შვიცის კანტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შვიცის კანტონი
Kanton Schwyz
დროშა გერბი
Flag of Canton of Schwyz.svg Wappen des Kantons Schwyz.svg

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ადმ. ცენტრი Schwyz
შიდა დაყოფა Einsiedeln District, Gersau District, Höfe District, Küssnacht District, March District და Schwyz District
კოორდინატები 47°04′00″ ჩ. გ. 8°45′00″ ა. გ. / 47.06667° ჩ. გ. 8.75000° ა. გ. / 47.06667; 8.75000
დაარსდა 1240
ფართობი 907,92 კმ²
ცენტრის სიმაღლე 516 მეტრი
ოფიციალური ენა Swiss Standard German
სალაპარაკო ენები გერმანული
მოსახლეობა 146 730 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 160 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
საავტომობილო კოდი SZ
ISO 3166 კოდი CH-SZ
ოფიციალური საიტი sz.ch
Karte Lage Kanton Schwyz 2015.png

შვიცი (გერმ. Schwyz) — კანტონი ცენტრალურ შვეიცარიაში, ალპებს (სამხრეთით), ლუცერნისა (დასავლეთით) და ციურიხის (ჩრდილოეთით) ტბებს შორის. დედაქალაქ შვიცში გამოფენილია შვეიცარიის ფედერალური ქარტია.

შვიცი შვეიცარიის ერთ-ერთი დამფუძნებელი კანტონია. შვეიცარიის კონფედერაციას 1291 წელს შეუერთდა.

ტერიტორიის ფართობი 908,2 კმ²-ია, საიდანაც 41% სოფლის მეურნეობისათვის გამოსადეგია. მთავარი მდინარეებია ზილი და მუოტათალი. მოიცავს ლუცერნისა და ციურიხის ტბების ნაწილებს. ადმინისტრაციულად კანტონი ექვს რაიონად და 30 მუნიციპალიტეტად იყოფა.

2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 146 730 ადამიანს შეადგენს და მათი უდიდესი ნაწილი გერმანულენოვანია.

კანტონი ძირითადად სოფლის მეურნეობასთანაა დაკავშირებული. მისდევენ მესაქონლეობას. წარსულში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საფეიქრო მრეწველობას, რომელიც დღეისათვის შეჩერებულია. რამდენიმე რეგიონში მნიშვნელოვანია ტურიზმის როლი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]