დარგუელები
დარგუელები, დარგოელები (საკუთარი სახელწოდება дарган დარგან) — დაღესტნის ახუშის, დახადაევის, ხაიდაყის, ლევაშის და სხვა რაიონებში მცხოვრები ხალხი. რუსეთის ფედერაციაში, ყოფითა და კულტურით ახლო მდგომ ხაიდაყებსა და ყუბაჩელებთან ერთად 510,156 კაცი (2002)[1]. დარგუული ენა დაღესტნის ერთ-ერთი სამწერლობო ენაა. რელიგიით მუსლიმანი სუნიტები არიან.
XIX საუკუნის პირველ ნახევრამდე „თავისუფალ თემებად“ ცხოვრობდნენ. ემორჩილებოდნენ ხაიდაყის უწმიას, საფეოდალოს. მოსახლეობის ძირითად მასას თავისუფალი მეთემეები — უზდენები შეადგენდნენ. იყვნენ ყმებიც — რაიათი და ყული — მონები.
XX საუკუნის დასაწყისამდე ძირითადი საქმიანობა იყო მესაქონლეობა და მცირე მასშტაბის მთური მიწათმოქმედება. მამაკაცთა უმრავლესობა ხელოსნობას მისდევდა. ამზადებდნენ ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის იშვიათ სამკაულებს და ნივთებს, ქალები — ქეჩას. ამჟამად მხატვრული ხელოსნობის ცენტრია კუბაჩი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თ. ჩიქოვანი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 381.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Федеральная служба государственной статистики. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-02. ციტირების თარიღი: 2010-05-01.