საბა (პოლონეთის მიტროპოლიტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საბა
უნეტარესი მიტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთისა
Saba (polonetis patriarqi).jpg
პოლონეთის პატრიარქი
ეკლესია პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 15 აპრილი, 1938 პოლონეთის დროშა პოლონეთი

საბა (დ. 15 აპრილი, 1938, პოლონეთი) — პოლონეთის მართლმადედებელი ეკლესიის მეთაური, მიტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთისა 1998 წლის 12 მაისიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ერისკაცობაში - მიხეილ გრიცუნიაკი;
  • დაიბადა 1938 წლის 15 აპრილს პოლონეთში;
  • 1957 წელს დაამთავრა მართლმადიდებლური სასულიერო სემინარია;
  • 1961 წელს დაამთავრა ვარშავის ქრისტიანული ღვთისმეტყველების აკადემია, ღვთისმეტყველის მაგისტრის ხარისხით;
  • 1964 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად;
  • 1966 წელს აღიკვეცა ბერად, სახელით საბა და ხელდასხმულ იქნა მღვდელმონოზვანდ;
  • 1970 წელს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში;
  • 1979 წლის 25 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად;
  • 1987 წელს ებოძა მთავარპისკოპოსობა;
  • 1998 წლის 12 მაისს წმინდა სინოდის მიერ არჩეულ იქნა პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესის წინამძღვრად;
  • 1998 წლის 31 მაისს ვარშავის წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის საკათედრო ტაძარში შედგა ინთრონიზაცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: