სანქტ-გალენის კანტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სანქტ-გალენის კანტონი
Kanton St. Gallen
დროშა გერბი
Flag of Canton of Sankt Gallen.svg Wappen St. Gallen matt.svg

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
შიდა დაყოფა Rheintal Constituency, Rorschach Constituency, Sarganserland Constituency, See-Gaster Constituency, St. Gallen Constituency, Toggenburg Constituency, Werdenberg Constituency და Wil Constituency
ადმ. ცენტრი სანქტ-გალენი
დაარსდა 1803
ფართობი 2 025,54 კმ²
ცენტრის სიმაღლე 668 მეტრი
ოფიციალური ენა გერმანული ენა
სალაპარაკო ენები გერმანული
მოსახლეობა 483 101 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 240 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
საავტომობილო კოდი SG
ოფიციალური საიტი sg.ch
Karte Kanton St. Gallen 2010.png

სანქტ-გალენიკანტონი შვეიცარიაში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მოიცავს 2 026 კმ² ტერიტორიას, მოსახლეობა კი 2011 წლის მონაცემებით 483 101 ადამიანს შეადგენს, რომელთა უდიდესი ნაწილი გერმანულენოვანია. დედაქალაქია სანქტ-გალენი.

სანქტ-გალენის კანტონი 1803 წელს ნაპოლეონ ბონაპარტეს მიერ ხელოვნურადაა შექმნილი სხვადასხვა ისტორიულ ტერიტორიებზე.

კანტონს ჩრდილოეთით კონსტანცის ტბა ესაზღვრება, სამხრეთით კი მდინარე რაინის ხეობაა გაწოლილი. სიმაღლე ზღვის დონიდან მერყეობს 398-3 251 მეტრს შორის. კანტონის ტერიტორიაზე არსებული მთები მოიცავს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლისსარდონის ტექტონიკური ზონის გარკვეულ ნაწილს.

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებს შორის მნიშვნელოვანია მერძევეობა. ვაკეებზე მოჰყავთ ხილი და აწარმოებენ ღვინოს. ინდუსტრიებს შორისაა ოპტიკური საქონლის, პიროტექნიკის, ქიმიკატებისა და ფარმაცევტული საქონლის წარმოება.

ადმინისტრაციულად კანტონი 86 მუნიციპალიტეტად იყოფა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]