ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები/არქივები/3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

სექციების სია

ეთიკური ნორმები v 2.0

იქიდან გამომდინარე, რომ წესების პროექტის წინა ვერსიამ სამართლიანი კრიტიკა დაიმსახურა, მე ვეცადე ამ პროექტის გადამუშავება. ჩემი მცდელობის ხილვა შეგიძლიათ ამ გვერდზე. ისევ ველოდები კონსტრუქციულ კრიტიკას :)--Melberg; 06:22, 15 აგვისტო 2012 (UTC)

გადავიკითხე ბოლომდე. ეს I, II, III, IV რეაგირებაში, თუ სწორად მივხვდი, მსგავსი საქვიელის განმეორებას ნიშნავს (მაგ: ერთმა მეორეს „სტალინისტი“ უწოდა, რის შემდეგაც მიიღო გაფრთხილება, მაგრამ მან კვლავ შეამკო მსგავსი ეპითეტებით მეორე მომხმარებელი. ასეთ შემთხვევაში იბლოკება 1 საათით)? გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ყველა დარღვევაზე ერთი და იგივე სიმკაცრის სანქცია ვერ იქნება, განსაკუთრებით მძიმე დარღვევაზე (მაგ: გინებაზე) აქამდე პირდაპირ ვბლოკავდით, ასევე, მაგალითად, „აბსოლუტურად არ მინდა შენი ნაწერის კითხვა“ ამაზე შესაძლებელია, მეორე გაფრთხილების გაგზავნა, ჩემი აზრით. ანუ, სანქციები კვლავ საჭიროებს გადახედვას. პირველ ხარისხში ყველა რეაგირება ერთი და იგივეა, მგონი, აჯობებს, როგორც მეორე ხარისხშია, ისე გაგვეკეთებინა, რა თქმა უნდა, თუ ასე დარჩება. ახალი დიზაინი მომწონს. კარგი იქნება, თუ ენათშორის ბმულებსაც დავურთავდით, უბრალოდ, სანახავად მაინც, სხვა ენოვან ვიკიებში როგორი სანქციებია თუნდაც. პატივისცემით, — G.G. 09:45, 16 აგვისტო 2012 (UTC)

კარგია. სამწუხაროდ, ქართულ ვიკიში საკმაოდ ხშირად ხდება აქ აღწერილი დარღვევების შემთხვევები, რაც საგრძნობლად აგდებს მუშაობის ხარისხს. იმედს ვიტოვებ, ამ ნორმების მიღება სიტუაციას გარკვეულწილად გამოასწორებს. კარგად ვერ გავიგე რეაგირების შესახებ — ყველგან ერთი და იგივე წერია, სათითაოდ უნდა შევჯერდეთ თუ რომელი ხარისხის დარღვევას რა სახის რეაგირება შევუთავსოთ თუ ადმინისტრატორს ეძლევა უფლება თვითონ განსაზღვროს? ასევე, სრულ ამნისტიასთან დაკავშირებით, მოვითხოვ ორ გამონაკლისს, ტაროსა და დიქსტოსასთან. — მიხეილ მიწერა 06:41, 22 აგვისტო 2012 (UTC)
განსაკუთრებული ვითარება არ ეხება მეორე ხარისხს? Deu. 04:57, 1 სექტემბერი 2012 (UTC)
სხვადასხვა ხარისხის დარღვევისთვის ერთი და იგივე სასჯელია გათვალისწინებული? Nodar Kherkheulidze განხილვა 15:15, 2 სექტემბერი 2012 (UTC)
მე საერთოდ მიმაჩნია, რომ სანქციები არ უნდა იყოს ასე დეტალურად გაწერილი. აქ იმდენად ზოგად შმთხვევებზეა საუბარი, რომ მათი განსხვავებული სიმძიმე თუნდაც პირველ ჯერზე ჩვეულებრივი მოვლენაა. შესაბამისად, გამორიცხული არაა პირველივე ჯერზე მომხმარებელმა დაარღვიოს ისეთი ნორმა ეთიკისა, რომლისათვისაც სანქცია იქნება უფრო მძიმე, ვიდრე შესაბამისად გაწერილი პირველი სანქცია. მე ვფიქრობ, ადმინისტრატორისათვის სანქციის განსაზღვრა უნდა იყოს შეფასებითი. გარდა ამისა, ამჟამინდელ პროექტში ქვეთავი "განსაკუთრებული ვითარება" — რეალურად ვიკიპედიის ყოველდღიურობაა ეს და არა განსაკუთრებულობა; სანქციების დეტალურად გაწერას აზრი ეკარგება ჩემი აზრით და საჭირო არცაა. ჩემი აზრით, მათ ნაცვლად ჯობია განისაზღვროს უფრო ზოგადად განისაზღვროს მინიმალურ და მაქსიმალურ სანქციათა ის სხვაობა, რომელშიც ადმინისტრატორს ექნება უფრო მოქნილად მუშაობის შესაძლებლობა. Deu. 15:26, 2 სექტემბერი 2012 (UTC)
არაა საჭირო, რომ ვიკიპედია დაემსგავსოს სისხლის სამართლის კოდექსს; წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალში ალბათ სასამართლო და სასჯელაღსრულების აპარატის შექმნაზეც გვექნება განხილვები — ეს დღეს სასაცილოა, მომავალში კი სატირალი იქნება. რეალურად, თუ ვინმე თვლის, რომ სანქციების გაწერა დეტალებში რაიმეს გამოაკეთებს, ძალიან ცდება, რადგან ადმინის მიერ "განსაკუთრებული მდგომარეობის" უფლების გამოყენება (რაც სამართლიანად უმრავლეს შემთხვევაში მოხდება) ავტომატურად ნიშნავს "დასჯილი" მხარის პროტესტს გაწერილ სანქციაზე მითითებით. ეს კი კი არ შეარბილებს დავას (მგონი სწორედ ეს მიზანი უნდა ჰქონდეს ეთიკური ნორმების შემოღებას), არამედ გაამწვავებს. მადლობა და გავითვალისწინოთ ეს. Deu. 15:31, 2 სექტემბერი 2012 (UTC)
ზოგადად ვიკითხე, მიზანმიმართულობის გამო არა. სიმართლე გითხრა, არც ვიცი, რომელი იქნება უკეთესი — დისკრეცია, თუ მკაცრად გასაზღვრა. უბრალოდ მაინტერესებდა, თუ განსაზღვრული იყო, მაშინ ყველასთვის ერთი რატომ იყო. Nodar Kherkheulidze განხილვა 15:49, 2 სექტემბერი 2012 (UTC)
გასაგებია, ნოდარ ვიღიმი. შენი კომენტარის გამო არ დამიწერია, ამას ვფიქრობ უკვე დიდი ხანია ამ პროექტზე და რადგან შენ დაწერე, გამახსენდა, რომ მეც გამოსათქმელი მქონდა ჩემი აზრი : )). Deu. 15:57, 2 სექტემბერი 2012 (UTC)

წინა ვერსიის განხილვის დროს დამიწერა გიორგიმ ჩემი განხილვის გვერდზე, ჩაერთეო. არ მიმიღია მონაწილეობა. ახლა დათომ. იმიტომ რომ მე საერთოდ, წინააღმდეგი ვარ ამ ტიპის წესების მიღების. შესაძლოა, ამ იდეის ავტორებს სურთ, წინასწარ აღწერონ და მოაწესრიგონ ყველა შესაძლო კონფლიქტური სიტუაცია, რაც შეიძლება მომავალში წარმოიშვას. ჩემი აზრით, დაწერილ წესებს ასეთი რამ არ შეუძლიათ. ყოველთვის დარჩება რაღაც, რაც წესებში ვერ აისახება და ჩამატება გახდება სააჭირო. მიუხედავად ამისა, თუ მაინც საჭიროდ ჩათვლით ამგვარი რეგულაციების არსებობას, ჩემი წინადადება იქნება, დაიწეროს ის, თუ რა მიიჩნევა ეთიკურ ან არაეთიკურ ქცევად და ამას არ ახლდეს სანქციები. --M. განხილვაწვლილი 16:08, 2 სექტემბერი 2012 (UTC)

ისე, მანდ აღწერილი ქმედებები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და, რა, უნდა ვბლოკოთ ერთმანეთი? ვიკრიჭები Nodar Kherkheulidze განხილვა 16:26, 2 სექტემბერი 2012 (UTC)
ეგ ყველაზე ცუდი გამოსავალია. უკეთესია, აღარ იყოს ეგეთი რამ ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა :). Deu. 16:44, 2 სექტემბერი 2012 (UTC)
საერთოდ, ჩემი ფილოსოფიაა, მაგრამ ასეა: წესებს მარტო მაშინ იღებენ რაიმე საზოგადოებაში, როცა არ შეუძლიათ კარგები იყვნენ. წესის მიზანიც ეგაა: თუ არ შეგვიძლია ვიყოთ კარგები, მაშინ წესებმა გვაქციოს კარგებად. ხოდა სამწუხარო დასკვნა აქედან ისაა, რომ ვიკიპედიელები ერთმანეთის მიმართ არ ვართ კარგები ვწუხვარ. Deu. 16:51, 2 სექტემბერი 2012 (UTC)

Narayam

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.
Narrayam 1.png
Narrayam 2.png

ამჟამად შემოვიდა ჩვენი კოლეგების შემოთავაზება შევცვალოთ ქართულად წერის ხელსაწყო - ნაცვლად ამჟამინდელისა (რომლის ხილვა შეგიძლიათ ზევით, „ძიების“ ველის ზემოთ არსებული ჩექბოქსი და ქვევით, „მცირე რედაქტირება“ და „ამ გვერდის კონტროლის“ გვერდით ) ამოქმედდეს mw:Extension:Narayam, რომელსაც ანალოგიური ფუნქციონალი გააჩნია. მისი გამოყენების მაგალითის ხილვა შეგიძლიათ ml.wiki-სა და translatewiki.net-ზე. სქრინშოტების ხილვა შეგიძლიათ მარჯვნივ. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება ამ ცვლილებას მხარს დაუჭერს, (რამდენადაც მე გავიგე) ცვლილება ძალიან მალე მოხდება. ჩემს პოზიციას რაც შეეხება, პირადად მე ახალი ვერსია არც-ისე მომწონს, თუმცა სხვების მოსაზრებას, ცხადია, დავეთანხმები.--Melberg; 09:38, 20 აგვისტო 2012 (UTC)

ანუ ქართულად წერა ავტომატურად ჩართული აღარ იქნება და მკითხველმა თავად უნდა ჩართას? --მიხეილ მიწერა 09:43, 20 აგვისტო 2012 (UTC)
ჩართული იქნება (ყოველ შემთხვევაში, Narrayam-ზე გადასვლის შემთხვევაში მე ამას მოვითხოვ) მაგრამ გათიშვა იქნება ოდნავ სხვანაირად - სქრინშოტებზე როგორც არის).--Melberg; 09:45, 20 აგვისტო 2012 (UTC)
თუ ეს ღილაკი გამორთული იქნება და მკითხველს მისი შემოსვლის შემთხვევაში სპეციალურად ჩართვა მოუწევს, არ ვარ მომხრე. მე მაგალითად, საერთოდ არ ვიყენებ ამ ფუნქციას, მაგრამ ჩემი აზრით ის პირდაპირ „მისწრებაა“ ქართული ვიკიპედიის მკითხველთათვის. პირადად ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ქართულ ვიკიში ლათინური ასოებით ეძებდა სტატიას, მაგალითად tbilisi და ა. შ. თუ დაუკვირდებით, ამ ღილაკის ჩართვის შემდეგ, ასეთ სახელებზე შექმნილმა ვანდალისტურმა სტატიებმა იკლო. ეს უკვე მერამდენე თხოვნაა უცხოელებისგან ამ ღილაკის შეცვლის ან გათიშვის თაობაზე, მაგრამ მგონი ქართული ვიკი უპირველესად ქართულენოვან ადამიანებზეა გათვლილი. — მიხეილ მიწერა 09:51, 20 აგვისტო 2012 (UTC)
გასაგებია, ამას მივწერ, რომ ჩვენი ულტიმატუმისეული მოთხოვნაა მისი default ჩართვა. მეც მიშას აზრს ვიზიარებ.--Melberg; 09:53, 20 აგვისტო 2012 (UTC)

როგორც ვხვდები, უცხოელების მთავარი პრობლემა ისაა, რომ ვერ იგებენ საიდან გათიშონ ეს ფუნქცია. თუ შესაძლებელია, ქართულად რომ უწერია „ქართულად წერა“, იქვე, გვერდით, ინგლისურადაც თუ მიეწერება, მგონი აღმოიფხვრება ეს პრობლემა. — მიხეილ მიწერა 10:17, 20 აგვისტო 2012 (UTC)

არა, საქმე იმაშია, რომ ეხლა მიმდინარეობს უნიფიკაცია ყველა პროექტის, საბოლოოდ უნდა ჩაირთოს ერთიანი language selecotоrი, ხოდა ემზადებიან :) ყველა ვიკი, რომელსაც საკუთარი რაღაც-რაღაცები აქვს, ინფორმირდება, რომ ამ პროცესს ხელი არ შეუშალოს. ამ დღეებში დავწერ ერთ მიმოხილველ პოსტს „ვიკიპედიის მომავალი“, იმედია მისი წაკითხვის შემდეგ ყველაფერი უფრო გასაგები გახდება :)--Melberg; 10:21, 20 აგვისტო 2012 (UTC)
მე ვემხრობი ახალ ვერსიას ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ default ჩართული იქნება და სურვილის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება გამორთვა--დათო1010 Rotating earth (Very small).gif 10:39, 20 აგვისტო 2012 (UTC)
რა თქმა უნდა, ქართული კვლავ default უნდა დარჩეს. თუ უცხოელებსაც ეცოდინებათ და, მე როგორც ვხდები, ეცოდინებათ (მათ მშობლიურ ვიკიშიც ხომ იქნება იმავე ადგილას), საიდან გადართან სხვა შრიფტზე, ხომ საერთოდ უკეთესი. მე წინააღმდეგი არ ვარ. — G.G. 11:06, 20 აგვისტო 2012 (UTC)

ახალი მომხმარერბლის მისალმების თარგი

მგონი არ იქნება ურიგო და ალბათ დროცაა, რომ ამ თარგში ცოტა ცვლილებები შევიტანოთ, თუნდაც ფონის ფერი, ამ მონაცრისფრო-მოლურჯოდან რამე უფრო მკვეთრი ფერით რომ შევცვალოთ, რას იტყვით? — მიხეილ მიწერა 07:19, 23 აგვისტო 2012 (UTC)

მე ზოგადად ვთვლი, რომ ეს თარგი მოძველებულია და გადახედვას საჭიროებს. თუ სხვებიც ასე ფიქრობთ, ვეცდები მის გადაკეთებას ამ დღეებში. --Melberg; 07:58, 23 აგვისტო 2012 (UTC)
აბსოლუტურად გეთანხმები. --მიხეილ მიწერა 08:01, 23 აგვისტო 2012 (UTC)

რამე ფორმით ისიც დავწეროთ სულ თავში, რომ ამ ინფორმაციის წაკითხვა აუცილებელია, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელს შეექმნება პრობლემები პირველ რედაქტირებებთან და ა.შ. ბლა ბლა ბლა... Task-ების მსგავსი სია რომ იყოს, კარგი იქნება. ანუ To do სია: 1. მიუთითეთ საკუთარ გვერდზე ვინ ხართ, რა ხართ. 2. გაეცანით მეგზურებს (ან რამე ეგეთი)...

საერთოდ, მოქმედებათა ეს სია უნდა ეწეროს გარკვეული ქრონოლოგიით. დიდი ტექსტი რომ არის, იმიტომ ცოტა კითხულობს და როდესაც დალაგებული იქნება პუნქტების მიხედვით უფრო ადვილი წასაკითხი იქნება. --H.McC. (მომწერეთ) 08:04, 23 აგვისტო 2012 (UTC)

გეთანხმები, რაც უფრო დიდი ტექსტია, ზოგადად, აღქმადობა ნაკლებია. ანუ მინიმუმი ტექსტი, მინიმუმი გაფორმება და მაქსიმუმი ინფორმაცია )))) კარგი დავალებაა! ))--Melberg; 08:10, 23 აგვისტო 2012 (UTC)
კიდევ ის უნდა დავუწეროთ მანდ, სურათების ატვირთვის უფლება რეგისტრაციიდან რამდენ ხანში აქტიურდება. --H.McC. (მომწერეთ) 15:21, 23 აგვისტო 2012 (UTC)

წინასწარ გადახედვის გაუქმება ანონიმებისთვის

რადგანაც წამოვიდა ამდენი შემოთავაზება... მოკლედ, მემგონი უკვე დროა გავაუქმოთ ეს დისკრიმინაციული პრაქტიკა, როდესაც ანონიმ მომხმარებლებს შენახვამდე უწევთ გვერდის წინასწარ გადახედვა. ადრე, როდესაც ვიკიპედიაში არ გვქონდა სტაიტების შემოწმების მექანიზმი, ეს გამართლებული იყო, მაგრამ დღეს ეს უკვე საშინელი ანაქრონიზმია, რომელიც ხელს უშლის ვიკიპედიის რედაქტირებაში. ჩვენ უკვე ნაკლებად გვეშინია ანონიმი ვანდალების, რადგანაც გაგვაჩნია მათ წინააღმდეგ უამრავი ინსტრუმენტი (სწრაფი გაუქმება, სტატიების შემოწმება და მისთ.) ხოლო „ძველი დროის“ ეს ანაქრონიზმი ჯერაც არ მოგვიშორებია. წარმოიდგინეთ სიტუაცია - ადამიანი კითხულობს სტატიას, უცებ (1) ამჩნევს ბეჭდვის შეცდომას, (2) აჭერს რედაქტირებას, (3) ასწორებს შეცდომას, (4) აჭერს შენახვას და... უწევს (5) ისევ დააჭიროს შენახვას. ალბათობა იმისა, რომ რედაქტორს აღარ მოუნდება ფაქტობირვად ერთი და იგივე - 4 და 5 ნაბიჯების კეთება ძალიან მაღალია. ასევე არის იმის ალბათობა, რომ ადამიანს IV ნაბიჯი საბოლოოდ ეგონება და V-ს უბრალოდ აღარ განახორციელებს (მეც კი ასე რამდენიმეჯერ დამემართა ჩინურ ვიკიპედიაში). ჩემი აზრით, წინასწარ გადახედვის აუცილებლობა ანონიმური მომხმარებლებისთვის გასაუქმებელია ქართული ვიკიპედიის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, დრო მოვიდა კი არ დავემალოთ ანონიმებს, არამედ დახმარების ხელი გავუწოდოთ.--Melberg; 08:18, 23 აგვისტო 2012 (UTC)

  • Symbol support vote.svg (მომხრე), მიუხედავად იმისა, რომ ადრე წინააღმდეგი ვიყავი. — მიხეილ მიწერა 15:27, 23 აგვისტო 2012 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე). — BruTe () 15:35, 23 აგვისტო 2012 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე)--დათო1010 Rotating earth (Very small).gif 11:12, 24 აგვისტო 2012 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე), თუმცა, ვფიქრობ, ვანდალიზმი უფრო მოიმატებს, ვიდრე სასარგებლო რედაქტირებები. — G.G. 15:57, 24 აგვისტო 2012 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) Deu. 05:17, 26 აგვისტო 2012 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი)--ცანგალა () 10:03, 28 აგვისტო 2012 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) — თვითონ მექანიზმი კარგია (პრევენცია იმისა, რომ უცოდინრობის გამო არასწორად გააკეთოს რამე), მაგრამ ახლა აშკარად ვუმკლავდებით ასეთ შეცდომებსა თუ ვანდალიზმს, ამიტომ თანახმა ვარ. Nodar Kherkheulidze განხილვა 10:08, 28 აგვისტო 2012 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე)--ლაბაძე93 განხილვაწვლილი 17:11, 31 აგვისტო 2012 (UTC)

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

აი ეს, ქართული ვიკის ყოველი გვერდის ბოლოშია მითითებული და ამდენი წლის მანძილზე (2006 წლიდან) სათარგმნი, სირცხვილია. კოლეგებო, მოგიწოდებთ გავინაწილოთ ყველამ თითო აბზაცი მაინც და სასწრაფოდ ვთარგმნოთ. ან იქნებ შეიცვალა კიდეც ეს ტექსტი უკვე. --მიხეილ მიწერა 14:14, 24 აგვისტო 2012 (UTC)

განვაახლე ტექსტი, დარჩა თარგმნა. :)--Melberg; 14:21, 24 აგვისტო 2012 (UTC)

შემოწმების მომლოდინე გვერდები

მოდით, ვისაც გვაქვს შემოწმების უფლება, გადავხედოთ შემოწმების მომლოდინე გვერდებს. არის გვერდები, რომლებსაც ვერ შევამოწმებ, რადგან შესაბამის სფეროში ვერ ვერკვევი. სტატისტიკა ასეთია: ყველაზე ცოტა, რამდენხანსაც ელოდება სტატია შემოწმებას, ესაა 81 დღე, ხოლო ყველაზე ბევრი — 193. ჩემი აზრით, ყოვლად დაუშვებელია ასეთი რაღაც. Nodar Kherkheulidze განხილვა 07:07, 29 აგვისტო 2012 (UTC)

ცუდი მდგომარეობაა ნამდვილად. მაგრამ არის რაღაც, რაშიც შეიძლება ვერავინ ვერკვეოდეთ აქედან, ამიტომ, ასეთის შემოწმებას მგონი სჯობს შეუმოწმებელი დარჩეს და მკითხველმა თავად ნახოს ეს ვერსია. — მიხეილ მიწერა 17:30, 31 აგვისტო 2012 (UTC)

სალამი

მადლობა დიდი. პირველი ნაბიჯია ჩემი ამ პროექტში ვნახოთ როგორ ვითანამშრომლებთ.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ვალერი სოხაძე (განხილვაწვლილი) .

გიორგი ლორია

ფეხბურთის თემაზე მომუშავენო, კარგი იქნებოდა ამ სტატიის ცოტა განვრცობა. --მიხეილ მიწერა 19:49, 11 სექტემბერი 2012 (UTC)

ეს წუთია მაგ სტატიას ვნახულობდი :) გეთანხმები 100 %-ით. --ჯაბა ლაბაძე 19:51, 11 სექტემბერი 2012 (UTC)

ციფრების მართლწერა

კოლეგებო, თხოვნა იქნება, დიდი ციფრების წერისას, მძიმე არ გამოვიყენოთ, გამოვტოვოთ უბრალოდ ადგილი. ქართულში მძიმეებით (და არა წერტილებით) ათწილადებს გამოვყოფთ. --მიხეილ მიწერა 09:44, 19 სექტემბერი 2012 (UTC)

გეთანხმები. ამაზე ადრეც არაერთხელ გვქონდა საუბარი... :) — GIO→13Wikiswing.gif 09:54, 19 სექტემბერი 2012 (UTC)

facebook გვერდი

მეგობრებო, იმის გამო, რომ ვიღაცის არაკეთილსინდისიერების გამო ჩვენ დავკარგეთ ქართული ვიკის ოფიციალური გვერდი facebook-ზე (http://www.facebook.com/Kawikipedia), შეიქმნა ახალი (https://www.facebook.com/Kartuliwikipedia), რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება მოწონებების რაოდენობის გაზრდა; ამისათვის, ცოტა ხნით, მთავარ გვერდზე ხომ არ ჩაგვესვა {{ფეისბუკი}}, როგორც ადრე იყო? --მიხეილ მიწერა 19:20, 4 ოქტომბერი 2012 (UTC)

ის ძველი გამქრალია საერთოდ და არა მხოლოდ მოპარული? ბმულზე რომ შედიხარ, არაფერს ხსნის. --H.McC. (მომწერეთ) 19:22, 4 ოქტომბერი 2012 (UTC)
აქამდე ჩანდა, გუშინ გააქრო. ეტყობა ხილვადობა შეუცვალა. მალე მისამართსაც შეუცვლის ალბათ... --მიხეილ მიწერა 19:28, 4 ოქტომბერი 2012 (UTC)
ანუ ბოლო-ბოლო, არ გავარკვიეთ, ვინაა? --H.McC. (მომწერეთ) 19:32, 4 ოქტომბერი 2012 (UTC)
სამწუხაროდ ვერა, დაგვაგვიანდა. თუმცა ერთ-ერთი ჩვენთაგან: მომხმარებელი:MIKHEIL, მომხმარებელი:deu, მომხმარებელი:david1010, მომხმარებელი:melberg, მომხმარებელი:BRUTE, მომხმარებელი:giorgi13, მომხმარებელი:Nodar Kherkheulidze, მომხმარებელი:ITshnik, მომხმარებელი:თეკა. ესენი ვიყავით ადმინები, სხვა კი ამას ვერ იზამდა. — მიხეილ მიწერა 19:36, 4 ოქტომბერი 2012 (UTC)

მე ესეთი კითხვა მაქვს. ფეისბუქის ადმინობა მხოლოდ ვიკიპედიის ადმინისტრატორებს თუ სხვებსაც შეეძლოთ?--ოთოჯი / მომწერე 19:42, 4 ოქტომბერი 2012 (UTC)

შეთანმებული ვიყავით, რომ იმ გვერდის ადმინი (manager) ყოფილიყო მხოლოდ ქართული ვიკის ადმინი ან ბიუროკრატი. თეკამ ეს გვერდი შექმნა და სტატუსი მას ავტომატურად ჰქონდა, რაც შემდეგ სხვას გადასცა, იმ სხვამ სხვას და ასე გავმრავლდით, რაც თავისთავად შეცდომაა. ყველას ჰქონდა ერთნაირი უფლება და ნებისმიერ ერთს შეეძლო სხვა დანარჩენის მოხსნა. ახლა სიტუაცია შეიცვალა. ერთი იქნება ადმინი, დანარჩენი აქაურ ადმინებს კი შედარებით დაბალი სტატუსები გადაეცემათ. ანუ, აღარავის შეეძლება იგივეს განმეორება. — მიხეილ მიწერა 19:45, 4 ოქტომბერი 2012 (UTC)

გასაგებია. მაგრამ ჩემი აზრით, მომხმარებელი:თეკა-ს მანდ არაფერიღა ესაქმებოდა. შევნიშნავ, რომ ვიკიპედიას ჰყავს შიდა და ფარული (გარე) არაკეთილმოსურნეებიც. ალბათ, ისინი ვინც წვალობდა, ბევრს მაგრამ ამ პროექტში ფეხი ვერა და ვერ მოიკიდა უუნარობის გამო. დანარჩენისგან თავს შევიკავებ. ერთსაც, დავამატებ, თავში ქვა უხლიათ ყველას, ვინც ჩვენ დაგვცინის ამ მოვლენების შემდეგ. თავიანთ უნიჭობას დასცინონ. დანარჩენში გეთანხმები მიშა. როგორც ჩანს არ ამართლებს მრავალადმინობა ფეისბუქზე--ოთოჯი / მომწერე 19:55, 4 ოქტომბერი 2012 (UTC)

რა თქმა უნდა, არ ამართლებს. ამის შემდეგ გვეყოლება ერთი მენეჯერი. არაფერი ესაქმებოდაო — ასეთი გამოთქმებისაგან თავი უნდა შევიკავოთ, თეკა იდეის ავტორი და ამ გვერდის დამაარსებელია ბოლოს და ბოლოს. Deu. 06:21, 5 ოქტომბერი 2012 (UTC)

შენიშვნა მიღებულია. ბოდიშით გადაჭარბებული ნათქვამისათვის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მივესალმები ახალ აზრს. იმედია მსგავსს აღარასდროს ექნება ადგილი--ოთოჯი / მომწერე 11:33, 5 ოქტომბერი 2012 (UTC)

Sitenotice-ის გაკეტება არავის უფიქრია? მემგონი ა) მომხმარებლის ინფორმირებისთვის კარგი იქნება; ბ) ლაიქების მოზიდვის კარგი საშუალება იქნება. ასევე კარგი იქნება თუ იარსებებს პროცედურა და კრიტერიუმები, რომელთა მიხედვით ა)გვერდის მენეჯერი(ები) ეყოლება და ბ)ვის რომელი სტატუსი ეკუთვნის.--Melberg; 12:16, 5 ოქტომბერი 2012 (UTC)
ხო, და კიდევ Kaiwikipedia არამგონია გვერდისთვის კარგი სათაური იყოს - ა)Ka-->i<--wikipedia კაი ვიკიპედია არ გამოგონია))) და ბ) ნამეტანი გრძელია. ამას ჯობდა ან gewiki, ან wikige, ან wikika (თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად) ან რაიმე მისთანა.--Melberg; 12:18, 5 ოქტომბერი 2012 (UTC)
Sitenotice-ს ვემხრობი. რაც შეეხება Kaiwikipedia-ს, Kartuliwikipedia-დან ვცდდილობდი შემეცვალა Kawikipedia-ზე, თუმცა როგორც ჩანს სისტემამ არ მომცა ამ სახელის გამოყენების საშუალება და ეს თავისით შემომთავაზა (Kaiwikipedia), რასაც ყურადღება აღარ მივაქციე. სახელის შეცვლის უფლება კი მხოლოდ ერთხელ ყოფილა შესაძლებელი. თუ Sitenotice-ში გავიტანთ, ჯანდაბას, ეს გვერდიც წავშალოთ და ახალი გავაკეთოთ. ისე კი, მომხრე ვარ აქ გადავწყვიტოთ კენჭისყრის გზთ ყველა საკითხი, სახელიც, მენეჯერიც და სხვა სტატუსებიც. — მიხეილ მიწერა 12:23, 5 ოქტომბერი 2012 (UTC)
ჩემი ხედვა (და შემოთავაზება ასეთია): Deu-სა და Brute-ის შემოთავაზება იმის თაობაზე, რომ გვერდის მენეჯერები იყვნენ ბიუროკრატები სამართლიანი მიმაჩნია (ისედაც, ფაქტიურად, ამ გვერდის განვითარებაზე ძირითადად ბიუროკრატები ზრუნავდნენ). ქართული ვიკიპედიის ნებისმიერ ადმინისტრატორს უნდა ჰქონდეს „content creator“-ის უფლება (ადმინი შემცირებული შესაძლებლობებით, ანუ გვერდის წაშლა და მისთ. არ შეუძლია). რაც შეეხება გვერდის მდებარეობას, ჩემი აზრით ჯობია ის იყოს /geowiki. თუმცა ეს პრინციპული არ არის - მხოლოდ მსურს, მოკლე, ლაკონიური იყოს სახელი.--Melberg; 13:15, 5 ოქტომბერი 2012 (UTC)
რადგან ქართული ვიკის მისამართიც KA არის და არა GE ამიტომ ფეისბუქის გვერდის მისამართიც უნდა იყოს kawiki--დათო1010 Rotating earth (Very small).gif 13:22, 5 ოქტომბერი 2012 (UTC)
დათო, საქმე იმაშია, რომ kawiki გამორიცხულია. ეს მისამართი გააჩნია ამ ადამიანს - Juan Guerra Kataros BG. gewiki-ც დაკავებულია. აქედან გამომდინარე, ჩავთვალე, რომ geowiki სამკარისად მოკლეა (7 ასო) და გადასცემს არსს.--Melberg; 13:36, 5 ოქტომბერი 2012 (UTC)
Geo და Ge არის საქართველოს კოდი. ჩვენი ვიკიპედია არაა საქართველოს ვიკიპედია. ამიტომ ამ კოდებით დაწყებული სახელების წინააღმდეგი ვარ. ქართული ენის მეორე კოდია kat. ამიტომ, შესაძლებელია ასევე Katwiki ან Katwikipedia. პ. ს. Kawiki დაკავებულია? Deu. 15:48, 5 ოქტომბერი 2012 (UTC)
კი, kawiki დაკავებულია (ამ პოსტის ზემოთ ლინკებიც დავდე). --Melberg; 15:52, 5 ოქტომბერი 2012 (UTC)
katwiki დაკავებული არ არის, მაგრამ რამდენად გასაგები იქნება რიგითი მკითხველისთვის? ანუ geo ასე თუ ისე ასოცირდება საქართველოსა და ქართულთან, kat კი ორიოდე ლინგვისტმა თუ იცის. მემგონი, გვავიწყდება, რომ FB გვერდი არ არის ისეთი აკადემიური, როგორც თავად ვიკიპედიაა.--Melberg; 15:56, 5 ოქტომბერი 2012 (UTC)
Georgian wikipedia გადამისამართებას აკეთებს Galipedia-ზე. რატომაა ყველა შესაძლო ვარიანტი დაკავებული? --Kober განხილვაწვლილი 13:16, 7 ოქტომბერი 2012 (UTC)
საინტერესოა. KARTwiki არ გამოდგება? ჯორჯაძე 14:27, 7 ოქტომბერი 2012 (UTC)

სანამ აქ ამ ამბებს ვარკვევთ, გვერდი არასასურველი სახელით (მეტად ვეღარ შეიცვლება) აგროვებს „ლაიკებს“. გადავიდეთ უფრო კონკრეტულ მოქმედებაზე. — მიხეილ მიწერა 14:30, 7 ოქტომბერი 2012 (UTC)

რომელ ფან ფეიჯს ალაიკებთ აბა დამიდეთ ლინკი მეც ვნახავ? --ჯორჯაძე'მ ბრძანა 14:42, 7 ოქტომბერი 2012 (UTC)

კენჭისყრა

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.
  • როგორი უნდა იყოს ვიკიპედიის გვერდის სახელი Facebook-ზე?

კენჭისყრა მიმდინარეობს დაჩქარებული წესით 9 ოქტომბრის 9 საათამდე

kartwiki

geowiki

kaiwikipedia

ka.wiki

  • Symbol support vote.svg (მომხრე).--Melberg; 16:14, 8 ოქტომბერი 2012 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე).--ოდაბადე (მიწერა) 16:25, 8 ოქტომბერი 2012 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) --მიხეილ მიწერა 16:34, 8 ოქტომბერი 2012 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) Nodar Kherkheulidze განხილვა 16:41, 8 ოქტომბერი 2012 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე). – BruTe () 17:24, 8 ოქტომბერი 2012 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) -დათო1010 Rotating earth (Very small).gif 17:55, 8 ოქტომბერი 2012 (UTC)“
  • Symbol support vote.svg (მომხრე) - ფეისბუკს არ ვიყენებ, მაგრამ მხარს ვუჭერ, აშკარად კარგია. აბა სხვა არაფერი გამოდის. --H.McC. (მომწერეთ) 18:16, 8 ოქტომბერი 2012 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) — G.G. 05:31, 9 ოქტომბერი 2012 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) - არ შეიძლება ოფიციალურ გვერდზე სახელი იყოს შემოკლებული "wiki" რადგან რაც მთავარია თვითონ wikipedia-ს როგორც ბრენდს დაკნინებაა და არცერთი საკუთარი თავის პატივისმცემელი ორგანიზაცია ამას არ შვრება ეს ბრენდინგის ელემენტარული წესია. მეორე მომხმარებელს გაუჭირდება wiki-ს ვიკიპედიასთან ასოცირება რადგან ვიკი რპოგორც ტერმინი გამოიყენება უამრავი სხვა მიმართულებითაც მაგალითად ვიკილიქსი და ა.შ. რაც პრობლებაა. ოფიციალური გვერდი უნდა ასოცირდებოდეს ცლსახად და მხოლოდ ვიკიპედიასთან. ამიტო უნდა შეიცავდეს სრულ სახელ ან wikipedia-ს ან ქართულად რაც ქართული ფეისბუკის გვერდისთვის ლოგიკური იქნება "ვიკიპედია"-ს. ამიტომ მე გთავაზობთ ახალ ვარიანტებს რომელიც შეიცავს მთლიან დასახელებას - „ქართული ვიკიპედია“ ან „ვიკიპედია საქართველო“ ან „Wikipedia Georgia“. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 06:11, 9 ოქტომბერი 2012 (UTC)
სახელში იგულისხმება მოკლე მისამართი - ანუ facebook.com/ka.wiki და არა ის, რაც აისახება პეიჯის სახელში, როდესაც მასზე შედიხარ. --H.McC. (მომწერეთ) 08:34, 9 ოქტომბერი 2012 (UTC)

kawiki!

kart.wiki

გადაწყდა - facebook.com/ka.wiki

ადმინისტრირება

  • თანახმა ხართ თუ არა, რომ Facebook გვერდის მენეჯერები იყვნენე მხოლოდ ქართული ვიკიპედიის ბიუროკრატები, ხოლო ადმინისტრატორები - content creator-ები?

Symbol support vote.svg (მომხრე)

# Symbol support vote.svg (მომხრე). ოღონდ არა ოთხივე ბიუროკრატი. --მიხეილ მიწერა 16:34, 8 ოქტომბერი 2012 (UTC)

  1. Symbol support vote.svg (მომხრე).--ოდაბადე (მიწერა) 17:01, 8 ოქტომბერი 2012 (UTC)

Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი)

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.
  1. Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) არ აქვს მნიშვნელობა, ბიუროკრატი იქნება, თუ ადმინისტრატორი, მთავარია, რომ ერთი მენეჯერი ჰყავდეს. Nodar Kherkheulidze განხილვა 16:39, 8 ოქტომბერი 2012 (UTC)
ერთის წინააღმდეგი მე ვარ. ერთ ადამიანზე დაქვემდებარება ნებისმიერი პროექტის არ ღირს.--Melberg; 16:43, 8 ოქტომბერი 2012 (UTC)
მოდი, განვმარტავ ჩემს აზრს, რომ არასწორად არ გაიგოს ვინმემ. მე იმის წინააღდეგი ვარ, რომ რამდენიმე მენეჯერი ჰყავდეს, თორემ ის არ მითქვამს, რომ ერთი ადმინისტრატორი ჰყავდეს-მეთქი გვერდს — დანარჩენები იყვნენ Content creator-ები. Nodar Kherkheulidze განხილვა 17:50, 8 ოქტომბერი 2012 (UTC)
  1. Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) მეც ვფიქრობ, რომ მენეჯერი მხოლოდ ერთი უნდა ჰყავდეს, რათა მომავალშიც იგივე სიტუაციაში არ აღმოვჩნდეთ როგორც ეს წინა გვერდის შემთხვევაში მოხდა -დათო1010 Rotating earth (Very small).gif 17:57, 8 ოქტომბერი 2012 (UTC)“
  2. Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) მართლები ხართ, ახლა დავფიქრდი ამ ფაქტზე. — მიხეილ მიწერა 18:03, 8 ოქტომბერი 2012 (UTC)
  3. Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) ერთ მენეჯერის იდეას ვემხრობი. — G.G. 05:33, 9 ოქტომბერი 2012 (UTC)
  • გადაწყდა - არა. ერთი მენეჯერი - ესე იგი ერთი მენეჯერი.--Melberg; 16:51, 9 ოქტომბერი 2012 (UTC)

ka.wiki

ვინ უნდა იყოს facebook.com/ka.wiki-ს მენეჯერი?

Mikheil

Melberg

  • Symbol support vote.svg (ნომინაცია) — მიხეილ მიწერა 18:02, 9 ოქტომბერი 2012 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი), მადლობა, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ თუ ტექნიკური ხასიათის ცვლილებისთვის მენეჯერის სტატუსი დამჭირდა, ჩემთვის მისი დროებითი მინიჭება და შემდეგ მოხსნა პრობლემა არ იქნება. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ეს სტატუსი პერმანენტულად არ არის საჭირო. :)--Melberg; 18:08, 9 ოქტომბერი 2012 (UTC)

სიტყვების მნიშვნელობები

ჩემი აზრით უნდა დაამატოთ ფუნქცია,რომელშიც სიტყვის ჩაწერის შემთხვევაში ამოაგდებს მის მნიშვნელობას,ანუ უცხო სიტყვათა ლექსიკონი რა.. სხვაგან აღარ დავძებნიდი სიტყვებს=) — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა წუწკნა (განხილვაწვლილი) .

ამისათვის არსებობს ვიკიმედიის სხვა პროექტი — ვიქსიკონი --მიხეილ მიწერა 21:33, 9 ოქტომბერი 2012 (UTC)

ვიკიპედიის გვერდი Facebook-ზე

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

სალამი, მოკლედ ისევ აღმოჩნდა რომ ka.wiki დაკავებულია, ანუ გვიწევს ისევ მოვიფიქროთ ახალი სახელი. მე რაც მომივიდა აზრად, ეს არის geowiki ან geo.wiki (ორივე თავისუფალია). თუ გაქვთ მოსაზრებები, თუ შეიძლება აქ დაპოსტეთ, იქნებ ვინმეს სათაურის გაცილებით უკეთესი აზრი მოუვიდეს და თან დაკავებული არ იყოს :) P.S. გვერდის მენეჯერები დროებით ვართ მე და მიხეილი, როგორც კი ტექნიკური პრობლემები მოგვარდება მე მენეჯერის უფლებებს, ცხადია, ვიხსნი.--Melberg; 13:35, 18 ოქტომბერი 2012 (UTC)

გამოვიყენებ ჩემს უფლებას და ამ კენჭისყრის დასასრულად განვსაზღვრავ დღეს საღამოს 10 საათს, რადგან ეს საკითხი ცოტა საჩქაროა. მოგიწოდებთ აქტიურობისკენ. --მიხეილ მიწერა 15:03, 21 ოქტომბერი 2012 (UTC)

geowiki

  • Symbol support vote.svg (მომხრე) --მიხეილ მიწერა 18:10, 18 ოქტომბერი 2012 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) თუკი ენის კოდს არ ვწერთ სწორად, მაშინ ნებისმიერი შემოკლების წინააღმდეგი ვარ, რადგან ქართული ვიკიპედიის მისამართი არაა geo.wikipedia.org. Deu. 18:14, 18 ოქტომბერი 2012 (UTC)
კიდევ ერთხელ დავამატებ, რომ ვიკიპედია არის ქართულენოვანი და არა საქართველოსი. შესაბამისად, სახელმწიფოს კოდს (Geo) არ უნდა ვიყენებდეთ. დეტალები მეტ ყურადღებას საჭიროებენ. Deu. 18:17, 18 ოქტომბერი 2012 (UTC)
ჩემი აზრით, ამ გვერდს ასეთი ზედმეტად ვიკიპედიურობით არ უნდა მივუდგეთ. ეს ხომ ფესიბუკია! ამიტომაა, რომ ამდენი წლის განმავლობაში 3 000-ზე მეტი „ლაიკი“ ვერ დავაგროვეთ. პირადად მე, როგორც ამ გვერდის ადმინს, ვიკის ფაქტორი ძალიან მბოჭავდა. მოდით, ცოტა მეტი თავისუფლება მივცეთ ამ გევრდს. --მიხეილ მიწერა 18:24, 18 ოქტომბერი 2012 (UTC)
მთლად თავისუფლებას ვერ მივცემთ თავს. ფეისბუკი გართობასთან და ცანცარობასთან ისევ ცანცარა ხალხისათვის ასოცირდება; ბევრი სერიოზული გვერდიც არსებობს და ვიკიპედიაც სერიოზული უნდა იყოს. თავისუფლება, კი ბატონო, ოღონდ სერიოზულობის ფარგლებში და იმის გათვალისწინებით, რომ ფეისბუკის გვერდი უნდა ემსახურებოდეს მთელი ქართული ვიკიპედიის რედაქტორთა ინტერესებს, რედაქტორთა წრე კი საკმაოდ დინამიურია. Deu. 18:48, 18 ოქტომბერი 2012 (UTC)
ეგ რა თქმა უნდა, მაგრამ ხშირად რასაც ჩვენ ვაქვეყნებთ, რაგინდ საინტერესოდად არ უნდა გვეჩენებოდეს, შეასაძლოა მხოლოდ 1 მოწონება დაიმსახუროს, მაგრამ აბსოლუტურმა სისულელემ სხვა გვერდზე 2 000. ეს იმას არ ნიშნავს, რო, ჩვენც სისულელეეები უნდა ვპოსტოთ, მაგრამ ცოტა დამაფიქრებელია. --მიხეილ მიწერა 19:07, 18 ოქტომბერი 2012 (UTC)

georgianwikipedia

geowikipedia

შედეგი

მიუხედავად მომხმარებელთა პასიურობისა, გადაწყდა, რომ გვერდის მისამართი იქნება georgianwikipedia. პოპულარიზაციის მიზნით, მასზე ბმული გარკვეული ხნით გაკეთდება sitenotice-ში. — მიხეილ მიწერა 18:12, 21 ოქტომბერი 2012 (UTC)

საღამოს ეკლესია სომხურადაა გამოცხადებული

იქნებ ამას მიხედოს ვინმემ, საღამოს ეკლესია სომხურად რომაა გამოცხადებული: [1]. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 83.24.210.20 (განხილვაწვლილი) .

თქვენ მიერ მითითებული გვერდი არაა ვიკიპედიიდან. ჩვენ ვართ ქართული ვიკიპედიის რედაქტორები, რომლებსაც მეტნაკლებად ხელი მიგვიწვდება ქართულ და უფრო ნაკლებად უცხოურ ვიკიპედიებთან, მაგრამ აღნიშნული გვერდი არ ეკუთვნის ვიკიპედიას. შესაბამისად, ჩვენც იგივე საშუალებები გვაქვს, რაც თქვენ და თქვენც ზუსტად იგივენაირად შეგიძლიათ მიხედოთ ამ საქმეს, როგორც ჩვენ. მადლობა. Deu. 14:39, 21 ოქტომბერი 2012 (UTC)

ნახევრად ნათარგმნი და მიგდებული სტატიები

მაინტერესებს, რამდენად მისაღებია, სტატია 3-4 წელი იყოს ნახევრად ნათარგმნი ან ფაქტიურად სხვაენოვანი და იჯდეს {{ითარგმნება}}? რამე ვადა ხომ არ დაგევწესებინა ამ თარგზე? შეიხედეთ აქ რა ხდება . --მიხეილ მიწერა 20:34, 23 ოქტომბერი 2012 (UTC)

პრინციპში, მე ამ თარგის გამოყენების საერთოდ აკრძალვის მომხრეც კი ვარ. --მიხეილ მიწერა 20:39, 23 ოქტომბერი 2012 (UTC)
გეთანხმები მიშა, ვადა ამ თარგსაც უნდა ჰქონდეს, როგორც {{მუშავდება}}-ს. – BruTe () 20:40, 23 ოქტომბერი 2012 (UTC)
ჩემი აზრით კი ეგ თარგი საერთოდ გასაუქმებელია. ჯერ სავარჯიშოში ითარგმნოს და მერე მოხდეს ხოლმე გადატანა და არა წლობით სათარგმნი სტატიის დატოვება სტატიების სახელთა სივრცეში--დათო1010 Rotating earth (Very small).gif 20:41, 23 ოქტომბერი 2012 (UTC)
მხოლოდ ინფორმაციისათვის, თარგი:ითარგმნება 2-ც არსებობს, რომელიც გამოუყენებელია. – BruTe () 20:48, 23 ოქტომბერი 2012 (UTC)

ამოიშალოს მსგავსი შინაარსები სტატიებიდან, ხოლო თუ სტატია მთლიანად სათარგმნია, წაიშალოს. თუმცა, ისედაც ვადევნებთ თვალს, რომ მსგავსი სტატიები არ შემოიტანონ. მგონი, მეც მაქვს რაღაც სტატიებში ასეთი ცოდვები. --H.McC. (მომწერეთ) 21:06, 23 ოქტომბერი 2012 (UTC)

ამოშლაზე გეთანხმები. ავტორებმა რომ გადაიტანონ პირად სავარჯიშოში, ალბათ სჯობს. — მიხეილ მიწერა 21:08, 23 ოქტომბერი 2012 (UTC)
ეს თარგი უკვე ქართული ვიკიპედიის ისტორიაა. დღეს აღარ მეგულება მომხმარებელი, რომ ამ თარგს იყენებდეს, უფრო ქართული ვიკის საწყის ეტაპზე ვიყენებდით. დღეს გვაქვს უნივერსალური თარგი {{მუშავდება}}, რომელიც თარგმნის შემთხვევასაც მოიცავს. ამიტომ ეს თარგი უნდა გაუქმდეს და სტატიებიდან ამოიშალოს. Deu. 05:37, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)
მაგრამ მეორე მხრივ, მუშავდებას თავისი ლიმიტი აქვს (ვადის მხრივ). ანუ მაშინ უნდა შემოვიდეს წესი, რომ სადაც უთარგმნელია და მუშავდება არის ჩასმული, ის სტატია უნდა ითარგმნოს გარკვეულ უმოკლეს ვადაში. --H.McC. (მომწერეთ) 05:46, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)
მე ამაზე ადრეც მქონდა გამოთქმული აზრი, მაგრამ არავინ მომაქცია ყურადღება რამდენიმე გამონაკლისის გარდა. მე ვფიქრობ, რომ {{მუშავდება}} უნდა იყოს უკიდურესად შეზღუდული თარგი, რადგან ზოგადად სტატიაში სხვას აუკრძალო რედაქტირება, ეწინააღმდეგება ვიკიპედიის მთავარ პრინციპს - თავისუფლებას. ამიტომ ვთვლიდი (და ვთვლი), რომ ამ თარგის გამოყენების დროის ლიმიტი არ უნდა აღემატებოდეს ერთ კვირას (ესეც ძალიან დიდია, გერმანულ ვიკიპედიაში ორი თუ სამი საათია). საერთოდ, ოპტიმალური ვარიანტია ის, როდესაც მომხმარებელს აქვს შეგნებული ვიკიპედიის თავისუფლების პრინციპი და ამ თარგს სტატიაში უშუალოდ რედაქტირების წინ სვამს, როდესაც დაამთავრებს რედაქტირებას, ისევ ამოშლის. მეორე დღეს ისევ ჩასვამს და ა. შ. გარდა ამისა, მე ვფიქრობდი (და ვფიქრობ), რომ თუკი სტატია ხანგრძლივ დამუშავებას მოითხოვს, ეს უნდა მოხდეს მომხმარებლის პირად სივრცეში და დამუშავების დასრულების შემდეგ ნამუშევარი შეერწყას მთავარ სტატიას. მაგალითად მე ასე ვმუშაობ, რათა ხელი არ შევუშალო სხვებს, მოახდინონ ძირითადი სტატიის რედაქტირება (იქნებ ჩემზე უკეთესი ტექსტიც შემოგვთავაზოს ვინმემ). Deu. 06:02, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)

გაუქმდეს

წინადადება ახალ სტატიებთან დაკავშირებით

თითქმის ყოველდღე გვაქვს ისეთი სიტუაცია, როდესაც ახალი და გამოუცდელი მომხმარებელი დაწერს სტატიას, რომელიც არ შეესაბამება ვიკიპედიის სტანდარტებს. ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, სტატიაში ვსვამთ თარგს {{ვიკიფიცირება}}, მივწერთ მომხმარებელს და ვუხსნით ვიკიპედიის წესებს, თუმცა ეს ხშირად საკმარისი არ არის — სტატია იმავენაირად რჩება და აგრძელებს არსებობას „მახინჯი“ სახით, რაც არის საზოგადოებისგან ჩვენ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტატია ძალიან ცუდ დღეშია. სამწუხაროდ, დღესდღეისობით ბევრი სტატიაა ასეთი ვიკიპედიაში. ყოველივე აქედან გამომდინარე, გთავაზობთ ასეთ რაღაცას: როდესაც მომხმარებელი (რეგისტრირებული ოღონდ) შემოიტანს ვიკიპედიაში ისეთ სტატიას, რომელიც ძალიან ცუდ დღეშია და რომლის არსებობაც სახელს უტეხს ვიკიპედიას, არც {{ვიკიფიცირება}} ჩავსვათ და არც წავუშალოთ, არამედ გადავუმისამართოთ იგი თავის სავარჯიშო გვერდზე და მივცეთ საშუალება, ივარჯიშოს, ისწავლოს და შემდეგ შექმნას სტატია (რა თქმა უნდა, ამაში ჩვენც დავეხმარებით). ჩემი წინადადების შესრულებას, ვფიქრობ, ბევრი დადებითი მოყვება. ერთი მხრივ, აღარ მოიმატებს „{{ვიკიფიცირება}} თარგიანი“ სტატიები და, შესაბამისად, საზოგადოებასაც ნაკლები პრეტენზია ექნება, ხოლო, მეორე მხირვ, სტატია არ წაიშლება და დარჩება ვიკიპედიაში, მომხმარებელს მიეცემა საშუალება დაწეროს, დაასრულოს, მისცეს სრულყოფილი სახე და შემდეგ შექმნას სტატია. რა აზრის ხართ? მაგალითისთვის, დღეს მოვიქეცი ზუსტად ასე. Nodar Kherkheulidze განხილვა 10:32, 27 ოქტომბერი 2012 (UTC)

სხვათა შორის ცუდი იდეა არაა, მაგრამ აქვს ისეთი მინუსი, რომელიც მაყოვნებს:
ვიკიპედია არის ერთობლივი მუშაობის ადგილი, სტატიები ერთობლივად იწერება. ერთი რომ დაიწყებს ცუდად და დაწერს მახინჯ სტატიას, წესით მეორემ უნდა შეასწოროს, მესამემ დაამატოს და ა. შ. ვიკიპედიის ეს პრინციპი ჩვენ ვერ გავითავისეთ. ჩვენთან მაინც ისეა დღეს, რომ სტატიებს ვარქმევთ საკუთარ სახელს - ჩემი სტატია, შენი სტატია... გარდა ამისა, ასეთი მახინჯი სტატიების გადამუშავება ყველას გვეზარება ან ჩვენს ინტერესებში არ ჯდება, სწორედ ამიტომაა, რომ დაუმუშავებელი სტატიები რჩება დიდხანს მახინჯ ფორმებში. ახლა, ნოდარ, შენ მიერ შემოთავაზებული წინადადება რომ ავამუშავოთ, დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო ნაკლებად მივაქცევთ ყურადღებას იმ სტატიებს, რომლებსაც სავარჯიშოებში გადავიტანთ - ფაქტობრივად ეს იქნება სტატიის მოშორება - არავინ, დარწმუნებული ვარ, რომ არავინ თავს არ შეიწუხებს ასეთი სტატიის დამუშავებაში მიეხმაროს გამოუცდელ მომხმარებელს. მე მგონია, რომ თუკი დაუმუშავებელი სტატია იქნება ისევ და ისევ სტატიების ჩვეულებრივ სახელთა სივრცეში, ბევრად მეტი მოტივაცია იქნება ჩვენი მხრიდან იმისა, რომ სტატია გაუმჯობესდეს. სხვის სავარჯიშოში გადატანილ სტატიას სხვა მომხმარებელი ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს და ფაქტობრივად სტატია წაიშლება თუ სავარჯიშოში იქნება, დიდი განსხვავება არ იქნება, ჩემი აზრით.
ნოდარის წინადადება ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა სხვაენოვან დიდ ვიკიპედიაში, სადაც არსებობს მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც თავის თავზე იღებს ახალბედა მომხმარებელთა დახმარების საქმეს. ჩვენთან ასეთი ჯგუფის არარსებობის პირობებში, მე მიმაჩნია, რომ ჯობია სტატია იყოს სტატიის სახელთა სივრცეში. სამომავლოდ, თუ წინ წავალთ, ნოდარის წინადადებას მხარს დავუჭერ ვიღიმი. Deu. 10:53, 27 ოქტომბერი 2012 (UTC)
კი, დათო, ზუსტად ეგაა პრობლემა, რომ ეზარებათ გასწორება, მაგრამ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ ზოგ სტატიაში მე ვერ ჩავერევი, რადგან არც მესმის. რა თქმა უნდა, ჩემი წინადადება არ ნიშნავს იმას, რომ ვინც ახალ სტატიას დაწერს, ყველას გადავუმისამართოთ სავარჯიშოში. არა, მე ვიგულისხმე ის სტატიები, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ ვიკიპედიას. გულახდილად რომ გითხრა, არავიკიფიცირებული, უწყარო და დაულაგებელი სტატიების არსებობას ის მირჩევნია, რომ საერთოდ არ არსებობდეს ეგეთი სტატია ვიკიპედიაში. Nodar Kherkheulidze განხილვა 11:14, 27 ოქტომბერი 2012 (UTC)
მეც. ხო, მეც ეგ ვთქვი: ზოგს ეზარება, ზოგის ინტერესის სფეროში არ ჯდება. ფრიად მახინჯი სტატიები, მეც მირჩევნია, რომ წაიშალოს. მხოლოდ ისეთები უნდა დარჩეს, რომელთა გაუმჯობესების შანსი არსებობს. მაგრამ ეგეთები რომ სავარჯიშოებში გადავიტანოთ, სრულ მივიწყებას მიეცემა : )). ამიტომ, ჯობია სავარჯიშოში არ გადავიტანოთ. რა თქმა უნდა, ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამართლებულიც იყოს, მაგრამ ამ წესის განზოგადება არ ივარგებს ამ ეტაპზე, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე. Deu. 11:19, 27 ოქტომბერი 2012 (UTC)
წესი არც მომითხოვია. უბრალოდ შევთავაზე ვიკისაზოგადოებას, რომ გარკვეულ შემთხვევაში ასე მოვიქცეთ-მეთქი. ერთიან წესს ვერც შეიმუშავებ, რადგან ეს ისეთი საკითხია, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევას კონკრეტული შეფასება და ქმედება ჭირდება. Nodar Kherkheulidze განხილვა 11:21, 27 ოქტომბერი 2012 (UTC)
გენაუ :). Deu. 11:22, 27 ოქტომბერი 2012 (UTC)
მაშინ ასეთ რამეზე ვიფიქროთ - შესაძლებელია სიმახინჯისა და უსაშველობის კრიტერიუმების ჩამოყალიბება და სად გადის ზღვარი მახინჯ სტატიასა და გადასარჩენ სტატიას შორის? ანუ არის თუ არა თეორიული შანსი იმისა, რომ კრიტერიუმები ჩამოყალიბდეს. --H.McC. (მომწერეთ) 11:23, 27 ოქტომბერი 2012 (UTC)
შესახედაობასთან დაკავშირებით, არ მგონია რაიმე კრიტერიუმის შემოღება იყოს შესაძლებელი. რაც შეეხება ვიკიფიცირებასა და გაუმართაობას, მანდ შეიძლება. Nodar Kherkheulidze განხილვა 11:24, 27 ოქტომბერი 2012 (UTC)
არა მგონია ყველაფრის განსაზღვრა სწორი იყოს. შეფასებითობას ვემხრობი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში. Deu. 11:28, 27 ოქტომბერი 2012 (UTC)
მეც, ამ კონკრეტული შემთხვევისთვის, შეფასებას ვემხრობი. Nodar Kherkheulidze განხილვა 11:39, 27 ოქტომბერი 2012 (UTC)
ჯერ კიდევ შარშან წამოვჭერი ქართული ვიკის ამ მართლაც დიდი პრობლემის შესახებ. ჩემი მიდგომა ასეთია: თუ სტატია მთლად საშინელებაა(პირველ რიგში ვგულისხმობ იმას, როდესაც ტექსტს ურევია არაენციკლოპედიური თხრობის სტილი), წაიშალოს დაუყოვნებლივ. იმ შემთხვევაში კი, თუ სტატიას მცირე ხელის შევლება (კატეგორიის, ინტრევიკების, რესურსების და რამდენიმე შიდა ბმულის ჩასმა, ხაზის გამოტოვება) რაღაცას მაინც დაამსგავსებს, დავტოვოთ. სამწუხაროდ, დღეს მრავლად გვაქვს პირველ შემთხვევაში დასახელებულის მსგავსი სტატიები, რომლებიც თავს აღნიშნული თარგით იწონებენ. — მიხეილ მიწერა 14:43, 27 ოქტომბერი 2012 (UTC)

ეკლესიის მეთაურთა სტატიების სათაურები

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურების სიაში ნათლადაა ჩაწერილი, რომ მათი წოდება ჯერ იყო მთავარეპისკოპოსი, შემდეგ კათოლიკოსი და ბოლოს კათოლიკოს-პატრიარქი. და რა ხდება სტატიებში? კათოლიკოს პატრიარქების სიაში არსებობს ასეთი სათაურები, მაგ.:

ეს ნორმალურ სიტუაციად არ მეჩვენება. ხომ არ აჯობებს ფრჩხილებში მიეწეროს მხოლოდ (კათოლიკოს-პატრიარქი)? --ჯაბა ლაბაძე 19:08, 7 ნოემბერი 2012 (UTC)

სისტემატიზაცია ცუდი არ იქნება, მაგრამ, როგორც მე ვიცი, კათოლიკოსი და კათოლიკოს-პატრიარქი ერთი და იგივე არ არის, ეგრეა? Nodar Kherkheulidze განხილვა 19:50, 7 ნოემბერი 2012 (UTC)

რა თქმა უნდა არაა ერთიდაიგივე, მაგრამ მე საუბარი მაქვს იმის შესახებ, რომ მსგავსი სათაურები გვხვდება კათოლიკოს-პატრიარქებში და აქ ჩამოთვლილი ყველა პიროვნებაც კათოლიკოს-პატრიარქია. --ჯაბა ლაბაძე 04:21, 8 ნოემბერი 2012 (UTC)

ლოგოს ფონტი

დიდი ხანია მინდოდა დამესვა ეს კითხვა — ქართული ვიკის ლოგოზე რა ფონტით წერია? მოგწონთ? ეს სავალდებულო ფონტია თუ სადმე გადავწყვიტეთ ჩვენ თვითონ მისი არჩევა? — მიხეილ მიწერა 21:01, 17 ნოემბერი 2012 (UTC)

ფაილი:Wikipedia-logo-v2-ka.png - ვინ არის ისე კონკრეტული ავტორი? --H.McC. (მომწერეთ) 21:03, 17 ნოემბერი 2012 (UTC)

სტატიები დღეებზე

დღეებზე სტატიები რომ არარეგისტრირებულზე დავიცვათ (2 დეკემბერი, 30 იანვარი და ა. შ. ) რას იტყვით? ვანდალთა ყველაზე სუსტი წერტილია. — მიხეილ მიწერა 18:27, 2 დეკემბერი 2012 (UTC)

365 სტატია იქნება დასაცავი ვიღიმი ისე ნახე, როდინდელი სისულელეა. ფაქტია, რომ ყველაფერს ვერ მიადევნებ თვალს. --H.McC. (მომწერეთ) 18:32, 2 დეკემბერი 2012 (UTC)

  • Symbol support vote.svg (მომხრე) და მე ასევე მომხრე ვარ, რომ წლებიც დავიცვათ 1990 წლიდან - 2005 წლამდე რადგან როგორც წესი ამ პერიოდში დაბადებულები წერენ წლების სტატიებში თავიანთ თავზე-დათო1010 Rotating earth (Very small).gif 20:30, 2 დეკემბერი 2012 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) + დათოს წინადადებისაც. — მიხეილ მიწერა 21:07, 2 დეკემბერი 2012 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) მე არ ჩამოვრჩები, თუკი ყველა ასე თვლის. იმიტომ, რომ კვლავ და კვლავ - ნამდვილად არ უნდა ვდიოთ კუდში ხალხს, რომელიც შემოდის და ეგეთ რამეს წერს - „1995 - ლუკა: ყველაზე მაგარი ბიჭი ბლაბლაბლა სკოლაში“ და ა.შ. ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 23:20, 2 დეკემბერი 2012 (UTC)

*Symbol support vote.svg (მომხრე) — G.G. 06:04, 3 დეკემბერი 2012 (UTC)

  • Symbol support vote.svg (მომხრე) — ოდაბადე (მიწერა) 06:23, 3 დეკემბერი 2012 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) ვარ გამომდინარე ვიკიპედიის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან, რომ ანონიმურ მომხმარებლებს ისეთივე უფლებები აქვთ რედაქტირების, როგორც ჩვენ, რეგისტრირებულებს. ამ შემთხვევაში გამონაკლისია მაღალი რისკის გვერდები (მთავარი გვერდის გვერდები, ხშირად გამოყენებული თარგები და მისთ.), რასაც წლებზე და დღეებზე ვერ ვიტყვით. თანაც, როგორც ზემოთა სექციაში ითქვა, ვანდალების წინააღმდეგ ჩვენ ახლა ბევრი მექანიზმი (შემოწმება, სწრაფი გაუქმების ღილაკი) გაგვაჩნია. ასე რომ მე არ ვისურვებდი ამ გვერდების დაცვას, მითუმეტეს რომ ანონიმებისათვის წინასწარ გადახედვის ღილაკი (სავალდებულო) მოვხსენით მათი დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიზნით. – BruTe () 09:03, 3 დეკემბერი 2012 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) მე ყოველთვის ვიძახი, რომ ანონიმებთან საჭიროა უფრო მეტად ლიბერალური მიდგომა. სანდრომ სწორად აღნიშნა, ჩვენ გვაქვს სხვა საშუალებებიც, რომ ვანდალებს ვებრძოლოთ — შემოწმების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ხალხო, ძალიან გთხოვთ, ერთმანეთთან ნუ აიგივებთ ვანდალსა და ანონიმს. ჩვენ ყველაზე დიდ შეცდომას იმაში ვუშვებთ, რომ ანონიმებიდან გვაქვს ვანდალური თავდასხმის მოლოდინი, რეგისტრირებულისაგან კი არა. უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია; ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ანონიმს უნდა ვუყუროთ, როგორც ჩვეულებრივ მომხმარებელს, სანამ არ დამტკიცდება საპირისპირო - მისი ვანდალობა... ჩვენ საპირისპიროდ ვიქცევით: ანონიმს ვთვლით ვანდალად, მანამ, სანამ იგი არ დაამტკიცებს თავის პატიოსნებას ვიკიპედიაში. ამის გამოა, რომ ანონიმის პირველივე შეცდომას ხშირად ვანდალიზმად მივიჩნევთ. ვინ დამისაბუთებს, რატომ ველოდებით ანონიმური მომხმარებლებისაგან ამ სტატიებზე ვანდალურ თავდასხმებს და რატომ უარვყოფთ დარეგისტრირებულთა ვანდალიზმის საფრთხეს? ხომ შეიძლება და ხდება კიდეც, რომ დარეგისტრირებულებიც აკეთებენ მსგავს ჩანაწერებს: მოდით, მაშინ მხოლოდ ადმინებს დავუტოვოთ რედაქტირების უფლება ამ გვერდებზე, რადგან საფრთხე მათგან ყველაზე ნაკლებია! გარდა ამისა, თუკი ჩვენ ვერ (იქნებ არ!) ვაქცევთ ამ გვერდებს ყურადღებას, ეს ჩვენი პრობლემაა და არა მათი! მათ რატომ ვსჯით ჩვენი სიზარმაცისათვის? ეს იგივეა, თბილისის მერიამ რომ რუსთაველებს აუკრძალოს ავტომობილით გადაადგილება თბილისში იმ მოტივით, რომ ისედაც მეტი ავტომობილი მოძრაობს და რუსთაველთა მოძრაობა უფრო მეტ საფრთხეს ქმნის ავარიისას. არაა ეს სწორი მიდგომა, ეწინააღმდეგება ვიკიპედიის მთავარ პრინციპს - თავისუფლებას! Deu. 16:50, 3 დეკემბერი 2012 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) ვანდალისა და ანონიმი მომხმარებლის გაიგივება მიუღებელია. ჩვენ გვაქვს შემოწმების მექანიზმი - ვისაც არ ეზარება 365 სტატიის დაბლოკვა, ჯობია შეამოწმოს ამ სტატიების ნორმალური ვერსია და ამოიწურება საქმე. --Melberg; 16:59, 3 დეკემბერი 2012 (UTC)
  • Pictogram voting comment.svg კომენტარი: გაიგივება მომდინარეობს იქიდან, რომ ასეთი მაღალი რისკის სტატიებში, ვისაც არ ეზარება, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩაამატოს რაც უნდა. ალბათ ნაკლებ სავარაუდოა, ვინმე დარეგისტრირდეს და სამი დღე ელოდოს, რათა სტატიაში ვანდალური ქმედება განახორციელოს. დათო, შენი მსჯელობით, დაცვის ეს დონე საერთოდ კარგავს აზრს. — მიხეილ მიწერა 17:09, 3 დეკემბერი 2012 (UTC)
მე უფრო მაინტერესებს, რით არ გვაწყობს შემოწმების ფუნქცია?--Melberg; 18:08, 3 დეკემბერი 2012 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი), ამ ჯგუფში მყოფი კოლეგების კომენტარების გააზრების შემდეგ. ნახევრად დაბლოკვას შემოწმება ჯობს ნამდვილად. — G.G. 06:47, 5 დეკემბერი 2012 (UTC)
  • Pictogram voting comment.svg კომენტარი: მიშა, გვერდის დაბლოკვა რედაქტირებისაგან არის უკიდურესი ფორმა მისი დაცვისა — როდესაც მიზანი სხვა საშუალებით მიიღწევა, უმჯობესია სხვა საშუალება. გიორგიმ სწორად თქვა, 365 სტატიის დაცვის ნაცვლად ამ 365 სტატიის შემოწმება ჯობია, შედეგი იგივეა. რაც შეეხება იმას, რომ დაურეგისტრირებელთაგან დაცვა აზრს კარგავს, არასწორია — დაურეგისტრირებელთაგან ვიცავთ მაგალითად რთულ თარგებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთ თარგებში სწორ რედაქტირებას სჭირდება გამოცილება, რასაც ვერ იტყვი ჩვეულებრივ სტატიებზე. აზრს არ კარგავს, მაგრამ მას შემდეგ, რაც შემოწმების ფუნქცია შემოვიღეთ, ძალიან მცირდება დაცვის აუცილებლობა. ეს არის კარგი და არა ცუდი, შემოწმების ფუნქცია ჩვენ სასარგებლოდ და ვიკიპედიის პრინციპების მეტად დაცვისათვის უნდა გამოვიყენოთ. (სხვაგვარად რომ ვთქვათ, გვერდის დაცვა არის გამონაკლისი საერთო წესიდან - თავისუფლების პრინციპიდან; შემოწმება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს გამონაკლისები რაც შეიძლება იშვიათად დავუშვათ — ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა). Deu. 06:56, 5 დეკემბერი 2012 (UTC)

მოსწავლე ახალგაზრდობის ტოტალური...

...არც ვიცი, რა დავარქვა. მართლა დავიღალე. მოსწავლე ახალგაზრდობაში ძირითადად ამ ხალხს ვგულისხმობ, ვიღაცამ რომ სკოლიდან დაავალა და ამდენი უაზრობის წერით გვაცდენენ, თორემ იმას კი არ ვგულისხმობ, რომ მოსწავლეები ტოტალურად გამოუდეგარ რედაქტირებებს აკეთებენ, ხოლმე სწორიც გამოერევა. 10.000-ში ერთი.

მოკლედ, მთელი დღეა ისეთი სისულელეებით ავსებენ აქაურობას, მართლა ყელშია. ახლა ამას მიაქციეთ ყურადღება - მე ერთხელ დავითვალე, რამდენად გვაცდენენ და თუ რა დავადგინე, აგერ წერია, მიხეილის განხილვაში და უბრალოდ წაიკითხეთ, ყოველ შემთხვევაში, ჩემი გამოთვლები არც თუ შორსაა რეალობისგან, თუ კარგად დახედავთ (საუბარი მაქვს იქ წარმოდგენილ ციფრებზე). შეიძლება, სასაცილოდ ეჩვენოს ვინმეს, მაგრამ უბრალოდ წარმოიდინეთ, რაც მანდ არის ახსნილი და მიხვდებით.

გასაგებია ჩვენი პოლიტიკა ყველაფერთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, სწორია, რომ ყველაფერს მაქსიმალურად ვებრძვით. მაგრამ ხვდებით თუ არა, რომ რეალურად ბოლო თვეებში და წლებში (ეს რამდენიმე წელია) უმთავრეს პრობლემას გვიქმნიან სკოლის მოსწავლეები, რომელთაც ვიღაცამ დაავალა ვიკიპედიაში ქექვა? ხედავთ, რომ შეგნებულ თუ შეუგნებელ ვანდალიზმს უკასკნელ ხანგრძლივ პერიოდში მისდევენ სწორედ ეს ეკაკო77777ები, ლუკაკუნები და ა.შ.? და ხვდებით, რომ ამ პრობლემის არარსებობის შემთხვევაში ნაკლები თავის სატკივარი გვექნებოდა? მე პირადად ერთ რამეს ვიტყვი - უკვე ისედაც რაღაცეების წერა აღარ შემიძლია და არა მხოლოდ დროის გამო. უკვე იმის მეშინია, რამე დავწერო ან რაღაც მასობრივი რევიზია მოვაწყო სტატიებში, იმიტომ, რომ სანამ ჩავამთავრებ, ვიღაც გამოჩნდება და მილიონ სისულელეს დაწერს და ეს ყველაფერი დაიკარგება რედაქტირებებს შორის და მერე უკანასკნელ რედაქტირებებშიც დაიკარგება. ეგ კი არა, ხოლმე მიწევს ამოქაჩვა ვიღაცის პირადი გვერდის, ვინაიდან დიდი ხნის წინ ჩავწერე, რომ დასაბლოკია (თავისი მკვახე ქმედებების გამო, რომლებიც ძირითადად უცენზურო ტერმინოლოგიის უხვად გამოყენებას ეხება) და უბრალოდ შევამჩნიე, რომ არავის დაუბლოკავს (ყოფილა ასეთებიც და ბევრიც). აქ არ მაქვს უკვე ადმინისტრატორებზე საუბარი, არ იფიქროთ, რომ გადამაქვს ყურადღება ამ საკითხზე. საუბარია ისევ და ისევ იმაზე, რომ უკვე ფობიაც გამიჩნდა (რამის), რომ ჩემს ან სხვა მომხმარებელთა რედაქტირებებს შორის ვიღაც თავის მორიგ „სალომე კარგი გოგოა ის ახლა 5ე კლასში ჰყავს ბებია და ორი ძმა“-ს შეაკვეხებს.

ჰო ახლა არ იფიქროთ, რომ მართლა მხოლოდ ყელში ამოსვლის გამო მივადექი და ამდენი რაღაც ვწერ. მე კი ამით ვერ ვიქნები დაკავებული, მაგრამ ჩვენს ოლიმპს უნდა ვკითხო - მესმის, რომ ვიკიპედია ზოგადად რაღაც გაერთიანებაა, რომელიც ხელმძღვანელობს სხვა ზემდგომების მიერ დაწესებული პრინციპებით, მაგრამ რატომ არ შეიძლება, რომ:

ან განათლების სამინისტროში, ან სადაც შეიძლება, შეტანილი იქნას ოფიციალური წერილი-საჩივარი ჩვენი სახელით, რომელშიც ახსნილი და განმარტებული იქნება და მე მგონია, არაფერი არ იქნება უცნაური იმაში, რომ დაიწეროს პირდაპირ - რომ ვიღაცის მიერ სასკოლო პროგრამაში შეტანილი ვიკიპედიასთან მუშაობა აფერხებს ჩვენს საქმიანობას, დროს გვაკარგვინებს გაფუჭებული სტატიების აღდგენაზე და ა.შ. რამე არარეალური არის ამაში? რაც ხდება, იმას ვწერ ზუსტად. იმიტომ, რომ დრო იყო, მთელი დღე ვიყავი აქ ან ხოლმე რამდენიმე საათი ვარ ან ნაკლებიც - და სამწუხაროდ, სწორედ მაშინ (თუმცა, მთელი დღე ამასთან გვაქვს საქმე) ვიღაც შემოდის და დროს მაკარგვინებს ვანდალიზმების წაშლაზე. და დავიჯერო, დღეში 30-40 (მინიმუმ) მსგავსი უაზრო სტატია მათ მიერ იქმნება, ვინც თავისით აღმოაჩინა ვიკიპედია და გადაწყვიტა რაღაცის დაწერა? აბსურდია. მე მგონია, გვქონდა ამაზე საუბარი (და ზოგადად ამ საკითხზე არაერთხელ გამომითქვამს ჩემი აზრი) და გარკვეული დასტურიც იმის თაობაზე, რომ ხალხი ასეთი რამით ნამდვილად არის დაკავებული, სკოლებიდან.

ახლა აქ მეორე საკითხი დგება - შედეგი? შედეგებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ რატომ არ შეიძლება ასეთი წერილი დაიწეროს და დაფიქსირდეს ქართული ვიკიპედიის პოზიცია? მით უმეტეს, ყველა ვიკიპედიას იყენებს. და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, სოლიდარობის ცრემლებს არ გამოვიწვევთ, მაგრამ თუკი მტკიცედ ეწერება, რომ მსგავსი ქმედებები გვარიანად გვიფუჭებს საქმეს, ალბათ აქ არავითარ ფანტაზიას ადგილი არ ექნება. რაც არის, ეგ არის.

მესამე საკითხი - და ვიკიპედიის პოლიტიკა? ის, რომ ის არავისთვის არ უნდა იქნას დახურული. ეს არც მიგულისხმია.

კარგი და რა შეიძლება ვითხოვოთ? რა და მტკიცედ მოვითხოვოთ სასკოლო პროგრამიდან ინფორმატიკის გაკვეთილებზე ქართულ ვიკიპედიასთან მანიპულირებების ამოღება. ვიცი, რომ რამდენიმეს კი, მაგრამ სხვებს არ მოგბეზრდათ ან არ ხედავთ, რაოდენ გაგვაწვალა ამ ვანდალიზმების წაშლაზე დროის კარგვამ? ვიკიპედიაში რომ შემოვდივარ, ჩემი ტექსტური დოკუმენტი მაქვს წინასწარ გახსნილი, ყველაფერი გაფრთხილებით და წაშლის მოთხოვნებით და მიზეზებით. რატომ უნდა ხდებოდეს ეს, როდესაც მთელი კვირის მანძილზე ეს ხალხი რომ გამოვრიცხოთ, სულ რამდენიმე ადამიანი შემოდის, რომელიც სხვა ტიპის ვანდალიზმებით არის დაკავებული - პრაქტიკულად, ისეთი მცირე რაოდენობაა, რომ ნამდვილად არ იწვევს იგივე ტიპის თავის ტკივილს.

მოკლედ, კვლავ და კვლავ - თქვენი არ ვიცი და მე ელემენტარულად დავიღალე. დიდი ხანია, თან. დღევანდელმა კი საერთოდ ბოლო მოუღო ყველაფერს. --H.McC. (მომწერეთ) 18:46, 10 დეკემბერი 2012 (UTC)

ჰენრი, მე და შენ ადრეც გვქონია ამაზე საუბარი, შენ მიერ მითითებულ განხილვაში. როგორ არ დაგეთანხმო! მეც დამღალა ამ ყველაფერმა და სწორედ ამიტომ ავიღე რამდენიმედღიანი შვებულება, ყველაფერს აქვს საზღვარი. მაიმუნობას რომ თავი გავანებოთ, რამდენი შეურაცხყოფა იწერება სტატიებში ჩვენ მიმართ. ამიტომაც ვარ სხვა ვიკიპედიელებს შორის ალბათ ერთ–ერთი ყველაზე მკაცრი დაცვის დონეების, ბლოკირებებისა და ასეთების მიმართ. შენ ის არ გინახავს, ვიკიპედიის ფეისბუკ გვერდზე ხალხი რაებს გვწერს პირად წერილებში, დასკვნა — უმრავლესობა აზრზე არ არის რა არის ვიკიპედია. რაც შეეხება ინფორმატიკის გაკვეთიელბზე ჩატარებულ ვიკი–გაკვეთილებს, მე უკვე დავრწმუნდი, რომ მათ არანაირი შედეგის მოტანა არ შეუძლია, პირიქით — შედეგი ისაა, რამაც შენ ამ წერილის დაწერა გაიძულა. გამომდინარე აქედან, აბსოლუტურად გეთანხმები, რომ მივმართოთ სამინისტროს რაიმე წერილით. საწყის ეტეპზე კი შეგვიძლია ჩვენი ძალებითაც ვცადოთ და sitenotise-ში გამოვაქვეყნოთ რაიმე წერილი ამ ყველაფრის შესახებ. — მიხეილ მიწერა 19:07, 10 დეკემბერი 2012 (UTC)
ჰენრი 100%-ით გეთანხმები ყველაფერში. მეც რაღაც წილად მაგის გამოა, რომ ისეთი აქტიური აღარ ვარ ვიკიში. აუცილებლად მისაღებია რაღაც ზომები.--დათო1010 Rotating earth (Very small).gif 19:27, 10 დეკემბერი 2012 (UTC)
ბედი მაგათი რომ კერძო ორგანიზაცია არ ვართ. საერთოდ რეალური საჩივარის შეტანაც იქნებოდა დასაშვები მაგ დროს. ვიღიმი მტკიცებულებების მეტი რა არის - წაშლილი გვერდები და IP-ები. --H.McC. (მომწერეთ) 19:51, 10 დეკემბერი 2012 (UTC)
საიდან ასკვნით, რომ ვიკიპედიაში მუშაობის სწავლება სასკოლო ინფორმატიკის პროგრამაშია ჩადებული? ამას ვერაფრით ვერ დაადასტურებთ, მეორეც, რომც იყოს, სკოლას მაინც ვერ ავუკრძალავთ ვიკიპედიის სწავლებას, შეგვიძლია მხოლოდ მივმართოთ თხოვნით, რასაც იმედია გაითვალისწინებენ. მე მაქვს (ჩემი აზრით) უკეთესი იდეა: გავაგზავნოთ წერილი განათლების სამინისტროში, სადაც ვიკითხავთ, არის თუ არა სასკოლო პროგრამაში ვიკიპედიის სწავლება შეტანილი და თუკი არის, მაშინ განვუმარტოთ, რომ ამ საგანს პროგრამისტი ვერ ასწავლის, რადგან ვიკიპედია არაა მხოლოდ პროგრამა, ეს ენციკლოპედიაა. პრობლემა მასწავლებლებშია და არა მოსწავლეებში: თვითონ ინფორმატიკის პედაგოგებმა არ იციან, რა არის ვიკიპედია. ავუხსნათ, რომ თუკი უნდათ, რომ მოსწავლეებმა აითვისონ ვიკიპედიაში მუშაობა, დაჭირდებათ ჩვენი დახმარება — ჩვენ შეგვიძლია რამდენიმეკაციანი ჯგუფი შევქმნათ, რომელიც ტრენინგებს ჩაუტარებს პედაგოგებს, შემდეგ ეს პედაგოგები ასწავლიან ვიკიპედიაში მუშაობას და ამასთან ერთად, თავად გააკონტროლებენ თავიანთი მოსწავლეების წვლილს ვიკიპედიაში (რა თქმა უნდა, როგორ გააკონტროლონ, ამას ჩვენ ვასწავლით). არ ვიცი, რამდენად დააინტერესებს ასეთი შეთავაზება სამინისტროს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასე ჩვენ ვიკიპედიის პოლიტიკასაც დავიცავთ და სამინისტროც მიხვდება, რომ მთლად ისე არაა საქმე, როგორც ზოგს ჰგონია ... Deu. 06:37, 11 დეკემბერი 2012 (UTC)

ახლა შეიძლება შემედავო, დათო, მაგრამ ელემენტარულია - თუნდაც სასკოლო პროგრამის საკითხების მიხედვით. ერთი და იგივე ისტორიული პირები, მწერლები, მარტო ჩინგიზ ყაენის სტატიაში უკვე ლეგენდად ქცეული ვანდალიზმები რად ღირს. სხვადასხვა IP, ერთი და იგივე სტატიები, დღის საათები, სამუშაო დღეები. ძალიან ელემენტარული რამ არის. მაგალითად - მე რომ სკოლის მოსწავლე ვიყავი, კლასელებთან ერთად მსგავს რამეს ვაკეთებდი, ოღონდ სასკოლო წიგნებში (თუნდაც, როდესაც ლენინის რამეს გავდიოდით, წიგნში რაღაცეებს ვაწერდით ან ვახატავდით).

რაც შეეხება წერილს - სავსებით ლოგიკური ქმედება იქნებოდა. პირდაპირ ვერ დავარტყამთ წერილით, რომ ამას როგორ ბედავენ. გასარკვევი არის, თუმცა ეს უკვე ფორმალობაა. დარწმუნებული ვარ, ეგრეა. მოსწავლეებს რაც შეეხება, ადრეც ვთქვი და ახლაც იგივე აზრის ვარ მეც - პედაგოგის ბრალია, რა თქმა უნდა, რომელმაც თავად არ იცის ბოლომდე, თუ რა არის ვიკიპედია + ამას ემატება იმ მოსწავლის უზნეობაც. მიხეილის თქმის არ იყოს, მეც შემხვედრია ეგეთი ხალხმა. უბრალოდ არ იციან, რა კონტენტის შემცველი წყაროა. ამასობაში კიდევ შემოვიდა აგერ ერთი. და საერთოდ, გადახედე გუშინდელ წაშლებს, დილიდან საღამომდე ისეთი ამბავი იყო, რაც ჯერ არ ყოფილა.

ახლა ისევ და ისევ სწავლებაზე - როგორც დავწერე, მე პირადად არ ვთვლი, რომ უნდა დახურული იქნას ვინმესთვის. იდეალურ ვარიანტში, საერთოდ კარგი იქნებოდა ამოღება პროგრამიდან. სიმართლე გითხრა, ვერ ვხვდები, რა საჭიროა სკოლიდან ვიკიპედიაში წერა. ადრე დავწერე კიდეც, რომ მედიავიკის ძრავის ლოკალურ სერვერზე დაყენებით ყველა პრობლემა მოგვარდებოდა.

შესაძლოა, ვიკიპედია აჩვევს კონტენტის განთავსებას, მაგრამ გარდა ამისა, მოზარდების მთელ უზნეობას (კიდევ ერთხელ) ბოლომდე აჩენს. ზოგი ყოჩაღად წერს საკუთარ თავზე, ზოგი სხვის შესახებ იწყებს შეურაცხყოფების წერას ან უფრო მეტიც, უბრალოდ უცენზურო სიტყვების (არავის მისამართით). ზოგი სახელ-გვარსაც წერს - ბევრის იდენტიფიცირებაა იოლი. პედაგოგს არც აქცევს ყურადღებას. შემიძლია ვივარაუდო კიდეც, რომ დავალების მსგავსია, რომელსაც პედაგოგი არ ამოწმებს. ამდენ IP-ზე ამდენი გაფრთხილება გვაქვს დატოვებული და ერთხელ მაინც ხომ წაიკითხავდა ის პედაგოგიც, რომ შეემოწმებინა? ვიღიმი ახლა გამომძიებლობას ნუ დამწამებთ, აბსოლუტურად ლოგიკურ მოვლენებზე ვსაუბრობ - თუკი უბრალოდ დავიწყებთ იმით, რომ სასკოლო სისტემასთან გვაქვს საქმე. --H.McC. (მომწერეთ) 10:29, 11 დეკემბერი 2012 (UTC)

დათო, მე არ ვასკვნი, რომ ვიკიპედიაში მუშაობის სწავლება სასკოლო ინფორმატიკის პროგრამაშია ჩადებული. პირადად მაქვს მოსმენილი არაერთი მოსწავლისგან, რომ მასწავლებელი საკუთარი ინიციატივით ავალებს ბავშვებს ვიკიპედიაში მასალების დადებას ან ამას ინფორმატიკის გაკვეთილზე „ასწავლიან“, ისევ მასწავლებლის ინიციატივით. — მიხეილ მიწერა 10:33, 11 დეკემბერი 2012 (UTC)
გუშინ არ ვიყავი საერთოდ ვიკიში, ალბათ ვაჟა-ფშაველას საკითხს გულისხმობთ (დაგროვდა ყველაფერი) და დღესაც იგივე იდიოტობას ჰქონდა ადგილი; საკითხი რთულია, და თქვენი პოზიციაც გასაგებია, ვიკიპედია და მსგავსი პროექტები არაერთხელ დაუტოვებიათ მომხმარებლებს, სწორედ იმის გამო, რომ ვიღაც შემოდის და სხვის კარგ გაკეთებულ საქმეს აფუჭებს, ანაგვიანებს; ეს საწყენია, სხვათაშორის იგივე თქვენს მიერ წამოჭრილ საკითხს რომ შევეშვათ, ბევრ პატარა ასაკის ადამიანს, ვიკიპედიაში შესვლის მომენტში და რომელიმე სტატიის შიგთავსის ამოშლით ჰქონია, რომ ჰაკერია და ვიკიპედია გატეხა, ესეთებიც ხდება თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთ შემთხვევაში მოტივის გარკვევაც რთულდება; ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა არსებოდნენ ადამიანები, ასეთებს რომ შეაჩერებენ ხოლმე; რთულია შენი ქვეყნის დიდ მოაზროვნეებს (ან საერთოდ) ასეთი სიტყვებით, რომ ლანძღავენ, მაგრამ ეს პიროვნების გონებრივი დაქვეითების ბრალია; პედაგოგები კარგადაც ასწავლიან ბაშვებს შედითო რამე გააკეთეთო, თვითონაც აინტერესებს რა მოხდება, ხდება, როგორ არ ხდება ასეთებიც. ჰენრიმ, მიშამ და დათომ პირდაპირ დაწეეს, რომ დავიღალეო, და ეს ამბავი არ მახარებს, და მწყინს ყოველივე. ეს პროცესი უკვე დაწყებულია კარგა ხანია, და მალე სავარაუდოდ, უკვე პირდაპირ ჩვენზეც გადავა ხალხი მიზანმიმართულად, როგორც ეს მაგ., ენ და რუ ვიკიში ხდება. წერილს რაც შეეხება რათქმა უნდა რამის მოფიქრება შეიძლება და იმედია რაიმე შედეგიც მოჰყვება ამას. ამას ვფიქრომ მე. – ოთოჯი / მომწერე 13:49, 11 დეკემბერი 2012 (UTC)

ვაჟა დღევანდელი ისტორიაა და ზედა ნაწერებზე უფრო გვიან მოხდა ეგ ამბავი, თუმცა მანამდეც არაერთხელ შეხებია ხალხი ირიბად. ნამდვილად დამაფიქრებელია ეს ყველაფერი. უკანასკნელ კვირებში კი საერთოდ იმატა ისეთმა ხალხმა, პირდაპირ რომ წერს 'დებილები ხართო'. --H.McC. (მომწერეთ) 13:55, 11 დეკემბერი 2012 (UTC)

დღეს რაც ხდება, ეს უკვე ამაზრზენია! სულ უფრო ნაკლებად მაქვს ასეთ ვიკიპედიაში მუშაობის სურვილი... — მიხეილ მიწერა 14:01, 11 დეკემბერი 2012 (UTC)
მეც იგივე დღეში ვარ. დროს რამეს ვუზამდი... როლინგ სტოუნზის სინგლები (ავბთი გაკეთებული) მაქვს მისახედი, პოლ მაკკარტნის სიმღერების სია (ისევ ავბ) და სხვა გეგმები ეგერ მიწერია, პირად გვერდზე... მოტივაცია კი ნულს გაუტოლდება მალე. --H.McC. (მომწერეთ) 14:05, 11 დეკემბერი 2012 (UTC)

ძალიან კარგად მესმის ჰენრის და მიშას წუხილისა, მაგრამ...... არანაირ სასწავლო პროგრამაში არაა ჩადებული ვიკიპედიის სწავლა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ-ის) გაკვეთილზე. ეს თქვენი ვარაუდებია და ძალიან გთხოვთ მოსწავლეების ნათქვამებზე ნუ წამოჰკრავთ ხელს ასე მარტივად მასწავლებლებს (ვყოფილვართ მოსწავლეები და ყველამ კარგად ვიცით, როგორ აწმენდენ ხელს მოსწავლეები მასწავლებლებს). გარდა ამისა ისმის ლოგიკური კითხვა: როგორ უნდა ასწავლოს მასწავლებელმა ბავშვს ვიკიპედია, როდესაც მის აზრზეც არაააა? (გამონაკლისებს არ ვგულისხმო ვიღიმი ) ახლა მინდა სხვა კუთხით შეხედოთ მოსწავლეთა აქტიურობას. ინფორმაციის მოძიების დროს ძალიან ბევრი მოსწავლე აკითხავს ვიკიპედიას და მერე უჩნდებათ სურვილი რაღაცა მაიმუნობებისა. მოხშირდა ეს პრობლემა? ე. ი. ვიკიპედია უფრო რეიტინგულია, რაც უფრო სასიხარულოა, ვიდრე საწყენი. ამის ზემო სექციაში წამოჭრილ საკითხზე მე მომხრედ დავფიქსირდი, მაგრამ ვფიქრობ დათოს მიდგომა იქ სწორი იყო და აქაც იგივესთან გვაქვს საქმე. ვიკიპედია თუ არის თავისუფალი ენციკლოპედია ვერ ავუკრძალავთ ვერც ვანდალებს მოღვაწეობას და ვერც მათგან შეწუხებულ მომხმარებელს გამოთქვას სურვილი ვიკიპედიის მიტოვებისა. --ჯაბა ლაბაძე 15:26, 11 დეკემბერი 2012 (UTC)

მე გარკვევით დავაფიქსირე, რომ არ მიგულისხმია ოფიციალური სასწავლო პროგრამა, საუბარია მასწავლებელთა ინიციატივაზე, ბავშვების მიერ დავალებისთვის შეგროვილი ესა თუ ის ინფორმაცია შემდეგ განათავსონ ვიკიპედიაში, საუბარია ძირითადად თბილისის სკოლებზე. საქართველოში ბევრი სკოლაა და პირადად მე არც ის მიმტკიცებია, რომ ეს ყველა სკოლაში ხდება. — მიხეილ მიწერა 16:42, 11 დეკემბერი 2012 (UTC)

თბილისიცაა და რაიონებიც. მე პირადად მსურს, იყოს ნაკლები თავის ტკივილი. მით უმეტეს, ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვხარჯოთ ამ ხალხზე ამდენი დრო, როდესაც მათ გარეშე ვანდალების მინიმუმი გვეყოლებოდა და ხალისიც აღარ გაგვიქარწყლდებოდა. იდეალური სამყარო ყველას უნდა და არ არსებობს, რა თქმა უნდა, კარგად მესმის, რომ ყველაფერს ვერ ამოვძირკვავთ. რა თქმა უნდა, თავად პიროვნებები არა, მაგრამ ეს ქმედებები ჩემთვის პარაზიტული ქმედებების ტოლფასია და როდესაც ამდენ სისულელეს ვხედავ უკანასკნელ ცვლილებებში, მხოლოდ პარაზიტებთან ასოციაცია მიჩნდება და ნამდვილად არ მსიამოვნებს ეგ განცდაც - მით უმეტეს, ყოველთვის თავს ვთვლიდი ადამიანად, რომელიც ნებისმიერი ასაკის პიროვნებასთან ადვილად შედიოდა კონტაქტში.

თუნდაც ამ უბედურების თავიდან აცილების მიზნით მცდელობა არ იქნებოდა ურიგო. ყოველ შემთხვევაში, ჯაბას სიტყვა გასათვალისწინებელია და კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ შემოწმდეს, არის თუ არა ზოგადად ასეთი რამ გათვალისწინებული სასკოლო პროგრამაში თუნდაც მინიმუმის სახით. იმიტომ რომ მინიმუმ 2 წელიწადია (მეტიც) დაიწყო და სულ უფრო და უფრო მატულობს. თუ ეს ნამდვილად საგანმანათლებლო სისტემაში არსებული ხვრელებია, შემდეგ რეფორმამდე პრობლემის პირდაპირ აღმოფხვრა გამორიცხული იქნება, მაგრამ თუ არ არის, მაშინ უკვე სხვანაირად დავსხდებით აქ და სხვანაირად განვიხილავთ პრობლემას. --H.McC. (მომწერეთ) 16:52, 11 დეკემბერი 2012 (UTC)

შემჩნეული მომენტი - დააკვირდით, რომ ამ დღეებში იკლო შემოსევებმა? ხომ არის მორიგი მტკიცებულება, რომ სკოლებთან გვაქვს საქმე? იყო რამდენიმე ამ დღეებში, მაგრამ ისეთი არა, როგორც უწინ, დღეში 20 კაცი რომ შემოდიოდა. --H.McC. (მომწერეთ) 19:30, 5 იანვარი 2013 (UTC)

მე ამაში დარწმუნებული ვარ ჰენრი და სხვების არ ვიცი. — მიხეილ მიწერა 19:36, 5 იანვარი 2013 (UTC)

2 დღეა ძალიან აქტიური პერიოდი აქვთ. გაზაფხული მოვიდა, ეტყობა. --H.McC. (მომწერეთ) 16:45, 19 თებერვალი 2013 (UTC)

მართალია აქტიური ამჟამად არ ვარ, მაგრამ კარგია რომ შემოდიან. იქიდან ერთი-ორი მაინც შერჩება ვიკიპედიას და ასე იქმნება ვიკიპედიის მომავალი თაობა.--ცანგალა () 16:50, 19 თებერვალი 2013 (UTC)
მე ზოგადად იმათზე მაქვს საუბარი, ვინც ასე შემთხვევით შემოდის და მეტად უაზრო რაღაცეებს აკეთებს (ცვლის ასოებს, ამატებს ზედმეტ ასოებს, იგინება დ ა.შ.). წლის დასაწყისიდან (და წინა წლის ბოლოს) ვინც შემოგვიერთდა, არც ერთი ასე არ იწყებდა, სულ სხვანაირად იწყებდა. --H.McC. (მომწერეთ) 17:06, 19 თებერვალი 2013 (UTC)
ცანგალა, მაგის იმედი არ მოგიშალოს ღმერთმა ვიკრიჭები ვიკრიჭები შენნაირ გამოცდილ ვიკიპედიელს მაინც არ მექნებოდა ამის იმედი. ვიკრიჭებიმიხეილ მიწერა 18:24, 19 თებერვალი 2013 (UTC)
დიახ, მიხეილ, აი ეს მაოცებს კიდეც. ღმერთმა დაგვიფაროს, ამ 0 ინტელექტის მქონე არაადამიანებმა (დიახ ასე ვუწოდებ პირდაპირ, იმ არაადამიანური გამონათქვამების გამო, რასაც ტოვებენ არა მხოლოდ უბრალო საკითხებთან დაკავშირებულ, არამედ ყველასთვის საყვარელი ქართველებისადმი მიძღვნილ სტატიებშიც) შეადგინონ ვიკიპედიელთა მომავალი თაობა. და ვერც შეადგენენ. ამაშია ზუსტად, ცანგალა, პრობლემა და შენივე გამოხმაურება ხაზს უსვამს იმას, რომ სამწუხაროდ (და გასაგებია, რომ გარკვეული მიზეზების გამო დროს ვერ უთმობ ვიკიპედიას), ვერ ხედავ, რა ხდება აქ უკანასკნელ პერიოდში, თვეებსა და ალბათ, უკანასკნელი 2 წლის მანძილზე. ბოლო 2 დღეა ისეთი ამბებია აქ, გეგონება, მიზანმიმართული დაბომბვა მიდის. და გარდა ყველაფრისა, ტოტალური უზნეობის გადმოფრქვევა. --H.McC. (მომწერეთ) 22:14, 19 თებერვალი 2013 (UTC)

აქვე დავამატებ, სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის ფონზე არ ვიყენებთ სათანადო ბერკეტებს, თუნდაც ყველაზე „მაცდური“ გვერდების დაცვით. მიზეზი — მაინც ხომ ვუმკლავდებით... კი მაგრამ, ამ გამკლავებას დრო უნდა, თან საკმაოდ დიდი ვიღიმიმიხეილ მიწერა 22:52, 19 თებერვალი 2013 (UTC)

და ნახე, ბოლო დღეებში რამდენი დრო დაგვაკარგვინეს. თუმცა, როგორ უნდა გამოითვალო, რომელ გვერდებს მიახტებიან და რომლებს არა? ხშირად ახტებიან იმ გვერდებს, რომლებსაც სკოლაში გადიან - ჟანა დ'არკი, ტუტანხამონი, ჩინგიზ-ყაენი, თემურლენგი, სხვადასხვა მწერალი და ა.შ. --H.McC. (მომწერეთ) 23:02, 19 თებერვალი 2013 (UTC)

მესმის, რომ ღიზიანდებით, მაგრამ ზედმეტია უკვე. საპირისპიროდ მეტი თუ არა, იმავე რაოდენობის ანონიმური მომხმარებლის მოყვანაც შეიძლება, რომლებიც ვიკიპედიისათვის სასარგებლოდ მუშაობენ. გვერდი მოსალოდნელი ვანდალიზმისათვის არ იბლოკება, იბლოკება კონკრეტული გვერდი გახშირებული ვანდალიზმისათვის და ისიც რამდენიმე საათით, კონკრეტულ ვანდალებთან საბრძოლველად. თქვენ კი აბსტრაქტულად განსაზღვრულ ჯგუფს გინდათ აუკრძალოთ ისევ აბსტრაქტულად განსაზღვრული სტატიების რედაქტირება — ამაში კეთილსინდისიერი ანონიმებიც მოყვებიან. ვანდალების გამო ვიკიპედიის თავისუფლების პრინციპის უარყოფა ვერ გამოვა, როგორც არ უნდა ვბრაზდებოდეთ ჩვენ ამაზე. დროს ვკარგავთ? აბა როგორ გვინდა? :) თქვენ გინდათ ვიკიპედიაში ვანდალი არ ჭაჭანებდეს და დროს არ კარგავდეთ მათზე ... ეს ვერ გამოვა ვერასდროს, თუკი ვიკიპედიის თავისუფლების პრინციპი არ შეიცვალა. Deu. 06:14, 20 თებერვალი 2013 (UTC)
დათო, აღარ ვაპირებ შენთან ამ საკითხზე კამათს, თუმცა არ მესმის, რატომ უნდა იყოს დაცული ისეთი თარგები, რომელთა პოვნა ხშირად ჩვენ თვითონაც გვიჭირს და არ იყოს დაცული ყველაზე მაღალი რისკის მქონე სტატიები, თუნდაც დღეებზე. ვანდალიზმი რომ გვეპარება ხოლმე, თანაც სამარცხვინო, თუნდაც დიდ ქართველთა სტატიებში, იმდენს გაჩვენებ, რამდენსაც გინდა. არ მესმის შენი მიდგომის, ანონიმთა მიერ გაკეთებული თვეში 2-3 სასარგებლო ცვლილება წონის ამავე პერიოდში ჩადენილ ათასობით ვანდალურ ქმედებას? — მიხეილ მიწერა 08:13, 20 თებერვალი 2013 (UTC)

ამათთან მიმართებაში რამდენიმე საათი არ მოქმედებს. საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყოს რამდენიმე საათი, როდესაც ამდენი ანონიმი მინახავს, რომელიც დღეების შემდეგ შემოსულა და იგივე გაუკეთებია. თავში ჰორმონავარდნილების არმიაზე აღარაფერს ვამბობ. გეომეტრიული პროგრესიით იმატა უკანასკნელ თვეებში და კვლავ მატულობს უცენზურო ფრაზების ფრქვევა სტატიებში. გარდა ამისა, კარგად ვაცნობიერებ, რომ ადამიანები ვართ და არა რობოტები და ამიტომ არ შეგვიძლია, ყოველ წამს პულსზე გვედოს ხელი და ბოლო ცვლილებების გვერდს ვპატრულირებდეთ, ჩვენი საქმეც გვაქვს. არ მიხედავ 2-3 საათი და გადაივსება რედაქტირებებით და მერე მიდი და ეძებე ანონიმები. 1-2 წლის წინ დატოვებული უზნეობებიც კი აღმომიჩენია.

p.s.: ბოლო ორი დღეა და რაღა დღე, თვეები - პროგრესიულად დაბლა დაბლა მიდის და მეკარგება მუშაობის ხალისი. --H.McC. (მომწერეთ) 11:08, 20 თებერვალი 2013 (UTC)

ყველაზე უნიკალური ვიკიპედია გვაქვს. ან ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური. ამ ხალხის კატეგორიის გარდა ძირითადად, კვირაში 1-2 უბრალო ვანდალი (აი ისეთი, სხვა ვიკიპედიებში რომ არიან) თუ გამოერევა და რეალურად მხოლოდ ესენი გვიქმნიან პრობლემებს. ბედი არ გინდა? რა მშვიდი იქნებოდა ცხოვრება ამათ გარეშე. მესამე დღეა უკვე თუ მეოთხე, ასეთ რეჟიმში გვაცხოვრებენ. შემდეგ ცხოვრებაში ჯიმბოდ დავიბადები და ვიკიპედიას დავხურავ ანონიმებისათვის. ვოტ. --H.McC. (მომწერეთ) 14:35, 20 თებერვალი 2013 (UTC)

ჰენრი, შენი არ ვიცი და ამ საშინელი დღის შემდეგ, ერთადერთი რაც ახლა მინდა ვიკიდან გაქცევაა, წავედი მშვიდ ვიკიციტატაში ვიკრიჭები ვიკრიჭებიმიხეილ მიწერა 14:48, 20 თებერვალი 2013 (UTC)

Wikipedia:Notability

ხალხო, ყველა ენაზეა ეს სტატია ნათარგმნი და ჩვენ ამ ბოლო დროს ძალიან გვაკლია. იქნებ ვინმემ ითავოს ეს საქმე, იმიტომ, რომ ბოლო თვეებში ძალიან იმატა ისეთმა სტატიებმა, რომლებშიც აღწერილია არავიკიპედიური მნიშვნელობის პიროვნებათ მოღვაწეობა. წაშლა-არწაშლის შესახებ მოლაპარაკება კი კარგია, მაგრამ ოფიციალური გიდი ხომ უნდა გვქონდეს? ვწუხვარ მე ცოტა გაჭედილი ვარ და მარტო მე ხომ არ ვარ, თითო სექცია ნელ-ნელა რომ ითარგმნოს, ყველაფერი აეწყობა. იქ ქვესტატიებიც არის, მაგრამ ჯერ-ჯერობით ესეც საკმარისი იქნებოდა. არა? ვწუხვარ ერთ-ერთი ყველაზე საჭირო გიდია. --H.McC. (მომწერეთ) 11:18, 15 დეკემბერი 2012 (UTC)

რა თქმა უნდა მართალი ხარ ჰენრი. მე დავიწყებ დღეს ცოტა გვიან. მერე იქნებ სექციები გავინაწილოთ. — მიხეილ მიწერა 14:23, 15 დეკემბერი 2012 (UTC)

ახალი კატეგორია

ქალი პრეზიდენების შესახებ მინდა შევქმნა კატეგორია, თუმცა ვერ ჩამოვყალიბდი რომელი სათაურით აჯობებს, შემდეგ გადარქმევებს და კატეგორიების ხელახლა ჩასმებს მირჩიეთ რომელი სათაურით გავაკეთო კატეგორია:ქალი-პრეზიდენტები (Женщины-президенты) თუ კატეგორია:პრეზიდენტი ქალები, ან იქნებ სხვა უფრო ოპტიმალური ვარიანტი გაქვთ? --ჯაბა ლაბაძე 16:10, 16 დეკემბერი 2012 (UTC)

ქალი პრეზიდენტები, მგონი დეფისი არ უნდა (დეფისი ექნებოდა, რომ იყოს ქალ-პრეზიდენტა, როგორც ქალ-თევზა :)). Deu. 16:31, 16 დეკემბერი 2012 (UTC)

ოკ. ანუ პირველი ვარიანტი ჯობს (ტირეს გარეშე)? --ჯაბა ლაბაძე 16:33, 16 დეკემბერი 2012 (UTC)

ჰო, ეგ ვარიანტი უფრო მომწონს მე. დეფისზე არ ვიცი ზუსტად, მემგონი არ უნდა. სხვებსაც დავუცადოთ მაინც. Deu. 16:51, 16 დეკემბერი 2012 (UTC)

კარგი დათო დაველოდოთ. ისე კი არსებობს სტატია ქალი პრეზიდენტების სია - დეფისის გარეშე. --ჯაბა ლაბაძე 16:53, 16 დეკემბერი 2012 (UTC)

Yes check.svg გაკეთდა--ჯაბა ლაბაძე 15:14, 19 დეკემბერი 2012 (UTC)

სტანდარტიზაცია

სტანდარტიზაციისთვის ამ სამიდან თარგი:En, თარგი:De icon, თარგი:Ref-ar იქნებ შევჯერდეთ ერთ სტილზე რომელსაც გამოვიყენებთ --დათო1010 Rotating earth (Very small).gif 15:04, 23 დეკემბერი 2012 (UTC)

ამათ ხომ ამჟამად სხვადასხვა ფუნქციებით ვიყენებთ? --მიხეილ მიწერა 21:37, 24 დეკემბერი 2012 (UTC)
არა ყველა ერთი და იგივეა. პირველ და მეორე ვარიანტებს ძირითადად ინგლისური ვიკი იყენებს, ხოლო მესამეს რუსული--დათო1010 Rotating earth (Very small).gif 21:44, 24 დეკემბერი 2012 (UTC)

სიახლე

ამ ბოლო დროს ინგლისურ და ფრანგულ ვიკიპედიაში შევამჩნიე რედაქტირების შემდეგ როგორ ჩნდება ზემოთ წარწერა მწვანე "პტიჩკით" და წარწერით თქვენი ცვლილება შენახულია (სავარაუდოდ). რას ფიქრობთ ხომ არ დაგვენერგა ეს სიახლე ჩვენთანაც? --ჯაბა ლაბაძე 18:58, 8 იანვარი 2013 (UTC)

რა ხანია ეგ მასეა. მე მომწონს. --მიხეილ მიწერა 19:22, 8 იანვარი 2013 (UTC)

არ მითქვამს რომ ეს იქ ახალია. სიახლე ჩვენთვის იქნება. :)--ჯაბა ლაბაძე 19:36, 8 იანვარი 2013 (UTC)

Myra

იქნებ ეს სტატია თარგმნოს ვინმემ წმ. ნიკოლოზის საეპისკოპოსო ქალაქის შესახებ? [2]. პატივისცემით --83.3.3.250 13:31, 9 იანვარი 2013 (UTC)

შესწორება

სტატიაში "სასაათო ზონები წერია" „..გადასვლისას იცვლება დროითი ერთეულები წუთები და წამები, მაგრამ უცვლელი რჩება საათები." აშკარად შეცდომაა - პირიქით არის. სტატია რუსულიდან არის გადმოთარგმნილი, თანაც უხეიროდ. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ნინო ბელთაძე (განხილვაწვლილი) .

მადლობა. ნამდვილად არავინ გიშლით ვიკიპედიის წესების მიხედვით შეიტანოთ ცვლილებები ყველაფერში, რაც არასწორია და თავის დროზე არასწორად იქნა ნათარგმნი. --H.McC. (მომწერეთ) 13:20, 19 იანვარი 2013 (UTC)

გიორგი ჩუბინაშვილი

თუ შეიძლება, შეამოწმეთ ცვლილებები. წინასწარ მადლობა.--83.24.212.143 16:13, 20 იანვარი 2013 (UTC)

ვიკიპედიის პროექტი

მეგობრებო, მართალია დიდი ხანი არ ვარ თქვენს გვერდით, მაგრამ ნება მომეცით უკმაყოფილება გამოვთქვა. ვიკიპედიის პროექტი რატომღაც აქტიურობის ნაკლებობას განიცდის, ამ თვის პროექტი ესტონეთი უკვე მთავრდება და აი, ნახეთ, რამდენი სტატიაა კიდევ დასაწერი. ჩემი თხოვნა იქნება, რომ შეძლებისდაგვარად, რაც შეიძლებ მეტმა აქტიურმა მომხმარებელმა მიიღოს ამ პროექტების წარმატებულად დასრულებაში მონაწილეობა და მარტო დასახლებული პუნქტების ბოლომდე ჩაყვანით არ შემოვიფარგლოთ ხოლმე. ვიღიმი

--Balakhadze Tireless Contributor Barnstar Hires.gifႫႨႼႤႰႠ 11:27, 29 იანვარი 2013 (UTC)

ალექსეევკა (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი)

თუ შეიძლება, შეამოწმეთ ცვლილებები.--83.24.203.191 23:10, 5 თებერვალი 2013 (UTC)

რა უცნაურია, სტატიის გაუმჯობესება ვიკიპედიის ინტერესბში არ შედის? :)--83.24.203.191 01:54, 6 თებერვალი 2013 (UTC)

ლავრენტი ცანავა

იქნებ ეს სტატიაც გვეთარგმნა

მირტი

შეამოწმეთ, თუ არ შეწუხდებით. წინასწარ მადლობა.--83.3.3.250 11:29, 19 თებერვალი 2013 (UTC)

BRUTE მადლობა ილუსტრაციისთვის, მაგრამ შემოწმება დაგავიწყდათ! :) --83.3.3.250 16:47, 19 თებერვალი 2013 (UTC)

გმადლობთ სტატიისათვის, Yes check.svg შემოწმდა. :) – BruTe () 17:12, 19 თებერვალი 2013 (UTC)
მადლობა შემოწმებისთვის :)--83.24.54.177 21:52, 19 თებერვალი 2013 (UTC)