შინაარსზე გადასვლა

ემირეიტსი (სტადიონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემირეიტსი
Emirates Stadium
მდებარეობა ლონდონი, ინგლისი
გაიხსნა 22 ივლისი, 2006
ოპერატორი არსენალი
კონსტრუქციის ღირებულება £470 მილიონი
არქიტექტორი კომპანია „Populous“
ტევადობა 60,704[1]
გუნდები
არსენალი ლონდონი

ემირეიტსი, ოფიციალურად ემირეიტს-სტედიუმი (ინგლ. Emirates Stadium), — საფეხბურთო სტადიონი ინგლისის დედაქალაქ ლონდონში. საფეხბურთო კლუბ არსენალის საშინაო არენა. იტევს 60 704 მაყურებელს და ამ მაჩვენებლით მეექვსე ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონია ინგლისში.

სტადიონის მშენებლობა 2004 წლის თებერვალში დაიწყო, მთავარი სპონსორი კი კომპანია „Emirates Airline“ იყო. არსენალის მატჩების გარდა, ემირეიტსი მასპინძლობს მუსიკალურ კონცერტებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Emirates Stadium Arsenal FC, Info & Map. ციტირების თარიღი: 11 November 2021