanton Obwalden
დროშა გერბი

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ადმ. ცენტრი Sarnen
შიდა დაყოფა Alpnach, ენგელბერგი, Giswil, Kerns, Lungern, Sachseln და Sarnen
კოორდინატები 46°52′00″ ჩ. გ. 8°02′00″ ა. გ. / 46.86667° ჩ. გ. 8.03333° ა. გ. / 46.86667; 8.03333
დაარსდა 1291
ფართობი 490,59 კმ²
ოფიციალური ენა Swiss High German
სალაპარაკო ენები გერმანული
მოსახლეობა 35 585 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 73 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
საავტომობილო კოდი OW
ოფიციალური საიტი ow.ch

ობვალდენი (გერმ. Obwalden) — კანტონი შვეიცარიაში. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. დედაქალაქია ზარნენი. მოიცავს შვეიცარიის გეოგრაფიულ ცენტრს. 2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 35 585 ადამიანს შეადგენს, რომლის ძირითადი ნაძილი (92,3%) გერმანულენოვანია.[1]

მეზობელ ნიდვალდენის კანტონთან ერთად ობვალდენი შვეიცარიის კონფედერაციას 1291 წელს შეუერთდა.

კანტონის ფართობი 490,5 კმ²-ია, რომლის 40,2% ტყითაა დაფარული. უმაღლესი წერტილია ურნერის ალპებში მდებარე მწვერვალი ტიტლისი (3 238 მ).

შვეიცარიის კონფედერაციაში ობვალდენს ნახევრად კანტონის სტატუსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სრული კანტონის ყველა უფლება და მოვალეობა აქვს, მაგრამ შვეიცარიის ეროვნულ საბჭოში მხოლოდ ერთი დეპუტატის წარგზავნის უფლება გააჩნია.

კანტონის ეკონომიკაში დომინირებს პატარა და საშუალო ზომის ბიზნესი. ბევრი მათგანი სპეციალიზდება მინიატურულ ძრავებზე, ხელოვნურ ბოჭკოზე, სამედიცინო აღჭურვილობასა და ნანოტექნოლოგიებზე. ასევე მნიშვნელოვანია მეტყევეობა, მასთან დაკავშირებული ბიზნესი და სოფლის მეურნეობა.

თუმცა, ეკონომიკის მთავარი დარგია ტურიზმი, რაც უპირველესად განპირობებულია შვეიცარიის ალპებში ცენტრალური მდებარეობით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]