მილტიადე (პაპი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მილტიადე (მრავალმნიშვნელოვანი).
მილტიადე

მილტიადე (ლათ. Miltiades; დ. უცნობია — გ. 11 იანვარი, 314, რომი, იტალია) — რომის პაპი 311–314 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მილტიადეზე მწირი ისტორიული ცნობები მოგვეპოვება. იგი აფრიკაში უნდა დაბადებულიყო და 310 წლის 10 ივლისს რომის პაპად აურჩევიათ. მისი მღვდელმთავრობის დროს გამოქვეყნდა რომის იმპერატორების გალერიუსის, კონსტანტინე დიდის და ლიცინიუსის "მილანის ედიქტი". ებრძოდა მონოთეიზმს და მოიწვია ლატერანის საეკლესიო კრება რომში 313 წელს, რომელზეც ცეცილიანე და დონატე ერეტიკოსებად გამოუცხადებიათ. იმპერატორმა კონსტანტინემ მას რომში სასახლე აჩუქა, რომელიც კონსტანტინეს მეუღლეს ფაუსტას ეკუთვნოდა და ლატერანის ბორცვზე იდგა. ეს სასახლე XIV საუკუნემდე პაპების რეზიდენცია იყო. აქვე ააგო კონსტანტინემ პირველი ტაძარი რომში, რომელსაც შემდგომ სან ჯოვანი ინ ლატერანო უწოდეს[1]. კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მანანა ჯავახიშვილი, „პაპობის ისტორია შუა საუკუნეებში“, გვ. 15, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბ., 2015
წინამორბედი:
ევსებიუსი
რომის პაპი

311314
შემდეგი:
სილვესტერ I