ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები/არქივები/13

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.


კვლავ მამის სახელების შესახებ[წყაროს რედაქტირება]

იხ. ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები/არქივები/7# მამის სახელი და ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები/არქივები/11#მამის სახელი რატომ გახდა კვლავ აქტუალური ეს საკითხი? იხ. გია ქარსელაძე, მანანა მელქაძე, მზია ჯინჭარაძე, ეკა ბეჟანიშვილი და ა. შ. სამწუხაროდ ორივე განხილვას შედეგი არ უწერია. ამიტომ ისმის შეკითხვა მამის სახელებს სტატიებში ვწერთ თუ არა? --ცანგალა 19:50, 3 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე მამის სახელებს არ ვუთითებთ.--Melberg მიწერა 06:57, 4 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

ფორუმის გადაწყვეტილებების რეესტრი[წყაროს რედაქტირება]

მეგობრებო, მემგონი უკვე დადგა საჭიროება, რომ შეიქმნას ფორუმის გადაწყვეტილებების ცენტრალიზებული რეესტრი, რომელშიც მოვუყრით თავს ფორუმზე განხილვისა და კენჭისყრით მიღებულ გადაწყვეტილებას.--Melberg მიწერა 06:56, 4 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

დროა აშკარად. თორემ...--Wiki - ჯაბა 07:07, 4 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]
ვიკიპედია:ფორუმი/რეესტრი - გაკეთდა. ახლა უნდა გადავწყვიტოთ, აქ მხოლოდ ახალი გადაწყვეტილებეიბ ჩავწეროთ, თუ ძველიც :D --Melberg მიწერა 10:48, 4 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ძალაშია. --Wiki - ჯაბა 11:34, 4 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია:ვიკიპედიის დადგენილებები — ამ გვერდთან შერწყმა მოხდება თუ თანაცხოვრება? გიო ოქრო 11:44, 4 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]
შერწყმა: ორი იდენტური გვერდია, და ორივეს არსებობის საჭიროება არ არის. არც ვიცოდი ამ გვერდის არსებობის შესახებ :--Melberg მიწერა 12:47, 4 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმები. მოქმედი ახალი და ძველი გადაწყვეტილებები უნდა ჩაიწეროს. ხანდახან შედეგის ჩანაწერი ორაზროვანია, რაც მომხმარებლებს შორის უთანხმოებას იწვევს და იქნებ შედეგში დაკონკრეტებაც ჩაიწეროს. რასაკვირველია, თუ ეს შესაძლებელია. მადლობა Melberg-ს ამ ინიციატივის წამოწყებისთვის. --ცანგალა 15:18, 4 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

ბუნებრივია შერწყმა მოხდება, რადგან სადაც გადაწყდება საკითხი, იმ სივრცეში მოექცევა შედეგიც და იქნებ ფორუმში საამისო ღილაკი (ან ხატულა, როგორც ახლა ფორუმშია) სადმე ჩავამატოთ რომ სწრაფად მოხდეს ნახვა. --Wiki - ჯაბა 16:35, 4 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

პ. ს. უკვე დაგიმატებია :) --Wiki - ჯაბა 16:37, 4 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

რეესტრის ყველა ტექნიკური გვერდი გამართულია და სრულ მზადყოფნაშია. @გიო ოქრო:ს მიერ შემჩნუელი ვიკიპედია:ვიკიპედიის დადგენილებები სრულიად ინტეგრირდა ახალ მექანიზმში. --Melberg მიწერა 15:13, 7 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

ფორუმის დაარქივება[წყაროს რედაქტირება]

რადგანაც დავიწყეთ ფორუმის გადაწყვეტილებების რეესტრი, იქნებ მივიღოთ წესი, თუ რამდენი ხნის შემდეგ ხდება ფორუმის გვერდის (არ აქვს მნიშვნელობა რომელი განყოფილება) დაარქივება. რადგან ზოგჯერ ერთი დღის შემდეგ ხდება დაარქივება. --ცანგალა 16:07, 4 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

იყოს სტანდარტულად - თემა დახურულია და არქივდება იმ შემთხვევაში, თუ მასში ბოლო შეტყობინებიდან 7 დღის განმავლობაში ახალი შეტყობინება არ ყოფილა.--Melberg მიწერა 18:07, 6 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]
დიახ, ერთი კვირა საკმარისია ბოლო კომენტარიდან. გიო ოქრო 18:22, 6 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]
მეც ვფიქრობ, რომ შვიდი დღე საკმარისია ბოლო კომენტარიდან.--ცანგალა 19:35, 6 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]