აბააქითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
აბააქითი
აფხ. Абаақыҭ
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
თემი კუტოლი
კოორდინატები 42°50′55″ ჩ. გ. 41°22′41″ ა. გ. / 42.84861° ჩ. გ. 41.37806° ა. გ. / 42.84861; 41.37806
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
აბააქითი — საქართველო
აბააქითი
აბააქითი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
აბააქითი

აბააქითი[1][2] (აფხ. Абаақыҭ) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (კუტოლის თემი), მდ. ბზანის სათავეში, ზღვის დონიდან 260 მ, შავი ზღვიდან 22 კმ, ოჩამჩირიდან 25 კმ. შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხე-კოშკისა და ეკლესიის ნანგრევები. სოფლის მოსქხლეობა 1989 წლის მდგომარეობით შეადგენდა 471 კაცს. ამჟამად კონტროლდება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ. საქართველოს უახლესი კანონმდებლობით მიეკუთვნება „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1949 წელს კვიტოულის თემში შედიოდა. სახელწოდება აბააქით (Абаақыҭ) აფხაზურია და „ციხის სოფელს“ ნიშნავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცხადაია პ., ხორავა ბ., „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, გვ. 122, თბ., 2016.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]