ატლანტა ჰოუქსი
ატლანტა ჰოუქსი Atlanta Hawks | |||
---|---|---|---|
ატლანტა ჰოუქსის სეზონი 2012–13 | |||
კონფერენცია | აღმოსავლეთი | ||
დივიზიონი | სამხრეთ-აღმოსავლეთი | ||
დაარსდა | 1947 (NBA შეუერთდა 1949) | ||
ისტორია | ბაფალო ბიზონსი 1946 თრი სიტიზ ბლექჰოუქსი 1946–1951 მილუოკი ჰოუქსი 1951–1955 სენტ ლუის ჰოუქსი 1955–1968 ატლანტა ჰოუქსი 1968–დღემდე | ||
არენა | Philips Arena | ||
ქალაქი | ატლანტა, ჯორჯია | ||
გუნდის ფერები | ლურჯი, წითელი, ვერცხლისფერი, თეთრი | ||
მფლობელ(ებ)ი | Atlanta Spirit, LLC | ||
გენერალური მენეჯერი | ბილი თეისთლი | ||
მთავარი მწვრთნელი | ლერი დრუ | ||
D-ლიგის კლუბი | Utah Flash | ||
ჩემპიონები | 1 (1958) | ||
კონფერენციის ტიტულები | 4 (დასავლეთი: (4) 1957, 1958, 1960, 1961) | ||
დივიზიონის ტიტულები | 4 (1970, 1980, 1987, 1994) | ||
ოფიციალური საიტი | hawks.com | ||
|
ატლანტა ჰოუქსი (ინგლ. Atlanta Hawks) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც ატლანტა, ჯორჯიის შტატში მდებარეობს, აშშ. ჰოუქსი თამაშობს სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში და აღმოსავლეთ კონფერენციაში, რომელიც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას (NBA) ეკუთვნის. გუნდი საშინაო მატჩებს ფილიფს არენაში მართავს.
გუნდი დაარსებული იქნა 1946 წელს როგორც ბაფალო ბიზონსი და იყო ნაციონალური საკალათბურთო ლიგის (NBL) წევრი. მას შემდეგ რაც გუნდმა 13 მატჩი ჩაატარა ინაუგურაციის წელს, გუნდი გადავიდა ქალაქ მოლინში, ილინოისის შტატში და გახდა თრი-სიტიზ ბლექჰოუქსი. 1949 წელს, გუნდი შეუერთდა NBA-ს, მაშინ როდესაც NBL და BAA გაერთიანდა. 1951 წელს გუნდი გადავიდა მილუოკში, სადაც გუნდმა სახელი კვლავ შეიცვალა და მილუოკი ჰოუქსი დაირქვა. 1955 წელს, გუნდი კვლავ გადავიდა, ამჯერად სენტ-ლუისში, მისურის შტატში, სადაც გუნდი სენტ-ლუის ჰოუქსი გახდა, სადაც გუნდმა შეძლო ერთადერთი NBA ტიტულის მოპოვება 1958 წელს. ჰოუქსი ატლანტაში ჯორჯიის შტატში 1968 წელს გადავიდა და დღემდე ატლანტა ჰოუქსის სახელით ასპარეზობს.
ჰოუქსი დღემდე ინარჩუნებს ლიგაში ყველაზე გრძელ (მე-2 ადგილი) NBA ტიტულის მოიგებლობის სერიას (საკრამენტო კინგსის შემდეგ), რომელიც 54 წლით თარიღდება.
გუნდის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1946-1953: ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გუნდი შეიქმნა 1946 წელს როგორც ბუფალო ბიზონსი, რომელიც NBL-ში ასპარეზობდა, საშინაო მატჩებს კი ბუფალოს მემორიალ აუდიტორიუმში ატარებდა, ბუფალოში, ნიუ-იორკის შტატში. 1946 წლის 27 დეკემბერს, მაშინ როდესაც გუნდს მხოლოდ და მხოლოდ 13 მატჩი ჰქონდა ჩატარებული ინაუგურაციის სეზონში, მფლობელ - ბენ კერნერმა გუნდი მოლინში გადაიყვანა, ილინოისის შტატში, არეა რომელიც როგორც თრი-სიტიზ-ით იყო ცნობილი. კერნერმა ასევე გუნდს თრი-სიტიზ ბლექჰოუქსი დაარქვა, რადგან ილინოისი ცნობილი იყო "ბლექ ჰოუქსის ომით". ბლექჰოუქსი NBA-ს 1949 წელს შეუერთდა , როდესაც 12 წლის NBL და 3 წლის შექმნილი BAA გაერთიანდა. NBA-ს ინაუგურაციის წელსვე, ბლექჰოუქსმა შეძლო პლეი-ოფშ გასვლა, რომელიც მწვრთნელ - რედ ორბეხის ლიდერობის დამსახურებაა. მიუხედავად ამისა, მომავალ სეზონში გუნდმა დრაფტზე ბობ ქასი აიყვანა, თუმცა ვერ მოახერხა პლეი-ოფში გასვლა. 1951 წელს, გუნდი გადავიდა მილუოკში, უისკონსინის შტატში და გახდა მილუოკი ჰოუქსი.
1953-1965: ბობ პეტის ერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1953 წელს, ჰოუქსმა მომავალი NBA MVP - ბობ პეტი აირჩია დრაფტზე. იმ სეზონში, ჰოუქსი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გუნდი იყო მთლიან ლიგაში, ხოლო 1955 წელს ჰოუქსმა კვლავ გამოიცვალა ადგილმდებარეობა, ამჟამად გუნდი შტატ მისურის ქალაქ სენტ-ლუისში გადავიდა, რომელიც მილუოკის ყველაზე დიდი მეტოქე და ლუდის ინდუსტრიული ქალაქი იყო, სადაც გუნდი სენტ-ლუის ჰოუქსი გახდა.
1957 წელს, გუნდმა ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც ბოსტონ სელტიქსის წინააღმდეგ დამარცხდა, სერია კი მეტისმეტად დაძაბული გამოდგა და მე-7 თამაშში გუნდებმა 2 დამატებითი პერიოდი ჩაატარეს. 1958 წელს, ჰოუქსმა ზედიზედ მეორედ გააღწია NBA ფინალში სადაც საშუალება მიეცათ წინა წლის შური ეძიათ, რაც მოახერხეს კიდევაც და ბოსტონ სელტიქსი 2-4 დაამარცხეს. ბობ პეტიმ შეძლო მე-6 თამაშში 50 ქულის მოგროვება თავის ანგარიშზე 10 218 მაყურებლის თვალწინ. გამარჯვება პირველი გამოდგა ჰოუქსისთვის და დღემდე ერთადერთი.
გუნდი 1960-იან წლებში ერთ-ერთი დომინანტი იყო, რომელსაც მწვრთნელის რანგში ედ მაკლი ედგა სათავეში. ჰოუქსმა კიდე შეძლო NBA ფინალში გასვლა, თუმცა ამჯერადაც კვლავ ბოსტონ სელტიქსის წინააღმდეგ დამარცხდა ასევე 7 თამაშიან თრილერში. მომდევნო წელს, გუნდმა ახალბედა ლენი უილკინსი დაიმატა, რითაც შეძლეს იგივე წარმატების გამეორება, თუმცა ფინალში ამჯერად 5 თამაშში დამარცხდნენ სელტიქსის წინააღმდეგ. მომდევნო რამდენიმე წლის მანძილე, გუნდი ახერხებდა დივიზიონის ტიტულის მოპოვებას, თუმცა პლეი-ოფის გარკვეულ ეტაპზე ყოველთვის მარცხდებოდა.
1965-1975: ატლანტაში გადასვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარმატებიდან გამომდინარე, კერნერს სურდა 10 000 კიელ აუდიტორიუმში გადასვლა. ჰოუქსი თამაშებს სენტ-ლუის არენაზე ატარებდა, მაგრამ კერნერს სურდა გადასვლა საკუთარ არენაზე, რის გამოც ფიქრობდა, რომ მისი შემოსავალი საგრძნობლად გაიზრდებოდა ახალი არენიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, მის იდეას ქალაქი არ აკმაყოფილებდა.
1968 წელს, გუნდი გადავიდა ატლანტას გამვითარებელ ტომ კაზინის და ყოფილი ჯორჯიას შტატის მერ კარლ სენდერსის ხელში, რომლებმაც გუნდი ატლანტა, ჯორჯიას შტატში გადაიყვანეს. სანამ ახალი არენა შენდებოდა, გუნდი პირველ 4 წელს ატლანტაში ჯორჯიას ტექ ალექსანდერ მემორიალ კოლიზეუმშია ტარებდა საშინაო მატჩებს. გუნდმა პირველი დივიზიონის ტიტული 1969-70 წელს მოიპოვა 48-34 შედეგით დასავლეთ დივიზიონში.
მალე გუნდს ომნის კოლიზეუმი აუშენდა, რომელიც 16 500 მაყურებელს იტევდა, გუნდი ასევე გათვლილი იყო ყინულის ჰოკეის გუნდ - ატლანტა ფლეიმსისთვის, რომელიც საბოლოოდ 1972 წელს გაიხსნა. არენა მოიცავდა ბევრ სპორტულ კომპლექსს, ოფისებს, სასტუმროს, ასევე გაყიდვების კომპლექს მოიცავდა, სადაც ამჯერად CNN Center მდებარეობს.
გუნდში ირიცხებოდნენ ისეთი ნიჭიერი მოთამაშეები, როგორებიც არიან პიტ მერევიჩი და ლუ ჰადსონი. მიუხედავად ამისა, გუნდის წარმატებული პერიოდის შემდეგ, მშენებლობას განაგრძობდა, რომელიც ახალ გუნდს უქმნიდა საფუძველს. ამაში იგულისხმებოდა, რომ გუნდმა შეძლო 1975 წლის დრაფტზე 1-3 ნომრების მოგება, თუმცა მშენებლობა ცუდად გაგრძელდა დევიდ თომფსონის და მერვინ უებსტერის აყვანით, რომელიც ჰოუქსს ABA-ს გუნდებმა დაასწრეს აყვანა.
ტედ ტურნერის მფლობელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკაბელო ქსელის მიმღები და ატლანტა ბრეივსის მფლობელ ტედ ტურნერმა შეძლო გუნდის შესყიდვა 1977 წელს, რომელმაც მთავარ მწვრთნელად ჰაბი ბრაუნი აიყვანა. ჰოუქსი იყო ერთადერთი NBA გუნდი სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს აშშ-ში, ხოლო ატლანტა ბრეივსი იყო ერთადერთი გუნდი MLB-ში მრავალი წლის განმავლობაში. ტურნერის მართველობა ცდილობდა ორივე გუნდი რეგიონში წარამტებით გამოსულიყო. ჰაბი ბრაუნმა შეძლო წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის მოპოვება 1978 წელს. 1979-80 წლების სეზონში, ჰოუქსმა სეზონი 50-32 შედეგით დაასრულა, რითაც ცენტრალური დივიზიონის ტიტული მოიგო. ეს იყო მათი პირველი დივიზიონის ტიტული როგორც ცენტრალურ დივიზიონში, ასევე მეორე დივიზიონის ტიტული როგორც ატლანტაში მოასპარეზე გუნდი.
1982-1994: დომინიკ უოლკინსის ერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1982 წელს, გუნდმა სუპერ-ვარსკვლავი დომინიკ უილკინსი აიყვანა, ხოლო მომდევნო წელს, მწვრთნელის პოსტზე მაიკ ფრეტელო დანიშნა. 1984-85 წლებში, უილკინსმა მოიგო სლემ დანკის შეჯიბრება, სადაც მის პირდაპირ მეტოქე - მაიკლ ჯორდანი დამარცხა. ფრატელომ კი 1986 წელს წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული მოიგო.
1985-89 წლებში, ჰოუქსი ლიგის ელიტაში გადიოდა, როდესაც გუნდს 50 ან მეტი მოგება ჰქონდა რეგულარულ სეზონში ხოლმე. 1986-87 წლებში მოიგო მესამე დივიზიონის ტიტული გუნდის სარეკორდო - 57-25 მაჩვენებლით, რაც მათთვის მეორე ცენტრალური დივიზიონის ტიტული გამოდგა. მიუხედავად ამისა, გუნდი წარსულის მსგავსად ვერ ახერხებდა პლეი-ოფში წარმატების მიღწევას და საბოლოოდ ან მომავალი აღმოსავლეთი კონფერენციის ან NBA ჩემპიონის წინააღმდეგ მარცხდებოდა - ბოსტონ სელტიქსი და დეტროიტ პისტონსის სახით. რამდენიმე სეზონის შემდეგ, რაც გუნდს მედიაკრიტიკაში უწევდა ყოფნა, ლენი უილკინსი დაინიშნა მთავარი მწვრთნელის პოსტზე. 1993 წელს. 1993-94 წლების სეზონი, უილკინსი დაეხმარა გუნდს კვლავ 57-25 დაემთავრებინათ რეგულარული სეზონი, რითაც მეოთხე დივიზიონის ტიტული მოიგო ატლანტაში ყოფნის დროს, მესამე ცენტრალური დივიზიონის ტიტული და ასევე მან შეძლო წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის მოპოვება. მიუხედავად ამისა, გუნდი მალევე დამარცხდა პლეი-ოფში ინდიანა პეისერსის წინააღმდეგ 6 თამაშში აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარ-ფინალში. ეს სეზონი იმით გახდა დასამახსოვრებელი, რომ გუნდმა დომინიკ უილკინსი გაუშვა, რომელიც გუნდის ყველა დროის ლიდერია ქულებით - დენი მენინგის ნაცვლად, სეზონის დასრულების შემდეგ კი მანაც თავისუფალ აგენტად დატოვა ჰოუქსი და ფინიქს სანსში გადავიდა.
1994-2007: საშუალო დრო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1995 წელს, მწვრთნელ - უილკინსმა გუნდის რეკორდი დაამყარა (რომელიც რედ ორბეხს ეკუთვნოდა) რომელმაც 939 გამარჯვება მოუტანა გუნდს. ჰოუქსს ორი 50+ გამარჯვება ჰქონდა ზედიზედ ორ 1997 და 1998 წლების სეზონში ცენტრ დიკემბე მატომბოსთან ერთად რომელმაც წლის საუკეთესო მცველის ტიტული მოიპოვა. ალადნ ჰენდერსონმა ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშის ჯილდო მოიპოვა. მიუხედავად ამ წარმატებებისა, ჰოუქსი მაინც ვერ ახერხებდა პლეი-ოფში მეორე რაუნდში გასვლას.
1999 წელს, ჰოუქსმა სტივ სმიტი გაუშვა პორტლენდში ისაია რაიდერის და ჯიმ ჯექსონის ნაცვლად. სმიტი ჰოუქსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოთამაშე იყო 90-იანი წლების განმავლობაში. რაიდერს ქცევებთან დაკავშირებით დიდი პრობლემა ჰქონდა, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პარკეტზე. რაიდერის კონფლიქტები გაგრძელდა ატლანტაში ჩასვლის შემდეგაც, რომელმაც პირველი მისი ვარჯიშის დღე გააცდინა, ხოლო მომდევნო ორ ვარჯიშზე დაიგვიანა. მას შემდეგ რაც გაკეთდა განცხადება, რომ მან მოწია მარიჰუანა სასტუმროს ნომერში ორლანდოში ყოფნის დროს, ლიგამ თავის თავზე აიღო გამოძიება და საბოლოოდ რაიდერი 200 000 აშშ $ დააჯარიმა. მარტში კი ჰოუქსმა რაიდერი გაუშვა, მომდევნო სეზონში კი ჯექსონიც. სმიტი/რაიდერის ტრანსფერმა, გუნდს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა, რითაც მომდევნო 9 წლის მანძილე პლეი-ოფში ვერ გასვლა მოჰყვა.
2001 წელს, ჰოუქსმა დრაფტზე ესპანელი ვარსკვლავი - პოლ გასოლი აიყვანა მე-3 ნომრად, თუმცა მისი უფლებები საბოლოოდ მემფის გრიზლიმ მოიპოვა, რაც შარიფ აბდურ-რაიმის სანაცვლოდ მოხდა. 2004 წლის თებერვალში, გუნდს ჰქონდა საშუალება მის რიგებში ეთამაშა რაშიდ უოლასს, რომელიც მოგვიანებით პორტლენდში იქნა გაშვებული უესლი პერსონის, შარიფ აბდულ-რაიმის, თეო რატლიფის და დენ დიკოსთან ერთად. უოლასის პირველ და ერთადერთ თამაშში, მან შეძლო 20 ქულის ჩაგდება, 6 მოხსნის, 5 ბლოკის, 2 ასისტენტის და გამარჯვების მომტანი მოპარვის მითვლა თავის ანგარიშზე ნიუ-ჯერსი ნეტსის წინააღმდეგ. 2003 წელს, ატლანტა გახდა მასპინძელი NBA All Star თამაშის, რომელიც უკანასკნელი მომდევნო 9 წლის მანძილზე ერთადერთი აღმოსავლეთის გუნდის არენა იყო.
ატლანტას სული, LLC-ის მფლობელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2004 წელს, გუნდი შესყიდული იქნა იქნა Atlanta Spirit LLC-ს მიერ, (რომელმაც ასევე ბრეივსი შეისწყიდა 1996 წელს), ასევე ატლანტა თრეშერსი, რომელიც ყინულის ჰოკეის პრო გუნდი იყო, ამ ორ გუნდთან ერთად ჰოუქსმა დაიწყო გაყოფა არენის - ფილიპს არენა, რომელმაც ომნის არენა ჩაანაცვლა. მფლობელების შეცვლას, გუნდში კვლავ არეულობა მოჰყვა. 2004-05 წლების სეზონში, ჰოუქსი იყო ლიგის ყველაზე ცუდი გუნდი 13 გამარჯვებით (მათ შორის 5 ახლად შექმნილ შარლოტ ბობკეტსის და ასევე არეულობაში მყოფ ნიუ-ორლეან ჰორნეტსის წინააღმდეგ). ასევე 2005 წელი იყო უკანასკნელი წელი, როდესაც ჯოშ სმითმა სლემ დანკის შეჯიბრი მოიგო.
მიუხედავად ლიგის ყველაზე ცუდი შედეგისა, ჰოუქსმა მხოლოდ მეორე რაუნდის არჩევანი მოიპოვა 2005 წლის დრაფტზე (პირველი არჩევანი მილუოკ ბაქსს შეხვდა). მას შემდეგ რაც გუნდმა მე-2 არჩევნის უფლება მოიპოვა, მათ ეს არჩევანი მერვინ უილიამსის აყვანას მოახმარეს. მომდევნო წელს კი 2006 წლის დრაფტზე გუნდმა შელდენ უილიამსი აიყვანა მე-5 არჩევნად.
2007-2012: ჯოუ ჯონსონის ერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2005 წლის ზაფხულს, ჰოუქსმა დაასრულა ფინიქს სანთან შეთანხმება ჯოუ ჯონონის გადმობირების შესახებ სამომავლო ორი 1 რაუნდის არჩევნის სანაცვლოდ. გუნდმა ასევე ზაზა ფაჩულია გადმოიყვანა მილუოკი ბაქსიდან.
2007 წელს ჰოუქსი სეზონს დიდი იმედებით იწყებდა. გუნდმა მე-3 არჩევნად ალ ჰორფორდი აიყვანა. ჰორფორდი ახალბედას სეზონში, დაბლ-დაბლებით გამოირჩეოდა, რომელიც მისთვის წლის ახალბედის მეორე ადგილოსნამდე მივიდა. ჰოუქსმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო დალას მევერიქსის წინააღმდეგ 101-94, რაც ჰოუქსის გულშემატკივრებს დიდ იმედს აძლევდა. ეს იყო პირველი შემთხვევა 1998 წლის შემდეგ, რაც გუნდმა სეზონის პირველივე მატჩში შეძლო მოგება, ასევე გუნდმა იმ წელს პლეი-ოფში შეძლო გასვლა. 2007-08 წლების სეზონში, გუნდმა ფერები და უნიფორმა შეცვალა ლურჯით, წითლით და თეთრით, რაც თითქმის იგივე იყო, რომელსაც გუნდი სენტ-ლუისში ყოფნის დროს გამოიყენებდა.
შუა სეზონის დროს, გუნდმა მაიკ ბიბი აიყვანა პლეი-ოფისთვის. ამ დროს გუნდს მხოლოდ 22-28 შედეგი ჰქონდა, რის შემდეგაც გუნდმა დარჩენილი 32 მატჩიდან 15-ის მოგება შეძლო და საბოლოოდ სეზონი 37-45 შედეგით დაასრულა. მიუხედავად ამისა გუნდმა რეგულარული სეზონი წაგებებით დაასრულა, თუმცა მიეცა შანსი პირველად 1999 წლის შემდეგ გასულიყო პლეი-ოფში, სადაც გუნდმა თანდათან თამაშის ხარისხის გაუმჯობესება დაიწყო სადაც შემდგომ ჩემპიონ - ბოსტონ სელტიქსის წინააღმდეგ სერია 7 თამაშამდე მიიყვანა, თუმცა,ბოსტონში დამარცხდა. ჰოუქსმა შეძლო სამივე თამაშის მოგება ფილიპს არენაში, რომელიც პირველად მასპინძლობდა პლეი-ოფს და სადაც გუნდმა შეძლო ყველა ბილეთის გაყიდვა.
2008-09 წლების სეზონში, ჰოუქსმა 47 თამაშის მოგება შეძლო რეგულარულ სეზონში, რომელიც 1999 წლის სეზონის შემდეგ პირველი მოგებით დასრულებული სეზონი იყო. გუნდმა წინა წლისგან განსხვავებით ნამდვილად გადადგა დიდი ნაბიჯი წინსვლისკენ. გუნდმა პირველად მოიპოვა 1999 წლის შემდეგ საშინაო არენის უპირატესობა და მაიამი ჰიტის დამარცხება შეძლო პირველ რაუნდში, მეორე რაუნდში კი გუნდს ლებრონ ჯეიმზის კლივლენდ კავალიერსი შეხვდა, სადაც 0-4 დამარცხდა ჰოუქსი.
2009-10 წლების სეზონში, გუნდმა კვლავ შეძლო წინა წლისგნა განსხვავებით გაუმჯობესება, სადაც 53 თამაში მოიგო რეგულარულ სეზონში, რაც პირველი 50+ გამარჯვება იყო 1997 წლიდან მოყოლებული. ალ ჰორფორდი პირველად იქნა დასახლებული All-Star არჩევნის დროს ჯოუ ჯონსონთან ერთად. გუნდმა კვლავ შეძლო პირველ რაუნდში გამარჯვება მილუოკი ბაქსის წინააღმდეგ 7 მატჩიან სერიაში, თუმცა კვლავ მეორე რაუნდში დამარცხდა ორლანდო მეჯიკის წინააღმდეგ. ამ სეზონის დასრულების შემდეგ, ჰოუქსმა პოსტიდან მაიკ ვუდსონი გაუშვა და მის ადგილზე ლერი დრუ მოიყვანა.
2010-11 წლების სეზონი გუნდმა 44 გამარჯვებით დაასრულა, ხოლო ჰარფორდი და ჯონსონი All-Star გუნდში იყვნენ დასახელებული. შუა სეზონში, ჰოუქსმა მაიკ ბიბი გაუშვა ვაშინგტონ უიზარდსის რიგებში კირკ ჰინრიხის მაგივრად, რომელზეც იმედი მყარდებოდა რომ შეძლებდა დაცვითი თამაშის გაძლიერებას. ჰოუქსმა სეზონის უკანასკნელი 6 თამაშის დამარცხებით დაასრულა, პლეი-ოფში გასულებმა კი პირველ რაუნდში ორლანდო მეჯიკი დაამარცხეს 6 თამაშში, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარ-ფინალში გუნდი 6 თამაშში დამარცხდა ჩიკაგო ბულზის მიერ.
2011 წლის დეკემბერში, გუნდმა ტრეისი მაკგრედი, ჯერი სტეკაუსი, ჯეისონ კოლინსი, ვლადიმირ რადმანოვიჩი, იანერო პარგო და უილი გრინი გადმოიყვანა.
2011-12 წლის სეზონის გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 საუკეთესო შედეგით დაასრულა 40 გამარჯვებით, რითაც ზედიზედ მე-5 მოიპოვა პლეი-ოფში ასპარეზობის უფლება. თუმცა გუნდი დამარცხდა პირველ რაუნდში ბოსტონ სელტიქსის მიერ 6 თამაშში, რითაც დასრულდა გუნდის ზედიზედ 3 წლის მანძილზე მეორე რაუნდში გასვლა.
2012-დღემდე: დენი ფერის ერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012 წლის 25 ივნისს, ჰოუქსმა სან-ანტონიო სპურსის ვიცე პრეზიდენტი კალათბირთის ოპერაციებში - დენი ფერი აიყვანა, როგორც კალათბურთის ოპერაციების პრეზიდენტად, ასევე გენერალური მენეჯერის რანგში.
2012 წლის 2 ივლისს, ჰოუქსმა ჯოუ ჯონსონი გაუშვა ბრუკლინ ნეტსში ჯორდან ფერმერის, ენტონი მოროუს, დეშოუნ სტივენსონის და ჯორდან უილიამსის სანაცვლოდ, ასევე 2013 წლის დრაფტზე აყვანილი იოჰან პეტროს ნაცვლად.
2012 წლის 2 ივლისს, გუნდმა პატარა ფორვარდი - მერვინ უილიამსი გაუშვა იუტა ჯაზში პოინტ გარდ დევინ ჰარისის ნაცვლად.
2012 წლის 10 ივლისს, ჰოუქსმა ლუის უილიამსი აიყვანა.
არენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბუფალო მემორიალ აუდიტორიუმი - 1946
- უარტონ ფილდ ჰაუსი - 1946–51
- მილუოკ არენა - 1951–55
- კილ აუდიტორიუმი - 1955–68 (ზოგჯერ გამოიყენებოდა როგორც სენტ-ლუის არენად)
- ალექსანდერ მემორიალ კოლიზეუმი - 1968–72
- ომნი - 1972–97
- ჯორჯია დოუმ და ალექსანდერ მემორიალ კოლიზეუმი 1997–99 (ჰოუქსის ალტერნატიული სახლი, სანამ ომნის გაუქმება მიმდინარეობდა 1997 წლის ზაფხულში და ახალი არენა აშენდებოდა)
- ფილიპს არენა - 1999–დღემდე
სეზონის შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოთამაშეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახლანდელი შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012–13 ატლანტა ჰოუქსი შემადგენლობა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მოთამაშეები | მწვრთნელები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
შემადგენლობა • ოპერაციები |
დიდების დარბაზის წევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|
ჰეგენი, პეტი, მაკლი, უილკინსი და ბობ ფერი, რომლებმაც ითამაშეს ჰოუქსში სენტ-ლუისში ყოფნის დროს, შეყვანილი იქნენ მისურის სპორტის დიდების დარბაზში.
გაუქმებული ნომრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- #9 ბობ პეტი, F, 1954–65
- #17 ტედ ტურნერი, ყოფილი მფლობელი
- #21 დომინიკ უილკინსი, F, 1982–94
- #23 ლუ ჰადსონი, F-G, 1966–77
მთავარი მწვრთნელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გუნდის ჯილდოები და მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირადი ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]NBA წლის MVP
- ბობ პეტი – 1956, 1959
NBA წლის მცველი
- დიკემბე მატომბო – 1997, 1998
NBA წლის ახალბედა
- ბობ პეტი – 1955
NBA წლის ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშე
- ალან ჰენდერსონი – 1998
NBA წლის მეექვსე კაცი
- ჯამალ კროუფორდი– 2010
NBA წლის მწვრთნელი
- ჰარი გელეთინი– 1963
- რიჩი გარინი– 1968
- ჰაბი ბრაუნი– 1978
- მაიკ ფრეტელო– 1986
- ლენი უილკინსი – 1994
NBA წლის აღმასრულებელი
- სტენ კარტერნი – 1986, 1987
All-NBA პირველი გუნდი
- ბობ პეტი – 1955, 1956, 1957, 1958, 1959, 1960, 1961, 1962, 1963, 1964
- დომინიკ უილკინსი– 1986
All-NBA მეორე გუნდი
- ფრენკ ბრაიანი – 1951
- სლეიტერ მარტინი – 1957, 1958, 1959
- კლიფ ჰეგენი – 1958, 1959
- ბობ პეტი – 1965
- ლოუ ჰადსონი – 1970
- პიტ მერევიჩი – 1973
- დენ რანდფილსი – 1980
- დომინიკ უილკინსი – 1987, 1988, 1991, 1993
- დიკემბე მატომბო – 2001
All-NBA მესამე გუნდი
- დომინიკ უილკინსი – 1989
- კევინ უილისი – 1992
- დიკემბე მატომბო – 1998
- ჯოუ ჯონსონი – 2010
- ალ ჰარფორდი – 2011
ყველა-დაცვითი პირველი გუნდი
- დენ რანდფილდი– 1980, 1982, 1983
- უეინ როლინსი – 1984
- მუკი ბლეილოკი – 1994, 1995
- დიკემბე მატომბო – 1997, 1998
ყველა-დაცვითი მეორე გუნდი
- ბილ ბრიჯისი - 1969, 1970
- ჯოუ კოლდველი – 1970
- ედვარდ ჯონსონი – 1979, 1980
- დენ რანდფილდი – 1981, 1984
- უეინ როლინსი – 1983
- მუკი ბლეილოკი – 1996, 1997, 1998, 1999
- დიკემბე მატომბო – 1999
- ჯოშ სმიტი – 2010
NBA ახალბედა პირველი გუნდი
- ზელმო ბიტი – 1963
- ლუ ჰადსონი – 1968
- პიტ მერევიჩი – 1971
- ჯონ ბრაუნი – 1974
- ჯონ დრუ – 1975
- დომინიკ უილკინსი – 1983
- სტეისი ოგმანი – 1992
- ალ ჰარფორდი– 2008
NBA ახალბედა მეორე გუნდი
- ჯეისონ ტერი – 2000
- ჯოშ ჩილდერსი – 2005
- ჯოშ სმიტი– 2005
- მარვინ უილიამსი– 2006
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ატლანტა ჰოუქსის ოფიციალური საიტი
- ატლანტა ჰოუქსის ბლოგი დაარქივებული 2012-07-23 საიტზე Wayback Machine.