Wizz Air

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Wizz Air
Wizz Air logo 2015.svg
იატა
W6
იკაო
WZZ
საძახისი
WIZZAIR
დაარსდა სექტემბერი, 2003
დევიზი ახლა ჩვენ ყველას შეგვიძლია ფრენა
ფლოტის ზომა 86
დანიშნულების პუნქტების რაოდენობა 144
შტაბ-ბინა უნგრეთის დროშა ბუდაპეშტი, უნგრეთი
მმართველი ბილ ფრანკე (თავმჯდომარე)
იოზეფ ვარადი (აღმასრულებელი დირექტორი)დიდერიკ პენი (ოპერაციების დირექტორი)
საიტი: wizzair.com
სათაო ოფისი

Wizz Air, ოფიციალურად შპს. Wizz Air Hungary (უნგრ. Wizz Air Hungary Légiközlekedési) — უნგრული[1] დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომლის სათავო ოფისი ბუდაპეშტში, ფერენც ლისტის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს და ემსახურება ევროპის მრავალ ქალაქს, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს[2]. მიუხედავად იმისა, რომ Wizz Air არ წარმოადგენს ეროვნულ ფლაგმანს, უნგრულ ავიაკომპანიებს შორის მას გააჩნია უდიდესი საჰაერო ფლოტი, რომლითაც ემსახურება 42 ქვეყანას[2]. მისი მშობელი კომპანია „Wizz Air Holdings Plc“, რომელიც ჯერზიში ბაზირებს, წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავიაკომპანია 2003 წლის სექტემბერში შეიქმნა. მისი მთავარი ინვესტორი ამერიკული კერძო საინვესტიციო კომპანია[3] „Indigo Partners“-ია რომელიც სატრანსპორტო ინვესტიციების კუთხით სპეციალიზირდება. პირველი ფრენა 2004 წლის 19 მაისს კატოვიცეს საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელა[4]. ავიაკომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარე იოჟეფ ვარადია, რომელიც Malév Hungarian Airlines-ის ყოფილი მთავარი აღმასრულებელი დირექტორია. კომპანია პეშტის მედიეშია დარეგისტრირებული[5].

2011 წელს Wizz Air-მა 11 მილიონი მგზავრი გადაიყვანა (2010 წლის მონაცემზე 15%-ით მეტი), მათ შორის 4,2 მილიონი მგზავრი პოლონეთის მიმართულებებზე (2010 წლის მონაცემზე მხოლოდ 2%-ით მეტი). ბოლო პერიოდში Wizz Air-მა ახალი ბაზები გახსნა ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, ლატვიაში, ლიტვაში, მაკედონიაში, რუმინეთში, საქართველოში, სერბეთში, სლოვაკეთში, უკრაინასა და ჩეხეთში. მიუხედავად ამისა, Wizz Air-თვის პოლონეთი მაინც უდიდეს ბაზრად რჩება[6].

2012 წლის 4 ოქტომბერს Wizz Air-მა ხელბარგზე ახალი პოლიტიკა შეიმუშავა, რათა კლიენტები ეიძულებინა თვითმფრინავის სალონში უფრო მცირე ზომის ხელბარგი აეტანათ. ეს ნიშნავს, რომ მცირე ხელბარგის (42x32x25სმ) ბორტზე ატანა უფასოდ შეიძლება, ხოლო დიდი ხელბარგის (56x45x25სმ) შემთხევაში მგზავრებს დამატებით 10-დან 30-ევრომდე მოუწევთ გადახდა[7].

2015 წლის 25 თებერვალს Wizz Air-მა ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაიწყო ვაჭრობა[8].

კორპორატიული საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათავო ოფისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამინდელი სათავო ოფისი 2016 წლის მარტიდან კიშპეშტში მდებარეობს. ახალი შენობა 5-სართულიანია, რომლის წყალობითაც კომპანიას ყველა ძველ ოფისთან შედარებით უფრო მეტი სივრცე აქვს. Wizz Air-ს აქვს თავისი შტაბ-ბინა ბუდაპეშტის ფერენც ლისტის საერთაშორისო აეროპორტის შენობა 221-ში[9]. Wizz Air-მა იჯარის ხელშეკრულება 2010 წლის ოქტომბერში გააფორმა, ხოლო შენობა 2011 წლის ივლისში დაიკავა. კომპანიას 2000 მ² საოფისე ფართი უკავია. ღია დაგეგმარების ოფისში 150-მდე თანამშრომელი მუშაობს[10]. უფრო ადრე მისი სათავო ოფისი ვეჩეშში, აეროპორტის ბიზნეს პარკ C2-ში, აეროპორტის სიახლოვეს მდებარეობდა[11].

ფინანსური მაჩვენებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვილობილი კომპანიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის აპრილისთვის Wizz Air-მა სამი შვილობილი კომპანია შექმნა, რომლებიც დღეს უკვე აღარ არსებობენ:

  • Wizz Air Ukraine იყო Wizz Air-ის უკრაინული განყოფილება, რომელსაც გააჩნდა ავიაგადამყვანის საკუთარი სერთიფიკატი და ფრენებს კიევისა და ლვოვის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახორციელებდა[12]. 2014 წელს უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, 2015 წლის 20 აპრილს Wizz Air Ukraine-მ არსებობა შეწყვიტა. ფრენების ნაწილი Wizz Air-ს გადაეცა, ხოლო ნაწილი კი გაუქმდა[13].
  • Wizz Air Bulgaria[14] იყო Wizz Air-ის ბულგარული განყოფილება რომელიც სოფიას აეროპორტში ბაზირებდა. Wizz Air Bulgaria-ს არსებობის შეწყვეტის მიუხედავად[14], იქ Wizz Air ძველებურად ახორციელებს საბაზო ოპერაციებს.
  • Wizz Air Romania[15] დაგეგმილი შვილობილი კომპანია რომლის ბაზაც ტიმიშოარის ტრაიან ვუიას საერთაშორისო აეროპორტში უნდა განთავსებულიყო. მიუხედავად ამისა, ეს შვილობილი კომპანია არასდროს შექმნილა[15], ხოლო აქ ბაზა თავად Wizz Air-მა გახსნა.

ოპერირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Wizz Air, ხარჯებისა და მოსაკრებლების შემცირების მიზნით, ფრენებს ძირითადად მეორეხარისხოვანი, მცირე და საშუალო ზომის აეროპორტებიდან ახორციელებს. მას ბორტზე სხვადასხვა საკვებისა და სასმელების შეძენის სერვისი „Wizz Café“ და სავაჭრო მომსახურება სახელწოდებით „Wizz Boutique“ გააჩნია[16].

მიმართულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Wizz Air-ის მიმართულებები.
Wizz Air-ის მიმართულებები 2017 წლის ოქტომბრის მდგომარეობით.
  Wizz Air-ის მიმართულებები
  Wizz Air-ის მიმართულებები და ბაზები

2017 წლის ივნისის მდგომარეობით, Wizz Air ოპერირებს 27 ბაზით.

2008 წელს Wizz Air-მა დაამატა ფრენები კატოვიცედან ლონდონის გატვიკის მიმართულებით[17]. 2008 წლის იანვარში გდანსკიდან ფრენები დაიწყო გეტებორგის, ბორნმუთისა და კოვენტრი მიმართულებით. 2008 წლის ზაფხულში, Wizz Air-მა განაახლა ფრენები კატვიცედან და ბუდაპეშტიდან ჟირონის მიმართულებით, ასევე დანიშნა ახალი მარშრუტი ჟირონიდან გდანსკში. ზაფხულის სხვა მიმართულებებია: ბუდაპეშტიდან - ჰერაკლიონი, კორფუ, ბურგასი და ვარნა; კატოვიცედან - ჰერაკლიონი და ბურგასი; ვარშავიდან - კორფუ და ბურგასი. მან ასევე განაახლა კვირაში სამჯერადი ფრენები ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან ბურგასის მიმართულებით. 2008 წლის 2 ოქტომბერს, Wizz Air-მა განაცხადა, რომ 3 ცალი Airbus A320-ის დამატებით, ფრენების სიხშირეს გაზრდიდა რუმინეთის მიმართულებებით[18].

2012 წლის თებერვალში, Wizz Air-მა განაცხადა, რომ 2012 წლის 18 ივნისიდან ის ფრენებს დებრეცენეის საერთაშორისო აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით განახორციელებდა[19]. 2012 წლის 11 სექტემბერს, Wizz Air-მა ახალი მიმართულება დააანონსა თელ-ავივიდან[20].

2013 წლის 11 აპრილს Wizz Air-მა ბუდაპეშტის აერპორტიდან ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით 2013 წლის 17 ივნისიდან ფრენების დაწყების შესახებ განაცხადა[21]. 2013 წლის 26 ივნისს Wizz Air სლოვაკეთის ბაზარზე შევიდა და იმავე წლის სექტემბრიდან ახალი მიმართულება დაამატა კოშიცეს საერთაშორისო აეროპორტიდან[22].

2015 წლის 26 ივნისს ავიაკომპანიამ თავისი მე-19 ბაზა გახსნა ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ტუზლის საერთაშორისო აეროპორტში. აერპორტში მუდმივად ბაზირებადი ერთი თვითმფრინავით, 2015 წლის 26 ივნისს Wizz Air-მა ახალი მარშრუტები გახსნა მემინგენისა (მიუნხენთან ახლოს) და ტორპის (ოსლოსთან ახლოს), ხოლო 2015 წლის 28 ივნისიდან ჰანისა (ფრანკფურტთან ახლოს) და სკავსტის (სტოკჰოლმთან ახლოს) მიმართულებებით[23].

2016 წლის თებერვალში, Wizz Air-მა ახალი ბაზის საქართველოში გახსნის შესახებ დააანონსა[24]. იმავე წლის 23 სექტემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის 25-ე ბაზა გაიხსნა და 7 ახალი მიმართულება დაამატა ბერლინის (შენეფელდი), დორტმუნდის, ლარნაკის, მიუნხენის (მემინგენი), მილანის (მალპენსა), სალონიკისა და სოფიას მიმართულებით[25]. 2016 წლის ოქტომბერში Wizz Air-მა ახალი ბაზის მოლდოვაში, კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში განთავსების შესახებ განაცხადა[26]. 2016 წლის დეკემბერში ვარნის ბაზის გახსნის შესახებ დააანონსა[27].

2017 წლის თებერვალში Wizz Air-მა ახალი ბაზის ლონდონის ლუტონის აეროპორტში გახსნის შესახებ განაცხადა და 2017 წლიდანვე სამი ახალი მიმართულება დაამატა თელ-ავივის, პრიშტინისა და ქუთაისის მიმართულებით[28].

ფლოტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Wizz Air-ის Airbus A320-200-ის ახალი ლივრეა

2017 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, Wizz Air-ის ფლოტი შემდეგი თვითმფრინავებისგან შედგება:[29][30]

Wizz Air-ის ფლოტი
თვითმფრინავი გამოიყენება შეკვეთილი მგზავრი
(ეკონომი)
შენიშვნა
Airbus A320-200 72 180
Airbus A320neo 72 უცნობია
Airbus A321-200 32 9 230
Airbus A321neo 184 239[31] მიწოდება 2019 - 2026 წლებში
სულ 88 281

შემთხვევები და ინციდენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

8 ივნისი, 2013: Wizz Air–ის Airbus A320-232-ის რეისი 3141, რომელიც ბუქარესტის ჰენრი კოანდას საერთაშორისო აეროპორტიდანრომის ჩამპინოს აეროპორტის მიმართულებით ასრულებდა ფრენას, შასის გაუმართაობის გამო იძულებული გახდა ლეონარდო და ვინჩის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დამჯდარიყო[32]. დაფრენის შემდეგ თვითმფრინავი გვერდზე გადაბრუნდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, ხოლო რამდენიმე მგზავრმა მსუბუქი დაზიანება მიიღო[33].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hungarian Wizz Air Opens Fifth Hub in Poland. Business Week. წაკითხვის თარიღი: 2008-03-20.
  2. 2.0 2.1 Wizz Air. wizzair.com. წაკითხვის თარიღი: 13 June 2015.
  3. Ryanair meets Wizz Air: does a merger make sense? (2009-07-08). წაკითხვის თარიღი: 2009-07-28.
  4. Wizz Air celebrates 10th birthday and 69 million passengers. Anna Aero (21 May 2014). წაკითხვის თარიღი: 13 June 2015.
  5. Company information (official registration number 13-09-096209). წაკითხვის თარიღი: 16 February 2009.
  6. Wizz Air: 15% wzrost, w Polsce tylko 2%. წაკითხვის თარიღი: 2011-01-07.
  7. Wizz Air launches new cabin baggage policy. Wizz Air (3 October 2012). წაკითხვის თარიღი: 13 June 2015.
  8. LONDON STOCK EXCHANGE TODAY WELCOMED WIZZ AIR HOLDINGS PLC (25 February 2015). წაკითხვის თარიღი: 4 April 2015.
  9. "Company overview." Wizz Air. Retrieved on 11 December 2011. "Wizz Air Hungary Airlines Ltd. BUD International Airport Building 221 H-1185 Budapest"
  10. "Property development." (Archive, also see image) Budapest Liszt Ferenc International Airport. Retrieved on 11 December 2011.
  11. Company information. დაარქივებულია ორიგინალიდან - March 12, 2009. წაკითხვის თარიღი: 25 October 2009. "Wizz Air Hungary Airlines Ltd. Airport Business Park C2, Lőrinci út 59 2220 Vecsés, Hungary"
  12. WIZZ AIR UKRAINE ANNOUNCES 3RD LOW FARES BASE. wizzair.com. წაკითხვის თარიღი: 13 June 2015.
  13. WIZZ AIR FURTHER RESTRUCTURES UKRAINIAN OPERATIONS. wizzair.com. წაკითხვის თარიღი: 13 June 2015.
  14. 14.0 14.1 Wizz Air Bulgaria - ch-aviation.com. ch-aviation. წაკითხვის თარიღი: 13 June 2015.
  15. 15.0 15.1 Wizz Air Romania - ch-aviation.com. ch-aviation. წაკითხვის თარიღი: 13 June 2015.
  16. "Wizz Café and Wizz Boutique." Wizz Air. Retrieved on 3 February 2012.
  17. Wizz Air launches London Gatwick – Katowice flight (2007-08-09). წაკითხვის თარიღი: 2008-05-05.
  18. Wizz Air adds three new A320 aircraft and doubles capacity in Romania – 15 new routes in the next six months.
  19. Wizz Air begins flights between Debrecen and London from 18 June 2012.
  20. Wizz Air Launches Low Fares to/from Israel.
  21. WIZZ AIR ENTERS AZERBAIJAN. wizzair.com. წაკითხვის თარიღი: 13 June 2015.
  22. Wizz Air will start the route Košice-London in September! - Airport Košice. airportkosice.sk. წაკითხვის თარიღი: 13 June 2015.
  23. Wizz Air to establish its 19th base at Tuzla in Bosna-Herzegovina. წაკითხვის თარიღი: 16 April 2016.
  24. Wizz Air opens base at Kutaisi International Airport“, Agenda.ge, 4 February 2016. წაკითხვის თარიღი: 5 February 2016. 
  25. Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტში 25–ე ბაზა გახსნა
  26. Wizz Air announces 26th base in Chisinau, Moldova“. წაკითხვის თარიღი: 14 August 2017. 
  27. Wizz Air announces 27th base in Varna, Bulgaria“. წაკითხვის თარიღი: 14 August 2017. 
  28. Wizz Air announces UK base London Luton“. წაკითხვის თარიღი: 14 August 2017. 
  29. Airbus Orders and Deliveries (XLS), accessed via Orders & Deliveries. Airbus (31 May 2017). წაკითხვის თარიღი: 18 June 2017
  30. "Global Airline Guide 2017 (Part One)". Airliner World (October 2017): 15.
  31. Airbus (2017-9-14). „Wizz Air firms-up order for 110 A321neo aircraft“ (en). პრეს-რელიზი. http://www.airbus.com/newsroom/press-releases/en/2015/09/wizz-air-firms-up-order-for-110-a321neo-aircraft.html. წაკითხვის თარიღი: 2017-12-29.
  32. Wizzair W6 3141 Bucharest – Rome emergency landing. planecrashes.org. წაკითხვის თარიღი: 13 June 2015.
  33. Wizz Air jet makes safe emergency landing in Rome. Yahoo News (8 June 2013). წაკითხვის თარიღი: 13 June 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Wizz_Air&oldid=3581506“-დან