კათოლიკური ლიგა (გერმანია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კათოლიკური ლიგა.
კათოლიკური ლიგა
Liga Catholica
Katholische Liga
Catholic League (Germany).svg
კათოლიკური ქვეყნების თავდაცვის კონფედერაცია
მდებარეობა საღვთო რომის იმპერიის დროშა საღვთო რომის იმპერია
წევრები
მოწინააღმდეგე პროტესტანტული უნია
პრეზიდენტი
მეთაური
შექმნა 10 ივლისი, 1609: მიუნხენის შეთანხმება
დაშლა 30 მაისი, 1635: პრაღის ზავი (1635)

კათოლიკური ლიგაგერმანელი კათოლიკე სასულიერო და საერო ფეოდალების გაერთიანება. შეიქმნა 10 ივლისს პროტესტანტულ უნიასთან საბრძოლველად. მისი ინიციატორი და მეთაური იყო მაქსიმილიან I ბავარიელი. კათოლიკური ლიგა იქცა კათოლიკური რეაქციის ერთ-ერთ მთავარ ძალად არა მარტო გერმანიაში, არამედ მთელ დასავლეთ ევროპაში. კათოლიკურმა ლიგამ შექმნა დიდი არმია იოჰან ტილის მეთაურობით. ოცდაათწლიანი ომის (1618-1648 წწ.) დაწყებისთანავე კათოლიკურმა ლიგამ კავშირი შეკრა ფერდინანდ II არაგონელთან. ლიგის ჯარებმა მთელი რიგი გამარჯვებები მოიპოვეს. საიმპერიო არმიის შექმნის შემდეგ კათოლიკური ლიგის გავლენა შემცირდა. შვედეთის მეფე გუსტავ II ადოლფის არმიასთან ბრძოლებში (1631-1632 წწ.) დამარცხებათა შემდეგ კათოლიკური ლიგა პრაღის ზავის (1635 წ.) თანახმად დაშალეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]