ზოლოთურნის კანტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზოლოთურნი
Solothurn
დროშა გერბი
Flag of Canton of Solothurn.svg Wappen Solothurn matt.svg

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ადმ. ცენტრი ზოლოთურნი
შიდა დაყოფა Bucheggberg-Wasseramt, Dorneck-Thierstein, Thal-Gäu, Olten-Gösgen და Solothurn-Lebern
კოორდინატები 47°09′00″ ჩ. გ. 7°38′00″ ა. გ. / 47.15000° ჩ. გ. 7.63333° ა. გ. / 47.15000; 7.63333
დაარსდა 1481
ფართობი 790,49 კმ²
ცენტრის სიმაღლე 432 მეტრი
ოფიციალური ენა გერმანული ენა
სალაპარაკო ენები გერმანული
მოსახლეობა 257 393 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 330 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
საავტომობილო კოდი SO
ISO 3166 კოდი CH-SO
ოფიციალური საიტი so.ch
Karte Kanton Solothurn 2010.png

ზოლოთურნი (გერმ. Solothurn) — კანტონი შვეიცარიაში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. დედაქალაქია ზოლოთურნი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1798—1803 წლებში კანტონი ჰელვეციის რესპუბლიკაში შედიოდა. 1803 წელს იგი ერთ-ერთი გახდა შვეიცარიის იმ 19 კანტონიდან, რომლებიც ხელახლა აღადგინა ნაპოლეონმა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კათოლიკე იყო, ზოლოთურნი არ შეუერთდა 1845 წელს დაწყებულ კათოლიკურ სეპარატისტულ მოძრაობას. კანტონის ამჟამინდელი კონსტიტუცია 1987 წელს მიიღეს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანტონი შვეიცარიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. დასავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება ბერნის კანტონი, აღმოსავლეთით — აარგაუ, ჩრდილოეთით კი ბაზელ-შტადტი. კანტონს გააჩნია საფრანგეთის საზღვრის გასწვრივ მდებარე ორი ექსკლავი რაიონი. წყლის მთავარი სისტემაა მდინარე აარე და მისი შენაკადები. რელიეფი ძირითადად ბრტყელია, მაგრამ ასევე მოიცავს იურის მთების მთისწინეთს. ბრტყელ ზედაპირზე გაწოლილი ვაკეები მდინარე აარეს წარმოქმნილია. კანტონის მთლიანი ფართობი 791 კმ²-ია.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 257 393 ადამიანს შეადგენს და ძირითადად გერმანულენოვანია. მათგან 44% კათოლიკეა, 31% პროტესტანტი.[1]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნიდან მოყოლებული, კანტონის ეკონომიკის ძირითადი დარგი სოფლის მეურნეობა იყო. იგი დღემდე მნიშვნელოვანი როლის მქონედ რჩება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია მანუფაქტურა და მომსახურების სფერო. ინდუსტრია სპეციალიზირდება საათების წარმოებაზე, იუვილერიაზე, ტექსტილზე, ქაღალდზე, ცემენტსა და ავტონაწილებზე. ბოლო დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეკონომიკური საქმიანობა გახდა ფეხსახმლის წარმოება, მაგრამ იგი საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი არაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Federal Department of Statistics. (2004)Wohnbevölkerung nach Religion (Interactive Map). წაკითხვის თარიღი: 2009-01-15.