პოლ პირსი
| პოლ პირსი | |
|---|---|
|
პირსი სელტიქსში | |
| № 34 – ბოსტონ სელტიქსი | |
| მცირე ფორვარდი | |
| პირადი ინფორმაცია | |
| დაიბადა |
13 ოქტომბერი, 1977 ოკლენდი, კალიფორნია, აშშ |
| ეროვნება | ამერიკელი |
| უმაღლესი სკოლა | Inglewood HS |
| სიმაღლე | 2.01 სმ |
| წონა | 107 კგ |
| კარიერა | |
| კოლეჯი | Kansas (1995–1998) |
| NBA-ის დრაფტი | 1998 / რაუნდი: 1 / არჩევა: მე-10 |
| არჩეული ბოსტონ სელტიქსი | |
| პროფესიონალური კარიერა | 1998-–დღემდე |
| ლიგა | NBA |
| კარიერის ისტორია | |
| 1998- | ბოსტონ სელტიქსი |
| კარიერული მიღწევები და ჯოლდოები | |
| |
პოლ ენტონი პირსი (ინგლ. Paul Anthony Pierce დ. 13 ოქტომბერი, 1977) — ამერიკელი პროფეიონალი კალათბურთელი ფორვარდი, რომელიც მთელ კარიერას ბოსტონ სელტიქსის რიგებში ატარებს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. პირსი 1998 წლის NBA-ის დრაფტზე პირველი რაუნდში მე-10 ნომრად იქნა არჩეული სელტიქსის მიერ. ბოსტონთან ერთად შეძლო 2008 წელს NBA-ის ჩემპიონის ტიტულის მოგება, სადაც ფინალის MVP-ით დაჯილდოვდა კიდეც. პირსი არის იმ სამი მოთამაშიდან ერთ-ერთი, ლარი ბირდთან და ჯონ ჰევლიჩეკთან ერთად, რომელმაც გუნდის ისტორიაში 20 000 ქულას გადააბიჯა. ის ასევე ინარჩუნებს გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი 3 ქულიანის ჩაგდებულის რეკორდს. ბოსტონის ისტორიაში მას ჩატარებული მატჩებით მე-3 ადგილი უკავია, ქულებით მე-2, მე-7 ტოტალური მოხსნებით, მე-5 ტოტალური ასისტენტით და მე-2 მოპარვებით. მისი ზედმეტსახელია „სიმართლე“ ("The Truth"), რომელიც 2001 წლის 15 მარტს მას შაკილ ო'ნილისგან ეწოდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კარიერის სტატისტიკა NBA.com-ზე და basketball-reference.com-ზე დაარქივებული 2013-04-05 საიტზე Wayback Machine.
- University of Kansas Men's Basketball დაარქივებული 2005-01-21 საიტზე Wayback Machine.
- პოლ პირსის ოფიციალური საიტი
- RedsArmy.com: The Voice Of Celtics Fans დაარქივებული 2007-10-12 საიტზე Wayback Machine.
- [1]
| ||||||||