ქრიზოსტომოს II (კვიპროსის მთავარეპისკოპოსი)
ქრიზოსტომოს II | |
---|---|
უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ახლისა იუსტინიანასი და სრულიად კვიპროსისა | |
![]() კვიპროსის მთავარეპისკოპოსი | |
ეკლესია | კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია |
პირადი მონაცემები | |
საერო სახელი | იროდოტ დიმიტრიუსი |
დაბადების თარიღი |
10 აპრილი, 1941 (![]() |
ეროვნება | ბერძენი |
მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოს II (ბერძ. Χρυσόστομος Β΄, ერისკაცობაში — იროდოტ დიმიტრიუსი, ბერძ. Ηρόδοτος Δημητρίου; დ. 10 აპრილი, 1941, სოფ. ტალა, პაფოსი) — ეპისკოპოსი; 2006 წლის 5 ნოებრიდან კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა 1941 წლის 10 აპრილს, სოფ. ტალაში, ქ. პაფოსის მახლობლად. სკოლის დამთავრების შემდეგ გახდა მორჩილი წმიდა ნეოფიტეს მონასტერში. 1963 წელს დაამთავრა ქ. პაფოსის გიმნაზია. 1963 წლის 3 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად. 1968–1972 სწავლობდა ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. 1972 წელს არჩეულ იქნა წმიდა ნეოფიტეს მონასტრის იღუმენად. 1972 წლის 12 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა პრესვიტერად და მაკარიო III-ემ აკურთხა იღუმენად. 1978 წლის 26 თებერვალს ებოძა მიტროპოლიტობა. 2006 წლის 5 ნოემბერს არჩეულ იქნა მთავრეპისკოპოსად ახლისა იუსტინიანასი და სრულიად კვიპროსისა. 2006 წლის 12 ნოემბერს შედგა ქრიზოსტომოს II-ის ინთრონიზაცია.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები და მათი მეთაურები
- კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური საიტი
|