ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები/არქივები/15

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამხრეთი ოსეთი[წყაროს რედაქტირება]

სალამი ყველას. ვაპირებ, რომ სამხრეთ ოსეთის თემასთან ახლოს მყოფ სტატიებში რიგი ცვლილებები შევიტანო შესაბამისი წყაროების თანახმად. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც სახალხო წარმოდგენასთან თანხმობაში არ მოდის, არის რუკა, დე იურე რუკა. საქმე ისაა, რომ ცხინვალის რეგიონი არ შედის არც შიდა ქართლის, არც მცხეთა-მთიანეთის, არც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეებში. ამის ერთ-ერთი მტკიცებულება არის შიდა ქართლის გუბერნატორის 2008 წლის (ომამდელი) დეკლარაცია (რეალურად გუბერნატორის დეკლარაციაა იმის განმსაზღვრელი, თუ რას მოიცავს საგუბერნატორო ანუ ე.წ. „მხარე“), რომლის მიხედვითაც შიდა ქართლი მხოლოდ 4 მუნიციპალიტეტით შემოიფარგლება (2006-დან რეგიონში 3 ახალი მუნიციპალიტეტი გაჩნდა და ისინი შიდა ქართლს არ მიეკუთვნა). გარდა ამისა, ოფიციალური დოკუმენტებით არ დასტურდება ამ მხარეებში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებული რომელიმე მუნიციპალიტეტის არსებობა. პირადადაც კი მაქვს ნანახი სამხრ. ოსეთის ადმინისტრაციაში გამოქვეყნებული საქართველოს ოფიციალური რუკა, თუმცა ეს წყაროდ არც მომყავს, არის ამ საკითხის დამამტკიცებული ოფიციალური წყაროები. 2007 წლიდან არსებობს ადმინისტრაცია და ამ წყაროების გათვალისწინებით რუკაზე უნდა მოხდეს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის დატანა, ასევე შიდა ქართლი ამოსაღებია ამ რეგიონის სოფლებიდან და სხვა სტატიებიდან. რუკები უნდა ჩასწორდეს, შეიქმნას ახლები და ა.შ. ვიცი, რომ ეს კონფლიქტური თემაა და ამიტომ ჯერ ფორუმზე ვწერ. იხ. აგრეთვე სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. გიო ოქრო 19:37, 29 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ჩემის აზრით არც შიდა ქართლის, არც კახეთის არც გურიის და სხვა მხარე არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს. ადმ.-ტერ. ერთეულები როგორც ვიცი არის მუნიციპალტეტეტები და არა მხარეები. მხარეების გუბერნატორებს ნიშნავს თბილისი და არ წარმოადგენს ხალხისმიერ არჩეულ პიროვნებებს. მხარის გუბერნატორებიცა და სამხრეთ ოსეთის "ზედამხედველიც" შემოიფარგლებიან მეთვალყურისა და თბილისისთვის ინფორმაციის მიმწოდებლის ფუნქციით. ისინი ვერანაირად ვერ მოქმედებენ რეგიონის მართვა-გამგეობაზე. ჩემის აზრით თარგებში მხარის გრაფაში უნდა მიეთითოს "სამხრეთ ოსეთი", მაგრამ სამხრეთ ოსეთის განმარტებაში ისევე როგორც მხარეების განმარტებაში უნდა ჩამოვყალიბდეთ, რამდენად უპრიანია რომ მათ ვუწოდოთ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, იმიტორომ არც ადმინისტრირებენ და არც ემორჩილება მათ მუნიციპალიტეტები. ისე თარგში "სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის" მითითება უფრო გასაგები იქნებოდა რიგითი მომხმარებლისათვის, რომ დაბნევა ავიცილოთ თავიდან, თუმცა ურიგო არ იქნებოდა რომ ბმული გადასულიყო სამხრეთ ოსეთის სტატიაზე. ისე ცხინვალის რეგიონი რაღა განსაზღვრებაა მაშინ?-Surprizi განხილვაწვლილი 00:38, 30 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
კი, ზუსტად ეგრეა რაც მხარეებზე ისაუბრე. საქართველო ადმინისტრაციულად იყოფა მხოლოდ მუნიციპალიტეტებად. ცხინვალის რეგიონი, სახელიდან გამომდინარე, რაიმე ადმინისტრაციის განსაზღვრება ვერ იქნება. გიო ოქრო 05:51, 30 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
სტატია — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული მისასალმებელია, მაგრამ „ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული“ რამდენად კორექტულია? სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან ხო არ გაგვევლო რამე კონსულტაცია? თან მხარეებსა და აღნიშნულ სტატიის ინფოდაფაში არსებული ტერმინი „შიდა დაყოფა“ მგონი შესაცვლელია. მხარეები არ იყოფა, სავარაუდოდ „მოიცავს“ უფრო მოუხდება, იმიტომ რომ თითქოს ჩვენ ვაბნევთ საკუთარ თავს როცა მხარეების შიდა დაყოფაზე ვსაუბრობთ. თუმცა რამდენად სწორია „მოიცავს“ ესეც საკითხავია.--Surprizi განხილვაწვლილი 06:41, 30 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ხო, ეხლა წავიკითხე მაცნეშია გაწერილი „ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული“.--Surprizi განხილვაწვლილი 06:46, 30 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული — ამის შემოკლებაა, ოფიციალურ დოკუმენტებში მასე ეწოდება. შიდა დაყოფა არც მე მომწონს. „აერთიანებს“, „მოიცავს“ — შეიძლება. ზოგჯერ ავტომატურად რომ გადმოაქვს ძაან გაწელილია და მაგის შეკეცვაც შეიძლება, ეს ისე. გიო ოქრო 06:47, 30 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ხო არა სახელი გასაგებია, მივხვდი. ისე ადმინისტრაციაზე სტატია ცალკე ხომ არ იყოს ჯობია? ინტერვიკები ადმინისტრაციაზე მიდის.--Surprizi განხილვაწვლილი 06:51, 30 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
მოკლედ სტატია დავტოვოთ ესე როგორცაა თავისი სათაურითურთ. ერთადერთი ინფოდაფაში მხარეებსა და აქაც ხო არ ჯობია „შიდა დაყოფა“ სხვა სიტყვით შევცვალოთ?--Surprizi განხილვაწვლილი 06:56, 30 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
შევცვალოთ „აერთიანებს“, „მოიცავს“, „თვითმმართველი ერთეულები“ (საქართველოს შემთხვევაში) და მისთ. გიო ოქრო 18:10, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
მოკლედ, მგონი არავინ არის სხვა, ვინც აზრს გამოთქვამს. დავიწყებ მუშაობას და ხვალ-ზეგიდან შევცვლი, პირველ რიგში რუკებს. გიო ოქრო 18:12, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
კარგად ვერ გავიგე, რას აპირებ. თუ რუკების შეცვლაზეა საუბარი, ეს ძალიან კარგი წამოწყებაა. შესაცვლელია მცხეთა-მთიანეთის მხარის რუკაც, რას ზის ინფოდაფებში, რადგან არასწორად მოიცავს ახალგორის მუნიციპალიტეტსაც. ამ თემას მხოლოდ ნაწილობრივ ეხება, მაგრამ დავწერ აქვე, რომ ბათუმის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების რუკის შეცვლაც კარგი იქნება. --M. განხილვაწვლილი 09:12, 3 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@M. რუკებიც შესაცვლელია და ტექსტებიც. ბათუმ-ხელვაჩაურს შევცვლი, უბრალოდ მაინტერესებს რა არის შესაცვლელი. გიო ოქრო 14:32, 3 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია, პირადად მე თანახმა ვარ მაგ ცვლილებების. წლებია, შეცდომაში შეგვყავს ხალხი. რაც შეეხება ბათუმს, საზღვრებია შესაცვლელი (გასაფართოებელი). აქ არის საზღვრის ზუსტი აღწერა --M. განხილვაწვლილი 16:05, 3 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ასევე http://maps.napr.gov.ge/ -ზე არის ბათუმის ზუსტი რუკა. საძიებო ველში 05. კოდის ჩაწერით შეიძლება ნახვა--M. განხილვაწვლილი 16:43, 3 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@M. შევცვალე, შეიძლება Chrome-ში უცბად აი აისახოს ცვლილებები, სხვა ბრაუზერებში შეიცვლებოდა უკვე. გიო ოქრო 21:10, 8 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მუნიციპალიტეტები და რაიონები[წყაროს რედაქტირება]

მოგეხსენებათ, ვიკიპედიაში საქართველოს რაიონებზე სტატიები ყველა გადატანილ იქნა მუნიციპალიტეტებზე, თუმცა მაშინ დაშვებულ იქნა ერთი შეცდომა: ეს შეეხო აფხაზეთის არ-ის რაიონებსაც. ახლა ვაპირებ გავმართო სტატიები მუნიციპალიეტებთან და ადმ. ერთეულებთან დაკავშირებით (არამხოლოდ საქართველოს). საქმე ის არის, რომ 2005-2006 წლების მდგომარეობით ოკუპირებულ რაიონებს არ შეხებიათ მუნიციპალიტეტის გადარქმევა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ოფიციალურ დოკუმენტშიც შეიძლება ნახოთ მათი მოხსენიება მუნიციპალიტეტად, ოფიციალურად ეს არ მომხდარა (ეს არის კანონი, რომლის მიხედვით მოხდა რაიონის გადარქმევა მუნიციპალიტეტად, მუხლი 64, პ. 1. ასევე ნახეთ პ. 3, რომლის დათქმაც გამორიცხავს ამ ცვლილებისგან იმ დროისთვის ოკუპირებულ მუნიციპალიტეტებს. მათთვის ვინც კანონის ტექსტს ვერ კითხულობს (ეს სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს) ყველა ლიტერატურა იხსენიებს საქართველოში 69 მუნიციპალიტეტს და არა 75-ს რაც იქნებოდა იმ შემთხვევაში აფხაზეთის არ-ის მუნიციპალიტეტებიც რომ ითვლებოდეს. შესაბამისად აფხაზეთის მუნიციპალიტეტები გადასატანია რაიონებზე, როგორც სტატიები, ასევე შესაბამისი კატეგორიები. ეს განხილვები აქამდე გაბნეული იყო: კატეგორიის განხილვა:ჯავის მუნიციპალიტეტი თარგის განხილვა:ჯავის მუნიციპალიტეტი კატეგორიის განხილვა:საქართველოს რაიონები. --M. განხილვაწვლილი 09:27, 3 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მაგალითად საინტერესოა გაგრის შემთხვევა. ენციკლოპედია „საქართველოში“ (1997) მოცემულია „გაგრის ზონა“, რაიონზე ლაპარაკი არ არის. ზოგადად, ამ ცვლილებებს ვემხრობი მეც. გიო ოქრო 14:33, 3 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ეს თემა ჩემთვისაც საინტერესოა და შესაბამისად მივიღებ მონაწილეობას. ზემოთ მითითებული სამი განხილვიდან ერთში მივიღე მონაწილეობა და რეალურად ვერაფერი შემოგვთავაზეს რასაც გადავწყვეტდით (ასეც დავიწყე განხილვაში მონაწილეობა: რას გვთავაზობ?). მაგრამ არის ერთი მაგრამ: ენციკლოპედია საქართველოს მესამე ტომში სოფელ ვანელზე (და კიდევ სხვა სტატიებზეც) ასეა სტატია: ვანელი, სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის მხარე), ხოლო ამავე ენციკლოპედიის მეორე ტომში (2012 წ.) არის სტატია გუდაუთის მუნიციპალიტეტი. რაც შეეხება გაგრის ზონას. ალბათ გექნებათ ინფორმაცია, რომ მუშაობა მიდის ენციკლოპედიის პირველი ტომის შევსება-განახლებაზე და დაველოდოთ რას დაწერენ გაგრის ზონის მაგივრად. --Wiki - ჯაბა 16:11, 3 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ენციკლოპედია საქართველოს ბევრი შეცდომა აქვს მაგ საკითხში. თუნდაც აქვე დამოწმებული ჯავის მოხსენიება შიდა ქართლის მხარეში. შემოთავაზება ესაა: უნდა იყოს სტატიები გუდაუთის რაიონი, ჯავის რაიონი და ა.შ. და სტატია უნდა დაიწეროს მათზე, როგორც ყოფილ ადმინისტრაციულ ერთეულზე. სტატიებში უნდა მიეთითოს, რომ ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია, ხოლო მისი ადმ.-ტერ. მოწყობის საკითხი კონსტიტუციით გადაწყდება ტერ. მთლიანობის აღდგენის შემდეგ. შესაძლებელია ცალკე სექციები დაეთმოს ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის“ ფარგლებში რა ადმ. მოწყობა აქვს ამ რაიონებს.რაც შეეხება გაგრას, გამონაკლისია, და შესაძლებელია იყოს გაგრის ზონა, როგორც ქე-შია, რადგან გაგრის, (ისევე როგორც წყალტუბოს, ტყიბულის და ჭიათურის) შემთხვევებში საბჭოთა დროსაც რაიონი არ ერქვა და საქალაქო საბჭოსადმი დაქვემდებარებული ტერიტორიები ერქვათ. „ზონა“ ქე-ში ალბათ, სიმარტივისთვის ჩაწერეც, თორემ არც „ზონა“ ერქვა. --M. განხილვაწვლილი 16:21, 3 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

შეცდომები შეიძლება იყოს: მე ზემოთ მითითებულ ერთ განხილვაში ამ წამს დავწერე: რეალობის უკეთ ასახვისათვის აუცილებელია ოკუპირებული გაჩნდეს დასახელებაში (კატეგორიაზე ეს მოვიფიქრე, სტატიებში არ ვიცი როგორ იქნება... შეთანხმების საკითხია). სხვა მხრივ რაიონზე უპირობო დაბრუნების წინააღმდეგი ვარ. --Wiki - ჯაბა 16:29, 3 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

პირადად „ყოფილი“ მიმაჩნია რომ უნდა ჩავუწეროთ, რადგან რაიონი არც არსებობს, არც გაუქმებულა და ამ ტერიტორიას ადრინდელი რაიონის მიხედვით ავღნიშნავთ. თუ არ არის კონსენსუსი, ჯავის რაიონიც შეიძლება. სტატიაში აუცილებლად უნდა მიეთითოს, რატომ რაიონი და არა მუნიციპალიტეტი. გიო ოქრო 05:58, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ყოფილი ნიშნავს, რომ არსებობდა და გაუქმდა. მაგრამ ეს რაიონი არსებობდა და კი არ გაუქმდა, ოკუპირებულია და ამიტომ მისი საკითხი საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე არის გაურკვეველი, მეორე კანონით ითვლება ოკუპირებულად. აქედან გამომდინარეობს ჩემი მოსაზრება. --Wiki - ჯაბა 06:34, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

სტატიის სათაურში, ჩემი აზრით, არც ყოფილი უნდა და არც ოკუპირებული. თუკი კატეგორიაში ჯავაზე ოკუპირებულს ჩავწერთ, მაშინ ერედვზეც უნდა ჩავწეროთ, ამიტომ არასწორი მგონია. ყოფილი ნიშნავს, რომ არსებობდა და აღარ არსებობს (სახელმწიფოები და ერთეულები ყოველთვის ოფიციალურად, დოკუმენტურად არ უქმდება). გიო ოქრო 07:10, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

და როცა ოფიციალურად ოკუპირებულად არის აღიარებული მაშინ? --Wiki - ჯაბა 11:00, 4 დეკემბერი 2020 (UTC) პ.ს. კატეგორიის განხილვა:ჯავის მუნიციპალიტეტი აქ ყოფილს უჭერდი მხარს. --Wiki - ჯაბა 11:02, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მანდ კატეგორიაში ვიძახდი. ოფიციალურად ოკუპირებულია ერედვის მუნიციპალიტეტიც, თუკი ჯავის რაიონს დავუწერთ, მაშინ ერედვსაც უნდა. გიო ოქრო 14:33, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ხო რავი ალბათ კატეგორიას გულისხმობდი, შედარებისთვის კი შემთხვევით სტატია მოგყავს. ის რომ რეალობა აღდგეს მე წინააღმდეგი არ ვარ. მაგრამ რაიონზე დაბრუნებას ვერ ვემხრობი. თუ ერთი კანონით ვმოქმედებთ, მეორესაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ჯავის რაიონი იყო, მერე მოხდა ოკუპაცია და უნდა ეწოდოს ჯავის ოკუპირებული რაიონი, ან ჯავის რაიონი (ოკუპირებული). რეალურად რა გამოდის საბოლოოდ? უნდა დავწეროთ შემდეგი სტატიები: ჯავის რაიონი - საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში, ჯავის რაიონი - ე. წ. სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში და ჯავის რაიონი - ოკუპირებული. მე ასე ვხედავ რეალობას, თუ გვინდა რომ რეალობა ავსახოთ. რაც შეეხება ერედვს, მე მგონი რეესტრში მაგის სტატუსი განსაზღვრულია და ტექსტის შესავალში რაც წერია ისიც საკმარისია. --Wiki - ჯაბა 14:44, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ორი ჯავის რაიონი შეიძლება — ერთი სამხ. ოსეთში, მეორე — საქართველოში. საქართველოს სსრ-ის რაიონი ცალკე გვინდა? ახლანდელი ჯავის რაიონიც ხომ იგივე საქართველოს სსრ-ის ჯავის რაიონია, რომელსაც მუნიციპალური რეფორმა ოკუპაციის გამო ვერ შეეხო. გიო ოქრო 14:57, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ჩემი აზრით სტატიას უნდა ერქვას მხოლოდ რაიონი და შესავალში აიხსნას თუ რატომაა ამ სახელზე. გიო ოქრო 14:58, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

რა მაინტერესებს იცი? 1991-2008 წლებში რა სტატუსი ჰქონდა ჯავის რაიონს. --Wiki - ჯაბა 15:07, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

სხვა რაიონებისგან განსხვავებით, სადაც ქართული მხარე ტერიტორიების ნაწილს მაინც აკონტროლებდა, ჯავის რაიონს არ შეხებია არანაირი რეფორმა, კანონი თუ მისთ. გამსახურდიას მიერ ჩამოჭრილი ტერიტორია (ჯეჯორის ხეობა) დღეს ონის მუნიციპალიტეტს არ ეკუთვნის (საკრებულოს დებულებაში არც ერთი ეს სოფელი არ მოხვდა). ანუ ჯავის რაიონი ისეთივე საზღვრებშია, როგორიც ჰქონდა სსრკ-ის დაშლის დროს (სეპარატისტების ჯავის რაიონში გუდისის ხეობის ზემო წელი აღარ შედის). ოფიციალურ დონეებზე არსად ჯავის რაიონი ხსენებაში არ არის დღემდე. გიო ოქრო 15:20, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

კანონებსაც ადამიანები ქმნიან და მაგასაც შეიძლება თავისი ხვრელები მოეძებნოს. რეალურად არსებობდა ეს რაიონი ჯერ იყო ჯავის რაიონი, მერე გახდა ოკუპირებული და ამას დაემატება ე. წ. რესპუბლიკის შემადგენლობაში არსებული რაიონი. მე მაინც ვფიქრობ რომ სამი სტატიია საჭირო და ოკუპირებულზე სათაურში უნდა მიეწეროს რომ არის ოკუპირებული. კატეგორიას რაც შეხება ესეც გასარკვევია. მაგ.: სოფელი მუგუთი ამ ეტაპზე ჩემთვის რიგითი ადამიანისთვის არის ოკუპირებული ჯავის რაიონის სოფელი. ხოლო ჯავის რაიონი კანონის თანახმად არის ოკუპირებული. --Wiki - ჯაბა 15:33, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

კი ბატონო, არის. ოკუპირებულია კიდევ სხვა ერთეულებიც. მათაც ხომ უნდათ ამავე ლოგიკით, თუ არა? გიო ოქრო 15:41, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ერედვს და მისთანებს თუ გულისხმობ, მაგის პასუხი ზემოთ დაგიწერე: მაგათი სტატუსი განსაზღვრულია, მუნიციპალიტეტების რეესტრში მაგ სახელითაა მოხსენიებული და შესავალში ჩაწერა იმისა, რომ ოკუპირებულია საკმარისია. --Wiki - ჯაბა 15:47, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ფაქტი არის ეს: გალის მუნიციპალიტეტი, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, ჯავის მუნიციპალიტეტი, გაგრის მუნიციპალიტეტი და ა.შ. არ არსებობს, ასეთი ადმ. ერთეულები არ არსებობს, არც არასდროს უარსებია. ვიკიპედიაში გვაქვს სტატები არარსებული „რეალობის“ შესახებ. ეს არის შესაცვლელი. ახლა რითი არის შესაცვლელი? ამჟამინდელი მდგომარეობით შესატყვისი ადმ. ერთულები არ არსებობს. სამართლებრივად სიცარიელეა, ვაკუუმია. წარსულის მდგომარეობით არსებობდა რაიონები, ჯავის რაიონი, გუდაუთის რაიონი (გაგრა არის გამონაკლისი) და ა.შ. რაც შეეხება „ოკუპირებულის“ ჩამატებას. „ოკუპაციის შესახებ კანონი“ არსად არ ახსენებს მუნიციპალიტეტს ან რაიონს (რადგან ვერ მოიხსენიებს არარსებულ ერთეულს), კანონში წერია, რომ აფხაზეთის არ-ის ტერიტორია არის ოკუპირებული. შეგვიძ₾ია ჩავუმატოთ ყველა სტატიას დაწყებული რესპუბლიკიდან დასრულებული ყველა სოფლით სიტყვა ოკუპირებული, მაგრამ უბრალოდ უაზრობა იქნება, იმავეს ასახვა შესაძლოა ტექსტში, თარგში და ა.შ. რაც შეეხება სტატიების სათაურებს, ის ამჟამინდელი მდგომარეობით არასწორია და ბევრი შეჰყავს შეცდომაში, ხოლო საკითხში ჩახედულებისთვის კი მხოლოდ ვიკიპედიის ნაკლებს სანდოობას ამტკიცებს --M. განხილვაწვლილი 06:12, 6 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

სათაურები შესაცვლელი რომ არის ამაზე არავინ დავობს (და რატომ გახდა საჭირო ამის გამეორება ვერ მივხვდი). მაგრამ ოკუპირებული რაიონი რომაა ეს უნდა გამოჩნდეს სათაურშივე რაც ავხსენი ზემოთ (ვგულისხმობ მაგ. ჯავის რაიონზე სამი სტატიის შექმნას:საქართველოს სსრ-ს, ოკუპაციის პერიოდის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის). აბსურდია სოფლების სათაურებშიც ოკუპირებულის მიწერა და ამის თქმა განხილვის სხვა მიმართულებით წაყვანის მცდელობაა. --Wiki - ჯაბა 06:49, 6 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

თუ სწორად მახსოვს, ადრე იყო განხილვა, რომ საქართველოს რაიონებზე ცალკე სტატიები გაკეთებულიყო. ეს რაიონები არსებობდნენ მე-20 საუკუნის 20–30-იანი წლებიდან 2006 წლამდე. ანუ ამ შემთხვევაში ორ-ორი სტატია უნდა დაგვეწერა (სსრკ-სა და საქართველოში)? ორი რაიონის არსებობის აუცილებლობა, ჩემი აზრით, არ არსებობს. მაგალითად გორის მაზრაში აღნიშნულია მისი ისტორია (არსებობდა რუსეთის იმპერიაში, საქართველოს დრ-ში და სსრკ-ში). ამ შემთხვევაშიც მგონია, რომ ასე უნდა გაკეთდეს. სეპარატისტების რაიონზე ცალკე შეიძლება, გაერთიანებაც შეიძლება, ამ შემთხვევაში რაიმე კონკრეტული პოზიცია არ მაქვს. გიო ოქრო 09:01, 6 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მეც მახსოვს ეგ განხილვა და დღესაც მგონია რომ სტატიები ხაშურის რაიონი და ხაშურის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა უნდა იყოს. მაგრამ აქ განსხვავებაა: ხაშურის და მსგავსი მუნიციპალიტეტები საქართველოს შემადგენლობაშია (არასოდეს ყოფილა ოკუპირებული) და ჯავის და მისთანანის შემთხვევაში საქმე ეხება ოკუპირებულ რაიონებს და სხვა სიტუაციაა. ამიტომ მგონია სამი სტატია საჭირო. --Wiki - ჯაბა 12:08, 6 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მე მგონია ასევე უნდა შეიქმნას მსგავსი კატეგორიები კატეგორია:საქართველოს ოკუპირებული რაიონები და კატეგორია:ჯავის რაიონის ოკუპირებული სოფლები. --Wiki - ჯაბა 12:19, 6 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
განსხვავება, მაგალითად, გორის რაიონსა და ჯავის რაიონს შორის არის ის, რომ გორისამ არსებობა შეწყვიტა 2006–2007 წლებში, ხოლო ჯავა ოკუპაციის გამო არც გაუქმდა, არც მუნიციპალიტეტად გადაკეთდა. ამის ასახვა შეიძლება სტატიაშივე და დამატებითი ახალი სტატიის არსებობის საჭიროებას ვერ ვხედავ. ისევე როგორც გორის რაიონის სტატიამ უნდა მოიცვას როგორც საქ. სსრ-ის, ისე დამოუკიდებელი საქართველოს რაიონის ინფორმაცია, ჯავისაზეც ასე მგონი, თუმცა იმ განხვავებით, რომ ფორმალურად არ გაუქმებულა. კატეგორიას რაც შეეხება, კატეგორია:ჯავის მუნიციპალიტეტის სოფლები გადავიტანოთ, თუმცა ოკუპირებულის მაგივრად, როგორც ადრეც ვთქვი, ან ყოფილი ჯავის რაიონის სოფლები ანდაც უბრალოდ ჯავის რაიონის სოფლები იყოს, რადგან ჯავის რაიონის ყველა სოფელი ოკუპირებულია ისედაც. გიო ოქრო 15:19, 6 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მე ვფიქრობ ხაზი უნდა გაესვას ოკუპირებულს სტატიების სათაურშიც, ტექსტშიც და კატეგორიაშიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ვატყუებთ მომხმარებელს. ჩემი აზრი ესაა, რაც შეიძლება მოგეწონოთ ან არ მოგეწონოთ, ასე გაგრძელებასაც არ აქვს აზრი. აქ სხვებიც არიან, რასაც მიიღებთ გადაწყვეტილებას მეც იმას დავემორჩილები. სურვილი დიდი მაქვს, რომ ეს სტატიები გასწორდეს და ამაში ვიცი, რომ შენ ლომის წვლილი გექნება. წარმატებები ამ კუთხით. --Wiki - ჯაბა 16:54, 6 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია:შემოწმება[წყაროს რედაქტირება]

ვიკიპედია:შემოწმება ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე (იხ. ვიკიპედია:კენჭისყრა/კატეგორიის სიდიდის ზედა ზღვარი სტატიებში) ვცლილებები შესატანი არ არის? ბოლო ცვლილება 2018 წელს არის განხორციელებული.--ცანგალა/ 18:24, 19 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]


ტრენინგი ბიბლიოთეკარებისთვის[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით, იანვრიდან, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, ჩავატარებ რამდენიმე ტრენინგს პროექტისთვის ,,ბიბლიოთეკარები ვიკიპედიაზე”, რომელშიც ჩაერთვებიან ბიბლიოთეკარები როგორც ეროვნული, ასევე საქართველოს მუნიციპალიტეტების ბიბლიოთეკებიდან. ამჟამად ინტერესი საკმაოდ დიდია და შეიძლება რამდენიმე ჯგუფიც გაკეთდეს. ეს ის ხალხია, ვისაც უამრავი სახის ქართულ ლიტერატურასთან მიუწვდება ხელი, შესაბამისად ძალიან კარგი იქნება მათი ჩართვა ამ საქმიანობაში. ყოველივე ცხადია მთლიაანდ მოხალისეობრივია. თუ ვინმეს აქვს სურვილი პროექტში ჩემთან ერთად ჩაერთოს და იყოს, როგორც ტრენერი შეუძლია დამიკავშირდეს. მივიღებ დამატებით რჩევებსა და რეკომენდაციებს. პატივისცემით, --გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 13:29, 23 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მე შემიძლია ჩავერთო, თუ გურიიდან იქნებიან ბიბლიოთეკარები, მითუმეტეს, ასევე გააჩნია გრაფიკსაც --M. განხილვაწვლილი 04:59, 24 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
რამდენიმე წლის წინ ჩავატარე მანდ ასეთი ტრენინგი, თუმცა, მხოლოდ ერთი საკმარისი არ აღმოჩნდა. — Mikheil მიწერა 10:23, 30 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ვიკიპედიის საკითხებზე ერთი არასდროს იქნება საკმარისი. რამდენიმე დავგეგმე, ალბათ არც ეს იქნება ძალიან დიდი შედეგის მომტანი, მაგრამ ინფორმირებულობას მაინც გაზრდის. ამიტომ მსურველებს ისევ ველოდები.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 10:43, 30 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
გამარჯობა გიორგი. საინტერესო ჩანს. ქუთაისში თუ ჩატარდება სიამოვნებით დაგეხმარებით. Vano 3333 10:47, 30 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ვანო, ონლაინ ტრენინგია, შესაბამისად ნებისმიერ ადგილიდან შეგიძლიათ ჩაერთოთ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 12:27, 30 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მე ჩავერთვები, მაგრამ უფრო დეტალური ინფორმაცია დამჭირდება, თუ რა დამევალება კონკრეტულად მე. Vano 3333 12:51, 30 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

დიდი სიამოვნებით ჩავერთვები თუ დაგჭირდით :)----ჯეო2007განხილვაწვლილი 17:23, 31 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
სამწუხაროა რომ ეს საკითხი უცებ ჩაკვდა, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის----ჯეო2007განხილვაწვლილი 17:35, 29 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
არაფერი ჩამკვდარა. დღეს მესამე შეხვედრა გვაქვს. მცირე ჯგუფებია და ამიტომ ტრენინგის პირველ ეტაპს ავუდივარ. შემდეგში აქ დაფიქსირებულ მსურველებსაც ჩავრთავ. მადლობა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 13:35, 15 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
@გიორგი ჩუბინიძე: ჩაკვდომაში მომხმარებლების აქტივობა ვიგულიხმე, კარგი იქნებოდა უფრო მეტს გამოეთქვა სურვილი----ჯეო2007განხილვაწვლილი 14:29, 15 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

რჩეულის სტატუსის მოხსნა[წყაროს რედაქტირება]

მეგობრებო, ადმინებო, რედაქტორებო. იქნებ ამ მიმართულებით - რჩეული სტატიები/სტატუსის მოხსნა ყველამ ერთად მოვიცალოთ. ეს სტატუსი სტატიებისთვის ერთი შეხედვითაც კი მონახსნელია და მგონი ამ პროცედურის ასე გაწელვა არაა საჭირო. ან მოიცალეთ და ყველამ მიიღეთ კენჭისყრაში მონწილეობა, ან ყოველი მათგანის წარდგენიდან იმდენი დროა გასული რომ უკვე უნდა იყოს აღსრულებული.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:08, 8 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

რელიგიური შემადგენლობა[წყაროს რედაქტირება]

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

მეგობრები შემომაქვს წინადადება, რომ ინფოდაფა დასახლებიდან ამოვიღოთ რელიგიური შემადგენლობის გრაფა. ამის მიზეზი არის ის, რომ არცერთ აღწერაში იშვიათი გამონაკლისების გარდა, დასახლებული პუნქტების დონეზე რელიგიური შემადგენლობის კვლევა არ ქვეყნდება. მომხმარებლები კი ყოველგვარი წყაროს გარეშე და პირადი შეხედულებით, ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტს კონკრეტულ რელიგიას უწერენ. ამიტომ შემომაქვს ამ ველის ამოღების წინადადება.--დათო1010 08:10, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

  • (მომხრე)— Mikheil მიწერა 08:18, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (მომხრე) — Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 09:04, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (მომხრე) ვარ, ვინაიდან შესაბამისი გრაფა არც ვიკიმონაცემებშიც არ არსებობს. თუ არსებობს ინფორმაცია რელიგიურ შემადგენლობაზე, ამის შესახებ სტატიაში, შესაბამის სექციაში შეგვიძლია ჩავწეროთ. --Mehman 97 09:27, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (წინააღმდეგი) სადაც წყაროს გარეშეა, იქ უნდა ამოვიღოთ და არა მთლიანად გრაფა გავაუქმოთ. გიო ოქრო 14:56, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (წინააღმდეგი) - თუ წყარო არ გვაქვს მაგ შემთხვევაში ვარ თანახმა. თუ სანდო წყარო, რაიმე კვლევა არსებობს, რის საფუძველზეც ეს წერია, მაშინ საჭიროა იყოს. ყოველგვარი წყაროს გარეშე და პირადი შეხედულებით დაწერილი სტატისტიკა უბრალოდ ამოვიღოთ სტატიებიდან.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:51, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (წინააღმდეგი) წყარო თუ იქნება ჩაიწერება, თუ არ იქნება არ შეივსება. ველის ამოღების აუცილებლობას ვერ ვხედავ. Vano 3333 16:55, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (მომხრე) გვინდა არ გვინდა დადგება დრო როდესაც ყველა ინფოდაფა ინტეგრირებული იქნება ვიკიმონაცემებთან. ფაქტია თუ მსგავსი გრაფა არ არსებობს მეტაზე, მაშინ აქაც ავტომატურად ამოვარდება, რაც არ უნდა ვინმე წინააღმდეგი იყოს. თან კარგად თუ დააკვირდებით აქ საუბარია მხოლოდ ინფოდაფაზე, თუმცა არავინ გვიშლის მის მითითებას ტექსტში. --Wiki - ჯაბა 17:24, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (მომხრე) კომენტარებით მივხვდი, რომ ვინც არას წერს საერთოდ ვერ ხვდება რაზეა საუბარი. წლებია ეს საკითხი ასე მიგდებული, ვისაც რა სისულელე უნდა იმას ამატებს. დროა ამას წერტილი დაესვას. თუ რომელიმე დასახლებულ პუნქტზე იქნება დადასტურებული ინფორმაცია, მაგისთვის არსებობს ინფოდაფის დამატებითი ველები და იმის საშუალებით მოხდება მითითება. ეს ველი კი წასაშლელია.--დათო1010 19:03, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (მომხრე). თუ ველი პრობლემურია და მისი maintenance არაპროპორციულ ძალისხმევას მოითხოვს, ჯობია, გავაუქმოთ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სტატიაში აუცილებელია ამ ინფორმაციის განთავსება, არსებობს დამატებითი ველები, შესაბამისად შინაარსობრივად სტატია ნაკლული ვერ გახდება.--Melberg მიწერა 19:17, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (წინააღმდეგი) --M. განხილვაწვლილი 06:57, 16 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • რავიცი, არც ხელს მიშლის და არც რამეს აფუჭებს. რომც წაშალოთ არც ეგ ავნებს საქმეს დიდად. არ მაქვს კონკრეტული პოზიცია.--Surprizi განხილვაწვლილი 08:00, 16 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
შედეგი
6 მომხრე, 4 წინააღმდეგი, 1 ნეიტრალური. ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ ინფოდაფა დასახლებიდან მოხდეს რელიგიური შემადგენლობის ველის ამოღება. — Mikheil მიწერა 19:53, 21 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

საქართველოს ტერიტორიული მოწყობის ოფიციალურად გარკვევა[წყაროს რედაქტირება]

გარკვეული პერიოდის წინ განხილვა (სამხრეთი ო***ი) იყო, რომლის შედეგადაც საქართველოს პოზრუკის თარგი შეიცვალა და ცვლილებების ავტორი სხვა რესურსებზეც საკმაოდ აქტიურად ავითარებს მის სადაო პოზიციას (ყველგან ამატებს ცხინვალის რეგიონს ადმ. დაყოფაში). ისევ წრეზე რომ არ წავიდეთ და „არგუმენტების ომი“ არ წამოვიწყოთ, არ ჯობია ვინმემ მთელი ქართული ვიკიპედიის სახელით ოფიციალური წერილი მისწეროს საქართველოს მთავრობას და ოფიციალური პასუხის მიხედვით გადაწყდეს ეს საკითხი? ღია რესურსებით ორივე სადავო პოზიციის გამყარება შეიძლება, ამიტომ ვფიქრობ საჭიროა ამჟამინდელი, განახლებული და დაზუსტებული ოფიციალური პოზიციის მიხედვით მოქმედება. ქართულ სივრცეში ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია და ამხელა მასშტაბის ცვლილებები ასე მარტივად (სულ სამი მომხმარებელი მონაწილეობდა განხილვაში) და მაქსიმალური შესწავლის გარეშე არ უნდა ხდებოდეს. --g. balaxaZe 14:06, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

სალამი გიორგი. თუ შეიძლება, დადრაფტე ეს წერილი და მივმართავთ ოფიციალურად.--Melberg მიწერა 14:12, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
მიმართეთ. მე წინააღმდეგი არ ვარ. სოფელი ქსუისი, მაგალითად, შიდა ქართლი არ არის. არც ომამდე არ იყო. ასე რატომ უნდათ რომ გამოიყვანონ, არ ვიცი. ჩემი აზრით, საქართველოს რუკა უნდა დაიყოს მუნიციპალიტეტებად და არა ე.წ. „მხარეებად“, რომლებსაც მხარე საერთოდ არც ჰქვია. გიო ოქრო 14:54, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
გიორგი, გეთანხმები. უნდა გავარკვიოთ ეს საკითხი და კიდევ მიხარია რომ გამოჩნდი.:)--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:14, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
გიო ოქრო თვითონაც და ჩემი თხოვნითაც აქტიურადაა ჩაბმული აღნიშNულ საკითხში (რამეთუ რეგიონს ყველაზე ახლოს იცნობს ჩვენ შორის). მაგალითად ერედვის რუკის ფორმირების დროს გიოოქროს პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა მუნციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან, რაზედაც ფორუმზეც ჰქონდა მოწერილი. დარწმუნებული ვარ სხვა მუნიციპალიტეტების რუკებთან დაკავშირებითაც ის ასევე პედანტური იყო და ეყრდნობოდა წყაროებს! რაც შეეხება მხარეებად დაყოფას, იდეაში შესაძლებელია მასეთი რუკაც არსებობდეს, თუმცა ამოსავალი რუკა მაინც მუნიციპალიტეტურია, რადგანაც საქართველო იყოფა არა მხარეებად არამედ პირდაპირ მუნიციპალიტეტებად. თუ დამატებით ვინმეს რამეს მისწერთა და კიდევ ერთხელ დაააზღვევთ ვითარებას, იქნება კიდევ უფრო კარგი, თუ რათქმაუნდა მიწერილი არაა უკვე.--Surprizi განხილვაწვლილი 08:08, 16 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

კენჭისყრა მომხმარებლის განბლოკვის სურვილით[წყაროს რედაქტირება]

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

ვიკიპედიის აქტიურო რედაქტორებო, ვიკისაზოგადობავ. 2019 წლის 20 იანვარს მომხმარებელი @Deu: ვიკიპედიის ადმინისტრატორების გადაწყვეტილებით (მიზეზით, რომ ახორციელებდა მომხმარებლებზე პირად შეტევებს, რასაც მომხმარებელთა ნაწილი მაშინვე არ დაეთანხმა) განუსაზღვრელი ვადით დაბლოკეს. ამ ფაქტიდან 2021 წლის 20 იანვარს სრულდება ზუსტად 2 წელი. აქტიურ მომხმარებელთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ 2019 წელს და მას შემდეგ განუწყვეტლივ ითხოვს ამ მომხმარებლის განბლოკვას. ამჟამინდელი მონაცემებით იგი 13 წელია ვიკისაზოგადოების ნაწილია. აქედან ბოლო ორი წელი შეწყვეტილი აქვს რედაქტირების შესაძლებლობა. ვიკიპედიის ისედაც მცირერიცხოვან საზოგადოებას არ აქვს მსგავსი აქტიური, ვიკიპედიის წესების მცოდნე (2011-2015 წლებში ის ვიკიპედიის ადმინისტრატორიც იყო) და გამოცდილი რედაქტორის დაკარგვის ფუფუნება. ყველა რედაქტორი თანასწორია. ადმინისტრატორებს, ბიუროკრატებს და ა.შ. აქვთ მხოლოდ გარკვეული ბიუროკრატიული პასუხისმგებლობები საკუთარი სურვილით, ვიკისაზოგადოების მიერ მინიჭებული ნდობის საფუძველზე. შესაბამისად, საჭიროდ ვთვლით შემოგთავაზოთ კენჭისყრა შემდეგი საკითხის განსახილველად -

დაბლოკის და განბლოკვის საკითხები კენჭისყრებით არ ხდება. შესაბამისად, ეს განხილვა, რომელიც ისევ დესრტუქციას და ხელახალ აყალმაყალს ემსახურება, იხურება. გმადლობთ! — Mikheil მიწერა 14:30, 15 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

მკვდარი ბმულები[წყაროს რედაქტირება]

მესმის რომ რედაქტორების ნაწილი მკვდარი ბმულების ამოგდებას სასარგებლო საქმედ მიიჩნევს, მაგრამ მხოლოდ ამოგდება არაა სასარგებლო რამ. თავის დროზე, როცა ესა თუ ის სტატია დაიწერა ბმული ადასტურებდა ინფორმაციას. ბმულის ამოგდებით სტატია ჰაერში რჩება. არის ბმულები, საინფორმაციო სააგენტოებიდან, ვიკიპედიაში მითითებული ,,მკვდარია”, მაგრამ იგივე ინფორმაცია სხვა რესურსებში იძებნება, ამიტომ ასე დავლას და ერთიანად მხოლოდ ამოგდებას, ან ცოცხალი ბმულებით ჩაანაცვლეთ, ან დაგვიტოვეთ ჩვენ, ვისაც დრო გამოგვიჩნდება ჩვენს შემოტანილ მასალებში მაინც მივხედავთ. როგორღაცს ამაზე უნდა შევთანხმდეთ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:10, 22 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

@გიორგი ჩუბინიძე: ვეთანხმები გიორგის, მაგალითად თუ სიახლეს გვიდასტურებს ბმული, გადავდივართ მასზე და მკვდარია, აღარ უნდა ამოვგლიჯოთ :) სხვა ვარიანტის ძებნა უნდა დავიწყოთ, 100%-ით გეთანხმები, მე პირადად თუ ჩემს სტატიაში დაფიქსირდება მსგავსი ასე მოვიქცევი----ჯეო2007განხილვაწვლილი 16:35, 22 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
მომხმარებელი:InternetArchiveBot არსებობს. მკვდარი ბმული ჩემი აზრით სტატიაში არ უნდა დარჩეს.--ცანგალა/ 16:59, 22 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
აქ სხვა რამეზეა საუბარი ცანგალ. თუ არსებობს სხვა ცოცხალი ბმული, იმავე თემაზე, უნდა ჩანაცვლდეს. არ უნდა წაიშალოს ის ინფორმაცია, რომელსაც ეს მკვდარი ბმული გადმოსცემს, რადგან ოდესღაც მივიღეთ ის ინფორმაცია. სანდოდ მივიჩნიეთ. არაა ჩვენი პრობლემა რომ რომელიმე სააგენტომ ვებ-გვერდი შეცვალა და ბმული გადალაგდა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:39, 22 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
და თუ არ არსებობს სხვა ინფორმაცია? დავტოვოთ წლების განმავლობაში მკვდარი ბმული? მომხმარებელი:InternetArchiveBot — ეს ბოტი რისთვის შეიქმნა? --ცანგალა/ 17:50, 22 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ცანგალ, კიდევ ვერ გაიგე რას ვწერ. ასე ცუდად ვხსნი?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:52, 22 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
თუ ვერ გავიგე, სხვები გამოგეხმაურებიან. „ვისაც დრო გამოგვიჩნდება“ — უცნაური კომენტარია. --ცანგალა/ 18:31, 22 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ჰო, ვიკიპედიაზე, მოხალისე რედაქტორები ვმუშაობთ მაშინ და როცა „დრო გამოგვიჩნდება“. რა არის აქ უცნაური?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:52, 22 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
წყაროს პირდაპირ ამოღება (თუნდაც მკვდარი იყოს) არ შეიძლება. ინფორმაცია, რომელიც დასტურდებოდა, ახლა რჩება წყაროს გარეშე. არსებობს არქივი და იქ უნდა მოიძებნოს. ვინც მოძებნა არ იცის, საერთოდ ხელი არ უნდა ახლოს. თუკი არც არქივში და არც რაიმე ალტერნატიულ საიტზე თუ სხვა წყაროში არ მოიძებნა, მაშინ ამოვიღოთ. გიო ოქრო 06:46, 23 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმები. მაგაშია საქმე.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:05, 23 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
InternetArchiveBot-ი ანაცვლებს მკვდარ ბმულებს არქივის ბმულით, რომელი ბმულის ჩანაცვლებაც შესაძლებელია, ხოლო რომლის ჩანაცვლებაც შეუძლებელია, მას ნიშნავს მკვდრად. InternetArchiveBot-ის მიერ მკვდრად მონიშნული ბმულები ამოსაღებია --M. განხილვაწვლილი 04:58, 24 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ზოგადად, ერთი ხელის მოსმით ბმულების ამოღების წინააღმდეგი ვარ. InternetArchiveBot-ის მიერ მკვდრად მონიშნული ბმულები ამოსაღები არ არის, ვინაიდან მკვდარი ბმული შესაძლოა კვლავ ამოქმედდეს, ამის საუკეთესო მაგალითია → ეს შემთხვევა, სადაც InternetArchiveBot-მა ბმული მკვდრად მონიშნა, ხოლო ახლა იგივე ბმული მუშაობს (იხ. ბმული). თუმცა მოგვიანებით, მანამ სანამ ბმული ამუშავდებოდა, მკვდარი ბმული სხვა ბმულით ჩავანაცვლე (იხ. ბმული). აქედან გამომდინარე, მე თქვენს ადგილას არ ვიჩქარებდი. ბმულის დაუფიქრებელმა ამოღებამ სტატიასთან მიმართებაში შესაძლოა მძიმე შედეგები გამოიწვიოს. ასე ბმულების ამოღებით საქმეს წინ ვერ წავწევთ. საჩქარო არაფერია. - OTOGI Messages 13:57, 24 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
გაცოცხლებული მკვდარი ჯერ არ მინახავს. 😉 და რამდენი მაგალითია ისეთი, რომ ბმული გაცოცხლდა? --ცანგალა/ 15:58, 24 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ქართული საბჭოთა ენციკლოპედიაა უკვდავი, რომელიც ქართული ვიკიპედიის მომხმარებლებმა აკრძალეს. სამაგიეროდ დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის გამოყენება შეიძლება. ბედის ირონია. 😂 --ცანგალა/ 16:03, 24 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

სტატიაში ,,თეიმურაზ ჯანაშია” მონიშნულია როგორც მკვდარი ბმული, მაგრამ ბმული მუშაობს. და რა ვქნათ, ესეც ამოვიღოთ და წავშალოთ ხომ?:)--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:40, 24 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

აქედან გამომდინარე, ყველას მოგიწოდებთ, რომ როდესაც ბმულებს გამოიყენებთ, მაქსიმალურად ყველა დააარქივეთ. გიო ოქრო 19:43, 24 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
მკვდარს აცოცხლებთ ან ტოვებთ მრავალი წლის მანძილზე. რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბმულზე გადასვლისას გვიწერს „Доступ запрещен“ (შესვლა აკრძალულია). იხ. აბდრაშიტოვო (ალშეევის რაიონი) სქოლიო 1. თუ ესეც მკვდარია? --ცანგალა/ 11:29, 25 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]