სენ-გოტარდის უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სენ-გოტარდის უღელტეხილი

Gotthardpass 2015-09-21 16.02.05.jpg
სენ-გოტარდის უღელტეხილი

სენ-გოტარდის უღელტეხილი (შვეიცარია)
Red cross.jpg

კოორდინატები: 46°33′22″ ჩ. გ. 8°34′04″ ა. გ. / 46.556250° ჩ. გ. 8.56778° ა. გ. / 46.556250; 8.56778

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სიმაღლე 2106
ქედი ლეპონტის ალპები

სენ-გოტარდის უღელტეხილი (გერმ. Gotthardpass, იტალ. Passo del San Gottardo, ფრანგ. Col du Saint-Gothard) — უღელტეხილი ლეპონტის ალპებში, შვეიცარიაში. სიმაღლე 2106 მ.

გადაჭიმულია დასავლეთ-სამხრეთ-დასავლეთიდან აღმოსავლეთ-ჩრდილოეთ-ამოსავლეთისაკენ და მიუყვება შვეიცარიის კანტონებს: ვალეს, ურის, გრაუბიუნდენისა და ტიჩინოს საზღვრებს. უღელტეხილის სიგრძეა 32-48 კმ, სიგანე 10-12 კმ, ხოლო ფართობი დაახლოებით — 440 კმ². უღელტეხილზე გადადის სავტომობილო გზა, ხოლო მის ქვეშ გაჭრილია გოტარდის სარკინიგზო გვირაბი (სიგრძე 15 კმ), რომელიც აშენდა 1872-1881 წლებში.

1980 წელს სენ-გოტარდის უღელტეხილზე გაიხსნა იმ დროისათვის მსოფლიოში უდიდესი სენ-გოტარდის საავტომობილო გვირაბი (სიგრძე 16,4 კმ). ამჟამად აღნიშნული გვირაბი სიგრძით მესამე ადგილზეა.

სამხრეთი კალთა ციცაბოა, ჩრდილოეთი — დახრილი. არის მყინვარები. გოტარდის გვირაბის ფართო ტრანშეა გადასასვლელს ჰყოფს ორ ნაწილად: დასავლეთ — შედარებით მაღალ და მყინვარებით შემოსილსა და აღმოსავლეთ — უფრო კლდოვან ნაწილებად.

ალექსანდრე სუვოროვის შვეიცარიაში ლაშქრობის დროს (1799 წლის 13 (24) სექტემბერი) რუსულმა ჯარმა (დაახლოებით 20 ათასი კაცი), რომელიც იტალიიდან შვეიცარიაში მიემართებოდა, ბრძოლით გადალახა სენ-გოტარდის უღელტეხილი. მიუდგომელი პოზოციები უღელტეხილთან და მის ზურგში სოფელ ურზერნთან ეკავა ფრანგთა 2 ბრიგადას.

სუვოროვმა სენ-გოტარდის შემოვლით გაგზავნა 6-ათასიანი რაზმი, ხოლო მთავარი ძალებით (სამ კოლონად) შეუტია სენ-გოტარდს ფრონტიდან და ორივე ფლანგიდან. გააფთრებული ბრძოლების შემდეგ დღის ბოლოს რუსული ჯარი უღელტეხილს დაეუფლა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]