სტავროპოლის მხარე
| |||||
Stavropol Krai | |||||
ადმინისტრაციული ცენტრი | სტავროპოლი | ||||
ფართობი - სულ |
48-ე 66 160 კმ² | ||||
მოსახლეობა - სულ |
მე-16 დაახ. 2 707 290 (2009) | ||||
ფედერალური ოლქი | სამხრეთი | ||||
ეკონომიკური რაიონი | ჩრდილო-კავკასია | ||||
სახელმწიფო ენა | რუსული | ||||
გუბერნატორი | ვალერი გაევსკი | ||||
საავტომობილო კოდი | 26 | ||||
სასაათო ზონა | MSK±0 (UTC+03:00) |
სტავროპოლის მხარე (რუს. Ставропольский край) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის სამხრეთის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ცენტრი — სტავროპოლი. დაარსდა 1924 წლის 13 თებერვალს სამხრეთ-აღმოსავლეთის ოლქის სახელწოდებით, ამავე წლის 16 ოქტომბერს მიიღო ჩრდილოეთ კავკასიის მხარის სახელწოდება. 1937 წლიდან ორჯონიკიძის მხარეა, ხოლო დღევანდელ სახელს ატარებს 1943 წლიდან.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტავროპოლის მხარე მდებარეობს სამხრეთ რუსეთში ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში. მხარეს ესაზღვრება: კრასნოდარის მხარე და როსტოვის ოლქი, ყალმუხეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, დაღესტანი, ჩეჩნეთი და ყაბარდო-ბალყარეთი.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წლის მონაცემების მიხედვით სტავროპოლის მხარის ეროვნული შემადგენლობა ასეთია:
ეროვნება | რაოდენობა (2008 ათ. %) |
---|---|
რუსები | 2 000,9 (70,0 %) |
სომხები | 350,2 (10,5 %) |
უკრაინელები | 45,9 (1,7 %) |
დარგუელები | 40,2 (1,5 %) |
ბერძნები | 30,1 (1,3 %) |
ნოღაელები | 20,7 (1,2 %) |
ჩეჩნები | 20,5 (1,1 %) |
ბოშები | 17,1 (1,0 %) |
ყარაჩაელები | 15,1 (0,7 %) |
აზერბაიჯანელები | 15,1 |
თურქმენები | 13,9 |
თათრები | 13,0 |
ბელარუსები | 11,3 |
კაზაკები | 3,0 (0,1 %) |
2008 წლის 1 იანვრის მონაცემების მიხედვით უდიდესი ქალაქებია: სტავროპოლი (363,7 ათ. კაცი), პიატიგორსკი (140,1 ათ. კაცი), კისლოვოდსკი (129,2 ათ. კაცი), ნევინომისკი (129,1 ათ. კაცი), ესენტუკი (81,7 ათ. კაცი).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Интернет-портал органов государственной власти Ставропольского края დაარქივებული 2009-05-29 საიტზე Wayback Machine.
- Сайт органов государственной власти Ставропольского края დაარქივებული 2015-11-29 საიტზე Wayback Machine.
- газета Ставропольская недвижимость დაარქივებული 2009-04-17 საიტზე Wayback Machine.
|
|