მეხუთე ავენიუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Street sign at corner of Fifth Avenue and E 57th Street in NYC.jpg
მეხუთე ავენიუ 38-ე ქუჩიდან

მეხუთე ავენიუ (Fifth Avenue) მთავარი გამჭოლი გზატკეცილია მანჰეტენის ცენტრში, ნიუ-იორკი. გადის მიდთაუნის შუაგულში ცენტრალური პარკის აღმოსავლეთ ზღვარის გასწვრივ და ძვირადღირებული პარკის ხედის უძრავი ქონებითა და მრავალი ისტორიული შენობის გამო მდიდარი ნიუ-იორკის სიმბოლოდ ითვლება. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ექსტრავაგანტული სავაჭრო ქუჩაა მსოფლიოში ლონდონის ოქსფორდის ქუჩისა და პარიზის შამს-ელიზეს პარალელურად. ეს ასევე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქუჩაა მსოფლიოში, უტოლდება რა ლონდონისა და ტოკიოს ცენტრალური უბნების არენდის ფასებს.

გამზირს საფძველი ჩაუყარა ჯოზეფ უინსტონ ჰერბერტ ჰოპკინზმა და ის მანჰეტნის ისტ-ვესტ ქუჩების გამყოფი ხაზია, ისევე როგორც ათვლის საწყისი წერტილი ქუჩების სამისამართო ნომრებისთვის ორივე მიმართულებით. მეხუთე ავენიუ ცალმხრივია სამანქანო ტრანსპორტისთვის და მოძრაობ სამხრეთისკენ (დაუნთაუნისკენ) მიედინება. 135-ე ქუჩიდან ზემოთ მოძრაობა ორმხრივია. გამზირი გადაჭიმულია ჩრდილოეთით ვაშინგტონ სქვეა პარკიდან გრინვიჩ ვილიჯს, მიდთაუნსა და ზემო ისტ საიდზე. 124-120-ე ქუჩებს შორის მეხუთე ავენიუს სჭრის მარკუს გარვის პარკი.