იერონიმე II
იერონიმე II | |
---|---|
უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად ელადისა | |
![]() ელადის მთავარეპისკოპოსი | |
ეკლესია | ელადის მართლმადიდებელი ეკლესია |
პირადი მონაცემები | |
დაბადების თარიღი |
30 მარტი, 1938 ![]() |
მთავარეპისკოპოსი იერონიმე II (ბერძ. Αρχιεπίσκοπος Ιερώνυμος B', ერისკაცობაში — იოანის ლიაპის, ბერძ. Ιωάννης Λιάπης; დ.30 მარტი, 1938, [1]ინოფიტა, ბეოტია, საბერძნეთი) — ელადის მართლმადედებელი ეკლესიის მეთაური, მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად ელადისა, 2008 წლის 7 თებერვლიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1938 წლის30 მარტი ბეოტიის ინოფიტაში, საბერძნეთში. დამთავრებული აქვს ათენის ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების ფაკულტეტები. ასპირანტურები გაიარა გრაცის (ავსტრია), რეგენსბურგის და მიუნხენის უნივერსიტეტებში. 1967 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და მღვდლად. 1978-1981 წ.წ. იყო ელადის ეკლესიის წმინდა სინოდის გენერალური მდივანი. 1981 წლის 4 ოქტომბერს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად. 2008 წლის 7 თებერვალს არჩეულ იქნა ელადის ეკლესიის მეთაურად. 2008 წლის 16 თებერვალს შედგა იერონიმოს II-ის ინთრონიზაცია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები და მათი მეთაურები
- ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური საიტი
|