შინაარსზე გადასვლა

ესტონეთის დროშა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესტონეთის რესპუბლიკის დროშა
მიღებულია 21 ნოემბერი, 1918
ხელმეორედ
დადგენილია
7 აგვისტო, 1990
პროპორცია 7:11
სიმბოლიკა ლურჯი: ზღვა
შავი: ესტონური შავი პიჯაკები
თეთრი: ნათელი მომავლის იმედი
წინა დროშები

ესტონეთის სსრ, 1940 - 1953

ესტონეთის სსრ, 1953 - 1990

ესტონეთის დროშა (ესტ. Eesti lipp) — ესტონეთის ოფიციალური სახელმწიფო სიმბოლო 1918 - 1940 წლებში და 1990 წლიდან დღემდე. წარმოდგენილია, როგორც დროშა-ტრიკოლორი — შეიცავს სამ სწორ ჰორიზონტალურ ხაზს: ლურჯი (ზედა), შავი (შუა) და თეთრი (ქვედა). დროშის სტანდარტული ზომაა 105 × 165 სმ.

დროშაზე ფერები აღნიშნავენ შემდეგს:

  • ლურჯი — ესტონეთის ზღვისა, ტბებისა და ცის ფერი; აგრეთვე ნიშნავს ეროვნული იდეებისადმი ერთგულებას
  • შავი  — მშობლიური მიწისა და ეროვნული პიჯაკების ფერი. შავი აგრეთვე არის ესტონელი ერის სიძნელეების გამომხატველი ფერი
  • თეთრი — ფერი ასახავს ადამიანურ ბედნიერებას, თავისუფლებასა და ნათელი მომავლის იმედს

ფერები აღნიშნულია კანონში დროშის შესახებ.

მოდელი ლურჯი შავი თეთრი
Pantone 285 C Hexachrome Black C CMYK Safe
RGB 0-125-195 (#007DC3) 0-0-0 (#000000) 255-255-255 (#FFFFFF)
CMYK 91-43-0-0 0-0-0-100 0-0-0-0

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]