შინაარსზე გადასვლა

სანტი კასორლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანტი კასორლა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სანტიაგო კასორლა გონსალესი
დაბადების
თარიღი
13 დეკემბერი, 1984 (1984-12-13) (40 წლის)
დაბადების
ადგილი
ლანერა, ესპანეთი
სიმაღლე 168 სმ
სათამაშო
პოზიცია
გარემარბი/ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
არსენალი
ნომერი 19
ახალგაზრდული კარიერა
1992–1996 კოვადონგა
1996-2003 ოვიედო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2003–2006 ვილიარეალი 54 (2)
2006–2007 რეკრეატივო 34 (7)
2007–2011 ვილიარეალი 127 (23)
2011–2012 მალაგა 38 (9)
2012– არსენალი 100 (23)
ეროვნული ნაკრები
2008– ესპანეთი 77 (14)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

სანტი კასორლა (ესპ. Santi Cazorla) — ესპანელი ფეხბურთელი, ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელი. კაარიერის უმეტესი ნაწილი გატარებული აქვს ესპანურ კლუბ „ვილიარეალში“. მონაწილეობდა ევრო 2008-სა და ევრო 2012-ზე და ნაკრებთან ერთად გახდა ორივე ტურნირის გამარჯვებული.

სანტი კასორლა 4 წელი „კოვადონგას“, ხოლო 7 წელი „ოვიედოს“ ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. 2003 წელს, 17 წლის ასაკში კასორლა „ვილიარელმა“ გადაიბირა, სადაც ის თავიდან დუბლებში თამაშობდა. იმავე წლის 30 ნოემბერს შედგა მისი დებიუტი „ვილიარეალის“ ძირითადი გუნდის შემადგენლობაში, მატჩში „დეპორტივოს“ წინააღმდეგ, თუმცა, მან მოედანზე მხოლოდ 1 წუთი გაატარა (1-0). შემდეგ სეზონებში კასორლა „ვილიარეალის“ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. 2005 წლის 1 მაისს კასორლამ თავისი პირველი გოლი გაიტანა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, რომელიც იმ თამაშში მესამე გაშვებული გოლი აღმოჩნდა „ხეტაფესთვის“ (4-0).2005 წლის 18 ოქტომბერს კასორლამ მისი პირველი მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე, ჯგუფური ეტაპის მატჩში „ბენფიკას“ წინააღმდეგ (1-1). იმ სეზონში „ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გავიდა, სადაც „არსენალთან“ დამარცხდა .

2006 წლის 7 ივლისს კასორლამ 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი „რეკრეატივოსთან“. ტრანსფერის ფასმა 600 000 ევრო შეადგინა,თუმცა „ვილიარელმა“ დაიტოვა შესაძლებლობა გამოესყიდა კასორლა ერთი წლის შემდეგ, ოღონდ გაორმაგებულ ფასად.

2012 წლის 7 აგვისტოს კასორლა „არსენალში“ გადავიდა.ზაფხულში „მალაგას“ ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც კინაღამ მონაწილეობის უფლება დაკარგა ჩემპიონთა ლიგაზე „მეთოფეების“ მთავარი მწვრთვნელი, არსენ ვენგერი ძალიან კმაყოფილი იყო ახალი შენაძენით. "სანტი შესანიშნავი შენაძენია ჩვენთვის.ის ძალიან გამოცდილია როგორც საკლუბო,ასევე სანაკრებო დონეზე და მნიშვნელოვან ხარისხს შემატებს ჩვენ გუნდს."- განაცხადა მან.[1]

კასორლას დებიუტი ახალ კლუბში 18 აგვისტოს, პრემიერ-ლიგის გამხსნელ ტურში შედგა „სანდერლენდის“ წინააღმდეგ, სადაც დაჯილდოვდა როგორც მატჩის საუკეთესო მოთამაშე. ტურნირის საწყის ტურებში კარგი თამაშის წყალობით დაიმსახურა მოწონება გულშემატკივრების და მწვრთნელისგან. პირველი გოლი გაიტანა 2 სექტემბერს, „ლივერპულის“ წინააღმდეგ, ინგლისის ჩემპიონატის მე-3 ტურში. ოქტომბერში „ვესტ ჰემს“ გასვლით შეხვედრაში გაუტანა გოლი, რომელიც არსენალის თვის საუკეთესო გოლად დასახელდა.

17 დეკემბერს შეასრულა პირველი ჰეთ-თრიკი „არსენალის“ მაისურით, გასვლით შეხვედრაში „რედინგთან“. კარგი თამაშისთვის გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე. შემდეგი წლის თებერვალში კასორლას დუბლით „არსენალმა“ დაამარცხა „ასტონ ვილა“, მისმა თანაგუნდელმა, პერ მერტეზაკერმა კასორლას იდეალური მოთამაშე უწოდა. 14 მაისს კასორლამ გააკეთა საგოლე გადაცემები ოთხივე გოლისას „უიგანის“ კარში.„უიგანი"“ გავარდა, ხოლო „არსენალმა“ დიდი ნაბიჯი გააკეთა ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად. პირველივე სეზონში კასორლამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც გულშემატკივრებზე, ასევე ახალ მწვრთნელებზე და თანაგუნდელებზე. მაისის ბოლოს ის დასახელდა „არსენალის“ წლის მოთამაშედ, მაგრამ არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ კასორლა პრემიერ-ლიგის წლის გუნდშიც უნდა მოხვედრილიყო.

2013 წლის ზაფხულში გაჩნდა ინფორმაცია,რომ კასორლა შეიძლება "ატლეტიკოში" გადასულიყო."ატლეტიკოს" მთავარმა მრწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა კიდეც,რომ ყველაფერი შესაძლებელი იყო სანტისთან მიმართებაში,თუმცა შემდეგ თვით ფეხბურთელმა თქვა,რომ "არსენალში" ძალიან ბედნიერი იყო და არსად გადასვლას არ აპირებდა. [2] კასორლა "არსენალს" შვებულების შემდეგ მხოლოდ ივლისის ბოლოს შეუერთდა,რადგან ივნისში მონაწილეობდა კონფედერაციის თასზე ესპანეთის რიგებში.17 აგვისტოს "ასტონ ვილასთან" ინგლისის პრემიერ-ლიგის გამხსნელ ტურში მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში შემოვიდა ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენის ტრავმის შემდეგ. სექტემბერში მესუტ ოზილის მადრიდის "რეალიდან" შეძენის გამო კასორლას ძირითადად ფლანგზე მოუხდა თამაში."მე კომფორტულად ვგრძნობ თავს ფლანგზე,რადგან აქ დიდი თავისუფლება მაქვს.ყველაზე დიდი განსხვავება ცენტრში თამაშისგან ალბათ მაინც დაცვისასაა.როდესაც ჩვენ ბურთი გვაქვს,მე,ჯეკი(უილშირი) ან მესუტი (ოზილი) თავისუფლად ვმოძრაობთ,თუმცა როდესაც მოწინააღმდეგე ბურთს იბრუნებს,ჩვენ სხვადასხვა მოვალეობები გვაქს შესასრულებელი" - განაცხადა კასორლამ ამ თემაზე. პირველი გოლი სეზონში გაუტანა "ლივერპულს" "ემირეიტსზე" 2 ნოემბერს. შემდეგი წლის 18 იანვარს გამარჯვების მომტანი დუბლი შეასრულა "ფულჰემის" წინააღმდეგ.იანვარში კასორლა კარგი გამოსვლისთვის დაჯილდოვდა როგორც თვის საუკეთესო მოთამაშე არსენალში და 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მარტში კასორლამ გაახანგრძლივა კონტრაქტი "არსენალთან".არსენ ვენგერმა აღნიშნა,რომ კასორლა ძალუან მნიშვნელოვანი ფიგურაა "არსენალისთვის"."მე ძალიან ბედნიერი ვარ აქ.მწვრთნელი,გულშემატკივრები,სტადიონი,ორგანიზაცია-ეს ყველაფერი მე ძალიან მაბედნიერებს.მე დიდი სიამივნება მივიღე ამ ორი წლით აქ.ვიმედოვნებ,რომ კლუბი შეძლებს იბრძოლოს დიდი ტიტულებისთვის.აქ მოსვლისას ჩემი მთავარი მიზანი იყო გაუმჯობესება,როგორ ფეხბურთელი,და მე ეს ნამდვილად შევძელი"-განაცხადა კასორლამ. აპრილში ინგლისის თასის ნახევარფინალში კასორლამ გადამწყვეტი თერთმეტნეტრიანი გაიტანა "უიგანთან" თამაშის შემდგომ პენალტების სერიაში.17 მაისს "უემბლიზე" ფინალში "ჰალთან" კი ჯარიმიდან გატანილი გოლით საფუძველი ჩაუდო მეტოქის დასაწყისში მოპოვებული ორბუთიანი უპირატესობის აღმოფხვრას. "არსენალმა" მოიგო ექსტრა-ტაიმში (3-2) და დაასრულა თავისი 9 წლიანი ერა ტიტულის გარეშე. ინგლისის თასი გახდა პირველი მოგებული ტურნირი კასორლასთვის ახალ კლუბში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
  2. Cazorla:NOT leaving the Gunners.