ამერიკული საკალათბურთო ასოციაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ABA)
ამერიკული საკალათბურთო ასოციაცია

ABA ლოგო
სპორტი კალათბურთი
დაარსდა 1967 - 1976
გუნდების რაოდ. 11
ქვეყანა აშშ
ამჟ. გამარჯვებული ნიუ-იორკ ნეტსი (2)
ყველაზე ტიტულოვანი ინდიანა პეისერსი (3)

ამერიკული საკალათბურთო ასოციაცია (ინგლ. American Basketball Association, ABA) — ჩრდილოეთ ამერიკის მამაკაცთა პროფესიონალური საკალათბურთო ლიგა, რომელიც დაარსდა 1967 წელს. ABA თავისი გუნდებით შეუერთდა NBA-ს 1976 წელს, რის შემდეგაც ABA აღარ არსებობს.

ლიგის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკული საკალათბურთო ასოციაცია (ABA) დაარსებული იქნა 1967 წელს, ხოლო 1976 წელს კი შეერთებული იქნა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან (NBA). NBA ენციკლოპედიის თანახმად, ეს იყო მომავალში გათვლილი მიზანი, რომ გაერთიანებული ლიგები. ABA ოფიციალური წყაროები კი ამბობს, რომ ისინი იღებდნენ ABA გუნდებს უფრო იაფად, რომ გაეზარდათ NBA ლიგა. როდესაც ABA საბოლოოდ შეუერთდა NBA-ს, ABA-ს ოფიციალურმა მხარეებმა განაცხადეს, რომ მათი ინვესტიცია გაორმაგდა.

გაერთიანებისას, 4 ABA-ს გუნდი გადავიდა NBA-ში: ნიუ-იორკ ნეტსი, დენვერ ნაგეტსი, ინდიანა პეისერსი და სან-ანტონიო სპურსი. ორი კლუბი კენტუკი კოლონელსი და სპირიტს ოფ სტ. ლუისი დაიშალა იმ დროს, როცა ეს ორი ლიგა ერთიანდებოდა. ვირჯინია სქუირესი კი გაუქმდა ერთი თვით ადრე, სანამ ლიგა გაერთიანდებოდა, რითაც გაუშვა NBA-ში გაერთიანების შესაძლებლობა.

ასევე პირველი ABA-ში შეიქმნა უფრო გახსნილი თავდასხმითი თამაშის იდეა და შესაბამისად თითო გუნდს 30 წამი ჰქონდა საშუალება სროლისთვის (NBA ამჯერად 24 წამია), ხოლო 24 წამისთვის კი ABA 1975-76 წლებში გადაერთო, ასევე გამოიყენა 3 ქულიანი თეთრი საღებავით შეღებილი ნიშნული. ასევე ABA იყენებდა ფერებიან ბურთს, განსხვავებით NBA ბურთისა (რომელიც მხოლოდ ნარინჯისფერია), ABA ბურთი იყო შეფერილი ლოგოს ფერებში - ლურჯ, თეთრად და წითლად. ასევე იყო რამდენიმე "რეგიონალური" გუნდი, მათ შორის ვირჯინია სქუირესი და კაროლინა კუგარსი, რომლებიც საშინაო მატჩებს რამდენიმე ქალაქში ატარებდნენ.

ABA-ს თავისუფალი სტილმა მალევე მიიპყრო გულშემატკივრების ყურადღება, თუმცა განაგრძობდა ფინანსურ და სატელევიზიო კრახს. 1976 წელს, მის უკანასკნელ მოღვაწეობის წელს, ლიგამ ასევე დაამატა All-star თამაშზე "ჩატენვის" შეჯიბრი.

რწმუნებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯორჯ მიკანი 1967–1969;
  • ჯეიმზ გარნერი 1969 (დროებითი);
  • ჯეკ დოლფი 1969–1972;
  • ბობ კარლსონი 1972–1973;
  • მაიკ სტორენი 1973–74;
  • ტედ მანჩეკი 1974–75;
  • დეივ დებუშერი 1975–76;

NBA უდიდესი მნიშვნელობის პიროვნება ჯორჯ მიკანი იყო პირველი ABA-ს რწმუნებული, რომელმაც ლიგაში შემოიტანა 3 ქულიანი ცვლილება. თუმცა 1969 წელს მიკანი გადადგა. ნიუ-იორკ ნიქსის ჩემპიონ გუნდის მოთამაშე - დეივ დებუშერი გახდა ABA-ს ვიცე პრეზიდენტი და უკანასკნელი ABA-ს რწმუნებული, 1975 წელს, ხოლო 1976 წელს ABA და NBA გაერთიანდა.

გუნდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ABA ჩემპიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი დასავლეთ დივიზიონის ჩემპიონი თამაში აღმოსავლეთ დივიზიონის ჩემპიონი პლეიოფის MVP
1967–68 ნიუ-ორლეან ბუკანერსი 3–4 პიტსბურგ პიპერსი კონი ჰოუკინსი C, პიტსბურგი
1968–69 ოკლენდ ოკსი 4–1 ინდიანა პეისერსი უორენ ჯაბალი G, ოკლენდი
1969–70 ლოს-ანჯელეს სტარზი 2–4 ინდიანა პეისერსი როჯერ ბრაუნი F/G, ინდიანა
1970–71 იუტა სტარზი 4–3 კენტუკი კოლონელსი ზელმო ბიუთი C, იუტა
1971–72 ინდიანა პეისერსი 4–2 ნიუ-იორკ ნეტსი ფრედი ლუისი G, ინდიანა
1972–73 ინდიანა პეისერსი 4–3 კენტუკი კოლონელსი ჯორჯ მაკგინისი F/C, ინდიანა
1973–74 იუტა სტარზი 1–4 ნიუ-იორკ ნეტსი იულიუს ირვინგი F, ნიუ-იორკი
1974–75 ინდიანა პეისერსი 1–4 კენტუკი კოლონელსი არტის გილმორი C, კენტუკი

ABA მის ბოლო სეზონში 7 გუნდამდე შემცირდა, ლიგამ დივიზიონალური თამაში გამოაცხადა.

წელი გამარჯვებული თამაში დამარცხებული პლეიოფის MVP
1975–76 ნიუ-იორკ ნეტსი 4–2 დენვერ ნაგეტსი იულიუს ირვინგი F, ნიუ-იორკი

ცნობილი მოთამაშეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარვინ ბარნესი;
  • რიკ ბერი;
  • ზელმო ბიუთი;
  • რონ ბუნი;
  • ჰაბი ბრაუნი;
  • ლარი ბრაუნი;
  • როჯერ ბრაუნი;
  • დონ ბიუსი;
  • მაკ კელვინი;
  • დარელ კარიერი;
  • ჯიმ ჩონსი;
  • ბილი კანინჰემი;
  • ლუი დემპიერი;
  • მელ დენიელზი;
  • იულიუს ირვინგი;
  • დონი ფრიმენი;
  • ჯორჯ ჯერვინი;
  • არტის გილმორი;
  • ჯერი ჰარქნესი;
  • კონი ჰოუკინსი;
  • სპენსერ ჰეივუდი;
  • დენ ისელი;
  • უორენ ჯაბალილ;
  • ბობი ჯონსი;
  • ჯიმი ჯონსი;
  • ლარი ჯონსი;
  • ფრედი ლუისი;
  • მაურის ლუკასი;
  • მოსის მელოუნი;
  • ჯორჯ მაკგინისი;
  • დაგ მოუ;
  • ბობ ნეტოლიკი;
  • ბილი პოლიცი;
  • ჩარლი სკოტი;
  • ჯეიმზ სილასი;
  • დევიდ თომფსონი;
  • უილი ვაისი;

სეზონის ლიდერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

* არჩეული და შეყვანილი იქნა ნეისმიტის ხსოვნის პატივსაცემად მიძღვნილ კალათბურთის დიდების დარბაზში

ლიდერები ქულებით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი მოთამაშე ქულა ჩატარებული
თამაში
ქულა ქთთ
1967–68
კონი ჰოუკინსი* პიტსბურგ პიპერსი 70 1875 26.8
1968–69
რიკ ბერი* ოკლენდ ოკსი 35 1190 34.0
1969–70
სპენსერ ჰეივუდი დენვერ როკეტსი 84 2519 30.0
1970–71
დენ ისელი* კენტუკი კოლონელსი 83 2480 29.9
1971–72
ჩარლი სკოტი ვირჯინია სქუირესი 73 2524 34.6
1972–73
იულიუს ირვინგი* ვირჯინია სქუირესი 71 2268 31.9
1973–74
იულიუს ირვინგი* (2) ნიუ-იორკ ნეტსი 84 2299 27.4
1974–75
ჯორჯ მაკგინისი ინდიანა პეისერსი 79 2353 29.8
1975–76
იულიუს ირვინგი* (3) ნიუ-იორკ ნეტსი 84 2464 29.3

მნიშვნელობა: ქთთ - ქულა თითოეულ თამაშში;

ლიდერები მოხსნებით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი მოთამაშე გუნდი ჩატარებული
თამაში
თავდასხმითი
მოხსნა
დაცვითი
მოხსნა
ტოტალური
მოხსნა
მთთ
1967–68
მელ დენიელსი* მინესოტა მასკისი 78 502 711 1213 15.6
1968–69
მელ დენიელსი* (2) ინდიანა პეისერსი 76 383 873 1256 16.5
1969–70
სპენსერ ჰეივუდი დენვერ როკეტსი 84 533 1104 1637 19.5
1970–71
მელ დენიელსი}* (3) ინდიანა პეისერსი 82 394 1081 1475 18.0
1971–72
არტის გილმორი* კენტუკი კოლონელსი 84 421 1070 1491 17.8
1972–73
არტის გილმორი* (2) კენტუკი კოლონელსი 84 449 1027 1476 17.6
1973–74
არტის გილმორი* (3) კენტუკი კოლონელსი 84 478 1060 1538 18.3
1974–75
სვენ ნეტერი სან-ანტონიო სპურსი 78 369 910 1279 16.4
1975–76
არტის გილმორი* (4) კენტუკი კოლონელსი 84 402 901 1301 15.5

მნიშვნელობა: მთთ - მოხსნა თითოეულ თამაშში;

ლიდერები ასისტენტებით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი მოთამაშე გუნდი ჩატარებული
თამაში
ასისტენტი ათთ
1967–68
ლარი ბრაუნი* ნიუ-ორლეან ბუკანერსი 78 506 6.5
1968–69
ლარი ბრაუნი* (2) ოკლენდ ოკსი 77 544 7.1
1969–70
ლარი ბრაუნი* (3) ვაშინგტონ კეპსი 82 580 7.1
1970–71
ბილ მელკიონი ნიუ-იორკ ნეტსი 81 672 8.3
1971–72
ბილ მელკიონი (2) ნიუ-იორკ ნეტსი 80 669 8.4
1972–73
ბილ მელკიონი (3) ნიუ-იორკ ნეტსი 61 453 7.4
1973–74
ალ სმიტი დენვერ როკეტსი 76 619 8.1
1974–75
მეკ კელვინი დენვერ ნაგეტსი 74 570 7.7
1975–76
დონ ბიუსი ინდიანა პეისერსი 84 689 8.2

მნიშვნელობა: ათთ - ასისტენტი თითოეულ თამაშში;

ლიდერები მოპარვებით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი მოთამაშე გუნდი ჩატარებული
თამაში
მოპარვები მთთ
1973–74
ტედ მაკლინი დენვერ როკეტსი 84 250 2.98
1974–75
ბრაიან ტეილორი ნიუ-იორკ ნეტსი 79 221 2.80
1975–76
დონ ბიუსი ინდიანა პეისერსი 84 346 4.12

მნიშვნელობა: მთთ - მოპარვა თითოეულ თამაშში;

ლიდერები დაბლოკვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი მოთამაშე გუნდი ჩატარებული
თამაში
დაბლოკვები დთთ
1973–74
ქელდუელ ჯონსი სან-დიეგო კონქისტედორსი 79 316 4.00
1974–75
ქელდუელ ჯონსი (2) სან-დიეგო კონქისტედორსი 76 246 3.24
1975–76
ბილი პოლცი სან-ანტონიო სპურსი 83 253 3.05

მნიშვნელობა: დთთ - დაბლოკვა თითოეულ თამაშში;

MVP[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი მოთამაშე პოზიცია გუნდი
1967-68 კონი ჰოუკინსი* ფორვარდი/ცენტრი პიტსბურგ პიპერსი
1968-69 მელ დენიელსი* ცენტრი ინდიანა პეისერსი
1969-70 სპენსერ ჰეივუდი ფორვარდი/ცენტრი დენვერ როკეტსი
1970-71 მელ დენიელსი* (2) ცენტრი ინდიანა პეისერსი
1971-72 არტის გილმორი* ცენტრი კენტუკი კოლონელსი
1972-73 ბილი ქანინჰემი* გარდი/ფორვარდი კაროლინა კუგარსი
1973-74 იულიუს ირვინგი* ფორვარდი ნიუ-იორკ ნეტსი
1974-75 იულიუს ირვინგი* (2) ფორვარდი ნიუ-იორკ ნეტსი
1975-76 იულიუს ირვინგი* (3) ფორვარდი ნიუ-იორკ ნეტსი

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წელს, ახალი ლიგა თავს აცნობდა როგორც ABA-დ, რომელიც 2000 წელს გაუქმდა. ახალი ლიგა იყენებდა ზუსტად ანალოგიურ წითელ, თეთრ და ლურჯ კალათბურთის ბურთის ლოგოს, როგორც ძველ ABA ლოგოზეა გამოსახული, თუმცა ძველი ABA-სგან განსხვავებით, ამ ლიგაში არ უთამაშია იგივე კალიბრის მოთამაშეებს, რომლებმაც თავის დროზე ABA-ში ითამაშეს, ასევე არ უთამაშია მთავარ არენებზე და არც ტელევიზიაში გადაიცემოდა ისე, როგორც ამას 70-იან წლებში ABA აკეთებდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]