შინაარსზე გადასვლა

იერონიმე II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იერონიმე II
უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად ელადისა

ელადის მთავარეპისკოპოსი
ეკლესია ელადის მართლმადიდებელი ეკლესია
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 10 მარტი, 1938 საბერძნეთის დროშა საბერძნეთი

მთავარეპისკოპოსი იერონიმე II (ბერძ. Αρχιεπίσκοπος Ιερώνυμος B', ერისკაცობაში — იოანის ლიაპის, ბერძ. Ιωάννης Λιάπης; დ. 10 მარტი, 1938, ინოფიტა, ბეოტია, საბერძნეთი) — ელადის მართლმადედებელი ეკლესიის მეთაური, მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად ელადისა, 2008 წლის 7 თებერვლიდან.

დაიბადა 1938 წლის 10 მარტს ბეოტიის ინოფიტაში, საბერძნეთში. დამთავრებული აქვს ათენის ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების ფაკულტეტები. ასპირანტურები გაიარა გრაცის (ავსტრია), რეგენსბურგის და მიუნხენის უნივერსიტეტებში. 1967 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და მღვდლად. 1978-1981 წ.წ. იყო ელადის ეკლესიის წმინდა სინოდის გენერალური მდივანი. 1981 წლის 4 ოქტომბერს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად. 2008 წლის 7 თებერვალს არჩეულ იქნა ელადის ეკლესიის მეთაურად. 2008 წლის 16 თებერვალს შედგა იერონიმოს II-ის ინთრონიზაცია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]