მსოფლიოს ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|მსოფლიოს ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის}} |
ადამიანთა სწრაფვამ პირველობისაკენ უკვე მეცხრამეტე საუკუნის 30-ან წლებში მიიყვანა მოჭადრაკეები ჩაეტარებინათ მატჩები მსოფლიოში უძლიერესის გამოსავლენად. 1834 წელს ლონდონში გაიმართა პირველი ასეთი მატჩი ინგლისელ ალექსანდრ მაკდონელსა და ფრანგ ლუი ლაბურდონეს შორის. რა თქმა უნდა, მაშინ არავითარი შესარჩევი სისტემა არ არსებობდა და ლონდონში შეხვდნენ ის მოჭადრაკეები რომლებიც საერთო აზრით ითვლებოდნენ უძლიერესებად. ლონდონის მატჩი ლაბურდონემ მოიგო და ის გახდა კიდეც მსოფლიოს პირველი არაოფიციალური ჩემპიონი.
შემდგომში კიდევ ოთხი ასეთი არაოფიციალური მატჩი გაიმრთა და მხოლოდ 1886 წლის მატჩით ვილჰელმ სტეინიცსა და იოჰან ცუკერტორტს შორის დაიწყო მსოფლიოს ოფიციალური პირველობის გათამაშება.
მეორე მსოფლიოს ომამდე მიუხედავად იმისა, რომ ფიდე 1924 წელს შეიქმნა, მსოფლიოს პირველობაზე მატჩების გამართვა მაინც მოჭადრაკეების პრორეგატივა იყო. მსოფლიოს ჩემპიონი თავად ირჩევდა მეტოქეებს, ან თავისთვის არასასურველ მეტოქეს ისეთ ფინანსურ პირობებს უყენებდა რომელსაც ეს უკანასკნელი ვერ შეასრულებდა. ამიტომაც ვერ ითამაშეს მატჩები მსოფლიოს პირველობაზე თავისი დროის ისეთმა მოჭადრაკეებმა, როგორებიც იყვნენ აარონ ნიმცოვიჩი, აკიბა რუბინშტეინი და სხვები.
1946 წელს როდესაც გარდაიცვალა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, ალექსანდრე ალიოხინი, ფიდემ თავის ხელში აიღო მსოფლიოს პირველობის გათამაშება. 1948 წელს ფიდემ ჩატარა მატჩ-ტურნირი მსოფლიოს ხუთი (ამერიკელმა ფაინმა უარი განაცხადა) უძლიერესი მოჭადრაკის მონაწილეობით რომლის გამარჯვებულსაც ოფიციალურად მიენიჭა მსოფლიოს ჩემპიონის წოდება. ამავე დროს შემოიღო სამწლიანი ციკლი, რომელიც იწყებოდა ზონალური ტურნირებით, შემდეგ გრძელდებოდა პრეტენდენტთა ტურნირით და მთავრდებოდა მატჩით პრეტენდენტსა და მსოფლიოს მომქმედ ჩემპიონს შორის (შემდგომში ზონალურ და პრეტენდენტთა ტურნირებს შორის ჩაჯდა საზონათაშორისო ტურნირი, ხოლო პრეტენდენტთა ტურნირი შეცვალა პრეტენდენტთა მატჩებმა). 1960 - 1963 წლების ციკლამდე მატჩში დამარცხებულ მსოფლიოს ჩემპიონს ჰქონდა მატჩ-რევანშის უფლება, რომელიც ორჯერ წარმატებით გამოიყენა მიხეილ ბოტვინიკმა. მატჩის ფრედ დამთვრების შემთხვევაში ჩემპიონი ყოველთვის ინარჩუნებდა თავის ტიტულს.
არაოფიციალური მატჩები მსოფლიოს პირველობაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
# | წელი | ჩატარების ადგილი | გამარჯვებული | დამარცხებული | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
1 | 1834 | ლონდონი | ლუი ლაბურდონე, ![]() |
ალექსანდრ მაკდონელი, ![]() |
51,5 - 33,5 (+45=13-27)* |
2 | 1843 | პარიზი | ჰოვარდ სტაუტონი, ![]() |
პიერ სენტ-ამანი, ![]() |
13 - 8 (+11=4-5) |
3 | 1846 | ლონდონი | ჰოვარდ სტაუტონი, ![]() |
ბერნარდ გოროვიცი, ![]() |
15,5 - 8,5 (+14=3-7) |
4 | 1858 | ლონდონი | პოლ მორფი, ![]() |
ადოლფ ანდერსენი, ![]() |
8 - 3 (+7=2-2) |
5 | 1866 | ლონდონი | ვილჰელმ სტეინიცი, ![]() |
ადოლფ ანდერსენი, ![]() |
8 - 6 (+8=0-6) |
შენიშვნა: ეს შეჯიბრება შედგებოდა 6 მატჩისაგან, რომელთა შედეგები ცალ-ცალკე ასეთია: ლაბურდონე - მაკდონელი
- I მატჩი 18-7 (+16=4-5)
- II მატჩი 4-5 (+4=0-5)
- III მატჩი 6,5-5,5 (+6=1-5)
- IV მატჩი 11,5-6,5 (+8=7-3)
- V მატჩი 7,5-4,5 (+7=1-5)
- VI მატჩი 4-5 (+4=0-5)
მატჩები მსოფლიოს პირველობაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მატჩ-ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ა | მოჭადრაკე | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | მიხეილ ბოტვინიკი | ![]() |
=; =; 1; =; = | 1; 1; 1; 1; 0 | 1; =; 0; 1; 1 | 1; =; 1; =; = | 14 |
2 | ვასილი სმისლოვი | =; =; 0; =; = | ![]() |
0; 0; =; 1; = | =; =; 1; =; = | 1; 1; 0; 1; 1 | 11 |
3 | პაულ კერესი | 0; 0; 0; 0; 1 | 1; 1; =; 0; = | ![]() |
0; =; 1; 0; = | 1; =; 1; 1; 1 | 10,5 |
4 | სამუელ რეშევსკი | 0; =; 1; 0; 0 | =; =; 0; =; = | 1; =; 0; 1; = | ![]() |
1; =; =; 1; 1 | 10,5 |
5 | მაქს ეივე | 0; =; 0; =; = | 0; 0; 1; 0; 0 | 0; =; 0; 0; 0 | 0; =; =; 0; 0 | ![]() |
4 |
მატჩები მსოფლიოს პირველობაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მატჩები მსოფლიოს პირველობაზე პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის ვერსიით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1993 წელს ფიდეს პოლიტიკით უკმაყოფილო გარი კასპაროვმა და ნაიჯელ შორტმა (მან გაიმარჯვა პრეტენდენტთა ტურნირში ) უარი განაცხადეს ეთამაშათ მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ფიდეს ეგიდით და თავისი მატჩი ითმაშეს ახლად ჩამოყალიბებული პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის ეგიდით. ეს ორგანიზაცია ამ ორი მოჭადრაკის თოსნობით 1993 წელს შეიქმნა. მომდევნო მატჩი კასპაროვს ალექსეი შიროვთნ უნდა ეთმაშა, მაგრამ მატჩი არ შედგა. არ გამართულა არც განმეორებითი მატჩი ანანდთან. 1996 წელს ასოციააციამ სპონსორები ვერ იშოვა და მალევე დაიშლა. კასპაროვმა გადაწყვიტა დაეცვა თავისი ტიტული თავისი შეხედულებით ღირსეულ მეტოქესთნ, რომელიც ფინანსურ პრობლემებსაც მოაგვარებდა. ასეთი მეტოქე მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ გამოჩნდა, ეს იყო კრამნიკი.
# | წელი | ჩატარების ადგილი | მოქმედი ჩემპიონი | პრეტენდენტი | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
1 | 1993 | ლონდონი | გარი კასპაროვი, ![]() |
ნაიჯელ შორტი, ![]() |
12,5 - 7,5 (+6=13-1) |
2 | 1995 | ნიუ-იორკი | გარი კასპაროვი, ![]() |
ვისვანათან ანანდი, ![]() |
10,5 - 7,5 (+4=13-1) |
3 | 2000 | ლონდონი | გარი კასპაროვი, ![]() |
ვლადიმირ კრამნიკი, ![]() |
6,5 - 8,5 (+0=13-2) |
4 | 2004 | ბრისაგო | ვლადიმირ კრამნიკი, ![]() |
პეტერ ლეკო, ![]() |
7 - 7 (+2=10-2) |
მატჩები მსოფლიოს პირველობაზე ფიდეს ვერსიით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იმავე წლებში ფიდე თავის ჩემპიონებს ავლენდა. როდესაც კასპაროვმა და შორტმა უარი თქვეს ფიდეს ეგიდით მატჩის გამართვაზე, მაშინ ფიდემ ანატოლი კაპროვსა და იან ტიმანს შორის ჩაატარა თავისი მატჩი (მაშინ ამ მოჭდრაკეებს უმაღლესი ელო ჰქონდათ კასპაროვისა და შორტის შემდეგ). 1999 წლიდან ფიდემ ჩემპიონატის ნოკაუტ-სისტემით ჩატარება დაიწყო. ამან მრავალი მოჭადრაკის უკმაყოფილება გამოიწვია (განსაკუთრებით უმაღლესი ელოს მქონე მოჭადრაკეთა შორის), ვინაიდან აქ შემთხვევითობებს მეტი ადგილი ჰქონდა. პირველ ასეთ ტურნირში კაპროვი, როგორც მსოფლიოს ჩემპიონი, პირდაპირ ფილაში დაუშვეს. მეორე ტურნირიდან კი მსოფლიოს ჩემპიონს არავითრი პრივილეგია არ ჰქონდა. ამის გამო ანატოლი კაპროვმა ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და თავის თავს ისევ მსოფლიოს ჩემპიონად თვლიდა. პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის დაშლის შემდეგ ფიდემ ისევ თავის ხელში აიღო მსოფლიოს პირველობების ჩატარება. 2005 წელს ფიდემ ორწრიანი ტურნირი ჩაატარა, მაგრამ კასპაროვმა და კაპროვმა ისევ უარი თქვეს თამაშზე. საჭადრაკო სამყაროში შექმნილი ქაოსის გამო კასპაროვი საერთოდ წავიდა ჭადრაკიდან. ამის შემდეგ ფიდეს ტურნირის გამარჯვებული, ვესელინ ტოპალოვი ფიდეს ჩემპიონის რანგში 2006 წელს ე.წ. გამაერთიანებელ მატჩში შეხვდა პროფესიონალთა ჩემპიონს ვლადიმერ კრამნიკს.
# | წელი | ჩატარების ადგილი | მოქმედი ჩემპიონი | პრეტენდენტი | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
1 | 1993 | ჰოლანდია, ინდონეზია | ანატოლი კარპოვი, ![]() |
იან ტიმანი, ![]() |
12,5 - 8,5 (+6=13-2) |
2 | 1996 | ელისტა | ანატოლი კარპოვი, ![]() |
გატა კამსკი, ![]() |
10,5 - 7,5 (+6=9-3) |
3 | 1998 | ლოზანა | ანატოლი კარპოვი, ![]() |
ვისვანათან ანანდი, ![]() |
5 - 3 (+4=2-2, ტაი-ბრეიკი +2=0-0 ) |
4 | 1999 | ლას-ვეგასი | ალექსადრე ხალიფმანი, ![]() |
ვლადიმერ აკოფიანი, ![]() |
3,5 - 2,5 (+2=3-1) |
5 | 2000 | თეირანი | ვისვანათან ანანდი, ![]() |
ალექსეი შიროვი, ![]() |
3,5 - 0,5 (+3=1-0) |
6 | 2002 | მოსკოვი | რუსლან პონომარიოვი, ![]() |
ვასილი ივანჩუკი, ![]() |
4,5 - 2,5 (+2=5-0) |
7 | 2004 | ტრიპოლი | რუსტამ კასიმჯანოვი, ![]() |
მაიკლ ადამსი, ![]() |
4,5 - 3,5 (+3=3-2) |
ა | მოჭადრაკე | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ვესელინ ტოპალოვი | ![]() |
1; = | =; = | 1; = | 1; = | 1; = | 1; = | 1; = | 10 |
2 | პიოტრ სვიდლერი | 0; = | ![]() |
=; = | 1; 1 | 1; = | =; = | =; = | 1; = | 8,5 |
3 | ვისვანათან ანანდი | =; = | =; = | ![]() |
0; = | =; 1 | 0, 1 | 1; = | 1; 1 | 8,5 |
4 | ალექსანდრე მოროზევიჩი | 0; = | 0; 0 | 1; = | ![]() |
=; 1 | =; 1 | =; = | =; = | 7 |
5 | პეტერ ლეკო | 0; = | 0; = | =; 0 | =; 0 | ![]() |
=; 1 | 1; = | 1; = | 6,5 |
6 | რუსტამ კასიმჯანოვი | 0; = | =; = | 1; 0 | =; 0 | =; 0 | ![]() |
=; = | 0; 1 | 5,5 |
7 | მაიკლ ადამსი | 0; = | =; = | 0; = | =; = | 0; = | =; = | ![]() |
=; = | 5,5 |
8 | იუდით პოლგარი | 0; = | 0; = | 0; 0 | =; = | 0; = | 1; 0 | =; = | ![]() |
4,5 |
გამაერთიანებელი მატჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
# | წელი | ჩატარების ადგილი | მოქმედი ჩემპიონი | პრეტენდენტი | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
1 | 2006 | ელისტა | ვლადიმერ კრამნიკი, ![]() |
ვესელინ ტოპალოვი, ![]() |
8,5 - 7,5 (+5=7-4, ტაი-ბრეიკი: +2=1-1) |
გაერთიანების შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ა | მოჭადრაკე | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ვისვანათან ანანდი | ![]() |
=; = | =; = | =; = | =; 1 | =; 1 | 1; = | 1; = | 9 |
2 | ვლადიმირ კრამნიკი | =; = | ![]() |
=; = | =; 1 | =; = | 1; 0 | =; 1 | =; = | 8 |
3 | ბორის გელფანდი | =; = | =; = | ![]() |
=; = | =; = | 1; = | 1; 1 | =; 0 | 8 |
4 | პეტერ ლეკო | =; = | =; 0 | =; = | ![]() |
=; = | =; 1 | 0; = | =; 1 | 7 |
5 | პიოტრ სვიდლერი | 0; = | =; = | =; = | =; = | ![]() |
0; = | =; = | =; = | 6,5 |
6 | ალექსანდრე მოროზევიჩი | =; 0 | 0; 1 | 0; = | =; 0 | 1; = | ![]() |
=; = | 0; 1 | 6 |
7 | ლევონ არონიანი | 0; = | =; 0 | 0; 0 | 1; = | =; = | =; = | ![]() |
=; 1 | 6 |
8 | ალექსეი გრიშუკი | 0; = | =; = | =; 1 | =; 0 | =; 0 | 1; 0 | =; 0 | ![]() |
5,5 |
# | წელი | ჩატარების ადგილი | მოქმედი ჩემპიონი | პრეტენდენტი | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
2 | 2007 | ბონი | ვისვანათან ანანდი, ![]() |
ვლადიმერ კრამნიკი, ![]() |
6,5 - 4,5 (+3=7-1) |
3 | 2009 | სოფია | ვისვანათან ანანდი, ![]() |
ვესელინ ტოპალოვი, ![]() |
6,5 – 5,5 (+3=7–2) |
4 | 2012 | მოსკოვი | ვისვანათან ანანდი, ![]() |
ბორის გელფანდი, ![]() |
6 – 6 (+1=10–1), 2,5 - 1,5 (+1=3-0 ტაი-ბრეიქი) |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990