Duran Duran

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Duran Duran
Duran Duran 2011.jpg
Duran Duran SXSW-ზე, ოსტინი, ტეხასი, 2011. მარცხნიდან მარჯვნივ: ჯონ ტეილორი (ბასი), საიმონ ლე ბონი (ვოკალი), დომ ბრაუნი (გიტარა), როჯერ ტეილორი (დასარტყმელები) და ნიკ როუდზი (კლავიშებიანები).
ბიოგრაფია
წარმოშობა ბირმინგემი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
ჟანრ(ებ)ი ახალი ტალღა[1][2][3][4]
პოპ-როკი
სინთპოპი
დენს-როკი
აქტიური 1978-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Capitol, EMI, Parlophone, Virgin, Epic, Hollywood, Tapemodern, Allido
ასოციაციები Arcadia, Power Station, TV Mania, Neurotic Outsiders, The Devils, რობერტ პალმერი, მარკ რონსონი
საიტი duranduran.com
წევრები საიმონ ლე ბონი
ნიკ როუდზი
ჯონ ტეილორი
როჯერ ტეილორი
ყოფილი წევრები ენდი ტეილორი
სტერლინგ კემპბელი
უორენ კუკურილო
სტივენ დაფი
ენდი უიკეტი
საიმონ კოული
ალან კერტისი
ჯეფ თომასი

Duran Duranინგლისური პოპ ჯგუფი, ცნობილი თავისი პოპულარული სინგლების სერიებით და კაშკაშა მუსიკალური ვიდეოებით. ის ყველაზე კომერციულად წარმატებული ჯგუფი იყო ახალ რომანტიკულ ჯგუფებიდან და ლიდერი ჯგუფი იყო MTV-ის მიერ განპირობებულ „მეორე ბრიტანული შემოსევისა“ აშშ-ში. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჯგუფი ბილბორდის ცხელ 100-ეულში 21 სინგლით და ბრიტანეთის სინგლების ჩარტის ტოპ 40-ში 30-ით მოხვდა. Duran Duran-ს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.[5][6]

ისტორია[რედაქტირება]

1978–1980: შექმნა და ადრეული წლები[რედაქტირება]

ჯონ ტეილორმა და ნიკ როუდზმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი 1978 წელს, ბირმინგემში, სადაც კლუბ Rum Runner-ში მუდმივ გამოსვლელ ჯგუფად იქცნენ. თავდაპირველად კლუბში სხვა მოვალეობებს ასრულებდნენ - ჯონი კარში იდგა, ხოლო ნიკი ერთ ღამეში დიჯეის სახით 10 გირვანქად მუშაობდა. მათ დაიწყეს ერთად დაკვრა, რეპეტიციები და გამოსვლები. ახლოს სხვა ღამის კლუბებიც იყო. ერთ-ერთ ასეთს, ერქვა Barbarella's - მასში სექს პისტოლზი და The Clash უკრავდნენ. სახელწოდება კოლექტივს დაერქვა ფილმის „ბარბარელა“ პერსონაჟის ექიმ დიურანდ დიურანდის პატივსაცემად.

ჯგუფის პირველი ვოკალისტი იყო სტივენ დაფი. ტეილორს, როუდზსა და დაფის მალე შეუერთდა საიმონ კოლი. კოლი იყო ჯგუფის პირველი ბას-გიტარისტი, ხოლო ტეილორი ამ პერიოდში წამყვანი გიტარისტ იყო. ეს იყო ჯგუფის პირველი სრულყოფილი შემადგენლობა, რომელიც გამოდიოდა კონცერტებით. დასარტყმელებზე და პერკუსიისათვის გამოიყენებოდა დრამ-მანქანა. დროდადრო ჯგუფი იცვლიდა გიტარისტებს, მაგრამ 1979 წელს, მას შემდეგ რაც დაფიმ მიატოვა Duran Duran, ადგილი ჰქონდა კიდევ რამდენიმე ცვლილებას[7]. საიმონ ლე ბონის მოსვლამდე მნიშვნელოვან შემოქმედებით ძალას წარმოადგენდა ენდი უიკეტი, რომელიც ცნობილია, როგორც ჰიტ-სინგლის „Girls on Film“ ერთ-ერთი თანაავტორი (ცნობილია, რომ იგი ჯგუფის ადრეული დემოების ჩაწერაშიც მონაწილეობდა). ტეილორის და უიკეტის საიტების თანახმად, ეს უკანასკნელი იყო ადრეული დემოს ავტორი, სიმღერისთვის, რომელიც იქცა „Rio“-დ. კოლის და უიკეტის წასვლის შემდეგ ჯგუფში მოვიდნენ ვოკალისტი ჯეფ თომასი და გიტარისტი ალან კერტისი, თუმცა ხანმოკლე პერიოდით. საბოლოოდ, 1980 წელს ენდი ტეილორი წამყვანი გიტარისტი გახდა, ხოლო საიმონ ლე ბონი - ვოკალისტი.

დრამერ როჯერ ტეილორის 1979 წელს ერთ-ერთ წვეულებაზე გაცნობას მოჰყვა ჯონ ტეილორის ბას-გიტარაზე გადასვლა. როჯერი გახდა ჯგუფის ორიგინალური დრამერი. ამ შემადგენლობამ (ტეილორი - ბასზე და გიტარაზე, ისევე, როგორც როუდზმა, უიკეტმა და როჯერ ტეილორმა) ჩაწერა Duran Duran-ის პირველი დემო ფირები. 1980 წლის აპრილში გიტარისტი ენდი ტეილორი ნიუკასლიდან მოსმენაზე ჩამოვიდა, მას შემდეგ, რაც Melody Maker-ში გამოქვეყნებული განცხადება წაიკითხა. 1980 წლის მაისში ლონდონელი ვოკალისტი საიმონ ლე ბონი ჯგუფს ურჩია უკანასკნელის ყოფილმა მეგობარმა გოგონამ, რომელიც Rum Runner-ში მუშაობდა.[8] კლუბის მფლობელები, ძმები პოლ და მაიკლ ბეროუ, იქცნენ ბენდის მენეჯერებად და ბიჭებს ფულს უხდიდნენ კლუბში შესრულებული სხვა მოვალეობებისთვისაც.

ჯგუფი ძირითადად ახალი რომანტიკის წარმომადგენლად ითვლებოდა, ამ სტილის სხვა კოლექტივებთან ერთად (მაგალითად, Spandau Ballet, Japan და ABC.[9] 1980 წელს მათ ჩაწერეს ორი დემო ფირი და უკრავდნენ ბირმინგემისა და ლონდონის კლუბებში. 1980 წლის ბოლოს, როდესაც ჰეზელ ო'კონორის კონცერტებს ხსნიდნენ, მიიქციეს კრიტიკოსთა ყურადღება, საბოლოოდ კი მათთან კონტრაქტისთვის ორი კომპანია იბრძოდა - EMI და Phonogram Records.[10] ჯგუფმა დეკემბერში EMI-სთან ურთიერთობა აირჩია.

Duran Duran იყო ერთ-ერთი პირველი იმ ჯგუფებიდან, რომლებიც საკუთარი სიმღერების რემიქსებს ქმნიდნენ. ციფრული სინთეზატორების და მარტივი სემპლინგის გამოჩენამდე მათ შექმნეს საკუთარი სინგლების მრავალდონიანი არანჟირებები, სტუდიაში თავდაპირველად ჩაწერილი მასალების უფრო ვრცელი ვერსიეის სახითაც კი. მათ „night versions“-ს უწოდებენ. ასეთი ჩანაწერები შეტანილია გრამფირფიტებზე A და B მხარეების სახით ან 12 დუიმიან სინგლებზე, თუმცა 1999 წელს სრული კოლექცია გამოვიდა Night Versions: The Essential Duran Duran-ის სახით.

კარიერის დასაწყისიდან ჯგუფის ყველა წევრი ვიზუალურ სტილსაც იცავდა. სტილისტ პერი ჰეინზთან და მოდის დიზაინერებთან ენტონი პრაისთან და Kahn & Bell-თან თანამშრომლობით მათ შეიქმნეს ელეგანტური და დახვეწილი იმიჯი, რაც ახალი რომანტიკის კიდევ ერთი წარმომადგენლის, Adam and the Ants-ის მიერ შექმნილი მეკობრული იმიჯისგან მნიშვნელოვანი განსხვავება იყო. კარიერის განმავლობაში ისინი განაგრძობდნენ მოდის დიზაინერებთან მუშაობას. 1990-იანებში ასეთი იყო ვივიენ ვესტვუდი, 2000-იანებში - ჯორჯიო არმანი. ჯგუფი შემოქმედებითად მართავდა ვიზუალური წარდგენის მხარეს და გრაფიკულ დიზაინერ მალკოლმ გერეტთან თანამშრომლობდა. მასთან და სხვა დიზაინერებთან ერთად წლების განმავლობაში იქმნებოდა ალბომების გარეკანები, ტურნეების პროგრამები და სხვა მასალები.[11]

ჯგუფის ხუთივე წევრი ფოტოგენური იყო. ბრიტანეთის მოზარდები და მუსიკალური ჟურნალები დაინტერესდნენ მათი გარეგნობით. პოპულარობა აშშ-შიც განმეორდა. მათი სახეები ჟურნალების გარეკანებიდან ან მასალებიდან თითქმის არ ქრებოდა - მაგალითებია Smash Hits და Tiger Beat. ჯონ ტეილორის უთქვამს, რომ „ჯგუფი ჰგავდა Quality Street-ის შოკოლადის ყუთებს - ყველას საკუთარი საყვარელი წევრი ჰყავდა.“[12] მოგვიანებით Duran Duran ნანობდა ჟურნალებში ამ ადრეულ როტაციას, მაგრამ იმ პერიოდში მან ხელი შეუწყო ჯგუფისადმი ეროვნულ სივრცეში ინტერესის გაღვივებას. ჟურნალთან Rock Fever Superstars ინტერვიუში, 1988 წლის დასაწყისში, ჯონ ტეილორი ამბობდა:

„1979 წლამდე რაღაც გეი-იმიჯი გვქონდა, მერე კი დაიწყო შესანიშნავი ხუთეულის მოდა და საქმე ცუდად წავიდა. ნამდვილად ცუდად. ეს არ მსურდა...არა, რა თქმა უნდა, მომწონდა, რომ ჩემი დანახვისას კიოდნენ. იყო დრო, რომ ნამდვილად მომწონდა.“[13]

შემადგენლობა[რედაქტირება]

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Duran Duran-ის დისკოგრაფია.
სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Duran Duran: biography. The Guardian. ციტატა: „an electronic pop-rock band that was part of the new wave music movement in the early 1980s.“ წაკითხვის თარიღი: April 2014.
  2. Thomas, Stephen. Duran Duran - Music Biography, Credits and Discography. AllMusic. ციტატა: „Duran Duran personified new wave for much of the mainstream audience“ წაკითხვის თარიღი: 1 March 2013.
  3. Influential 80's New Wave Bands. Like Totaly 80s. წაკითხვის თარიღი: 14 March 2014.
  4. Jeremy Helligar. (March 9, 2014)Pop Music Could Use Another Decade as 'Gay' as the '80s. Huffington Post. წაკითხვის თარიღი: April 2014.
  5. Nostalgia: When Duran Duran rocked Aston Villa ground. Sunday Mercury (18 July 2009). წაკითხვის თარიღი: 19 December 2010.
  6. Duran Duran Release Physical LP ALL YOU NEED IS NOW March 22, 2011 on S-Curve Records“. წაკითხვის თარიღი: 25 February 2011. 
  7. Odell, Michael. “Fame Had Its Way With Us!“, Blender, Dennis Publishing, June–July 2003. წაკითხვის თარიღი: 1 May 2007. 
  8. Green, Jo-Anne (16 January 1998). „Your Mission, Barbarella: Find Duran Duran“. Goldmine 24 (456). წაკითხვის თარიღი: 1 May 2007. 
  9. Sims (1999), p. 96.
  10. Malins (2006), p. 60
  11. De Graaf, Kaspar (1982). Duran Duran: Their Story. UK: Cherry Lane Books, გვ. 14. ISBN 0-86276-171-9. 
  12. De Graaf & Garret (1982), p. 15.
  13. Sprague, David: The Death of Duran Duran. Rock Fever Superstars, issue January 1988, p.21


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Duran_Duran&oldid=2952471“-დან