საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ორგანიზაციის ლოგო

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (ინგლ. International Air Transport Association ან IATA) - არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წევრებია მსოფლიოს ყველა რეგიონის წამყვანი საავიაციო საწარმოები. დაარსდა 1945 წელს. მიზნები - უსაფრთხო, რეგულარული და ეკონომიური საჰაერო ტრანსპორტის განვითარებისა და საავიაციო კომერციული საქმიანობის ხელშეწყობა და ამასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა. უმაღლესი ორგანოა ყოველწლიური საერთო კრება, რომელიც ირჩევს ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდენტსა და წევრებს, განიხილავს გასული წლის ანგარიშებს და ამტკიცებს მომდევნო წლის ბიუჯეტს. აღმასკომი ნიშნავს გენერალურ დირექტორს და, იატას საქმიანობის სხვადასხვა საკითხებზე ქმნის კომიტეტებს, რომლებსაც შემდეგ ამტკიცებს საერთო კრება. იატა წელიწადში ორჯერ ატარებს გადაყვანა-გადაზიდვების შესახებ რეგიონულ კონფერენციებს. იატას მიერ დედამიწა დაყოფილია სამ არედ: 1 - ამერიკის ქვეყნები; 2 - ევროპა და აფრიკა; 3 - აზია (ახლო აღმოსავლეთის გარდა), ავსტრალია და ოკეანეთი. იატა შეიმუშავებს ტარიფების გამოყენების დონისა და წესების რეკომენდაციებს, გადაყვანა-გადაზიდვების საერთო პირობებს, მათ შორის - მგზავრთა მომსახურების სტანდარტებს, ატარებს ავიახაზების ექსპლუატაციის ეკონომიკური და ტექნიკური გამოცდილების განზოგადებისა და გავრცელების სამუშაოს, გადაზიდვის საბუთებისა და კომერციული შეთანხმებების ჩათვლით განრიგების შეთანხმებას. ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე მისი მიღებული გადაწყვეტილებები სარეკომენდაციოა. იატას ფარგლებში მოქმედებს კლირინგის პალატა (ლონდონში), წევრ-ავიასაწარმოთა შორის ურთიერთანგარიშსწორებისთვის, და კონტროლის ბიურო (ნიუ-იორკში) - ასოციაციის წესდების, საერთო კრებისა და რეგიონული კონფერენციების გადაწყვეტილებათა შესრულებაზე კონტროლისთვის. იატას შტაბ-ბინა განთავსებულია მონრეალში (კანადა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დავით გეფერიძე, საერთაშორისო საჰაერო სამართალი, თბ.2009, გამომცემლობა „მერიდიანი“, გვ. 154-165

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]