სტივ ნეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სტივ ნეში

სტივ ნეში ლოს-ანჯელეს ლეიკერსში, 2013 წელი
№ 13 , 10
გამთამაშებელი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 7 თებერვალი, 1974 (1974-02-07) (45 წლის)
იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკა
ეროვნება კანადელი კანადის დროშა კანადა
უმაღლესი სკოლა წმინდა მიქაელის უნივერსტეტი (ვიქტორია, ბრიტანეთის კოლუმბია)
სიმაღლე 1.91 სმ სმ
წონა 82 კგ კგ
კარიერა
კოლეჯი სანტა კლარა (1992-1996)
ლიგა NBA
კარიერის ისტორია
1996-1998 ფინიქს სანსი
1998-2004 დალას მავერიქსი
2004-2012 ფინიქს სანსი
2012-2015 ლოს-ანჯელეს ლეიკერსი

სტეფან ჯონ ნეში (ინგლ. Steve Nash; დ. 7 თებერვალი, 1974) — კანადელი პროფესიონალი კალათბურთელი, რომელმაც 18 სეზონი ითამაშა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). ნეში ორჯერ დასახელდა NBA-ს ყველაზე ღირებულ მოთამაშედ, „ფინიქს სანსში“ თამაშისას. ის ამჟამად კანადის ნაციონალური გუნდის გენერალური მენეჯერი და გოლდენ სტეიტ უორიორსის მოთამაშეების განვითარების კონსულტანტია.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეში დაიბადა 1974 წლის 7 თებერვალს სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში. დედა, ჯინი, იყო უელსელი, ხოლო მამა, ჯონი, ინგლისელი.[1][2][3] მისი ოჯახი გადავიდა რეჯაინაში, ვიქტორიაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში ჩასვლამდე. ამ დროს ნეში 18 თვის იყო. აქედან გამომდინარე, მას აქვს როგორც ბრიტანეთის, ასევე კანადის მოქალაქეობა. კანადაში დასახლებამდე, სტივის მამა მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში ფეხბურთს თამაშობდა. ნეშიც ყოველთვის თამაშობდა ფეხბურთს და ჰოკეის თავის უმცროს ძმასთან, მარტინთან ერთად და 12-13 წლამდე კალათბურთის თამაში არ დაუწყია. სანამ, მერვე კლასში მან დედას არ განუცხადა, რომ ითამაშებდა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში და გახდებოდა ვარსკვლავი.

ბრიტანეთის კოლუმბიაში წარმატებული მაღალი კლასის საკალათბურთო კარიერის შემდეგ ნეშმა კალიფორნიაში, სანტა კლარას უნივერსიტეტისს სტიპენდია მიიღო. ბრონკოში მის ოთხ სეზონში, გუნდმა NCAA ტურნირი ოთხჯერ ჩაატარა, სადაც ის ორჯერ დასახელდა დასავლეთ სანაპიროს კონფერენციის (WCC) წლის მოთამაშედ. 2004-2005 წლების სეზონში ნეში ლიდერობდა სანსს დასავლეთ კონფერენციის ფინალში და დასახელდა ლიგის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ (MVP). ის ასევე დასახელდა ყველაზე ღირებულ მოთამაშედ 2005-2006 წლების სეზონში. ნეში მიჩნეულია ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ სამქულიანების სროლაში, თავისუფალ სროლაში და ასისტებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Governor General Announces New Appointments to the Order of Canada, gg.ca. Retrieved 9 მარტი, 2008.
  2. Stephen John Nash, protocol.gov.bc.ca. დაარქივებულია 9 მარტი, 2008.
  3. About Steve. stevenash.org. webarchive (27 იანვარი, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან - 20 თებერვალი, 2008.