ლუცერნის კანტონი
| კანტონი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ლუცერნის კანტონი Kanton Luzern | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| ადმ. ცენტრი | ლუცერნი | ||||
| შიდა დაყოფა | Hochdorf Constituency, Entlebuch Constituency, Luzern-Land Constituency, City of Lucerne Constituency, Sursee Constituency და Willisau Constituency | ||||
| კოორდინატები | 47°05′00″ ჩ. გ. 8°07′00″ ა. გ. / 47.08333° ჩ. გ. 8.11667° ა. გ. | ||||
| დაარსდა | 1332 | ||||
| ფართობი | 1 493,44 კმ² | ||||
| ოფიციალური ენა | გერმანული ენა | ||||
| სალაპარაკო ენები | გერმანული | ||||
| მოსახლეობა | 377 610 კაცი (2010) | ||||
| სიმჭიდროვე | 250 კაცი/კმ² | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
| საავტომობილო კოდი | LU | ||||
| ოფიციალური საიტი | lu.ch | ||||
|
| |||||
ლუცერნი (გერმ. Luzern) — კანტონი შვეიცარიაში. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. დედაქალაქია ლუცერნი. 2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 377 610 ადამიანს შეადგენს.[1]
კანტონი დედაქალაქ ლუცერნის გარშემო არსებულ ტერიტორიებს მოიცავს, ზოგს ხელშეკრულებით შეყვანილს, ზოგს ძალის გამოყენებით და ზოგსაც ყიდვის გზით შემოერთებულს. შვეიცარიის კონფედერაციაში შევიდა 1332 წელს.
კანტონის ტერიტორიას წყლით მდინარე როისი და კლიანე-ემე უზრუნველყოფს. გადაჭიმულია შვეიცარიის ალპების ჩრდილოეთ მთისწინეთში. უმაღლესი წერტილია ბრიანცერ-როთომი (2 350 მ). ტერიტორიის მთლიანი ფართობი 1 493 კმ²-ს შეადგენს.
მიწის უდიდესი ნაწილი სოფლის მეურნეობისათვის გამოიყენება, რაც შემოსავლების ძირითადი წყაროა. ასევე განვითარებულია მრეწველობა. ყველაზე მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებია ტექნიკური კულტურები, ხილი და მსხვილფეხა რქოსანი საქონელი. მრეწველობა მოიცავს ტექსტილს, სამანქანო მოწყობილობებს, ქაღალდს, ხე-ტყეს, თამბაქოსა და მეტალურგიულ საქონელს.
უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტურიზმს. ლუცერნის კანტონი ერთგვარი კარიბჭეა ალპების კურირტებისაკენ მიმავალ გზაზე, ასევე მასზე გაივლის სატრანზიტო გადაზიდვები გერმანია-იტალიას შორის.
ადმინისტრაციულად კანტონი 5 მუნიციპალიტეტად იყოფა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი (გერმანული)
- Public Records Office / State Archive (გერმანული)
- ოფიციალური სტატსიტიკა
- Geoportal დაარქივებული 2007-04-21 საიტზე Wayback Machine. (გერმანული) GIS
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Federal Department of Statistics. (2008)Ständige Wohnbevölkerung nach Staatsangehörigkeit, Geschlecht und Kantonen (Microsoft Excel). ციტირების თარიღი: November 5, 2008.
| |||||