შინაარსზე გადასვლა

ქრისტეფორე (ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქრისტეფორე
უნეტარესი მიტროპოლიტი პრაღისა სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკიისა

ჩეხეთის და სლოვაკეთის მიტროპოლიტი
ეკლესია ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ინთრონიზაცია 28 მაისი, 2006
თანამდებობიდან წასვლა 12 აპრილი, 2013
წინამორბედი ნიკოლაი
მემკვიდრე სიმეონი
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 29 ივნისი, 1953 ჩეხეთის დროშა ჩეხეთი

მიტროპოლიტი ქრისტეფორე (ჩეხ. Metropolita Kryštof; ერისკაცობაში — რადიმ პულეცი, ჩეხ. Radim Pulec; დ. 29 ივნისი, 1953, პრაღა, ჩეხეთი) — ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, მიტროპოლიტი პრაღისა, სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკიისა 2006 წლის 2 მაისიდან.

დაიბადა 1953 წელს პრაღაში, ჩეხეთში. 1974 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, მღვდლად. 1979 წელს საღვთისმეტყველო განათლება მიიღო პრეშოვში მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე. 1984 წ. მოსკოვის სასულიერო აკადემია. 1987 წ. ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი. 1987 წელს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1988 წელს ხელდასხმულ იქნა ოლომოუცისა და ბრნოს ეპისკოპოსად. 2000 წელს არჩეულ იქნა პრაღისა და ჩეხეთის მიწების მთავარპისკოპოსად. 2006 წლის 2 მაისს მთავარეპისკოპოსი ქრისტეფორე არჩეულ იქნა ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად. 2006 წლის 28 მაისს შედგა უნეტარესი ქრისტეფორეს ინთრონიზაცია. 2013 წლის 12 აპრილი - გადადგა სკანდალური ტელე-სიუჟეტის შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]