შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე დუგინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე დუგინი
დაბადების თარიღი 7 იანვარი, 1962,
მოსკოვი, რსფსრ, სსრკ
ეროვნება რუსი
ალმა-მატერი მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი
ნოვოჩერკასკის სახელმწიფო სამელიორაციო აკადემია
მეუღლე(ები) ევგენია დებრიანსკაია
ნატალია მელენტიევა
შვილ(ებ)ი არტურ დუგინი (1985–)
დარია დუგინა (1992–2022)

ალექსანდრე ჰელის ძე დუგინი (რუს. Алекса́ндр Ге́льевич Ду́гин, დ. 7 იანვარი, 1962, მოსკოვი) — რუსი ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი და სტრატეგისტი. ცნობილია ნეოევრაზიიზმზე დაფუძნებული ულტრანაციონალისტური და ნეოფაშისტური შეხედულებებით.[1][2][3][4]

1990-იან წლებში დუგინი იყო ნაციონალ-ბოლშევიზმის იდეოლოგი, 2000-იანი წლების დასაწყისიდან ის ევრაზიიზმის და კონსერვატიზმის იდეებს იზიარებს. მას ეკუთვნის „მეოთხე პოლიტიკური თეორია“, რომელსაც დუგინი უპირისპირებს თანამედროვე სამყაროს სამ იდეოლოგიას — ლიბერალიზმს, კომუნიზმს და ფაშიზმს.[5]

დუგინის მსოფლმხედველობა არის ნეოევრაზიიზმი - ულტრანაციონალისტური და ნეო-ფაშისტური იდეოლოგია.[6]

დუგინი იყო კრემლთან და რუსულ სამხედრო წრეებთან დაახლოებული პირი,[7][8] სახელმწიფო დუმის სპიკერის გენადი სელეზნიოვის[9] და პარტია ერთიანი რუსეთის წევრის სერგეი ნარიშკინის[10] ყოფილი მრჩეველი, ნაციონალურ-ბოლშევიკური პარტიის, ნაციონალურ-ბოლშევიკური ფრონტისა და ევრაზიული პარტიის მთავარი სულისჩამდგმელი.

ქართული მედია დუგინს ხშირად მოიხსენიებს „კრემლის მთავარ იდეოლოგად“, თუმცა დუგინის გავლენა ყოველთვის ძალიან შეზღუდული იყო, როგორც პოლიტიკურ, ისე - აკადემიურ წრეებში.[11]

ის არის 30-ზე მეტი წიგნის ავტორი, მათ შორისაა „გეოპოლიტიკის საფუძვლები“ (1997) და „მეოთხე პოლიტიკური თეორია“ (2009).

ადრეული პერიოდი და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუგინი დაიბადა მოსკოვში, რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს გენერალ-პოლკოვნიკის და სამართლის კანდიდატის ჰელი ალექსანდრეს ძე დუგინის ოჯახში. დედამისი გალინა იყო მედიცინის დოქტორი და კანდიდატი.[12] მამამ ადრევე მიატოვა ოჯახი მაშინ, როცა დუგინი სამი წლის იყო, მაგრამ შვილისთვის მზრუნველობა არ მოუკლია და ის ცხოვრების კარგი სტანდარტებით უზრუნველყო. მას ასევე ხშირად ეხმარებოდა ხელისუფლებასთან პრობლემების მოგვარებაში.[13] 1983 წელს იგი საბაჟო სამსახურში გადაიყვანეს, რისი მიზეზიც ვაჟის ყოფაქცევა იყო.[14] 1979 წელს დუგინი მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში მოეწყო, მაგრამ იგი არ დაუმთავრებია და კორესპონდენციის კურსის გავლა სხვა სასწავლებელში მოუწია.[15]

1980 წელს დუგინი „იუჟინსკის წრეში“ გაწევრიანდა, ავანტგარდული დისიდენტური ჯგუფი, რომელიც სატანიზმსა და სხვა სახის ოკულტიზმში იყო გარეული.[16][17] ჯგუფში ის ცნობილი იყო ნაცისტური მიდრეკილებით, რასაც იგი საბჭოთა აღზრდის წინააღმდეგ ამბოხს უკავშირებს, ვიდრე ჰიტლერისადმი სიმპათიას.[18] მან მიიღო ალტერ ეგო „ჰანს სივერსის“ სახელწოდებით, რაც ვოლფრამ სივერსის გამოძახილია, რომელიც ნაცისტი პარანორმალური მოვლენების მკლევარი იყო.[19] მან დამოუკიდებლად ისწავლა იტალიური, გერმანული, ფრანგული და ინგლისური,[20] ის ასევე ფლობს ესპანურ ენას.[21] ვ. ი. ლენინის ბიბლიოთეკაში მან აღმოაჩინა იულიუს ევოლას ნაშრომები და ტრადიციონალისტური სკოლის შეხედულებები გაიზიარა.[22]

კარიერა და პოლიტიკური შეხედულებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980-იანებში დუგინი იყო დისიდენტი[23] და ანტი-კომუნისტი.[24] თავდაპირველად დუგინი მუშაობდა, როგორც ჟურნალისტი იქამდე, სანამ პოლიტიკაში ჩაებმებოდა, ჯერ კიდევ კომუნისტური სისტემის დამხობამდე. 1988 წელს, დუგინი და მისი მეგობარი გაიდარ ჯემალი გაწევრიანდნენ ნაციონალისტურ ჯგუფ „Память“-ში, რამაც მოგვიანებით საფუძველი დაუდო რუსულ ფაშიზმს.[25] მან პოლიტიკური პროგრამის შედგენაში დაეხმარა რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიას, რომელსაც გენადი ზიუგანოვი ხელმძღვანელობდა.[7]

საგამომცემლო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997 წელს დუგინმა გამოსცა გეოპოლიტიკის საფუძვლები; ნამუშევარი რომელიც გამოიყენებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის სახელმძღვანელოდ, რაც აშშ-ს პოლიტოლოგებს აფრთხილებდა[26] და მათ მიერ ზოგჯერ მოხსენიებული იყო, როგორც „რუსეთის ბედის მანიფესტი“.[27] იმავე წელს, მან ასევე გამოაქვეყნა სტატია „Fascism – Borderless and Red“, სადაც აცხადებდა რუსეთში „ნამდვილი, ჭეშმარიტი, რადიკალურად რევოლუციური და თანმიმდევრული, ფაშისტური ფაშიზმის“ მოსვლას. მას სჯერა, რომ ეს „არავითარ შემთხვევაში არ არის ნაციონალურ-სოციალიზმის რასისტული და შოვინისტური ასპექტი, რამაც განსაზღვრა მისი იდეოლოგია. ამ იდეოლოგიის ექსეცესები გერმანიაში მხოლოდ გერმანელების საქმეა... ხოლო რუსული ფაშიზმი არის კომბინაცია ბუნებრივი ნაციონალური კონსერვატივიზმის, ცვლილებების ჭეშმაირიტი მგზნებარე სურვილით.[28] მისი თქმით Waffen-SS და განსაკუთრებით ამ ორგანიზაციის სამეცნიერო სექტორი, ანენერბე იყო „ინტელექტუალური ოაზისი ნაციონალურ-სოციალისტური რეჟიმის ფარგლებში“.[28]

დუგინმა მალევე საკუთარი ჟურნალის „ელემენტი“ გამოცემა დაიწყო, სადაც მან სტატიების წერა თავიდანვე ფრანკო-ბელგიელი ჟან-ფრანსუა ტირიარის ქებით დაიწყო, ის იყო „ევრო-საბჭოთა იმპერიის“ მხარდამჭერი, რომელიც დუბლინიდან ვლადივოსტოკამდე უნდა გადაჭიმულიყო და სამხრეთით უნდა გაფართოებულიყო, რადგან მას დასჭირდებოდა საზღვაო პორტი ინდოეთის ოკეანეში.[29] ელემენტი-მ თანმიმდევრულად განადიდა როგორც ცარისტული, ასევე სტალინური რუსეთი; ასევე გამოხატავა აღტაცებას იულიუს ევოლათი. დუგინი ასევე თანამშრომლობდა ყოველკვირეულ ჟურნალ „დღე“-სთან, რომელსაც ალექსანდრე პროხოროვი ხელმძღვანელობდა.[7]

დუგინი უარყოფს ლიბერალიზმს და დასავლეთს, კონკრეტულად კი აშშ-ს ჰეგემონიას.[30] იგი ირწმუნება, რომ „ჩვენ სტალინის და საბჭოთა კავშირის მხარეზე ვართ“.[31] ის საკუთარ თავს კონსერვატორს უწოდებს: „ჩვენ, კონსერვატორებს, გვსურს ძლიერი, მყარი სახელმწიფო, გვსურს წესრიგი და ჯანმრთელი ოჯახი, პოზიტიური ღირებულებები, რელიგიისა და ეკლესიის მნიშვნელობის განმტკიცება საზოგადოებაში“. ის დასძენს: „ჩვენ გვინდა პატრიოტული რადიო, ტელევიზია, პატრიოტული ექსპერტები, პატრიოტული კლუბები. ჩვენ გვსურს მედია, რომელიც გამოხატავს ეროვნულ ინტერესებს“.[32] მარლენ ლარუელის აზრით, რუსული ფაშიზმის მთავარი მწარმოებლის, დუგინის აზროვნება, შეიძლება დახასიათდეს, როგორც კონცენტრული წრეების რიგი, ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიებით, რომლებიც ემყარება სხვადასხვა პოლიტიკურ და ფილოსოფიურ ტრადიციებს (ეზოთერული ნაციზმი, ტრადიციონალიზმი/პერენიალიზმი, გერმანიის კონსერვატიული რევოლუცია და ევროპული ახალი მემარჯვენე), როგორც მის ხერხემალს.[33]

დუგინი მხარს უჭერს მარტინ ჰაიდეგერის აზრს, განსაკუთრებით დაზეინის გეო-ფილოსოფიურ კონცეფციას.[34] დუგინის თანახმად, ლიბერალური და კაპიტალისტური დასავლური ცივილიზაციის ძალები წარმოადგენენ იმას, რასაც ძველი ბერძნები უწოდებდნენ „ὕβρις“ (ჰიბრისი), „ტიტანიზმის არსებითი ფორმა“ (ანტი-იდეალური ფორმა), რომელიც ეწინააღმდეგება სამოთხეს („იდეალური ფორმა - სივრცის, დროის, არსების თვალსაზრისით“). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლეთი წარმოადგენს „დედამიწის აჯანყებას სამოთხის წინააღმდეგ“. რასაც ის დასავლეთის „ატომურ“ უნივერსალიზმს უწოდებს, უპირისპირებს აპოფატურ უნივერსალიზმს, გამოხატული „იმპერიის“ პოლიტიკურ იდეაში.[34] დემოკრატიას, ადამიანის უფლებების, ინდივიდუალიზმის და ა.შ. ფასეულობებს იგი მიიჩნევს არა უნივერსალურ, არამედ ცალსახად დასავლურს.[35]

2019 წელს დუგინი მონაწილეობდა დებატებში ფრანგ ინტელექტუალ ბერნარ-ანრი ლევისთან თემაზე, რომელსაც უწოდებენ „კაპიტალიზმის კრიზისი“ და ნაციონალისტური პოპულიზმის აჯანყება.[36]

ევრაზიანიზმი, ფაშიზმი და შეხედულებები გეოპოლიტიკაზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუგინი მხარს უჭერდა ფაშისტურ შეხედულებებს[37][38][39][40] და თეორიულად განიხილავდა „ევრო-აზიული იმპერიის“ შექმნას, რომელიც შეძლებდა აშშ-ს მიერ მართული დასავლური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას.[37][38][41] ამ მხრივ, 1993-დან 1998 წლამდე, ის იყო ორგანიზატორი და პირველი ლიდერი ნაციონალურ-ბოლშევიკური პარტიის (ედვარდ ლიმონოვთან ერთად) და, შემდეგ, ნაციონალურ-ბოლშევიკური ფრონტისა და ევრაზიული პარტიის, რომელიც შემდეგ არასამთავრობო ასოციაციად გადაიქცა. დუგინის ევრაზიული იდეოლოგია მიზნად ისახავს ყველა რუსულენოვანი ხალხის გაერთიანებას ერთ ქვეყანაში პოსტ-საბჭოთა ქვეყნების იძულებითი ტერიტორიული დანაწევრების გზით.[42][43]

1990-იანებში დუგინის ნაციონალურ-ბოლშევიკურ ფრონტში მოღვაწეობა ეროვნული მოძრაობების ფესვების კლევებითა და XX საუკუნის პირველი ნახევრის ეზოთერული ჯგუფების მხარდაჭერით შემოიფარგლებოდა. კრისტიან ბუშესთან თანამშრომლობით,[44][45] მაშინ უკვე ფრანგული O.T.O.-ს წევრი, ქმნიდა ნაციონალურ-ფაშისტურ და მიგრაციულ-ინტეგრაციულ ინტერეს ჯგუფებს აზია და ევროპაში, ისინი ხელს უწყობენ საერთაშორისო პოლიტიკის რუსეთის ევრაზიულ გეოპოლიტიკურ კონცეფციასთან დაახლოებას.

დუგინმა ორი წელი დაჰყო არაერთაზროვანი გერმანელი მეცნიერის, გერმანული ანენერბეს ერთ-ერთი დამაარსებლის, ჰერმან ვირთის (1885-1981), გეოპოლიტიკური, სემიოტიკური და ეზოთერიული თეორიების შესწავლისთვის. ეს დასრულდა წიგნი Hyperborean Theory (1993)-ის შედგენით, რომელშიც დუგინმა მეტწილად მოიწონა ვირთის იდეები, როგორც მისი ევრაზიიზმის შესაძლო საფუძველი.[46] ეს არის ვირთის „ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი რეზიუმე და ინტერპრეტაცია ნებისმიერ ენაზე“.[47] მოლდაველი ანთროპოლოგის, ლეონიდ მოსიონიკის აზრით, ვირთის აშკარად ველური იდეები შესანიშნავად მოერგო იმ იდეოლოგიურ სოცარიელეს, რაც კომუნიზმის, ლიბერალიზმისა და დემოკრატიის კრახის შემდეგ შეიქმნა.[48] დუგინმა ასევე გაავრცელა ლეგენდა, რის მიხედვითაც ვირთმა დაწერა მნიშვნელოვანი წიგნი ებრაელი ხალხის ისტორიისა და ძველი აღთქმის შესახებ, ე.წ. პალესტინაბუხი, რომელსაც შეეძლო სამყაროს შეცვლა, ის რომ არ მოეპარათ.[49]

დუგინის იდეებმა, განსაკუთრებით კი „ევრაზიის სფეროში თურქულ-სლავურ კავშირმა“, ყურადღება მიიპყრო გარკვეული თურქი ნაციონალისტური წრეების, განსაკუთრებით კი ერგენეკონის წრის წევრებში. დუგინის ევრაზიული იდეოლოგია ტრადიციონალისტური სკოლის დოქტრინების ერთგულია. (დუგინის ტრადიციონალისტური წარმოდგენები განხილული აქვს ჯ. ჰეიზერს, წიგნში: The American Empire Should Be Destroyed—Aleksandr Dugin and the Perils of Immanentized Eschatology.[50]) დუგინი ასევე მხარს უჭერს რუსეთ-არაბულ ალიანსს.[51]

ვიკიციტატები (ინგლისური)
„In principle, Eurasia and our space, the heartland Russia, remain the staging area of a new anti-bourgeois, anti-American revolution ... The new Eurasian empire will be constructed on the fundamental principle of the common enemy: the rejection of Atlanticism, strategic control of the USA, and the refusal to allow liberal values to dominate us. This common civilizational impulse will be the basis of a political and strategic union. “
ვიკიციტატა (ქართული)
„პრინციპში, ევრაზია და ჩვენი სივრცე, რუსეთის გული, კვლავ რჩება ახალი ანტი-ბურჟუაზიული, ანტიამერიკული რევოლუციის ასპარეზზე... ახალი ევრაზიის იმპერია აშენდება საერთო მტრის ფუნდამენტურ პრინციპზე: ატლანტიციზმის უარყოფა , აშშ-ს სტრატეგიული კონტროლი და ლიბერალურ ღირებულებების ჩვენზე დომინაციაზე უარის განცხადება. ეს საერთო ცივილიზაციური იმპულსი იქნება პოლიტიკური და სტრატეგიული კავშირის საფუძველი. “

რუსეთის ხელახლა დაბადება, დუგინის კონცეფციის თანახმად, ამბობს ჩარლზ კლოვერი Financial Times-ში, არის საბჭოთა კავშირის ოდნავ გადაკეთებული ვერსია, ჯორჯ ორუელისათას ცხრაას ოთხმოცდაოთხის“ გამოძახილით, სადაც ევრაზია იყო ერთ-ერთი სამ კონტინენტური ზომის სუპერ სახელმწიფოს შორის, ისტაზიასა და ოკეანეთთან ერთად, და რომელიც მონაწილეობდა დაუსრულებელ ომში მათთან.[23]

რუსეთის მართლმადიდებლობა და როდნოვერი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუგინი ექვსი წლის ასაკში, საკუთარმა ბებიამ ელენე მიხაილოვნა კარგალცევამ, მიჩურინსკის რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მონათლა. 1999 წლიდან ის ოფიციალურად გადავიდა ძველმორწმუნეობაზე, რომელმაც უარყო 1652–1666 წლების რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რეფორმები.[52] დუგინის ევრაზიულ ფილოსოფია განაპირობა ტრადიციული ინტეგრალიზმისა და ახალი მემარჯვენეების მოძრაობებმა, ასევე ნეოპაგანიზმმა,[53] კერძოდ ადგილობრივმა სლავურმა რწმენებმა (როდნოვერი), განსაკუთრებით ანასტასიიზმის და ინგლიიზმის სახით. დუგინის ევრაზიიზმი ხშირად ხსენებული მოძრაობების სპექტრში განიხილება,[54] რომელსაც ასევე აქვს გავლენა: ჰერმეტული, გნოსტიკური და აღმოსავლური ტრადიციებიდან.[55] თავად იუწყება, რომ, მეოთხე პოლიტიკური თეორიის განვითარებისათვის, ეყრდნობა „აღმოსავლურ თეოლოგიას და მისტიურ მიმდინარეობებს“.[56]

მარლენ ლარუელის თანახმად, დუგინის მიერ ძველმორწმუნეებისადმი ერთგულება საშუალებას აძლევს მას წარმართობისა და მართლმადიდებლური ქრისტიანობის შორის დადგეს ისე, რომ ფორმალურად არცერთი მათგანი არ მიიღოს. მისი არჩევანი არ არის პარადოქსული, ვინაიდან, მისი თქმით, რენე გენონის კვალდაკვალ, რუსულმა მართლმადიდებლობამ და განსაკუთრებით ძველმორწმუნეებმა შეინარჩუნეს ეზოთერული და ინიციატორული ხასიათი, რომელიც საბოლოოდ დაიკარგა დასავლეთ ქრისტიანობაში. როგორც ასეთი, რუსული მართლმადიდებლური ტრადიცია შეიძლება შეერწყას ნეოპაგანიზმს და უმასპინძლოს „ნეოპაგანიზმის ნაციონალისტურ ძალას, რომელიც ღუზას ტოვებს რუსულ ნიადაგზე, და განაცალვეკებს მას ორი სხვა ქრისტიანული აღმსარებლობისგან“.[52]

ურთიერთობა სხვა ქვეყნების რადიკალურ ჯგუფებთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუგინმა 1990 წელს კონტაქტი დაამყარა ფრანგ ულტრა-მემარჯვენე მოაზროვნე ალენ დე ბენოისტთან.[57] დაახლოებით ამავე დროს იგი ასევე შეხვდა ბელგიელ ჟან-ფრანსუა თირიარტსა და ივ ლაკოსტეს.[58] 1992 წელს დუგინმა მოიწვია ევროპის წამყვანი ულტრა-მემარჯვენე ფიგურები, რომელსაც ის რუსეთში შეხვდა. მან ასევე ჩამოიყვანა „იობიკის“ და „ოქროს ცისკარის“ წევრები[59] ქვეყანასთან მათი კავშირების განმტკიცების მიზნით.[60] ბენჟამინ ტეიტელბაუმის წიგნის „War for Eternity-ის“ თანახმად, დუგინი 2018 წელს რომში შეხვდა სტივ ბენონს რათა განეხილათ რუსეთის გეოპოლიტიკური ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და ჩინეთთან, აგრეთვე ტრადიციონალისტული ფილოსოფია.[61] დუგინმა კავშირი გააბა ევროკავშირის ულტრა-მემარჯვენე და ულტრა-მემარცხენე პოლიტიკურ პარტიებთან, მათ შორის: „სირიზა“ საბერძნეთში, ატაკა ბულგარეთში, ავსტრიის თავისუფლების პარტია და ნაციონალური ფრონტი საფრანგეთში, რათა ზეგავლენა მოეხდინა ევროკავშირის პოლიტიკაზე უკრაინასა და რუსეთან დაკავშირებით.[62][63][64] დუგინი მჭიდროდ არის დაკავშირებული ებრაელ ჟურნალისტ ავიგდორ ესკინთან, რომელიც ადრე დუგინის ევრაზიის პარტიის გამგეობაში მუშაობდა.[65]

Царград TV-ს მთავარი რედაქტორი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Царград TV-ის დაარსებიდან მალევე, კონსტანტინ მალოფეევმა, დუგინი ტელევიზიის რედაქციის ხელმძღვანელად დანიშნა.[66]

1997 წელს დუგინი აქვეყნებს წიგნს „Основы геополитики“ („გეოპოლიტიკის საფუძვლები“), სადაც ის საქართველოს დანაწევრებას პროგნოზირებს. აფაზეთი და „ერთიანი ოსეთი“ (რომელშიც შედის სამხრეთ ოსეთიც) რუსეთის ფარგლებში შევლენ. ის ასევე დასძენს, რომ მიუღებელია საქართველოს დამოუკიდებელი პოლიტიკა.[67]

რუსი „ევრაზიელი“ ალექსანდრე დუგინი ცხინვალის რეგიონში. (2008 წლის ივლისი)

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე, დუგინი ჩავიდა სამხრეთ ოსეთში და რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაცია იწინასწარმეტყველა.[68] შემდეგ ასევე დასძინა, რომ რუსეთი „არ უნდა შეჯერდეს სამხრეთ ოსეთის გათავისუფლებით, არამედ უნდა წავიდეს წინ“ და „რაღაც მსგავსი უნდა მოხდეს უკრაინაშიც“.[69] 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დუგინი რუსეთის მთავრობას თბილისის აღებას და პრო-რუსული მთავრობის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებდა. სხვა შემთხვევაში ახალ ომს პროგნოზირებდა, ვინაიდან საქართველოს მთავრობა, მისი შეფასებით, წარმოადგენდა აშშ-ის მარიონეტს.[70] რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სექტემბერში, ის ვერ მალავდა მის იმედგაცრუებას პუტინის მიმართ, რომელმაც ვერ გაბედა „იმპერიის აღდგენა“.[71]

2013 წელს, „Alternativeright-თან“ საუბარში დუგინმა საქართველო „შეუმდგარ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა, მისი აზრით საქართველო არა სახელმწიფო, არამედ მულტიეთნიკური სტრუქტურაა, რომელზეც ერთი ნაციის იდეის თავსმოხვევა გარდაუვალ ეთნოწმენდებს გამოიწვევს, შედეგად სახეზეა კონფლიქტი, რომელიც რუსეთის ჩარევით უნდა გადაწყდეს. დუგინის აზრით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარდა, ამ გზას სამეგრელო, ჯავახეთი და აჭარაც დაადგება.[72] 2014 წელს, argumenti.ru-სთან საუბარში დუგინმა საქართველოსთან რუსეთის მთავარ ამოცანად საქართველოში ამერიკული ბაზების არყოფნა დაასახელა, რომლის მიღწევის საშუალებად მას საქართველოსთან დაახლოება და რაღაც სახის დათმობებზე წასვლა მიაჩნია, თუმცა ამავდროულად კატეგორიულად გამორიცხავს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დეოკუპაციას, რადგან ეს მისი აზრით შეუძლებელია.[73]

მოგვიანებით დუგინმა საქართველოს მიმართ რიტორიკა შეიცვალა, რაც, როგორც ჩანს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლას უკავშირდება. დუგინი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება არ არის გუნდი, რომელიც რუსეთთან ყველა პრობლემას გადაწყვეტს, თუმცა ივანიშვილი რუსეთთან პოზიციების დაახლოებისთვის „მეტად სასარგებლოა“.[74] საერთო ჯამში დუგინი ქართული ოცნების პოლიტიკას დადებითად აფასებს და თვლის, რომ ეს იყო სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რაც საქართველოში ახალი ტიპის პოლიტიკოსების გამოჩენას შეუწყობს ხელს, რომლებთანაც რუსეთი ყველა პრობლემის გადაჭრას შეძლებს.[74] დუგინს მიაჩნია, რომ რუსეთმა ქართველ კონსერვატიულ პოლიტიკოსებსა და ტრადიციონალისტებს დახმარების ხელი უნდა გაუწოდოს.[75]

დუგინი საკუთარ გადაცემა „დირექტივაში“ აღნიშნავდა, რომ რუსეთს საქართველოს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში „ცოტა ნამდვილი მეგობარი ჰყავს“, თუმცა ასეთად მას ქართველი ხალხი მიაჩნია, თავისი ღრმა იდენტობითა და ქართული მართმადიდებლური ეკლესიით, რომელსაც, მისი თქმით, „წმინდა ადამიანი ილია II ხელმძღვანელობს“.[76] საქართველოს ის ახასიათებს, როგორც „...ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ეს არის სრულიად უნიკალური, ტრადიციული, სრულიად არადასავლური, არალიბერალური უძველესი კულტურა...“.[75] დუგინი აქტიურად იყენებს მართმადიდებლობის თემას და ცდილობს ქართული პატრიოტიზმი დაუპირისპირობს ევროპულ ცივილიზაციას რათა იგი „რუსული სამყაროს“ ჩარჩოებში მოაქციოს.[70] დუგინის აზრით, ახლა საქართველო აკეთებს არჩევანს არა დასავლეთსა და რუსეთს, არამედ დასავლეთსა და საქართველოს შორის.[70]

დუგინის კავშირები საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუგინს დაკავშირებულია 2008 წლის 31 დეკემბერს დაფუძნებული „ერეკლე მეორის საზოგადოების“ ხელმძღვანელ არჩილ ჭყოიძესთან. რომელსაც ის საქართველოში, როგორც ნატოს წინააღმდეგ მებრძოლს - გმირს უწოდებს.[77] „საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა“ „ერეკლე მეორის საზოგადოებასა“ და „ევრაზიული ინსტიტუტს“ საქართველოში ევრაზიული მოძრაობის მთავარ ლოკომოტივად ასახელებს.[78] გარდა ამისა, დუგინი „ოჯახების მსოფლიო კონგრესთან“ არის კავშირში, რომლის წარმომადგენელი ლევან ვასაძეა.[79] როგორც ცნობილია ლევან ვასაძეს მჭიდრო მეგობრობა აკავშირებს დუგინთან.[80] ლევან ვასაძის მტკიცებით, მან დუგინი 2015 წელს გაიცნო და სწორედ მისი დამსახურებით შეიცვალა დუგინმა განწყობა საქართველოს მიმართ.[81]

2015 წლის 11 მარტს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა დუგინი შეიყვანა რუსეთის მოქალაქეების სიაში, რომლებიც სანქცირებულნი არიან უკრაინის კრიზისში მონაწილეობის შედეგად; მისი სამიზნე იყო ევრაზიის ახალგაზრდული კავშირიც.[82] 2015 წლის ივნისში კანადამ დუგინი დაამატა სანქცირებულ პირთა სიაში.[83]

დამატებითი ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Shekhovtsov, Anton; Umland, Andreas (October 2009). „Is Aleksandr Dugin a Traditionalist? "Neo-Eurasianism" and Perennial Philosophy“. The Russian Review. Wiley. 68 (4): 662–678. JSTOR 20621114.
  2. Czekam na Iwana Groźnego pl. 11/12 გვ. 133. Fronda (1999). ციტირების თარიღი: 23 February 2015..
  3. Shekhovtsov, Anton (2008). „The Palingenetic Thrust of Russian Neo-Eurasianism: Ideas of Rebirth in Aleksandr Dugin's Worldview“. Totalitarian Movements and Political Religions. 9 (4): 491–506. doi:10.1080/14690760802436142. S2CID 144301027. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-18. ციტირების თარიღი: 2021-01-11.
  4. Shekhovtsov, Anton (2009). „Aleksandr Dugin's Neo-Eurasianism: The New Right à la Russe“. Religion Compass: Political Religions. 3 (4): 697–716. doi:10.1111/j.1749-8171.2009.00158.x. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-03. ციტირების თარიღი: 2021-01-11.
  5. Дугин, Александр. Четвёртая политическая теория // Профиль, № 48 (603), 22.12.2008 г.
  6. Shekhovtsov, Anton; Umland, Andreas (October 2009). „Is Aleksandr Dugin a Traditionalist? "Neo-Eurasianism" and Perennial Philosophy“. The Russian Review. Wiley. 68 (4): 662–678. JSTOR 20621114.
  7. 7.0 7.1 7.2 John Dunlop (January 2004). „Aleksandr Dugin's Foundations of Geopolitics“. Demokratizatsiya. 12 (1): 41. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-11.
  8. Dawid Madejski (2009). „Mongolian Prince's kiss. Aleksander Dugin's Eurasian Imperium of Russia“. Geopolityka. 1 (2): 87–100.
  9. Eurasian Mission: An Introduction to Neo-Eurasianism, Arktos (2014) p.26
  10. Shaun Walker (23 March 2014). „Ukraine and Crimea: what is Putin thinking?“. The Guardian.
  11. დავით, ბრაგვაძე. „დუგინი & ევრაზიანიზმი - რა უნდა ვიცოდეთ“. რონდელის ფონდი.
  12. დაარქივებული ასლი ru. Литературная Россия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 18 March 2012.
  13. Clover, Charles (2016-04-26). Black Wind, White Snow: The Rise of Russia's New Nationalism. Yale University Press, გვ. 234–235. ISBN 978-0-300-22394-1. 
  14. Clover, Charles (2016-04-26). Black Wind, White Snow: The Rise of Russia's New Nationalism (en). Yale University Press. ISBN 978-0-300-22394-1. 
  15. «Континент»№ 21(83)- 22(84),2002 р.
  16. Teitelbaum, Benjamin R. (2020-04-21). War for Eternity: The Return of Traditionalism and the Rise of the Populist Right (en). Penguin Books Limited, გვ. 41. ISBN 978-0-14-199204-4. 
  17. Clover, Charles (2016-04-26). Black Wind, White Snow: The Rise of Russia's New Nationalism (en). Yale University Press. ISBN 978-0-300-22394-1. 
  18. Clover, Charles (2016-04-26). Black Wind, White Snow: The Rise of Russia's New Nationalism (en). Yale University Press. ISBN 978-0-300-22394-1. 
  19. Clover, Charles (2016-04-26). Black Wind, White Snow: The Rise of Russia's New Nationalism (en). Yale University Press. ISBN 978-0-300-22394-1. 
  20. Clover, Charles (2016-04-26). Black Wind, White Snow: The Rise of Russia's New Nationalism (en). Yale University Press. ISBN 978-0-300-22394-1. 
  21. https://www.youtube.com/watch?v=1VcjIyUtulc
  22. Teitelbaum, Benjamin R. (2020-04-21). War for Eternity: The Return of Traditionalism and the Rise of the Populist Right (en). Penguin Books Limited, გვ. 43. ISBN 978-0-14-199204-4. 
  23. 23.0 23.1 Charles Clover (5 October 2011). „Putin's grand vision and echoes of '1984'. Financial Times. In Russian: შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Чарльз Кловер. (6 October 2011) ru. inoSMI.
  24. Christian von Neef (14 July 2014). „Jeder Westler ist ein Rassist“. Der Spiegel (გერმანული) (29). In Russian: შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. ru. InoSMI (16 July 2014).
  25. Clover, Charles (2016-04-26). Black Wind, White Snow: The Rise of Russia's New Nationalism (en). Yale University Press. ISBN 978-0-300-22394-1. 
  26. Dunlop, John B.. (July 30, 2004) Russia's New—and Frightening—"Ism". Hoover Institution. ციტირების თარიღი: 12 October 2017.
  27. The Unlikely Origins of Russia's Manifest Destiny. ციტირების თარიღი: 2017-10-23
  28. 28.0 28.1 Andreas Umland (15 April 2008). „Will United Russia become a fascist party?“. Hürriyet Daily News.
  29. Allensworth, Wayne (1998) The Russian Question: Nationalism, Modernization and Post-Communist Russia. Lanham, MD: Rowman and Littlefield, გვ. 251. 
  30. Дугин хочет с помощью Путина прояснить свой статус в МГУ ru (2014-06-30). ციტირების თარიღი: 2021-02-07
  31. Александр Дугин: Уроки религии - это великая победа над русофобами ru. ციტირების თარიღი: 2021-02-07
  32. Дугин: Мы должны забрать у либералов как минимум половину медийного поля! ru. ციტირების თარიღი: 2021-02-07
  33. Laruelle 2019, pp. 95–96.
  34. 34.0 34.1 Ereticamente intervista Aleksandr Dugin, a cura di Eduardo Zarelli it (31 March 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აგვისტო 2020. ციტირების თარიღი: 27 April 2020.
  35. Did philosopher Alexander Dugin, aka "Putin's brain," shape the 2016 election? (5 May 2018).
  36. Elogio di Bernard-Henri Levy, il filosofo engagé dei nostri tempi oscuri it (5 November 2019). ციტირების თარიღი: 27 April 2020.
  37. 37.0 37.1 Shekhovtsov, Anton (2009). „Aleksandr Dugin's Neo-Eurasianism: The New Right à la Russe“. Religion Compass: Political Religions. 3 (4): 697–716. doi:10.1111/j.1749-8171.2009.00158.x. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-03. ციტირების თარიღი: 2021-01-11.
  38. 38.0 38.1 Ingram, Alan (November 2001). „Alexander Dugin: geopolitics and neo-fascism in post-Soviet Russia“. Political Geography. 20 (8): 1029–1051. doi:10.1016/S0962-6298(01)00043-9.
  39. Shekhovtsov, Anton (2008). „The Palingenetic Thrust of Russian Neo-Eurasianism: Ideas of Rebirth in Aleksandr Dugin's Worldview“. Totalitarian Movements and Political Religions. 9 (4): 491–506. doi:10.1080/14690760802436142. S2CID 144301027. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-18. ციტირების თარიღი: 2021-01-11.
  40. Aleksander Dugin: Czekam na Iwana Groźnego pl გვ. 133 (23 February 2015). ციტირების თარიღი: 27 April 2020.
  41. Stephen Shenfield (2001). Russian Fascism: Traditions, Tendencies, Movements. M. E. Sharpe, გვ. 195. 
  42. Robert Horvath. (21 August 2008) Beware the rise of Russia's new imperialism. ციტირების თარიღი: 27 April 2020.
  43. Вопросы к интервью – В ГОСТЯХ:Александр Дугин ru (8 August 2008). ციტირების თარიღი: 27 April 2020.
  44. The Ordo Templi Orientis Phenomenon. "Mega Therion and his books in the Russian tradition დაარქივებული 24 December 2018 საიტზე Wayback Machine. ". Ordo Templi Orientis. Russia
  45. Fr. Marsyas. "Christian Bouchet's Interview in 1993". Parareligion.ch
  46. Aleksandr G. Dugin, Hyperborean Theory: The Experience of Ariosophical Research (Giperboreiskaia teoriia: Opit ariosofskogo issledovaniia), Moscow 1993. Ibidem, 'Herman Wirth and the Sacred Proto-Language of Humanity: In Search of the Holy Grail of Meanings' (transl. Jafe Arnold), in: Dugin, Philosophy of Traditionalism (Filosofiia Traditsionalizma დაარქივებული 2020-09-24 საიტზე Wayback Machine. ), Moscow 2002, p. 135-167. Ibidem, 'Herman Wirth's Theory of Civilization დაარქივებული 2020-04-06 საიტზე Wayback Machine. ' (transl. Jafe Arnold), in: Dugin, Noomakhia: Wars of the Mind, vol. 14: Geosophy – Horizons and Civilizations (Noomakhia: voinii uma, vol. 14: Geosofiia: gorizonti i tsivilizatsii), Moscow 2017, p. 153-157.
  47. Jafe Arnold, Mysteries of Eurasia: The Esoteric Sources of Alexander Dugin and the Yuzhinsky Circle, Research Masters Thesis, Amsterdam 2019, p. 72-73. Cf. Marlene Laruelle, Russian Nationalism: Imaginaries, Doctrines, and Political Battlefields, Abington, Oxon / New York 2019, p. 95-133 (A Textbook Case of Doctrinal Entrepreneurship: Aleksandr Dugin) (download here). Ibidem, 'Alexander Dugin and Eurasianism', in: Mark Sedgwick (red.), Key Thinkers of the Radical Right: Behind the New Threat to Liberal Democracy, Oxford 2019, p. 155-169, 157, 159. Jacob Christiansen Senholt, 'Radical Politics and Political Esotericism: The Adaption of Esoteric Discourse within the Radical Right', in: Egil Asprem, Kennet Granholm (red.), Contemporary Esotericism, Abbington, Oxon / New York 2013, p. 244-264, 252-254. Jafe Arnold, 'Alexander Dugin and Western Esotericism: The Challenge of the Language of Tradition', in: Mondi: Movimenti Simbolici e Sociali dell'Uomo 2 (2019), p. 33-70.
  48. Highly critical of Dugin's enthousiasm for Wirth: Leonid A. Mosionjnik, Technology of the Historical Myth (Tekhnologiya istoricheskogo mifa), Saint Petersburg 2012, p. 95-102 et passim (here for download).
  49. Aleksandr G. Dugin, 'Herman Wirth: In Search of the Holy Grail of Meanings' (German Virt: v poiskakh Sviatogo Graalia smislov დაარქივებული 2020-04-07 საიტზე Wayback Machine. ) (1998), in: Ibidem, Philosophy of Traditionalism (Filosofiia Traditsionalizma დაარქივებული 2020-09-24 საიტზე Wayback Machine. ), Moscow 2002, p. 135-167, 162. See also Dugin, 'Runology According to Herman Wirth' (transl. Jafe Arnold), in: Absolute Homeland (Absoliutnaia Rodina დაარქივებული 2020-02-20 საიტზე Wayback Machine. ), Moscow 1999, p. 489 (Ch. 9). Ibidem, 'Herman Wirth: Runes, Great Yule, and the Arctic Homeland' (transl. Jafe Arnold), Foreword to the 2nd ed. of Hyperborean Theory: Signs of the Great Nord (Znaki Velikogo Norda: Giperboreiskaia teoriia), Moscow 2008, p. 3-20, 17.
  50. James D. Heiser (May 2014). The American Empire Should Be Destroyed: Alexander Dugin and the Perils of Immanentized Eschatology. Repristination Press. ISBN 978-1891469435. 
  51. Megah Stack (4 September 2008). „Russian nationalist advocates Eurasian alliance against the U.S.“. Los Angeles Times. California. ციტირების თარიღი: 26 August 2016.
  52. 52.0 52.1 Laruelle (2006), p. 11.
  53. Laruelle (2006), pp. 11–14.
  54. Marat Shterin (2016). "Attraktivität und Dilemma: Neue religiöse Bewegungen in Russland დაარქივებული 2019-04-26 საიტზე Wayback Machine. ". RGOW, 2. Institut G2W – Ökumenisches Forum für Glauben, Religion und Gesellschaft in Ost und West. p. 9.
  55. Laruelle (2006), p. 15.
  56. Aleksandr Dugin. The Fourth Political Theory. Arktos, 2012. p. 210.
  57. Clover, Charles (2016-04-26). Black Wind, White Snow: The Rise of Russia's New Nationalism (en). Yale University Press. ISBN 978-0-300-22394-1. 
  58. Clover, Charles (2016-04-26). Black Wind, White Snow: The Rise of Russia's New Nationalism (en). Yale University Press. ISBN 978-0-300-22394-1. 
  59. Clover, Charles (2016-04-26). Black Wind, White Snow: The Rise of Russia's New Nationalism (en). Yale University Press. ISBN 978-0-300-22394-1. 
  60. Teitelbaum, Benjamin R. (2020-04-21). War for Eternity: The Return of Traditionalism and the Rise of the Populist Right (en). Penguin Books Limited, გვ. 58. ISBN 978-0-14-199204-4. 
  61. Teitelbaum, Benjamin R. (2020-04-21). War for Eternity: The Return of Traditionalism and the Rise of the Populist Right (en). Penguin Books Limited, გვ. 1–2. ISBN 978-0-14-199204-4. 
  62. Coalson, Robert (28 January 2015). „New Greek Government Has Deep, Long-Standing Ties With Russian 'Fascist' Dugin“. Radio Free Europe/Radio Liberty.
  63. Shekhovtsov, Anton. (28 January 2015) Aleksandr Dugin and Greece's SYRIZA Connection. The Interpreter Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 11 იანვარი 2021.
  64. Mehmet Ulusoy: "Rusya, Dugin ve‚ Türkiye'nin Avrasyacılık stratejisi" Aydınlık 5. Dezember 2004, S. 10-16
  65. Clover, Charles (2016). Black Wind, White Snow. Yale University Press, გვ. 240. 
  66. Shymko, Lesia (5 September 2019). „The weaponization of religion: How the Kremlin is using Christian fundamentalism to advance Moscow's agenda“. The Day (Kiev).
  67. Dunlop, John (January 31, 2004). „Aleksandr Dugin's Foundations of Geopolitics“ (PDF). Demokratizatsiya: The Journal of Post-Soviet Democratization. Institute for European, Russian and Eurasian Studies (George Washington University). 12 (1): 41. ISSN 1074-6846. OCLC 222569720. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 7 June 2016. ციტირების თარიღი: 11 იანვარი 2021. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება)
  68. „Road to War in Georgia: The Chronicle of a Caucasian Tragedy“. Der Spiegel. 25 August 2008.
  69. Alexander Dugin. (8 August 2008) Interview ru. Echo of Moscow.
  70. 70.0 70.1 70.2 დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?. ციტირების თარიღი: 2021-02-07
  71. Vincent Jauvert (3 May 2014). „Le Raspoutine de Poutine“. Le Nouvel Observateur (ფრანგული). In Russian: შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Венсан Жовер. (12 May 2014) ru. inoSMI.
  72. დუგინი – "აფხაზებსა და ოსებს მეგრელებიც მიჰყვებიან". ციტირების თარიღი: 2021-02-07
  73. ალექსანდრე დუგინი - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღება გამორიცხულია. ციტირების თარიღი: 2021-02-07
  74. 74.0 74.1 დუგინი: თბილისში რუსული ტანკები რომ შესულიყო, სიტუაცია დღევანდელის იდენტური ქნებოდა. ციტირების თარიღი: 2021-02-07
  75. 75.0 75.1 რა «პოზიტიურ» გეგმას უმზადებს კრემლი «ცვლილებებისთვის მომწიფებულ» საქართველოს. ციტირების თარიღი: 2021-02-07
  76. დუგინი: ქართული იდენტობა და ეკლესია რუსეთის მოკავშირეა. ციტირების თარიღი: 2021-02-07
  77. ალექსანდრე დუგინი: არჩილ ჭყოიძე ევრაზიის გმირია!. ციტირების თარიღი: 2021-02-07
  78. რუსეთის „რბილი ძალა“ საქართველოში: „ევრაზიული არჩევანი“, „საქართველო და მსოფლიო“, საქინფორმი, „ივერიონი“ და სხვები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-26. ციტირების თარიღი: 2021-02-07
  79. ოჯახების მსოფლიო კონგრესის რუსული კავშირები | მითების დეტექტორი. ციტირების თარიღი: 2021-02-07
  80. ბიძინა ივანიშვილი, შესაძლოა, ლევან ვასაძეს და მის აქტივისტებს სამომავლო სატელიტად განიხილავდეს. ციტირების თარიღი: 2021-02-07
  81. ლევან ვასაძე - არავითარი ინტერესი არ მამოძრავებს არც რუსეთში, არც ევროპაში, არც ამერიკაში, გარდა ჩემი ქვეყნის ინტერესებისა. ციტირების თარიღი: 2021-02-07
  82. OFAC Recent Actions | U.S. Department of the Treasury. ციტირების თარიღი: 2021-02-07
  83. „Expanded Sanctions List“. pm.gc.ca. 29 June 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აგვისტო 2015. ციტირების თარიღი: 11 იანვარი 2021.