Entangled (სიმღერა)
„Entangled“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — ჯენესისი | ||||
ალბომიდან A Trick of the Tail | ||||
გამოსვლის თარიღი | 20 თებერვალი 1976 | |||
ჩაიწერა | ოქტომბერი-ნოემბერი 1975 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 6:27 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Charisma/Virgin (ბრიტანეთი) Atco (აშშ) | |||
ავტორ(ებ)ი | ტონი ბენქსი, სტივ ჰეკეტი | |||
პროდიუსერი | დეივიდ ჰენჩელი, ჯენესისი | |||
ჯენესისი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
„Entangled“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის სიმღერა და სინგლი ალბომიდან A Trick of the Tail. სინგლის მეორე გვერდზე ჩაწერილი იყო A Trick Of The Tail, იგივე ალბომში შეტანილი კომპოზიცია.
სიმღერის ავტორები არიან ტონი ბენქსი და სტივ ჰეკეტი. მასში ჟღერს რამდენიმე 12 სიმიანი გიტარა. კომპოზიციის ტექსტში საუბარი ავადმყოფობის უსიამოვნო პერიოდზე. დასასრულს ჟღერს ბენქსის მელოტრონით იმიტირებული გუნდის გალობა. ბენქსის თქმით, ჰეკეტის მიერ დაწერილი ვერსიის თვლა იყო 6/8, მაგრამ არ იგულისხმებოდა, რომ დაემატებოდა გუნდიც. ბენქსმა სტუდიაში მოიტანა საკუთარი კომპოზიცია, რომელიც ასევე 6/8 თვლაში იყო წარმოდგენილი და ორივე გაერთიანებული იქნა. ფილ კოლინზი მღეროდა ბენქსის საფორტეპიანო სოლოს იდენტურ პარტიას.
სიმღერა ცოცხლად სრულდებოდა მხოლოდ 1976-1980 წლებში. საკონცერტო ვერსია 1976 წლის კონცერტიდან (გლაზგო) წარმოდგენილია ალბომის A Trick of the Tail 2007 წლის რემასტერის დამატებით DVD-ზე.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Entangled - 3:24
- A Trick of the Tail
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფილ კოლინზი – ვოკალი, გლოკენშპილი
- სტივ ჰეკეტი – ელექტრონული გიტარა, 12 სიმიანი გიტარა
- ტონი ბენქსი – 12 სიმიანი გიტარა, მელოტრონი, სინთეზატორი ARP 2600
- მაიკ რეზერფორდი – 12 სიმიანი გიტარა, ბას-პედალი