გაბრიელ ჟეზუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
გაბრიელ ჟეზუსი
20180610 FIFA Friendly Match Austria vs. Brazil Gabriel Jesus 850 1688.jpg
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
3 აპრილი, 1997 (1997-04-03) (24 წლის)
დაბადების
ადგილი
სან-პაულუ, ბრაზილია
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2015–2017 პალმეირასი 67 (21)
2017– მანჩესტერ სიტი 126 (49)
ეროვნული ნაკრები
2015 ბრაზილიის 20 წლ. 6 (1)
2015– ბრაზილიის 23 წლ. 11 (5)
2016– ბრაზილია 41 (18)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

გაბრიელ ფერნანდო და ჟეზუსი (დ. 3 აპრილი, 1997), ცნობილი როგორც გაბრიელ ჟეზუსიბრაზილიელი ფეხბურთელი. „მანჩესტერ სიტისა“ და ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი.

ჟეზუსმა კარიერა „პალმეირასში“ დაიწყო. 2015 წელს დასახელდა ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ახალწვეულად (დებიუტანტად). ამავე წელს ჟეზუსი დაეხმარა გუნდს ბრაზილიის თასის მოპოვებაში და დასახელდა გუნდის სეზონის მოთამაშედ. ამავე სეზონში გუნდა 22 წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა ჩემპიონატის მოგება. 2017 წლის იანვარში 32 მილიონი ევროს სანაცვლოდ ჟეზუსი „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდა,[1] და გუნდთან ერთად ორჯერ პრემიერლიგა (2017–18, 2018–19), ოთხჯერ ინგლისის ლიგის თასი (2017-18, 2018-19, 2019-20 და 2020-21), ინგლისის ასოციაციის თასი (2019) და ორჯერ ინგლისის საფეხბურთო სუპერთასი (2018, 2019).

ახალგაზრულდ ნაკრებთან ერთად მოახერხა 2015 წლის მსოფლიო 20 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის ფინალში გასვლა. 2016 წელს ბრაზილიის 23 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად მოიგო ზაფხულის ოლიმპიური თამაშები.[2] ჟეზუსის დებიუტი ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების რიგებში მისი დებიუტი 2016 წლის სექტემბერში შედგა. 2018 წელს ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე,[3] 2019 წელს კი ნაკრებთან ერთად „კოპა ამერიკა“ მოიგო.[4]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისის დროშა მანჩესტერ სიტი:(10)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Man City confirm Gabriel Jesus move“. Manchester City FC. 19 January 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 February 2017. ციტირების თარიღი: 19 January 2017. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება)
  2. Marché, Patrick. (13 July 2016) Brazil's two Gabriels set to light up Rio 2016 Olympic football tournament. International Olympic Committee. ციტირების თარიღი: 17 July 2016
  3. Brazil Announce 23-man World Cup Squad.
  4. Brazil 3 Peru 1: Brazil seals ninth Copa America title as Jesus sees red.