შინაარსზე გადასვლა

გუსტავ II ადოლფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუსტავ II ადოლფი
Gustav II Adolf
შვედეთის მეფე
კორონაცია: 1617 წლის 12 ოქტომბერი
მმართ. დასაწყისი: 1611 წლის 30 ოქტომბერი
მმართ. დასასრული: 1632 წლის 6 ნოემბერი
წინამორბედი: კარლ IX
მემკვიდრე: კრისტინა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1594 წლის 9 დეკემბერი
დაბ. ადგილი: ტრე კრონორის ციხესიმაგრე, შვედეთი
გარდ. თარიღი: 1632 წლის 6 ნოემბერი
გარდ. ადგილი: ლიუტცენი, საქსონიის საკურფიურსტო
მეუღლე: მარია ელეონორა ბრანდენბურგელი
შვილები: კრისტინა
დინასტია: ვაზა
მამა: კარლ IX
დედა: კრისტინა ჰოლშტაინ-გოტორპელი

გუსტავ II ადოლფი (შვედ. Gustav II Adolf, ლათ. Gustavus Adolphus; დ. 9 დეკემბერი, 1594, სტოკჰოლმი, შვედეთი — გ. 6 ნოემბერი, 1632, ლიუტცენი, ლაიპციგის მახლობლად) — შვედეთის მეფე (1611–1632), კარლ IX-ისა და კრისტინა ჰოლშტაინ-გოტორფის ვაჟი. ხშირად უწოდებენ „თოვლის მეფეს“ ან „ჩრდილოეთის ლომს“.[1] მისი ცხრამეტწლიანი მეფობა ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე იყო შვედეთის ისტორიაში. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მისი მნიშვნელობა მსოფლიო ისტორიაში.

მეფობის პირველ წლებში დაჰყვა შვედეთის არისტოკრატიის სურვილს და კანცლერად დანიშნა აქსელ ოქსენშერნა. თავადაზნაურულ-აბსოლუტური სახელმწიფოს ფინანსური და სამხედრო ძლიერების განსამტკიცებლად გაატარა სახელმწიფო მმართველობის, სასამართლო და სხვა რეფორმები. მფარველობდა მრეწველობას, განსაკუთრებით უწყობდა ხელს სამთო-მეტალურგიული მრეწველობის განვითარებას. ებრძოდა დანიას, რუსეთსა და პოლონეთს ბალტიის ზღვაზე ბატონობისათვის. 1613 წელს კნერედის ზავით დაიბრუნა დანიის მიერ დაპყრობილი მიწები. 1614 წელს წამოიწყო რუსეთის წინააღმდეგ ომი, რომელიც 1617 წელს დასრულდა სტოლბოვოს ზავით. პოლონეთის მეფის სიგიზმუნდ III-ის პრეტენზიების გამო შვედეთის სამეფო ტახტზე, 1621 წელს გუსტავმა გაილაშქრა პოლონეთის წინააღმდეგ. ამ ლაშქრობისას მან დაიპყრო რიგა, ლიფლანდია და პრუსიის ნავსადგურების უმრავლესობა (იხ. ალტმარკის ზავი).

1630 წელს გუსტავ ადოლფი ჩაება ოცდაათწლიან ომში ანტიჰაბსბურგული კოალიციის მხარეს. გერმანიაში ლაშქრობისას გაიმარჯვა ბრაიტენფელდთან (1631 წლის 17 სექტემბერი) კათოლიკური ლიგის ჯარებზე. ამ გამარჯვებამ დიდი გავლენა მოახდინა ომის მსვლელობაზე და შემდგომ წარმატებებთან ერთად დიდი პოპულარობა მოუტანა გუსტავ ადოლფს გერმანელ პროტესტანტებს შორის. შვედებმა გაიმარჯვეს აგრეთვე ვალენშტაინის ჯარებზე 1632 წლის ნოემბერში ლიუტცენის ბრძოლში. მეფე ბრძოლაში დაიღუპა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 319.
  • Hollenberg. Svea Rikes Historia under K. Gustav-Adolf den stores regering. — 1790—1796 [доведено до 1628 года].
  • Cronholm. Sveriges Historia under Gustav II Adolf regering. — 1857.
  • Droysen. Gustav-Adolf. — 1869—1870.
  • Форстен Г. В. Политика Швеции в смутное время («Ж. М. Н. Пр.», 1889—1890).
  • Gohdes, C. B. (Conrad Bruno), Under the banners of the snow king; a story of the Lutheran hero, Gustavus Adolphus. Imprint 1915.
  • Ивонин Ю. Е., Ходин А. А. Густав II Адольф // Вопросы истории. 2010. № 9. — С. 52—69.
  1. Jackob A. Riis. Hero tales of the Far North. — Richmond-hill, 1910. — ISBN 978-1-4510-1653-6.