ლურჯი
იერსახე
| ლურჯი | |
|---|---|
|
| |
| სპექტრალური კოორდინატები | |
| ტალღის სიგრძე | ~435-500 ნმ |
| სიხშირე | ~689-600 ტჰც |
| ფერის კოორდინატები | |
| Hex triplet | #0000FF |
| sRGB¹ (r, g, b) | (0, 0, 255) |
| HSV (h, s, v) | (240°, 100%, 100%) |
| CIELChuv (L, C, h) | (32, 131, 266°) |
| წყარო | X11 |
| 1. ნორმალიზაცია [0–255]-თვის (ბაიტი) | |
| 2. ნორმალიზაცია [0–100]-თვის (ასი) | |
ლურჯი — ფერთა ჯგუფის სახელწოდება. მისი ტალღის სიგრძეა 435-500 (ან 440-485) ნმ. RGB სისტემის ძირითადი ფერია.
- ლურჯი აგავის (Agave tequilana var. weber) ფოთლებს გააჩნიათ ლურჯი ფერი. იგი გამოიყენება მექსიკური ტეკილას დამზადებაში.
- ჭარლს ბუმბული ლურჯი ფერისაა.
- მორფოს პეპელას აქვს „მეტალური“ ელფერი. მისი ფერი დამოკიდებულია მზეზე. პირდაპირ შუქზე მისი ფერია ლურჯი, ხოლო გაბნეულ შუქზე იისფერ-ლურჯი.
ლურჯი ფერი არის შემწყნარებელი ფერი, იგი ამშვიდებს სხეულსა და გონებას, ქმნის უსაფრთხოებისა და ნდობის ატმოსფეროს. ლურჯი ფერი არის კრეატიულობის ნიშანი, მისი გამოყენება რეკომენდებულია კლასებსა და აუდიტორიებში. ქარაქტერისტიკა: მშვიდობისკენ სწრაფვა, ჰარმონია მოყვასთან, ნდობისკენ. ლურჯი ფერი ხშირად არ უყვართ მწეველებს.
- ლურჯი ხშირად აღნიშავს ლიბრს. ინგლისურში „black and blue“ აღნიშნავს დალურჯებულ ადგილს.
- ძველ ეგვიპტეში ლურჯი აღნიშნავდა სიმართლეს.
ლურჯი არის ზევსის (იუპიტერის) და ჰერას (იუნონას) ფერი.