აქსელ ოქსენშერნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აქსელ ოქსენშერნა
აქსელ ოქსენშერნა
შვედეთის უმაღლესი კანცლერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1612 – 1654
მონარქი  გუსტავ II ადოლფი
კრისტინა
წინამორბედისვანტე ტურესონ ბილკე
მემკვიდრეერიკ ოქსენშერნა

რიგის გენერალ-გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1622 – 1626
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრე?

პრისიის გენერალ-გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1626 – 1631
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული16 ივნისი, 1583
უპლანდი, შვედეთი
გარდაცვლილი28 აგვისტო, 1654 (71 წლის)
სტოკჰოლმი, შვედეთი
მეუღლეანნა აქეშდოტერ ბოოტი
ხელმოწერა

გრაფი აქსელ ოქსენშერნა (შვედ. Axel Oxenstierna; დ. 16 ივნისი, 1583, უპლანდი, შვედეთი — გ. 28 აგვისტო, 1654, სტოკჰოლმი, შვედეთი) — შვედი სახელმწიფო მოღვაწე, რიქსკანცლერი (1612-54) გუსტავ ადოლფისა და მისი ქალიშვილის ქრისტინას კარზე. მისი მცდელობით შვედეთი ოცდაათწლიანი ომიდან გამარჯვებული გამოვიდა და თავისი ძლიერების მწვერვალსაც მიაღწია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქსენშერნა შვედეთის წარჩინებულ ოჯახიდან იყო. ლექციებს გერმანიის უნივერსიტეტებში (როსტოკში, ვიტენბერგში, იენში) ისმენდა ღვთისმეტყველებასა და სახელმწიფო სამართალში. 1609 წელს სენატორად დაინიშნა, გუსტავ ადოლფის ტახტზე ასვლის შემდეგ კი სახელმწიფო კანცლერის წოდებამდე ამაღლდა, რომელსაც საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების უფლება ენიჭებოდა მეფესთან შეთანხმებით. 1613 წელს დანიის სახელმწიფოსთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, 1617 წელს სტოლბოვის ზავით რუსეთთან. 1622 წელს კი ოგრში პოლონეთთან დააზავა შვედეთი.

ოცდაათწლიანი ომის პერიოდში ოქსენშერნას ღვაწლი განსაკუთრებით გამოიკვეთა, როდესაც გუსტავ ადოლფი გერმანელ პროტესტანტებს ეხმარებოდა. მან პოლონეთთან 6 წლით დაზავება მოახერხა, რამაც ხელი შეუწყო გერმანელი კათოლიკების წინააღმდეგ მიემართა სახელმწიფო ძალები. როდესაც მთელი რიგი ბრწყინვალე გამარჯვებების შემდეგ შვედური ჯარები გერმანიის შუაგულში შეიჭრნენ, რაინზე განლაგებული ძალების უფროსობა მას მიანდეს. მეფე 1632 წელს გარდაიცვალა, ერთი წლის თავზე კი მისივე ინიციატივით გამართულ ჰაილბრონის კონგრესზე პროტესტანტული კავშირის მეთაურად დასახელდა. მომდევნო წელს საფრანგეთსა და ჰოლანდიას სტუმრობდა, რათა იქაურები იმპერატორთან ომში პროტესტანტების მხარეს გადაებირებინა. 1636 წელს ოქსენშერნამ საომარ ქმედებათა თეატრს საბოლოოდ აქცია ზურგი და შვედეთში დასახლდა. ასრულებდა კანცლერის მოვალეობას და დედოფალ ქრისტინას მეურვეთა შორისაც იხსენიებოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]