კორცხელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
კორცხელი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თემი კორცხელი
კოორდინატები 42°33′39″ ჩ. გ. 41°56′37″ ა. გ. / 42.56083° ჩ. გ. 41.94361° ა. გ. / 42.56083; 41.94361
პირველი ხსენება XVII საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 200
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 883[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კორცხელი — საქართველო
კორცხელი
კორცხელი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
კორცხელი

კორცხელი, კოცხერისოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: კორცხელი, ბაში, ნაცატუ). მდებარეობს ოდიშის ვაკეზე. ზუგდიდი-წალენჯიხის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 200 მეტრი, ზუგდიდიდან 10 კმ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი კორცხელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში. კორცხელში არის XVII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი – ღვთისმშობლის ეკლესია. წერილობითი საბუთების თანახმად იგი 16241639 წლებში აუგია ოდიშის მთავარს ლევან II დადიანს. 1815 წელს ეკლესია შეაკეთებინა ნიკოლოზ დადიანმა. 1859 წელს კვლავ განაახლეს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 883 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1431 678 753
2014[1] 883 429 454

კორცხელის ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთისმშობლის ტაძარი კორცხელში ― წარმოადგენს ქვის გუმბათოვან ნაგებობას სამი შვერილი აფსითა და ღია თაღოვანი სტოით დასავლეთ მხარეს. გუმბათი საკურთხევლის კედლების კუთხეებსა და ორ ბოძს ეყრდნობა, ფასადები მოპირკეთებულია ქვის მცირე კვადრატებით. ეკლესიაში ინახებოდა ლევან II დადიანის შეწირული რამდენიმე ხატი და სხვა სიძველეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II