შვეიცარიის კანტონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შვეიცარიის კავშირის 13 კანტონი(1513-1798).

შვეიცარიის 26 კანტონიშვეიცარიის ფედერაციის შემადგენელი ადმინისტრაციული ერთეულები. 1848 წელს შვეიცარიის ფედერაციის ჩამოყალიბებამდე, ვესტფალიის ზავის (1648) მიხედვით თითოეული კანტონი წარმოადგენდა დამოუკიდებელ სახელმწიფოს, საკუთარი საზღვრებით, ჯარით და ვალუტით. ბოლოს წარმოქმნილი კანტონია იურის კანტონი, რომელიც 1979 წელს ბერნის კანტონს გამოეყო.

დასახელება მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან canton, რომელიც კუთხეს ან ოლქს აღნიშნავს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVI საუკუნეში შვეიცარიის კავშირი შედგებოდა 13 კანტონისგან. ისინი იყო ორი ტიპის: ექვსი სოფელის კანტონი და შვიდი ქალაქ კანტონი. ტექნიკურად ისინი წამოადგენდნენ საღვთო რომის იმპერიის ნაწილს, თუმცა 1499 წელს მიაღწიეს დე-ფაქტო დამოუკიდებლობას როდესაც შვეიცარიელებმა დორნახის ბრძოლაში დაამარცხეს მაქსიმილიანე I.[1]

სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანტონების სია მოცემულია ფედერალური კონსტიტუციის შესაბამისად

გერბი აბრევიატურა კანტონი ფედერაციაში შესვლის თარიღი დედაქალაქი მოსახლეობა ფართობი სიმჭიდროვე კვ.კმ/ად. მუნიციპალიტეტების რაოდენობა ოფიციალური ენა
ციურიხის გერბი ZH ციურიხის კანტონი 1351 ციურიხი 1,390,124 1,729 701 171 გერმანული ენა
ბერნის გერბი BE ბერნის კანტონი 1353 ბერნი 979,802 5,959 158 383 გერმანული, ფრანგული
ლუცერნის გერბი LU ლუცერნის კანტონი 1332 ლუცერნი 377,610 1,493 233 87 გერმანული
ურის გერბი UR ურის კანტონი 1291 ალტდორფი 35,422 1,077 33 20 გერმანული
შვიცის გერბი SZ შვიცის კანტონი 1291 შვიცი 146,730 908 143 30 გერმანული
ობვალდენის გერბი OW ობვალდენის კანტონი 1291 ზარნენი 35,585 491 66 7 გერმანული
ნიდვალდენის გერბი NW ნიდვალდენის კანტონი 1291 შტანსი 41,024 276 138 11 გერმანული
გლარუსის გერბი GL გლარუსის კანტონი 1352 გლარუსი 38,608 685 51 3 გერმანული
ცუგის გერბი ZG ცუგის კანტონი 1352 ცუგი 113,597 239 416 11 გერმანული
ფრიბურის გერბი FR ფრიბურის კანტონი 1481 ფრიბური 278,493 1,671 141 167 ფრანგული, გერმანული
ზოლოთურნის გერბი SO ზოლოთურნის კანტონი 1481 ზოლოთურნი 257,393 790 308 122 გერმანული
ბაზელ-შტადტის გერბი BS ბაზელ-შტადტის კანტონი 1501 ბაზელი 192,581 37 5,072 3 გერმანული
ბაზელ-ლანდის გერბი BL ბაზელ-ლანდის კანტონი 1501/1833 ლისტალი 277,042 518 502 86 გერმანული
შაფჰაუზენის გერბი SH შაფჰაუზენის კანტონი 1501 შაფჰაუზენი 76,356 298 246 27 გერმანული
აპენცელ-აუსეროდენის გერბი AR აპენცელ-აუსეროდენის კანტონი 1513 ხერიზაუ 53,017 243 220 20 გერმანული
აპენცელ-ინეროდენის გერბი AI აპენცელ-ინეროდენის კანტონი 1513 აპენცელი 15,688 173 87 6 გერმანული
სანქტ-გალენის გერბი SG სანქტ-გალენის კანტონი 1803 სანქტ-გალენი 483,101 2,026 222 85 გერმანული
გრაუბიუნდენის გერბი GR გრაუბიუნდენის კანტონი 1803 კური 192,621 7,105 26 180 გერმანული, რეტორომანული, იტალიური
აარგაუს გერბი AG აარგაუს კანტონი 1803 აარაუ 621,398 1,404 388 220 გერმანული
თურგაუს გერბი TG თურგაუს კანტონი 1803 ფრაუენფელდი 250,640 991 229 80 გერმანული
ტიჩინოს გერბი TI ტიჩინოს კანტონი 1803 ბელინცონა 333,753 2,812 110 157 იტალიური
ვოს გერბი VD ვოს კანტონი 1803 ლოზანა 713,281 3,212 188 339 ფრანგული
ვალეს გერბი VS ვალეს კანტონი 1815 სიონი 312,684 5,224 53 143 ფრანგული, გერმანული
ნევშატელის გერბი NE ნევშატელის კანტონი 1815/1857 ნევშატელი 172,021 803 206 53 ფრანგული
ჟენევის გერბი GE ჟენევის კანტონი 1815 ჟენევა 466,536 282 1,442 45 ფრანგული
იურის გერბი JU იურის კანტონი 1979 დელემონი 70,197 839 82 64 ფრანგული
შვეიცარიის გერბი CH შვეიცარია ბერნი 7,593,494 41,285 174 2,596 გერმანული, რეტორომანული, იტალიური, ფრანგული

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Switzerland“. Encyclopædia Britannica. 26. 1911. p. 251. ციტირების თარიღი: 2008-11-11.