ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები: განსხვავება გადახედვებს შორის
ხაზი 159: | ხაზი 159: | ||
:::::მადლობა გიო. [[მომხმარებელი:Vano3333|<font color="blue">'''''Vano'''''</font>]] [[მომხმარებლის განხილვა:Vano3333|<font color="red">'''''3333'''''</font>]] 11:07, 30 მარტი 2021 (UTC) |
:::::მადლობა გიო. [[მომხმარებელი:Vano3333|<font color="blue">'''''Vano'''''</font>]] [[მომხმარებლის განხილვა:Vano3333|<font color="red">'''''3333'''''</font>]] 11:07, 30 მარტი 2021 (UTC) |
||
</div> |
</div> |
||
{{closed}} |
|||
====მიმდინარე რედაქცია==== |
====მიმდინარე რედაქცია==== |
||
#. {{ჰო}}--[[მომხმარებელი:გიორგი ჩუბინიძე|გიორგი ჩუბინიძე]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:გიორგი ჩუბინიძე|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/გიორგი ჩუბინიძე|წვლილი]]</sub> 17:51, 29 მარტი 2021 (UTC) |
#. {{ჰო}}--[[მომხმარებელი:გიორგი ჩუბინიძე|გიორგი ჩუბინიძე]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:გიორგი ჩუბინიძე|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/გიორგი ჩუბინიძე|წვლილი]]</sub> 17:51, 29 მარტი 2021 (UTC) |
||
ხაზი 180: | ხაზი 181: | ||
#. {{ჰო}} --[[მომხმარებელი:Cercvadze2001|ზაკო]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:Cercvadze2001|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/Cercvadze2001|წვლილი]]</sub> 19:59, 30 მარტი 2021 (UTC) |
#. {{ჰო}} --[[მომხმარებელი:Cercvadze2001|ზაკო]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:Cercvadze2001|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/Cercvadze2001|წვლილი]]</sub> 19:59, 30 მარტი 2021 (UTC) |
||
<s>#. {{არა}} [[მომხმარებელი:Vano3333|<font color="blue">'''''Vano'''''</font>]] [[მომხმარებლის განხილვა:Vano3333|<font color="red">'''''3333'''''</font>]] 15:03, 29 მარტი 2021 (UTC)</s> |
<s>#. {{არა}} [[მომხმარებელი:Vano3333|<font color="blue">'''''Vano'''''</font>]] [[მომხმარებლის განხილვა:Vano3333|<font color="red">'''''3333'''''</font>]] 15:03, 29 მარტი 2021 (UTC)</s> |
||
</div> |
|||
* კენჭისყრა დასრულებულია თბილისის დროით 31 მარტს, 00:02 საათზე.--[[მომხმარებელი:Melberg|<font color="red">M</font><font color="black">elberg</font>]] <small><sup>[[მომხმარებელი განხილვა:Melberg|<span style="color:grey">მიწერა</span>]]</sup></small> 20:02, 30 მარტი 2021 (UTC) |
20:02, 30 მარტი 2021-ის ვერსია
წინადადებები | ქართული ვიკიპედიის ფორუმის განყოფილება. | |
---|---|---|
ფორუმი კონტროლი |
მოგესალმებით!
ვიკიპედია არის თქვენნაირი ადამიანების მიერ შექმნილი პროექტი. ჩვენ ვაფასებთ ყველა ადამიანს, რომელსაც სურს მონაწილეობის მიღება პროექტის გაუმჯობესებაში. ამიტომაც ჩვენ ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვისმენთ თქვენ წინადადებებს. იყავით გაბედული ნებისმიერი სახის წინადადების წამოყენებაში — ვიკიპედიის საზოგადოება მას დიდი ყურადღებითა და გულისყურით განიხილავს.
|
1, 2, 3, 4, 5, 6,7,8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15,16. |
ტრენინგი ბიბლიოთეკარებისთვის
მოგესალმებით, იანვრიდან, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, ჩავატარებ რამდენიმე ტრენინგს პროექტისთვის ,,ბიბლიოთეკარები ვიკიპედიაზე”, რომელშიც ჩაერთვებიან ბიბლიოთეკარები როგორც ეროვნული, ასევე საქართველოს მუნიციპალიტეტების ბიბლიოთეკებიდან. ამჟამად ინტერესი საკმაოდ დიდია და შეიძლება რამდენიმე ჯგუფიც გაკეთდეს. ეს ის ხალხია, ვისაც უამრავი სახის ქართულ ლიტერატურასთან მიუწვდება ხელი, შესაბამისად ძალიან კარგი იქნება მათი ჩართვა ამ საქმიანობაში. ყოველივე ცხადია მთლიაანდ მოხალისეობრივია. თუ ვინმეს აქვს სურვილი პროექტში ჩემთან ერთად ჩაერთოს და იყოს, როგორც ტრენერი შეუძლია დამიკავშირდეს. მივიღებ დამატებით რჩევებსა და რეკომენდაციებს. პატივისცემით, --გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 13:29, 23 დეკემბერი 2020 (UTC)
- მე შემიძლია ჩავერთო, თუ გურიიდან იქნებიან ბიბლიოთეკარები, მითუმეტეს, ასევე გააჩნია გრაფიკსაც --M. განხილვაწვლილი 04:59, 24 დეკემბერი 2020 (UTC)
- რამდენიმე წლის წინ ჩავატარე მანდ ასეთი ტრენინგი, თუმცა, მხოლოდ ერთი საკმარისი არ აღმოჩნდა. — Mikheil მიწერა 10:23, 30 დეკემბერი 2020 (UTC)
- ვიკიპედიის საკითხებზე ერთი არასდროს იქნება საკმარისი. რამდენიმე დავგეგმე, ალბათ არც ეს იქნება ძალიან დიდი შედეგის მომტანი, მაგრამ ინფორმირებულობას მაინც გაზრდის. ამიტომ მსურველებს ისევ ველოდები.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 10:43, 30 დეკემბერი 2020 (UTC)
- გამარჯობა გიორგი. საინტერესო ჩანს. ქუთაისში თუ ჩატარდება სიამოვნებით დაგეხმარებით. Vano 3333 10:47, 30 დეკემბერი 2020 (UTC)
- ვანო, ონლაინ ტრენინგია, შესაბამისად ნებისმიერ ადგილიდან შეგიძლიათ ჩაერთოთ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 12:27, 30 დეკემბერი 2020 (UTC)
- გამარჯობა გიორგი. საინტერესო ჩანს. ქუთაისში თუ ჩატარდება სიამოვნებით დაგეხმარებით. Vano 3333 10:47, 30 დეკემბერი 2020 (UTC)
- ვიკიპედიის საკითხებზე ერთი არასდროს იქნება საკმარისი. რამდენიმე დავგეგმე, ალბათ არც ეს იქნება ძალიან დიდი შედეგის მომტანი, მაგრამ ინფორმირებულობას მაინც გაზრდის. ამიტომ მსურველებს ისევ ველოდები.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 10:43, 30 დეკემბერი 2020 (UTC)
- რამდენიმე წლის წინ ჩავატარე მანდ ასეთი ტრენინგი, თუმცა, მხოლოდ ერთი საკმარისი არ აღმოჩნდა. — Mikheil მიწერა 10:23, 30 დეკემბერი 2020 (UTC)
მე ჩავერთვები, მაგრამ უფრო დეტალური ინფორმაცია დამჭირდება, თუ რა დამევალება კონკრეტულად მე. Vano 3333 12:51, 30 დეკემბერი 2020 (UTC)
- დიდი სიამოვნებით ჩავერთვები თუ დაგჭირდით :)----ჯეო2007განხილვაწვლილი 17:23, 31 დეკემბერი 2020 (UTC)
- სამწუხაროა რომ ეს საკითხი უცებ ჩაკვდა, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის----ჯეო2007განხილვაწვლილი 17:35, 29 იანვარი 2021 (UTC)
- არაფერი ჩამკვდარა. დღეს მესამე შეხვედრა გვაქვს. მცირე ჯგუფებია და ამიტომ ტრენინგის პირველ ეტაპს ავუდივარ. შემდეგში აქ დაფიქსირებულ მსურველებსაც ჩავრთავ. მადლობა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 13:35, 15 თებერვალი 2021 (UTC)
- @გიორგი ჩუბინიძე: ჩაკვდომაში მომხმარებლების აქტივობა ვიგულიხმე, კარგი იქნებოდა უფრო მეტს გამოეთქვა სურვილი----ჯეო2007განხილვაწვლილი 14:29, 15 თებერვალი 2021 (UTC)
რჩეულის სტატუსის მოხსნა
მეგობრებო, ადმინებო, რედაქტორებო. იქნებ ამ მიმართულებით - რჩეული სტატიები/სტატუსის მოხსნა ყველამ ერთად მოვიცალოთ. ეს სტატუსი სტატიებისთვის ერთი შეხედვითაც კი მონახსნელია და მგონი ამ პროცედურის ასე გაწელვა არაა საჭირო. ან მოიცალეთ და ყველამ მიიღეთ კენჭისყრაში მონწილეობა, ან ყოველი მათგანის წარდგენიდან იმდენი დროა გასული რომ უკვე უნდა იყოს აღსრულებული.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:08, 8 იანვარი 2021 (UTC)
რელიგიური შემადგენლობა
მეგობრები შემომაქვს წინადადება, რომ ინფოდაფა დასახლებიდან ამოვიღოთ რელიგიური შემადგენლობის გრაფა. ამის მიზეზი არის ის, რომ არცერთ აღწერაში იშვიათი გამონაკლისების გარდა, დასახლებული პუნქტების დონეზე რელიგიური შემადგენლობის კვლევა არ ქვეყნდება. მომხმარებლები კი ყოველგვარი წყაროს გარეშე და პირადი შეხედულებით, ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტს კონკრეტულ რელიგიას უწერენ. ამიტომ შემომაქვს ამ ველის ამოღების წინადადება.--დათო1010 08:10, 14 იანვარი 2021 (UTC)
- (მომხრე)— Mikheil მიწერა 08:18, 14 იანვარი 2021 (UTC)
- (მომხრე) — Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 09:04, 14 იანვარი 2021 (UTC)
- (მომხრე) ვარ, ვინაიდან შესაბამისი გრაფა არც ვიკიმონაცემებშიც არ არსებობს. თუ არსებობს ინფორმაცია რელიგიურ შემადგენლობაზე, ამის შესახებ სტატიაში, შესაბამის სექციაში შეგვიძლია ჩავწეროთ. --Mehman 97 09:27, 14 იანვარი 2021 (UTC)
- (წინააღმდეგი) სადაც წყაროს გარეშეა, იქ უნდა ამოვიღოთ და არა მთლიანად გრაფა გავაუქმოთ. გიო ოქრო 14:56, 14 იანვარი 2021 (UTC)
- (წინააღმდეგი) - თუ წყარო არ გვაქვს მაგ შემთხვევაში ვარ თანახმა. თუ სანდო წყარო, რაიმე კვლევა არსებობს, რის საფუძველზეც ეს წერია, მაშინ საჭიროა იყოს. ყოველგვარი წყაროს გარეშე და პირადი შეხედულებით დაწერილი სტატისტიკა უბრალოდ ამოვიღოთ სტატიებიდან.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:51, 14 იანვარი 2021 (UTC)
- (წინააღმდეგი) წყარო თუ იქნება ჩაიწერება, თუ არ იქნება არ შეივსება. ველის ამოღების აუცილებლობას ვერ ვხედავ. Vano 3333 16:55, 14 იანვარი 2021 (UTC)
- (მომხრე) გვინდა არ გვინდა დადგება დრო როდესაც ყველა ინფოდაფა ინტეგრირებული იქნება ვიკიმონაცემებთან. ფაქტია თუ მსგავსი გრაფა არ არსებობს მეტაზე, მაშინ აქაც ავტომატურად ამოვარდება, რაც არ უნდა ვინმე წინააღმდეგი იყოს. თან კარგად თუ დააკვირდებით აქ საუბარია მხოლოდ ინფოდაფაზე, თუმცა არავინ გვიშლის მის მითითებას ტექსტში. --Wiki - ჯაბა 17:24, 14 იანვარი 2021 (UTC)
- (მომხრე) კომენტარებით მივხვდი, რომ ვინც არას წერს საერთოდ ვერ ხვდება რაზეა საუბარი. წლებია ეს საკითხი ასე მიგდებული, ვისაც რა სისულელე უნდა იმას ამატებს. დროა ამას წერტილი დაესვას. თუ რომელიმე დასახლებულ პუნქტზე იქნება დადასტურებული ინფორმაცია, მაგისთვის არსებობს ინფოდაფის დამატებითი ველები და იმის საშუალებით მოხდება მითითება. ეს ველი კი წასაშლელია.--დათო1010 19:03, 14 იანვარი 2021 (UTC)
- (მომხრე). თუ ველი პრობლემურია და მისი maintenance არაპროპორციულ ძალისხმევას მოითხოვს, ჯობია, გავაუქმოთ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სტატიაში აუცილებელია ამ ინფორმაციის განთავსება, არსებობს დამატებითი ველები, შესაბამისად შინაარსობრივად სტატია ნაკლული ვერ გახდება.--Melberg მიწერა 19:17, 14 იანვარი 2021 (UTC)
- (წინააღმდეგი) --M. განხილვაწვლილი 06:57, 16 იანვარი 2021 (UTC)
- რავიცი, არც ხელს მიშლის და არც რამეს აფუჭებს. რომც წაშალოთ არც ეგ ავნებს საქმეს დიდად. არ მაქვს კონკრეტული პოზიცია.--Surprizi განხილვაწვლილი 08:00, 16 იანვარი 2021 (UTC)
- შედეგი
- 6 მომხრე, 4 წინააღმდეგი, 1 ნეიტრალური. ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ ინფოდაფა დასახლებიდან მოხდეს რელიგიური შემადგენლობის ველის ამოღება. — Mikheil მიწერა 19:53, 21 იანვარი 2021 (UTC)
საქართველოს ტერიტორიული მოწყობის ოფიციალურად გარკვევა
გარკვეული პერიოდის წინ განხილვა (სამხრეთი ო***ი) იყო, რომლის შედეგადაც საქართველოს პოზრუკის თარგი შეიცვალა და ცვლილებების ავტორი სხვა რესურსებზეც საკმაოდ აქტიურად ავითარებს მის სადაო პოზიციას (ყველგან ამატებს ცხინვალის რეგიონს ადმ. დაყოფაში). ისევ წრეზე რომ არ წავიდეთ და „არგუმენტების ომი“ არ წამოვიწყოთ, არ ჯობია ვინმემ მთელი ქართული ვიკიპედიის სახელით ოფიციალური წერილი მისწეროს საქართველოს მთავრობას და ოფიციალური პასუხის მიხედვით გადაწყდეს ეს საკითხი? ღია რესურსებით ორივე სადავო პოზიციის გამყარება შეიძლება, ამიტომ ვფიქრობ საჭიროა ამჟამინდელი, განახლებული და დაზუსტებული ოფიციალური პოზიციის მიხედვით მოქმედება. ქართულ სივრცეში ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია და ამხელა მასშტაბის ცვლილებები ასე მარტივად (სულ სამი მომხმარებელი მონაწილეობდა განხილვაში) და მაქსიმალური შესწავლის გარეშე არ უნდა ხდებოდეს. --g. balaxaZe★ 14:06, 14 იანვარი 2021 (UTC)
- სალამი გიორგი. თუ შეიძლება, დადრაფტე ეს წერილი და მივმართავთ ოფიციალურად.--Melberg მიწერა 14:12, 14 იანვარი 2021 (UTC)
- მიმართეთ. მე წინააღმდეგი არ ვარ. სოფელი ქსუისი, მაგალითად, შიდა ქართლი არ არის. არც ომამდე არ იყო. ასე რატომ უნდათ რომ გამოიყვანონ, არ ვიცი. ჩემი აზრით, საქართველოს რუკა უნდა დაიყოს მუნიციპალიტეტებად და არა ე.წ. „მხარეებად“, რომლებსაც მხარე საერთოდ არც ჰქვია. გიო ოქრო 14:54, 14 იანვარი 2021 (UTC)
- გიორგი, გეთანხმები. უნდა გავარკვიოთ ეს საკითხი და კიდევ მიხარია რომ გამოჩნდი.:)--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:14, 14 იანვარი 2021 (UTC)
- გიო ოქრო თვითონაც და ჩემი თხოვნითაც აქტიურადაა ჩაბმული აღნიშNულ საკითხში (რამეთუ რეგიონს ყველაზე ახლოს იცნობს ჩვენ შორის). მაგალითად ერედვის რუკის ფორმირების დროს გიოოქროს პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა მუნციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან, რაზედაც ფორუმზეც ჰქონდა მოწერილი. დარწმუნებული ვარ სხვა მუნიციპალიტეტების რუკებთან დაკავშირებითაც ის ასევე პედანტური იყო და ეყრდნობოდა წყაროებს! რაც შეეხება მხარეებად დაყოფას, იდეაში შესაძლებელია მასეთი რუკაც არსებობდეს, თუმცა ამოსავალი რუკა მაინც მუნიციპალიტეტურია, რადგანაც საქართველო იყოფა არა მხარეებად არამედ პირდაპირ მუნიციპალიტეტებად. თუ დამატებით ვინმეს რამეს მისწერთა და კიდევ ერთხელ დაააზღვევთ ვითარებას, იქნება კიდევ უფრო კარგი, თუ რათქმაუნდა მიწერილი არაა უკვე.--Surprizi განხილვაწვლილი 08:08, 16 იანვარი 2021 (UTC)
კენჭისყრა მომხმარებლის განბლოკვის სურვილით
ვიკიპედიის აქტიურო რედაქტორებო, ვიკისაზოგადობავ. 2019 წლის 20 იანვარს მომხმარებელი @Deu: ვიკიპედიის ადმინისტრატორების გადაწყვეტილებით (მიზეზით, რომ ახორციელებდა მომხმარებლებზე პირად შეტევებს, რასაც მომხმარებელთა ნაწილი მაშინვე არ დაეთანხმა) განუსაზღვრელი ვადით დაბლოკეს. ამ ფაქტიდან 2021 წლის 20 იანვარს სრულდება ზუსტად 2 წელი. აქტიურ მომხმარებელთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ 2019 წელს და მას შემდეგ განუწყვეტლივ ითხოვს ამ მომხმარებლის განბლოკვას. ამჟამინდელი მონაცემებით იგი 13 წელია ვიკისაზოგადოების ნაწილია. აქედან ბოლო ორი წელი შეწყვეტილი აქვს რედაქტირების შესაძლებლობა. ვიკიპედიის ისედაც მცირერიცხოვან საზოგადოებას არ აქვს მსგავსი აქტიური, ვიკიპედიის წესების მცოდნე (2011-2015 წლებში ის ვიკიპედიის ადმინისტრატორიც იყო) და გამოცდილი რედაქტორის დაკარგვის ფუფუნება. ყველა რედაქტორი თანასწორია. ადმინისტრატორებს, ბიუროკრატებს და ა.შ. აქვთ მხოლოდ გარკვეული ბიუროკრატიული პასუხისმგებლობები საკუთარი სურვილით, ვიკისაზოგადოების მიერ მინიჭებული ნდობის საფუძველზე. შესაბამისად, საჭიროდ ვთვლით შემოგთავაზოთ კენჭისყრა შემდეგი საკითხის განსახილველად -
- ხართ თუ არა მომხრე მომხმარებელ @Deu:-ს მოეხსნას ბლოკი და დაუბრუნდეს იგი ვიკიპედიის საზოგადოებას?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 13:43, 15 იანვარი 2021 (UTC)
- (მომხრე) - აუცილებლად უნდა მოეხსნას ბლოკი. Vano 3333 13:55, 15 იანვარი 2021 (UTC)
- დაბლოკის და განბლოკვის საკითხები კენჭისყრებით არ ხდება. შესაბამისად, ეს განხილვა, რომელიც ისევ დესრტუქციას და ხელახალ აყალმაყალს ემსახურება, იხურება. გმადლობთ! — Mikheil მიწერა 14:30, 15 იანვარი 2021 (UTC)
მკვდარი ბმულები
მესმის რომ რედაქტორების ნაწილი მკვდარი ბმულების ამოგდებას სასარგებლო საქმედ მიიჩნევს, მაგრამ მხოლოდ ამოგდება არაა სასარგებლო რამ. თავის დროზე, როცა ესა თუ ის სტატია დაიწერა ბმული ადასტურებდა ინფორმაციას. ბმულის ამოგდებით სტატია ჰაერში რჩება. არის ბმულები, საინფორმაციო სააგენტოებიდან, ვიკიპედიაში მითითებული ,,მკვდარია”, მაგრამ იგივე ინფორმაცია სხვა რესურსებში იძებნება, ამიტომ ასე დავლას და ერთიანად მხოლოდ ამოგდებას, ან ცოცხალი ბმულებით ჩაანაცვლეთ, ან დაგვიტოვეთ ჩვენ, ვისაც დრო გამოგვიჩნდება ჩვენს შემოტანილ მასალებში მაინც მივხედავთ. როგორღაცს ამაზე უნდა შევთანხმდეთ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:10, 22 თებერვალი 2021 (UTC)
- @გიორგი ჩუბინიძე: ვეთანხმები გიორგის, მაგალითად თუ სიახლეს გვიდასტურებს ბმული, გადავდივართ მასზე და მკვდარია, აღარ უნდა ამოვგლიჯოთ :) სხვა ვარიანტის ძებნა უნდა დავიწყოთ, 100%-ით გეთანხმები, მე პირადად თუ ჩემს სტატიაში დაფიქსირდება მსგავსი ასე მოვიქცევი----ჯეო2007განხილვაწვლილი 16:35, 22 თებერვალი 2021 (UTC)
- მომხმარებელი:InternetArchiveBot არსებობს. მკვდარი ბმული ჩემი აზრით სტატიაში არ უნდა დარჩეს.--ცანგალა/გ 16:59, 22 თებერვალი 2021 (UTC)
- აქ სხვა რამეზეა საუბარი ცანგალ. თუ არსებობს სხვა ცოცხალი ბმული, იმავე თემაზე, უნდა ჩანაცვლდეს. არ უნდა წაიშალოს ის ინფორმაცია, რომელსაც ეს მკვდარი ბმული გადმოსცემს, რადგან ოდესღაც მივიღეთ ის ინფორმაცია. სანდოდ მივიჩნიეთ. არაა ჩვენი პრობლემა რომ რომელიმე სააგენტომ ვებ-გვერდი შეცვალა და ბმული გადალაგდა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:39, 22 თებერვალი 2021 (UTC)
- და თუ არ არსებობს სხვა ინფორმაცია? დავტოვოთ წლების განმავლობაში მკვდარი ბმული? მომხმარებელი:InternetArchiveBot — ეს ბოტი რისთვის შეიქმნა? --ცანგალა/გ 17:50, 22 თებერვალი 2021 (UTC)
- ცანგალ, კიდევ ვერ გაიგე რას ვწერ. ასე ცუდად ვხსნი?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:52, 22 თებერვალი 2021 (UTC)
- თუ ვერ გავიგე, სხვები გამოგეხმაურებიან. „ვისაც დრო გამოგვიჩნდება“ — უცნაური კომენტარია. --ცანგალა/გ 18:31, 22 თებერვალი 2021 (UTC)
- ჰო, ვიკიპედიაზე, მოხალისე რედაქტორები ვმუშაობთ მაშინ და როცა „დრო გამოგვიჩნდება“. რა არის აქ უცნაური?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:52, 22 თებერვალი 2021 (UTC)
- წყაროს პირდაპირ ამოღება (თუნდაც მკვდარი იყოს) არ შეიძლება. ინფორმაცია, რომელიც დასტურდებოდა, ახლა რჩება წყაროს გარეშე. არსებობს არქივი და იქ უნდა მოიძებნოს. ვინც მოძებნა არ იცის, საერთოდ ხელი არ უნდა ახლოს. თუკი არც არქივში და არც რაიმე ალტერნატიულ საიტზე თუ სხვა წყაროში არ მოიძებნა, მაშინ ამოვიღოთ. გიო ოქრო 06:46, 23 თებერვალი 2021 (UTC)
- გეთანხმები. მაგაშია საქმე.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:05, 23 თებერვალი 2021 (UTC)
- წყაროს პირდაპირ ამოღება (თუნდაც მკვდარი იყოს) არ შეიძლება. ინფორმაცია, რომელიც დასტურდებოდა, ახლა რჩება წყაროს გარეშე. არსებობს არქივი და იქ უნდა მოიძებნოს. ვინც მოძებნა არ იცის, საერთოდ ხელი არ უნდა ახლოს. თუკი არც არქივში და არც რაიმე ალტერნატიულ საიტზე თუ სხვა წყაროში არ მოიძებნა, მაშინ ამოვიღოთ. გიო ოქრო 06:46, 23 თებერვალი 2021 (UTC)
- ჰო, ვიკიპედიაზე, მოხალისე რედაქტორები ვმუშაობთ მაშინ და როცა „დრო გამოგვიჩნდება“. რა არის აქ უცნაური?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:52, 22 თებერვალი 2021 (UTC)
- თუ ვერ გავიგე, სხვები გამოგეხმაურებიან. „ვისაც დრო გამოგვიჩნდება“ — უცნაური კომენტარია. --ცანგალა/გ 18:31, 22 თებერვალი 2021 (UTC)
- ცანგალ, კიდევ ვერ გაიგე რას ვწერ. ასე ცუდად ვხსნი?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:52, 22 თებერვალი 2021 (UTC)
- და თუ არ არსებობს სხვა ინფორმაცია? დავტოვოთ წლების განმავლობაში მკვდარი ბმული? მომხმარებელი:InternetArchiveBot — ეს ბოტი რისთვის შეიქმნა? --ცანგალა/გ 17:50, 22 თებერვალი 2021 (UTC)
- აქ სხვა რამეზეა საუბარი ცანგალ. თუ არსებობს სხვა ცოცხალი ბმული, იმავე თემაზე, უნდა ჩანაცვლდეს. არ უნდა წაიშალოს ის ინფორმაცია, რომელსაც ეს მკვდარი ბმული გადმოსცემს, რადგან ოდესღაც მივიღეთ ის ინფორმაცია. სანდოდ მივიჩნიეთ. არაა ჩვენი პრობლემა რომ რომელიმე სააგენტომ ვებ-გვერდი შეცვალა და ბმული გადალაგდა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:39, 22 თებერვალი 2021 (UTC)
- მომხმარებელი:InternetArchiveBot არსებობს. მკვდარი ბმული ჩემი აზრით სტატიაში არ უნდა დარჩეს.--ცანგალა/გ 16:59, 22 თებერვალი 2021 (UTC)
- @გიორგი ჩუბინიძე: ვეთანხმები გიორგის, მაგალითად თუ სიახლეს გვიდასტურებს ბმული, გადავდივართ მასზე და მკვდარია, აღარ უნდა ამოვგლიჯოთ :) სხვა ვარიანტის ძებნა უნდა დავიწყოთ, 100%-ით გეთანხმები, მე პირადად თუ ჩემს სტატიაში დაფიქსირდება მსგავსი ასე მოვიქცევი----ჯეო2007განხილვაწვლილი 16:35, 22 თებერვალი 2021 (UTC)
- InternetArchiveBot-ი ანაცვლებს მკვდარ ბმულებს არქივის ბმულით, რომელი ბმულის ჩანაცვლებაც შესაძლებელია, ხოლო რომლის ჩანაცვლებაც შეუძლებელია, მას ნიშნავს მკვდრად. InternetArchiveBot-ის მიერ მკვდრად მონიშნული ბმულები ამოსაღებია --M. განხილვაწვლილი 04:58, 24 თებერვალი 2021 (UTC)
- ზოგადად, ერთი ხელის მოსმით ბმულების ამოღების წინააღმდეგი ვარ. InternetArchiveBot-ის მიერ მკვდრად მონიშნული ბმულები ამოსაღები არ არის, ვინაიდან მკვდარი ბმული შესაძლოა კვლავ ამოქმედდეს, ამის საუკეთესო მაგალითია → ეს შემთხვევა, სადაც InternetArchiveBot-მა ბმული მკვდრად მონიშნა, ხოლო ახლა იგივე ბმული მუშაობს (იხ. ბმული). თუმცა მოგვიანებით, მანამ სანამ ბმული ამუშავდებოდა, მკვდარი ბმული სხვა ბმულით ჩავანაცვლე (იხ. ბმული). აქედან გამომდინარე, მე თქვენს ადგილას არ ვიჩქარებდი. ბმულის დაუფიქრებელმა ამოღებამ სტატიასთან მიმართებაში შესაძლოა მძიმე შედეგები გამოიწვიოს. ასე ბმულების ამოღებით საქმეს წინ ვერ წავწევთ. საჩქარო არაფერია. - OTOGI Messages 13:57, 24 თებერვალი 2021 (UTC)
- გაცოცხლებული მკვდარი ჯერ არ მინახავს. 😉 და რამდენი მაგალითია ისეთი, რომ ბმული გაცოცხლდა? --ცანგალა/გ 15:58, 24 თებერვალი 2021 (UTC)
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედიაა უკვდავი, რომელიც ქართული ვიკიპედიის მომხმარებლებმა აკრძალეს. სამაგიეროდ დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის გამოყენება შეიძლება. ბედის ირონია. 😂 --ცანგალა/გ 16:03, 24 თებერვალი 2021 (UTC)
- ზოგადად, ერთი ხელის მოსმით ბმულების ამოღების წინააღმდეგი ვარ. InternetArchiveBot-ის მიერ მკვდრად მონიშნული ბმულები ამოსაღები არ არის, ვინაიდან მკვდარი ბმული შესაძლოა კვლავ ამოქმედდეს, ამის საუკეთესო მაგალითია → ეს შემთხვევა, სადაც InternetArchiveBot-მა ბმული მკვდრად მონიშნა, ხოლო ახლა იგივე ბმული მუშაობს (იხ. ბმული). თუმცა მოგვიანებით, მანამ სანამ ბმული ამუშავდებოდა, მკვდარი ბმული სხვა ბმულით ჩავანაცვლე (იხ. ბმული). აქედან გამომდინარე, მე თქვენს ადგილას არ ვიჩქარებდი. ბმულის დაუფიქრებელმა ამოღებამ სტატიასთან მიმართებაში შესაძლოა მძიმე შედეგები გამოიწვიოს. ასე ბმულების ამოღებით საქმეს წინ ვერ წავწევთ. საჩქარო არაფერია. - OTOGI Messages 13:57, 24 თებერვალი 2021 (UTC)
სტატიაში ,,თეიმურაზ ჯანაშია” მონიშნულია როგორც მკვდარი ბმული, მაგრამ ბმული მუშაობს. და რა ვქნათ, ესეც ამოვიღოთ და წავშალოთ ხომ?:)--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:40, 24 თებერვალი 2021 (UTC)
- აქედან გამომდინარე, ყველას მოგიწოდებთ, რომ როდესაც ბმულებს გამოიყენებთ, მაქსიმალურად ყველა დააარქივეთ. გიო ოქრო 19:43, 24 თებერვალი 2021 (UTC)
- მკვდარს აცოცხლებთ ან ტოვებთ მრავალი წლის მანძილზე. რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბმულზე გადასვლისას გვიწერს „Доступ запрещен“ (შესვლა აკრძალულია). იხ. აბდრაშიტოვო (ალშეევის რაიონი) სქოლიო 1. თუ ესეც მკვდარია? --ცანგალა/გ 11:29, 25 თებერვალი 2021 (UTC)
ცვლილებები ვპ:ადმინ-ში
განხილვა
სალამი, ბოლო პერიოდში აქტიურად ვცდილობ, რომ ქართული ვიკიპედიის საბაზისო წესები და რეგულაციები შესაბამისობაში იყოს უცხოენოვან ვიკიპედიებსა და ფონდის გაიდლაინებთან. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი არის ქართული ვიკიპედიის მიდგომა ადმინისტრატორებთან მიმართებაში - ჩვენი წესების ამჟამინდელი რედაქცია საკმაოდ მკაცრია და, ობიექტურად, აღარ შეესაბამება პროექტში არსებულ რეალობას (მაგ. იხ. ინგლისური ვიკიპედიის გაიდლაინი ადმინისტრატორების უაქტიურობასთან დაკავშირებით.
აქედან გამომდინარე, მინდა წარვადგინო ცვლილება არსებულ წესებში:
- თუ ადმინისტრატორს 3 თვის განმავლობაში არ ექნება მინიმუმ 500 ზოგადი და 50 ადმინისტრაციული რედაქტირება, მომხმარებელს კენჭისყრის გარეშე ჩამოერთვას ადმინისტრატორის სტატუსი.,
- შეიცვალოს შემდეგი ტექსტით:
- თუ ადმინისტრატორს 6 თვის განმავლობაში არ ექნება მინიმუმ 500 ზოგადი და 50 ადმინისტრაციული რედაქტირება მიეცეს გაფრთხილება. თუ გაფრთხილების მიცემის შემდეგ ადმინისტრატორს 3 თვის განმავლობაში არ ექნება მინიმუმ 500 ზოგადი და 50 ადმინისტრაციული რედაქტირება დაინიშნოს კენჭისყრა ადმინისტრატორის სტატუსის მოხსნის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის საფუძველზე ადმინისტრატორს შეუნარჩუნდება სტატუსი, პერიოდის ათვლა თავიდან დაიწყება. თუ კენჭისყრის დღიდან 6 თვის განმავლობაში ადმინისტრატორმა ისევ ვერ დააგროვა 500 ზოგადი და 50 ადმინისტრაციული რედაქტირება, ადმინისტრატორის სტატუსი ავტომატურად შეუჩერდება.
- @MIKHEIL:, @David1010:, @Otogi: - უპირველეს ყოვლისა თქვენ გეხებათ და რომ არ გამოგრჩეთ.--Melberg მიწერა 16:37, 18 მარტი 2021 (UTC)
- როგორც ვიკისაზოგადოება გადაწყვეტს. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. — Mikheil მიწერა 16:55, 18 მარტი 2021 (UTC)
- იყოს ისე, როგორც ვიკისაზოგადოება გადაწყვეტს. - OTOGI Messages 06:23, 19 მარტი 2021 (UTC)
- წინააღმდეგი არ ვარ. დაველოდები ვიკისაზოგადოების გადაწყვეტილებას.--დათო1010 09:02, 19 მარტი 2021 (UTC)
- იყოს ისე, როგორც ვიკისაზოგადოება გადაწყვეტს. - OTOGI Messages 06:23, 19 მარტი 2021 (UTC)
- როგორც ვიკისაზოგადოება გადაწყვეტს. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. — Mikheil მიწერა 16:55, 18 მარტი 2021 (UTC)
- (წინააღმდეგი) მხარს ვუჭერ იმ წესს, რომელიც ფართო დისკუსით და თითქმის ერთხმად იქნა მიღებული, მ.შ. დღევანდელი ადმინების მიერ. განხილვაში არგუმენტები მრავლადაა მოყვანილი და აქ ჩამოთვლას აღარ დავიწყებ. მას შემდეგ რა შეიცვალა ამ მხრივ ქართულ ვიკიპედიაში, არ ვიცი. ასე რომ, დარჩეს ის, რაც აქამდე იყო.--გიო ოქრო 09:27, 19 მარტი 2021 (UTC)
- @Melberg: რატომ აღარ გაწყობთ 2014 წელს მიღებული წესი (შენი შემოთავაზების მიზანი რა არის)? 2014 წელს იმდროინდელმა და ამჟამიდელმა ადმინმა User:David1010 შემოვიდა წინადადებით და მაშინდელმა აქტიურმა ვიკისაზოგადოებამ მხარი დაუჭირა (მათ შორის ამჟამინდელმა სამივე Mikheil, David1010, Otogi ადმინისტრატორმა). რის შედეგადაც ერთროულად რამდენიმე ადმინისტრატორს (მათ შორის მეც) შეუჩერდა ადმინობის უფლებები (მაშინ წესის მიღების მიზანიც ეს იყო). 2016 წელს Mikheil როგორც სტიუარდობის კანდიდატს ამ ფაქტის გამო შეკითხვაც დაუსვეს. იმ დროისთვის დღეს შენს მიერ შემოთავაზებული წესის მიხედვით ადმინისტრატორები მუშაობდნენ. აქედან გამომდინარე უკანონოდ შემიჩერდა ადმინობა, რადგან 2014 წელს ეს ასე აწყობდათ ამჟამინდელ ადმინებს. თუ შენი შემოთავეზებული წესს ვიკისაზოგადოება მიიღებს, მაშინ ვითხოვ ჩემი უფლებების აღდგენას, როგორც უკანონოდ შეჩერებულს. წინასწარ მადლობა. --ცანგალა/გ 15:47, 19 მარტი 2021 (UTC)
- (მომხრე) კარგი აზრია, საჭიროა განახლება წესის, ძველი კარგი იყო თავის დროზე, როდესაც არა აქტიური ადმინები გვყავდა. --Mehman 97 16:00, 19 მარტი 2021 (UTC)
- ცანგალა, შენი არგუმენტების არ მესმის: 2014 წლის შემდეგ გავიდა 7 წელი, მდგომარეობა სრულიად შეიცვალა - მემგონი შენც ხვდები, რომ 2014 წელი დღეს აღარაა: ის წესი, რომელიც მაშინ იყო რელევანტური, დღეს უკვე სრულიად მოძველებულია. 2016 წელი და მიხეილის სტიუარდად კენჭისყრა, რა შუაშია განსახილველ საკითხთან, სრულიად გაუგებარია. არამგონია, შენი ადმინისტრატორის სტატუსის აღდგენაზე საუბარი რელევანტური იყოს. 2014 წელს მიღებული წესის საფუძველზე მოხდა შეწყვეტა - 2021 წელს მიღებული წესისთვის უკუძალის მიცემა გაუგებარია და წესებთან თამაშის შეგრძნებას ტოვებს. ზოგადად, ის, რომ 7 წლის წინ მიღებული იყო ერთი შეთანხმება, არ ნიშნავს, რომ 7 წლის შემდეგ კონკრეტულ სოციუმსა თუ საზოგადოებაში იგივე შეთანხმება უნდა დარჩეს - ყველაფერი განიცდის ევოლუციას. --Melberg მიწერა 17:01, 19 მარტი 2021 (UTC)
- სიკვდილმისჯილები რეაბილიტირებული არიან და მე (და არა მხოლოდ მე) ვმუშაობდი ისე როგორც ამჟამად შენ წამოაყენე საკითხი. და რატომ არ შეიძლება შვიდი წლის შემდეგ უკანონოდ შეწყვეტილი ადმინისტრატორობა აღმიდგეს? 2016 წელი და მიხეილის სტიუარდად კენჭისყრა შუაში კი არა თავშია. ორი წელი იყო გასული და 2016 წელს შეკითხვა დაუსვეს თუ რატომ მოხსნა ერთდროულად რამდენიმე ადმინისტრატორი. სტუარდობაზე უარი უთხრეს. 2021 წელია — COVID-19 და მსოფლიო ჩაიკეტა.--ცანგალა/გ 17:21, 19 მარტი 2021 (UTC)
- (წინააღმდეგი) არა აქტიური? ამჟამინდელი ადმინები (Mikheil, David1010) ვეღარ ასრულებენ თავის წვლილს 3 თვეში და უნდათ თვეების მომატება (თვითონ ვერც თანხმობას წერენ და ვერც წინააღმდეგობას)? თავისივე მიღებული წესის წინააღმდეგ ხომ არ მისცემენ ხმას. ებღაუჭებიან ადმინობას (Otogi-ის არ ვგულისხმობ. ის საკმარისად მუშაობს. ამას ვიკისაზოგადოებაც ხედავს)? ვიკიპედია კერძო საკუთრება არ არის. დღეს ეს წესი გაწყობს და ხვალ მეორე. ეს ნუცას სკოლა არ არის. ეს არის ვიკიპედია — კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვანი პროექტი. ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა წინასწარ მოილაპარაკეთ (Melberg წევრი — წამოაყენა წინადადება, MIKHEIL, David1010, Mehman97). „დრონი მეფობენ და არა მეფენი“. რაც ქართულ ვიკიპედიაში ხდება კარგი სტატიის დაწერაც შეიძლება გაზეთის ფურცლებზე. --ცანგალა/გ 17:21, 19 მარტი 2021 (UTC)
- ცანგალა, შენი არგუმენტების არ მესმის: 2014 წლის შემდეგ გავიდა 7 წელი, მდგომარეობა სრულიად შეიცვალა - მემგონი შენც ხვდები, რომ 2014 წელი დღეს აღარაა: ის წესი, რომელიც მაშინ იყო რელევანტური, დღეს უკვე სრულიად მოძველებულია. 2016 წელი და მიხეილის სტიუარდად კენჭისყრა, რა შუაშია განსახილველ საკითხთან, სრულიად გაუგებარია. არამგონია, შენი ადმინისტრატორის სტატუსის აღდგენაზე საუბარი რელევანტური იყოს. 2014 წელს მიღებული წესის საფუძველზე მოხდა შეწყვეტა - 2021 წელს მიღებული წესისთვის უკუძალის მიცემა გაუგებარია და წესებთან თამაშის შეგრძნებას ტოვებს. ზოგადად, ის, რომ 7 წლის წინ მიღებული იყო ერთი შეთანხმება, არ ნიშნავს, რომ 7 წლის შემდეგ კონკრეტულ სოციუმსა თუ საზოგადოებაში იგივე შეთანხმება უნდა დარჩეს - ყველაფერი განიცდის ევოლუციას. --Melberg მიწერა 17:01, 19 მარტი 2021 (UTC)
- „აღარ შეესაბამება პროექტში არსებულ რეალობას“ — რა არ შეესაბამება? რა შეიცვალა ამ მხრივ? წესი ერთჯერადად არააქტიური ადმინების მოსახსნელად არ მიუღიათ, ასე რომ ყოფილიყო, იქნებოდა ერთი კენჭისყრა და შეუჩერებდნენ. წესი არის პრევენციისათვის. „ძველი კარგი იყო თავის დროზე, როდესაც არა აქტიური ადმინები გვყავდა“ — ახლა ასე ვცვალოთ წესები როდის აქტიურები იქნებიან და როდის არა? წესი არის წესი, მას მხარი დაუჭირეს (მ.შ. ახლანდელებმა) და თუკი გინდათ რომ იგი შეცვალოთ, კეთილი ინებეთ და არგუმენტირებულად გამართეთ შემოთავაზებები (პირადად არავის ეხება, ყველას ვგულისხმობ, ვისაც შეცვლა უნდა). „დრო შეიცვალა“ და ასეთი ზედაპირული გამონათქვამები რაიმის შეცვლის საწინდარი არ არის.--გიო ოქრო 17:26, 19 მარტი 2021 (UTC)
- გიორგი, შენი პოზიცია გასაგებია. სამწუხაროა, რომ ვერ ხედავ, რა განსხვავებაა 7 წლის წინანდელ სიტუაციასა და თანამედროვე მდგომარეობას შორის. წესი არ არის ქვაზე ამოტვიფრული და ზოგადად, 7 წლიანი შუალედი სრულიად საკმარისია ნებისმიერი წესის გადასახედად.--Melberg მიწერა 17:47, 19 მარტი 2021 (UTC)
- რა შუაშია სიკვდილმისჯილები? :D ახალი წესისთის უკუძალის მიცემა ნონსენსია. თუ თვლი, რომ იმსახურებ ადმინისტრატორის სტატუსს, წამოაყენე საკუთარი თავი კენჭისყრაზე, ვინმე გიშლის? წესისთვის უკუძალის მიცემა არ მოხდება. სტუარდების კენჭისყრა რომ გენახა და კარგად წაგეკითხა, იმასაც ნახავდი, რომ ერთი კონკრეტული მომხმარებლის კითხვაზე სხვა მომხმარებელმავე გასცა პასუხი - ზოგადად, ეს აპელირება ამ საკითხისადმი, რბილად რომ ვთქვა, უფრო მომხმარებლის ადევნებას წააგავს, ვიდრე კონკრეტული საკითხის განხილვას (რასაც ადასტურებს შენივე შემდეგი კომენტარი). რაც შეეხება ე.წ. მოლაპარაკების ამბავს - აქ უკვე გთხოვ წარადგინო მტკიცე საბუთი, რომ ამას ჰქონდა ადგილი, უარეს შემთხვევაში იძულებული ვიქნები მივმარტო ადმინისტრატორებს უსაფუძვლო ბრალდებაზე რეაგირებისთვის.--Melberg მიწერა 17:51, 19 მარტი 2021 (UTC)
- სიტუაცია რა თქმა უნდა შეცვლილია, ათიათასობით სტატია და სხვა გვერდი შეიქმნა, რაღაც მოვლენები მოხდა. მაგრამ ადმინისტრატორის აქტიურობასთან დაკავშირებულ ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავ, არააქტიურობა მაშინაც იგივე იყო, რაც ახლა. გადახედვა შეიძლება, მაგრამ უკეთესი არგუმენტებია საჭირო (აშშ-ის კონსტიტუცია მახსენდება რატომღაც :)) გიო ოქრო 17:52, 19 მარტი 2021 (UTC)
- იცი რა განსხვავებაა? ამ შვიდი წლის განმავლობაში ქართული ვიკიპედია კერძო გახდა და მას მართავთ როგორც გსურთ. შვიდი წლის წინ ის წესი, შვიდი წლის შემდეგ ეს წესი და ა. შ. --ცანგალა/გ 17:54, 19 მარტი 2021 (UTC)
- გიორგი, შენი პოზიცია გასაგებია. სამწუხაროა, რომ ვერ ხედავ, რა განსხვავებაა 7 წლის წინანდელ სიტუაციასა და თანამედროვე მდგომარეობას შორის. წესი არ არის ქვაზე ამოტვიფრული და ზოგადად, 7 წლიანი შუალედი სრულიად საკმარისია ნებისმიერი წესის გადასახედად.--Melberg მიწერა 17:47, 19 მარტი 2021 (UTC)
- ცანგალა, სანამ დისკუსიას გავაგრძელებ შენთან, გთხოვ წარადგინო საბუთი იმ ბრალდებისა, რომელიც წამოაყენე. თუ საბუთი არ გაქვს, გთხოვ ბოდიში მოიხადო.--Melberg მიწერა 17:56, 19 მარტი 2021 (UTC)
- @გიო ოქრო: ამერიკის კონსტიტუციაში ჩასწორებების საშუალო რომ გადათვალო, ჩასწორება, სხვათაშორის, საშუალოდ 8 წელიწადში ერთხელ შედიოდა :)) არ გამოვრიცხავ, რომ 2014 წელს არსებობდა გარკვეული მიზეზები, რის გამოც წესის ამჟამინდელი ვერსია მისაღები და/ან საჭირო იყო. თუმცა ამჟამად, როდესაც პროექტში სულ 3 ადმინია, ასეთი დრაკონული წესის არსებობის გამართლებას ვერ ვხედავ: ფონდის პოლიტიკა თავიდან ბოლომდე ეფუძნება მომხმარებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნის იდეას; დრაკონული დამოკლეს მახვილის არსებობა, თან ასეთ მოკლე პერიოდზე, გაფრთხილების გარეშე, არის პროექტის სულისკვეთებიდან მნიშვნელოვანი გადახვევა.--Melberg მიწერა 18:23, 19 მარტი 2021 (UTC)
- რა საბუთი გინდა? გუშინ ის წესი გაწყობდათ და მიიღეთ (თუნდაც შვიდი წლის წინ), დღეს ეს წესი გაწყობთ და ღებულობთ. რა არგუმენტით? შვიდი წელი გავიდა? ვიკიპედიის ლოგო გსურთ ცვლით კენჭისყრის გარეშე და ა. შ. 6 თვეზე თუ აგრძელებთ მაშინ 500 უნდა გახდეს მინიმუმ 1000 ზოგადი და 50 უნდა გახდეს 100 ადმინისტრაციული რედაქტირება . იგივე წვლილი და ექვსი თვე? და კიდევ მეოთხე ადმინი რატომ არ გსურთ? ვიკიმედიის წევრი არ არის და იმიტომ. არ გსურთ ვინმემ წინააღმდეგობა გაგიწიოთ. --ცანგალა/გ 18:40, 19 მარტი 2021 (UTC)
- ცანგალა, შენ წამოაყენე კონკრეტული ბრალდება - ამ ბრალდებას საბუთი სჭირდება. თუ საბუთი არ გაქვს და შეთქმულების თეორიის გჯერა, რაღაცა ირიბ ფაქტებს შორის ვითომ კავშირებს ხედავ, ეს არ არის საფუძველი, რომ ჰაერზე ბრალდებები მოიგონო. ან საბუთი უნდა წარადგინო, ან ბოდიში მოიხადო - უარეს შემთხვევაში ეს არის არაკეთილსინდისიერი ბრალდება, რომელსაც სათანადო რეაგირება უნდა მოყვეს.--Melberg მიწერა 18:47, 19 მარტი 2021 (UTC)
- დიახ, თუმცა ეს შესწორება მთლად არ არის, მნიშვნელოვნად ცვლის წესსს :)) რაც შეეხება ფონდის პოლიტიკას, ადინიც ჩვეულებრივი მომხმარებელია და კომფორტული გარემო მათაც იგივე აქვთ, რაც მე და სხვას. ადმინის ფუნქცია კი საჭიროებს რაღაც სტანდარტებს. საერთოდ არ ვთვლი, რომ ამჟამინდელი წესები მკაცრია. 3 თვე საკმაოდ დიდი დროა წვლილის დასაგროვებლად, მითუმეტეს ადმინების მცირე რაოდენობის პირობებში. --გიო ოქრო 18:51, 19 მარტი 2021 (UTC)
- ვიკიმედიის წევრები, რომ ერთმანეთში კონტაქტობთ ამას რა მტკიცებულება უნდა? გეგმებზე, კონკურსების შესახებ და ა. შ. საუბრობთ. ამას რა საბუთი უნდა? საბუთი ვიკიმედიის ფურცლებზე დევს. ერთმანეთთან კონტაქტის გარეშე ქართული ვიკიმედიის გეგმებიც არ იარსებებს. --ცანგალა/გ 19:04, 19 მარტი 2021 (UTC)
- დიახ, თუმცა ეს შესწორება მთლად არ არის, მნიშვნელოვნად ცვლის წესსს :)) რაც შეეხება ფონდის პოლიტიკას, ადინიც ჩვეულებრივი მომხმარებელია და კომფორტული გარემო მათაც იგივე აქვთ, რაც მე და სხვას. ადმინის ფუნქცია კი საჭიროებს რაღაც სტანდარტებს. საერთოდ არ ვთვლი, რომ ამჟამინდელი წესები მკაცრია. 3 თვე საკმაოდ დიდი დროა წვლილის დასაგროვებლად, მითუმეტეს ადმინების მცირე რაოდენობის პირობებში. --გიო ოქრო 18:51, 19 მარტი 2021 (UTC)
- ცანგალა, შენ წამოაყენე კონკრეტული ბრალდება - ამ ბრალდებას საბუთი სჭირდება. თუ საბუთი არ გაქვს და შეთქმულების თეორიის გჯერა, რაღაცა ირიბ ფაქტებს შორის ვითომ კავშირებს ხედავ, ეს არ არის საფუძველი, რომ ჰაერზე ბრალდებები მოიგონო. ან საბუთი უნდა წარადგინო, ან ბოდიში მოიხადო - უარეს შემთხვევაში ეს არის არაკეთილსინდისიერი ბრალდება, რომელსაც სათანადო რეაგირება უნდა მოყვეს.--Melberg მიწერა 18:47, 19 მარტი 2021 (UTC)
- ცანგალა, შენ წამოაყენე კონკრეტული ბრალდება - წინასწარ მოილაპარაკეთ. მოიტანე ამ ბრალდების დამადასტურებელი საბუთი, ან ბოდიში მოიხადე - სირცხვილია, ასე ჰაერზე ბრალდებებს ისვროდეს ადამიანი. ის, რომ ადამიანი ადამიანს ეკონტაქტება სხვადასხვა თემებზე, არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ საკითხზე მოლაპარაკების ბრალდების წაყენების უფლება გაქვს - თავადაც გაქვს და გქონდა ადამიანების ნომრები და fb მისამართები და არაერთხელ დაგირეკავს სხვადასხვა ადამიანებთან, მათ შორის ისეთებთან, ვისაც ვიკისთან კავშირი ირიბი ჰქონდა. ნიშნავს ეს, რომ კონკრეტულ საკითხზე მოელაპარაკე? კიდევ ერთხელ - ან აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკების საბუთი გვანახე, ან ბოდიში მოიხადე. სირცხვილია.--Melberg მიწერა 19:10, 19 მარტი 2021 (UTC)
- @გიო ოქრო: - შენი პოზიცია გასაგებია, და სრულიად მისაღებია. თუმცა, ცხადია, არ ვეთანხმები)--Melberg მიწერა 19:10, 19 მარტი 2021 (UTC)
- ვიცი, რომ დაბლოკვა გსურთ. აქ ორი აზრი არ არსებობს (ესეც მოილაპარაკეთ). საბოდიშო არაფერი არ მითქვამს. კი, ბატონო, პირადი კავშირები გვქონდა. არ ვუარყობ. ამას არც შენ უარყოფ, რომ გაქვთ. მოილაპარაკეთ, რომ შენ შემოგეტანა ამ წესის შეცვლაზე, David1010 ამას ვერ გააკეთებდა, რადგან შვიდი წლის წინათ მან შემოიტანა წესის შეცვლის წინადადება, ხოლო Mikheil განახორციელა და ადმინისტრატორობის უფლებები მოუხსნა ადმინებს, რის გამოც ვერ გახდა Mikheil სტიუარდი. და ამ წესის შეცვლა იმიტომ გსურთ, რომ ადმინები User:David1010 და მომხმარებელი:MIKHEIL ვერ ასრულებენ სათანადო წვლილს. სადაც ეს ორივე ადმინი ერთმანეთს უჭერენ მხარს. იხ. ვიკიპედია:ადმინისტრატორები/სტატუსის მოხსნა. აგერ, მეორე ფაქტი, რომ მოილაპარაკეთ და ისე შეცვალეთ ვიკიპედიის ლოგოს წარწერა იხ. ლოგო. ამ განხილვის შემდეგ შეცვალეთ თქვენი მოლაპარაკებით შეცვლილი ლოგო.--ცანგალა/გ 19:58, 19 მარტი 2021 (UTC)
- ცანგალა, არავის არ სურს შენი დაბლოკვა - მაგრამ ასეთი უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი ბრალდებებების კორიანტელის ფონზე, ძალიან რთულია პროექტში შენი მონაწილეობა შეფასდეს კონსტრუქციულად. განგიმარტავ პუნქტობრივად და ბოლო შანსს მოგცემ, რომ ბოდიში მოიხადო:
- 1.) ვიცი, რომ დაბლოკვა გსურთ. აქ ორი აზრი არ არსებობს - დაუსაბუთებელი შეთქმულების თეორია;
- 2.) ესეც მოილაპარაკეთ - დაუსაბუთებელი, სამარცხვინო ბრალდების გაგრძელება.
- 3.) საბოდიშო არაფერი არ მითქვამს. - სამწუხაროა, რომ ასე თვლი.
- 4.) კი, ბატონო, პირადი კავშირები გვქონდა. არ ვუარყობ. - კიდევ კარგი.
- 5.) ამას არც შენ უარყოფ, რომ გაქვთ. - ცხადია, არ უარვყოფ. ოღონდ შეთქმულების თეორიებში არ ვიკარგები და ყველგან მტრები არ მელანდება.
- 6.) მოილაპარაკეთ, რომ შენ შემოგეტანა ამ წესის შეცვლაზე, - დაუსაბუთებელი შეთქმულების თეორია, რომლის დამადასტურებელი საბუთი დღემდე არ მიგვიღია.
- 7.) David1010 ამას ვერ გააკეთებდა, რადგან შვიდი წლის წინათ მან შემოიტანა წესის შეცვლის წინადადება, - შვიდი წლის წინანდელ ამბავზე ამბობ. შვიდი წელი გავიდა! და შენ პასუხს სთხოვ ადამიანს იმ ქმედებებისთვის, რასაც ადგილი შვიდი წლის წინ ჰქონდა.
- 8.) ხოლო Mikheil განახორციელა და ადმინისტრატორობის უფლებები მოუხსნა ადმინებს, - და რაში უშლის ხელს ახლა წამოეყენებინა ეს ინიციატივა, თუ უნდოდა? პირიქით, კაცი თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან. სასაცილოა ეს ბრალდება :)
- 9.) რის გამოც ვერ გახდა Mikheil სტიუარდი. - ეს უკვე ცალსახა ტყუილია. ინგლისური ვინც იცის და ვინც ერკვევა ვიკის სპეციფიკაში, კარგად მიხვდება, რომ ეს კითხვა რიგითმა მომხმარებელმა დასვა და მერე სხვა რიგითმა მომხმარებელმა უპასუხა.
- 10.) და ამ წესის შეცვლა იმიტომ გსურთ, რომ ადმინები User:David1010 და მომხმარებელი:MIKHEIL ვერ ასრულებენ სათანადო წვლილს. - ესეც სასაცილოა, აქ პირიქით ჩანს ერთი კონკრეტული მომხმარებლის ადევნება სხვა მომხმარებლებზე.
- 11.) სადაც ეს ორივე ადმინი ერთმანეთს უჭერენ მხარს. იხ. ვიკიპედია:ადმინისტრატორები/სტატუსის მოხსნა. - იგივე, რაც ზემოთ, ოღონდ ადამიანს წაუყენო ფორმალური კრიტეირუმების აღსრულების მოთხოვნა ჯანმრთელობის გაუარესების დროს არაა კარგი საქციელი.
- 12.) აგერ, მეორე ფაქტი, რომ მოილაპარაკეთ და ისე შეცვალეთ ვიკიპედიის ლოგოს წარწერა იხ. ლოგო. - თუ მოვილაპარაკეთ და შევცვალეთ, უზარმაზარი განხილვა, ვარიანტების განხილვა და კენჭსყრა რაღა საჭირო იყო? ცოტა სირცხვილია ამ ლინკის მიცემა, რადგანაც ქართული ვიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე განხილვა იყო.
მოკლედ, ეს არის ბოლო პუნქტობრივი myth buster ჩემგან. ველი ბოდიშს :)--Melberg მიწერა 20:13, 19 მარტი 2021 (UTC)
- სასამართლო დარბაზში არ ვარ. სიტყვა „შეთქმულება“ (შენ თქვი). მოლაპარაკება ვთქვი. --ცანგალა/გ 20:41, 19 მარტი 2021 (UTC)
- ანუ ამ მონაწერიდან მხოლოდ ეს შინაარსი გამოიტანე? :) შეთქმულების თეორია - საკმაოდ ნორმალური სტატია გვაქვს, და შეგიძლია გაეცნო. სამწუხაროა, რომ საკუთარი შეცდომის აღიარება ასეთი პრობლემაა - ბოდიშის მოხდა კი არასდროს არ არის გვიან.--Melberg მიწერა 09:07, 20 მარტი 2021 (UTC)
ყველას მოგესალმებით. პირადად მე ამ განხილვაში ჩემს ხმას არ დავაფიქსირებ, არც წინააღმდეგი ვარ და არც მომხრე, მაგრამ კომენტარს გავაკეთებ. საერთოდ არ არის ახლა ეს თემა აქტუალური. ქართული ვიკიპედიის აქტიურობაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ადმინების წვლილის რაოდენობა გაიზარდოს. რომელ უცხოენოვან ვიკიპედიებს ვადარებთ? სადაც კარგა ხანია სტატიების რაოდენობით რამდენიმე მილიონს გადასცილდნენ? დაგეთანხმე, როცა ლოგო შევცვალეთ. იქ შენი არგუმენტი იყო, რომ ლოგო ქართული წერის სტანდარტებისთვის მოგვერგო. ახლაც გეთანხმები ამაში, მაგრამ მსგავსი წესების კოპირებაში ვერა. ქართული ვიკიპედიის რეალობას უნდა მოვარგოთ ყოველივე. იქ სხვა რეალობაა, რასაც ადარებ. ერთ მომხმარებელს სამუდამო ბლოკი აქვს, რადგან ვიკიპედიის ადმინს წვლილის რაოდენობა შეახსენა... მეორე რედაქტორმა მეორეს შეახსენა... ავადაა და რა წვლილზე საუბრობო - იყო პასუხი. ყველაფერი მესმის, ყველა ადამიანები ვართ, მოხალისეები, ზოგჯერ წვლილი არ გროვდება, გვაქვს პირადი პრობლემები, ზოგჯერ სულ არ გვეხალისება და ა.შ. მაგრამ ვინც ახსენებს ჩასაფრებული ინტრიგანის როლში გამოდის, გაფრთხილებებს გვიწერენ, პროექტს აზარალებთო... რომელ წესებზე ვსაუბროთ, სადაა აქ წესები? ჩემიანი-შენიანის უსამართლო სამწუხარო თამაში მიდის. არავითარი საბუთი არ მაქვს ვინმეს რაიმეზე ბრალო დავდო, მაგრამ ბევრი რამაა აშკარა. 7 წელი გავიდაო... რამდენჯერ დაირღვა ამ 7 წელში ის წესი, ვინ აკონტროლებს ამას და ვინც გააკონტროლა რა პასუხი მიიღო? ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტია. ვინ გააკონტროლებს მომავალში? ვინც პასუხისმგებლობას აიღებს, აქვს დრო და უნარი სათანადო რაოდენობის წვლილიც დააგროვოს, ის იქნება ადმინიც. ჯერჯერობით სამივე ადმინი ზოგიერთი ჩავარდნის გარდა ამ წვლილს აგროვებს (ზოგმა რომც არ დააგროვოს აზრი? სადაა მაკონტროლებელი?) იქნებ სჯობს ბიუროკრატი და ადმინი გაიმიჯნოს? ან სხვა რაიმე საშუალება მოვძებნოთ, რომ ვიკიპედია მეტად დემოკრატიული იყოს? მე პირადად არ ვიცი ამ რეალობიდან რა არის გამოსავალი. იმის მაგივრად რომ საქმეს ვაკეთებდეთ, ერთმანეთს ვჭამთ. სამწუხაროა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 20:44, 19 მარტი 2021 (UTC)
- ვეთანხმები მომხმარებელი:გიორგი ჩუბინიძეს, რომ ბიუროკრატი და ადმინი გაიმიჯნოს. User:David1010 და მომხმარებელი:MIKHEIL ადმინებიც არიან და ბიუროკრატებიც. ეს უფრო მისახედია, ვიდრე ახალი წესის მიღება. --ცანგალა/გ 21:56, 19 მარტი 2021 (UTC)
- სალამი. ამ ეტაპზე მე რასაც ვამჩნევ, არის კონკრეტული მომხმარებელი, რომელიც 7 წლის წინ მომხდარ ამბავზე არის ნაწყენი და ყველაფერს უყურებს ამ წყენისა და შეთქმულების თეორიის პრიზმით, რაც სამწუხაროა. რაც შეეხება ადმინისტრატორისა და ბიუროკრატის სტატუსების გაყოფას. სიმართლე გითხრა, ამაზე არ მიფიქრია - ყველა მსხვილ ვიკიპედიაში ბიუროკრატის სტატუსი არის დანამატი ადმინისტრატორის სტატუსზე, ამიტომ ამ ორი სტატუსის გახლეჩა არ მგონია სწორი. ზოგადად, ამ ორი სტატუსის გახლეჩაზე შეგიძლია ცალკე განხილვის წამოწყება - ეს განხილვა აჯობებს, თუ იქნება კონკრეტულ საკითხზე ფოკუსირებული.--Melberg მიწერა 09:07, 20 მარტი 2021 (UTC)
(მომხრე) შევეცდები წარმოგიდგინოთ ის ერთადერთი არგუმენტი რატომაც დავუჭირე მხარი ამ წესს. როდესაც ადმინისტრატორების მოხსნის წესი მივიღეთ 2014 წელს (ვთვლი რომ ძალიან სწორადაც) მაშინ ქართულ ვიკიპედიაში 84 000 სტატია იყო. დღეს 2021 წელს 150 000-ს გადავცდით, თუმცა ერთი რამ შეინიშნება: აქტიურ და ვიკიპედიის რეალურ „მუშა“ გუნდს არავინ შეგვმატებია, გაიზარდა ახალი მომხმარებლების რაოდენობა, გაიზარდა გასასწორებელი სტატიების რაოდენობაც, გაიზარდა მოთხოვნილება მათ გასწორებაზე, მაგრამ ვიმეორებ ძირითადი „მუშა“ გუნდი ისევ იმ რაოდენობით დავრჩით. ადმინებზე მოქმედმა წესმა, რომელიც მაშინ საკმაოდ მისაღები იყო, სამი ადმინი ძირითადად გადაიყვანა აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. ამან რა გამოიწვია? სამი ადმინი, სამი ბირთვი აი იმ ზემოთ ნახსენები „მუშა“ ადამიანებისა პრაქტიკულად, როგორც რედაქტორები დავკარგეთ და შესაბამისად მოიმატა უხარისხო სტატიების რაოდენობამ ვიკიპედიაში. (იხ. კატეგორია:გასაენციკლოპედიურებელი სტატიები - 900 სტატია; კატეგორია:უტექსტო - 422 სტატია; კატეგორია:სტატიები დაუსაბუთებელი მტკიცებებით - 103 სტატია...). გიორგის მიერ შემოთავაზებული წესის მიხედვით (ზემოთთქმულიდან გამომდინარე, არ აწყენდა ამ წესში ზოგადი ცვლილებების რაოდენობის გაზრდა) ამ ადმინების მუშაობას მივმართავთ სწორედ მსგავსი სტატიების გაუმჯობესებისაკენ და არ იქნებიან ჩაციკლული მხოლოდ ადმინისტრაციულ ქმედებებზე. რაც შეეხება გაჟღერებულ ბრალდებებს (არ გავიმეორებ გიორგიმ კარგად ჩამიოაყალიბა) — გეყოს! მე როგორც ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის წევრი (რომლის მიმართაც არაერთხელ გაისმა დაუსაბუთებელი ბრალდება) ვითხოვ ამ მომხმარებელს გაეცეს საკადრისი პასუხი. --Wiki - ჯაბა 06:28, 20 მარტი 2021 (UTC)
- ეს განხილვა კონკრეტულად, წესის გადახედვას შეეხება და არა წესის ახლიდან შემუშავებას. სტატუსების დაყოფის მოთხოვნით, თქვენ განხილვა აბსურდამდე მიგყავთ, რაც ვიკიპედიის წესების დარღვევაა. კარგად გაეცანით განხილვის სპეციფიკას და დასათაურებას. როგორც ყოველთვის, ამ განხილვაშიც იკვეთება მისტიფიკაცია უსაფუძვლო ბრალდებების გამო. დაუშვებელია როტაცია ერთი და იგივე კომენტარის ირგვლივ. @გიო ოქრო: თარგი:{{წინააღმდეგი}} გაქვს ჩასმული და ახლა უნდა დაელოდო სხვების აზრს. იყოს ისე როგორც ამას ვიკი-საზოგადოება გადაწყვიტავს. - OTOGI Messages 10:35, 20 მარტი 2021 (UTC)
აქ რატომ მოვინიშნე ვერ ვხვდები, სხვების აზრს რომ ველოდებით ყველა, ნათელია. გიო ოქრო 10:47, 20 მარტი 2021 (UTC)
- რომ ვერ ხვდები მაგიტომაც მოგნიშნე, რომ თარგის ჩასმიდან კიდევ 3 კომენტარი გააკეთე. გავიგეთ შენი აზრი. აწი დაელოდე სხვებს. - OTOGI Messages 10:53, 20 მარტი 2021 (UTC)
- კი, გავაკეთე, ჩემი არგუმენტები წარმოვადგინე დისკუსიის გზით; როგორც ზევით აღინიშნა — წესის გადახედვის შესახებაა საუბარი. გიო ოქრო 10:56, 20 მარტი 2021 (UTC)
- (წინააღმდეგი) „მკვდარ სულებს“ ვიკი არ საჭიროებს. არსებული წესი არათუ შესამსუბუქებელი, არამედ გასამკაცრებელია. რისი ადმინისტრატორია თუ თვეობით არ მონაწილეობს მის ცხოვრებაში? ოღონდაცა, მრავალმილიონიანი ვიკიებით არგუმენტირებას ნუ დაიწყებთ, სადაც ადმინიტრატორები, ბიუროკრატები და მისთანები უფრო მეტია ვიდრე მონაწილეების მთლიანი რაოდენობა ქართულ ვიკიში. -- OpusDEI 11:19, 20 მარტი 2021 (UTC)
- (წინააღმდეგი) მე ვერ ვიგებ ეს თემა რატომ წამოიწყეთ. უხეშად რომ ვთქვათ უსაქმურობის წახალისებაა? აბა ადმინი, რომელიც ამდენი თვის მანძილზე 500 რედაქტირებასაც არ აკეთებს მისგან რა უნდა იხეიროს ვიკიპედიამ. ვფიქრობ ბევრად მნიშვნელოვანი თემებია აქ განსახილველი და კონკრეტულ პირებისთვის ხელსაყრელი საკითხები არ უნდა განიხილებოდეს. ვემხრობი ზემოთხსენებულს, რომ პირიქით უნდა გამკაცრდეს კონკრეტული კანონი!(სჯობს ეს განვიხილოთ). გაფრთხილება რომ თამაშია ეგ უკვე ყველას კარგად ესმის. უსაქმურობის წახალისება და პლუს გეგმა ბ. Vano 3333 12:31, 20 მარტი 2021 (UTC)
- რა საინტერესეოა სიზარმაცის წახალისებაზე საუბარი მოხალისეობრივ პროექტში განსაკუთრებით იმ მომხმარებლების მხრიდან, რომლებიც ძირითადად განხილვებში ჩნდებიან. :) --Melberg მიწერა 13:16, 20 მარტი 2021 (UTC)
- @Melberg:ჯერ უადგილოა, მეორე თუ სწორად გავიგე განხილვებში ვჩნდები მატო, ამისათვის ჩემ წვლილს გადახედეთ და დასკვნები მერე იყოს. და ვინ ვის აძალებს რამეს ვისაც რაუნდა ის აკეთოს. თუ იღებს ადმინის პასუხისმგებლობას არსში თვითონ უნდა გაერკვიოს პიროვნება. აბა ყველა ერთ საქმეს ვაკეთებთ და მადლობების ხდას ხომ არ დავიწყებთ რახან მოხალისეობრივია. ზოგადად არც წესების მწამს, ერთადერთი მომხმარებლების დაბლოკვაზეა წესი დაურღვეველი, თუნდაც ეგ ადმინის რედაქტირებების საკმაო რაოდენობა რამდენჯერ არ დაფიქსირებულა და რა მოყვა მაგას? უნდა? მაშინ გააკეთოს, არ უნდა? მაშინ არ გააკეთოს, ეგაა ნება და არა, ის რომ კონკრეტულ პირთა ადგილების გამყარებას ხელი შევუწყოთ. Vano 3333 09:44, 21 მარტი 2021 (UTC)
(მომხრე) საერთოდაც და მით უმეტეს, სტატიების და მომხმარებლების გაზრდილი რაოდენობის, ე. ი. გაზრდილი ადმინისტრაციული სამუშაოს პირობებში ადმინებისთვის, რომლებიც ისედაც ცოტანი არიან, ზოგადი რედაქტირებების რაოდენობა დამატებით ტვირთს არ უნდა წარმოადგენდეს. არათუ ამ შესწორების მომხრე ვარ, არამედ საერთოდაც რომ ამოვიღოთ ზოგადი რედაქტირებების ვალდებულება და მხოლოდ ადმინისტრაციული დავტოვოთ, მომხრე ვიქნები. — Anry Kiknavelidze :::::::::::განხილვაწვლილი 13:32, 20 მარტი 2021 (UTC)
- @Melberg:ზოგადად მხოლოდ განხილვებში გამოჩენილი მომხმარებლები მრავლად ახსოვს ქართულ ვიკიპედიას. ეს არც პირველი განხილვაა და ალბათ არც უკანასკნელი. რაც ერთ-ერთი დიდი პრობლემაა და ვფიქრობ ამ საკითხზეც უნდა ვიმსჯელოთ, რომ მინიმუმ ბოლო ერთ თვეში უნდა ჰქონდეს მომხმარებელს საკმარისი წვლილი, რომ განხილვაში მონაწილეობა შეძლოს. ასევე განხილვაში მონაწილეობით არ უნდა სრულდებოდეს მათი წვლილიც.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 13:51, 20 მარტი 2021 (UTC)
- კი ბატონო. ოღონდ ამ თემაში განსახილველ საკითხს ეს ისევ არ ეხება. --Melberg მიწერა 14:03, 20 მარტი 2021 (UTC)
- ისევე, როგორც ზემოთ შენს მიერ გაკეთებული კომენტარი, რასაც ვუპასუხე:D--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 14:05, 20 მარტი 2021 (UTC)
- კი ბატონო. ოღონდ ამ თემაში განსახილველ საკითხს ეს ისევ არ ეხება. --Melberg მიწერა 14:03, 20 მარტი 2021 (UTC)
- @Melberg:ზოგადად მხოლოდ განხილვებში გამოჩენილი მომხმარებლები მრავლად ახსოვს ქართულ ვიკიპედიას. ეს არც პირველი განხილვაა და ალბათ არც უკანასკნელი. რაც ერთ-ერთი დიდი პრობლემაა და ვფიქრობ ამ საკითხზეც უნდა ვიმსჯელოთ, რომ მინიმუმ ბოლო ერთ თვეში უნდა ჰქონდეს მომხმარებელს საკმარისი წვლილი, რომ განხილვაში მონაწილეობა შეძლოს. ასევე განხილვაში მონაწილეობით არ უნდა სრულდებოდეს მათი წვლილიც.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 13:51, 20 მარტი 2021 (UTC)
კენჭისყრა
კენჭისყრა დაიწყება 2021 წლის 28 მარტის 00:01 საათზე და გაგრძელდება 2021 წლის 31 მარტის 00:01 საათამდე. ერთ მომხმარებელს აქვს ერთი ხმის უფლება. კენჭისყრისას დასაშვებია მხოლოდ (მომხრე)-ს გამოყენება - გთხოვთ, თავი შეიკავოთ კომენტარებისგან და მხოლოდ ხმა დააფიქსიროთ.
- @Vano3333: - გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება (მომხრე)-ს გამოყენებით (იხ. კენჭისყრის პირობები ზემოთ).--Melberg მიწერა 15:31, 29 მარტი 2021 (UTC)
- @Melberg: ვერ გავიგე, ახალი სტილის განხილვაა? წინააღმდეგი ვინცაა იმან რა ქნას? ან თუ მარტო მომხეს წერთ რაღას განიხილავთ? Vano 3333 15:35, 29 მარტი 2021 (UTC)
- ან თუ მარტო მომხეს წერთ რაღას განიხილავთ - მემგონი ჯობია, ცოტა კორექტულად დააფიქსიროთ საკუთარი მოსაზრება :) კენჭისყრაში არსებობს ორი ქვესათაური მიმდინარე რედაქცია და ცვლილება. თუ მიმდინარე რედაქციას ემხრობით, ხმა უნდა დააფიქსიროთ შესაბამის ქვესათაურში. საკმაოდ მარტივია :)--Melberg მიწერა 15:42, 29 მარტი 2021 (UTC)
- კორექტულობა არ აკლია მაგ კითხვას, მემგონი და ვარაუდიც არ სჭირდება. კითხვა დავსვი, თუ რაუნდა ქნას მომხმარებელმა ვინც ეწინააღმდეგება, არაკორექტული არაფერია აქ და თუ კონკრეტული ადამიანებისთვის გამაღიზიანებელი კითხვაა, ეგ ნამდვილად სხვა თემაა უკვე. კი მარტივია აქ ყველაფერი :) და ეგ არის სწორედ უბედურება. Vano 3333 16:18, 29 მარტი 2021 (UTC)
- არადა, მართლა მარტივია.--Melberg მიწერა 16:27, 29 მარტი 2021 (UTC)
- სამწუხაროდ ბევრ კითხვას არ ეღირსა აქ პასუხი. კვლავ გეთანხმებით მარტივია დიახ. Vano 3333 16:39, 29 მარტი 2021 (UTC)
- ვანო, სწორადაა კენჭისყრა. თანხმობა მიმდინარე რედაქციაზე, ან ცვლილებაზე. რომელსაც ანიჭებთ უპირატესობას იმის ქვეშ დააფიქსირებთ ხმას ხართ თუ არა მომხრე.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:56, 29 მარტი 2021 (UTC)
- მადლობა გიო. Vano 3333 11:07, 30 მარტი 2021 (UTC)
- ვანო, სწორადაა კენჭისყრა. თანხმობა მიმდინარე რედაქციაზე, ან ცვლილებაზე. რომელსაც ანიჭებთ უპირატესობას იმის ქვეშ დააფიქსირებთ ხმას ხართ თუ არა მომხრე.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:56, 29 მარტი 2021 (UTC)
- სამწუხაროდ ბევრ კითხვას არ ეღირსა აქ პასუხი. კვლავ გეთანხმებით მარტივია დიახ. Vano 3333 16:39, 29 მარტი 2021 (UTC)
- ან თუ მარტო მომხეს წერთ რაღას განიხილავთ - მემგონი ჯობია, ცოტა კორექტულად დააფიქსიროთ საკუთარი მოსაზრება :) კენჭისყრაში არსებობს ორი ქვესათაური მიმდინარე რედაქცია და ცვლილება. თუ მიმდინარე რედაქციას ემხრობით, ხმა უნდა დააფიქსიროთ შესაბამის ქვესათაურში. საკმაოდ მარტივია :)--Melberg მიწერა 15:42, 29 მარტი 2021 (UTC)
მიმდინარე რედაქცია
- . (მომხრე)--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:51, 29 მარტი 2021 (UTC)
- . (მომხრე)ნიკა 18:31, 29 მარტი 2021 (UTC)
- (მომხრე)--გიო ოქრო 19:15, 29 მარტი 2021 (UTC)
- (მომხრე) Gobrona განხილვაწვლილი 08:20, 30 მარტი 2021 (UTC)
- . (მომხრე) Vano 3333 10:58, 30 მარტი 2021 (UTC)
- . (მომხრე) (განვმარტავ, შეტანილი ცვლილებები არ ედრება ინგლისურ ვარიანტს. დამატებითი კენჭისყრა აღარ უნდა იყოს. არ მუშაობს, ჩამოერთვას უფლება, მორჩა) პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 11:30, 30 მარტი 2021 (UTC)
- . (მომხრე)----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 17:27, 30 მარტი 2021 (UTC)
ცვლილება
- . (მომხრე).--Melberg მიწერა 20:03, 27 მარტი 2021 (UTC)
- . (მომხრე) --Mehman 97 13:59, 28 მარტი 2021 (UTC)
- . (მომხრე) --Wiki - ჯაბა 14:18, 28 მარტი 2021 (UTC)
- . (მომხრე) ― Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 16:46, 28 მარტი 2021 (UTC)
- . (მომხრე) --Nia Cheგანხილვაწვლილი. 09:32, 30 მარტი 2021 (UTC)
- . (მომხრე) --ავთანდილაშვილი რეზი განხილვაწვლილი 16:34, 30 მარტი 2021 (UTC)
- . (მომხრე) --Nina1009 განხილვაწვლილი 18:40, 30 მარტი 2021 (UTC)
- . (მომხრე)--დათო1010 19:55, 30 მარტი 2021 (UTC)
- . (მომხრე)— Mikheil მიწერა 19:57, 30 მარტი 2021 (UTC)
- . (მომხრე) --ზაკო განხილვაწვლილი 19:59, 30 მარტი 2021 (UTC)
#. (წინააღმდეგი) Vano 3333 15:03, 29 მარტი 2021 (UTC)
- კენჭისყრა დასრულებულია თბილისის დროით 31 მარტს, 00:02 საათზე.--Melberg მიწერა 20:02, 30 მარტი 2021 (UTC)