1911 წლიდან იაპონელი ისტორიკოსები სამხრეთის ტახტის იმპერატორებს თვლიდნენ იაპონიის იმპერატორთა მთავარი დინასტიის შტოდ. ამიტომაც იმპერატორი გო-კომაცუ, რომლის დროსაც ორი დინასტია გაერთიანდა, ითვლება იაპონიის მე-100 იმპერატორად. იმ დროს, როდესაც ჩრდილოეთის ტახტის იმპერატორები განიხილებოდნენ, როგორც იმპერატორთა სასახლის კანონიერ მემკვიდრეებად, იმპერატორი გო-კომაცუ ითვლებოდა ჩრთილოეთის ტახტის მე-6 და იაპონიის იმპერიის 101-ე იმპერატორად.