ანდერმატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თემი
ანდერმატი
გერმ. Andermatt
Andermatt Dorf.jpg
გერბი
Andermatt-coat of arms.svg

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
კოორდინატები 46°37′00″ ჩ. გ. 8°35′00″ ა. გ. / 46.61667° ჩ. გ. 8.58333° ა. გ. / 46.61667; 8.58333
ფართობი 62.2 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1447
ოფიციალური ენა Swiss Standard German
მოსახლეობა 1,304 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 21 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 041
საფოსტო ინდექსი 6490
საავტომობილო კოდი UR
ოფიციალური საიტი http://www.gemeinde-andermatt.ch
ანდერმატი — შვეიცარია
ანდერმატი

ანდერმატი (გერმ. Andermatt) — სამთო-სათხილამურო კურორტი ცენტრალურ შვეიცარიაში, ურის კანტონში. 2006 წლისათვის ანდერმატის ფართობი იყო 62,2 კმ², რომელთაგან 40,8% გამოყენებულია სასოფლო-საამეუნრეო მიზნებისათვის, ხოლო 5,5% ტყეებს უკავია. დანარჩენი 1,7% გზებსა და შენობებზე მოდის, 52% კი — მდინარეებით, მყინვარებითა და მთებითაა დაკავებული. გაშენებულია მაღალმთიან ურზერენტალის ხეობაში, ლეპონტის ალპებში, ზღვის დონიდან 1447 მ სიმაღლეზე.

არქეოლოგიური მონაცემების თანახმად, ურზერენტალის ხეობა ნეოლითის დროიდან ყოფილა დასახლებული. რომის იმპერიის ეპოქაში აღნიშნული ალპური ხეობა სავარაუდოდ კელტებით უნდა ყოფილიყო დასახლებული. 1885 წლიდან დაწყებული ანდერმატი შვეიცარიის ფედერალური არმიის ქალაქ-გარნიზონად გადაიქცა. 1951 და 1975 წლების ზამთარში დაფიქსირდა ძლიერი თოვლზვავი, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. 2010 წლის აღწერის მონაცემებით ანდერმატის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 1,300 ადამიანს. განვითარებულია ტურიზმი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]