Come Undone (Duran Duran-ის სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„Come Undone“
სინგლი  – Duran Duran
ალბომიდან Duran Duran (The Wedding Album)
B-მხარე Time for Temptation,
Stop Dead,
Falling Angel
გამოსვლის თარიღი 29 მარტი 1993
ფორმატი CD
ჩაიწერა Privacy Studio, ლონდონი, 1993
ჟანრი ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 4:38
ლეიბლი EMI - DD 17
სიმღერის ავტორი Duran Duran
პროდიუსერი Duran Duran
Duran Duran – სინგლების ქრონოლოგია

Ordinary World
(1992)
Come Undone
(1993)
Too Much Information
(1993)

Come Undone — ინგლისური როკ-ჯგუფ Duran Duran-ის სიმღერა და სინგლი ალბომიდან Duran Duran (The Wedding Album). გამოვიდა 1993 წელს.

სიმღერა მოხვდა აშშ-ის საუკეთესო ათეულში და წარმატება იქონია ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის გიტარისტი უორენ კუკურულო მითითებულია, როგორც სიმღერის ინსტრუმენტული ნაწილის თანაავტორი, განსაკუთრებით, გიტარის მელოდიის გამო, რომელიც მან მოიგონა ალბომში Liberty შეტანილი სიმღერის „First Impression“ ახალი ინტერპრეტაციის ძიებისას. 2005 წელს კუკუროლომ ავტორ სტივ მელინსთან საუბრისას აღნიშნა, რომ იგი და ნიკ როუდზი თავდაპირველად აპირებდნენ სიმღერის სხვა სახით, Duran Duran-ის გარეშე, —გევინ როსდეილთან ერთად გამოყენებას, მაგრამ გადაწყვეტილება შეცვალეს, როდესაც საიმონ ლე ბონს მოეწონა მელოდია და გადაწყვიტა ტექსტის შექმნა.[1] სიმღერა ალბომში შეიტანეს უკანასკნელ წამს, როდესაც ჩამოყალიბებული იყო სიმღერების ძირითადი სია. ტექსტი ლე ბონმა საჩუქრად, მეუღლეს, იასმინს მიუძღვნა.

ჯგუფის ბასისტი ჯონ ტეილორი ამ სიმღერაში ბას-გიტარაზე არ უკრავს, თუმცა მის ოფიციალურ კლიპში ჩნდება. ნიკ როუდზმა და ჯონ ჯონსმა დაუკრეს სინთეზატორებზე. ტესა ნაილზი ასრულებს ბეკ-ვოკალს. სიმღერაში ასევე ჟღერს ჯგუფის The Soul Searchers „Ashley's Roachclip“-ის ნაწყვეტი.

პროდიუსერ ჯონ ჯონსის კომენტარი: „იმ პერიოდში უკვე დავასრულეთ Wedding Album და მისი მასტერინგი და დავიწყეთ ქავერ-ალბომი Thank You. ერთ დღეს ავიღეთ დრამების და ბასის ნაწყვეტი დემო-ჩანაწერიდან „Face to Face“ და დავუმატეთ გიტარის რიგი, რომელიც უორენმა მოიგონა „First Impression“-ის „ქავერ-ვერსიის“ შემუშავებისას. რამდენიმე საათის შეემდეგ ეს სიმღერა ლოს-ანჯელესში Capitol-ის ხალხს ტელეფონით მოვასმენინეთ და გვითხრეს, რომ ახალ ალბომზე მისი მოსმენა სურდათ. დღისით ნიკი მოვიდა სტუდიაში და ეს შესავალი გადაკეთდა სიმღერა, რომელიც საღამოს საიმონს მოვასმენინეთ. მეორე დღეს დაბრუნდა ტექსტებით და მელოდიით და ვფიქრობ, ვოკალი შემდეგ დღეს ჩავწერეთ. მეოთხე დღეს დავასრულეთ სიმღერის დეტალები და მიქსისათვის შვეიცარიაში დევიდ რიჩარდსს გადავუგზავნეთ.“

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის ოფიციალური კლიპის რეჟისორი ჯულიენ ტემპლია. ჯგუფის კადრები გადაიღეს ლონდონის აკვარიუმის ტერიტორიაზე. ეს კადრები შეურიეს სხვადასხვა ადამიანის კადრებს. გადაღებულ ადამიანებს შორის არის გოგონა, რომელიც ხედავს მშობლებს; მოხუცი წყვილი, რომელიც გადაურჩა დატბორვას; ალკოჰოლიკი და ადამიანი, რომელიც როგორც კაცის, ასევე ქალის სამოსებს ატარებს. კლიპში ასევე ჩნდება ქალი, რომელიც წყალში იძირება და ცდილობს ბორკილებისგან გათავისუფლებას. ლე ბონი და ტეილორი ჩაცმულები არიან ვივიენ ვესტვუდის სტილის კოსტუმებში, რაც ითვლება ჯგუფის ადრეული, ახალი რომანტიკის პერიოდისადმი მიძღვნად.

კლიპის ნაწილი ჩანს ეპიზოდში „No Laughing“, სერიალიდან „ბივისი და ბატ-ჰედი“

B-გვერდები, ბონუს-სიმღერები და რემიქსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინგლი ბრიტანეთში გამოიცა 1993 წლის 29 მარტს, b-გვერდით Ordinary World (აკუსტიკური ვერსიის სახით). ეს იყო სინგლის ოფიციალური ბრიტანული b-გვერდი, გარდა „Come Undone“-ის ორი ოფიციალური რემიქსისა.

აშშ-ში სინგლში b-გვერდების სახით შევიდა სამი სიმღერა, დაწერილი ალბომზე მუშაობისას - „Time for Temptation“, „Stop Dead“ და „Falling Angel“. კოლექციონერებისათვის აშშ გამოცემებში წარმოდგენილი იქნა „To the Shore“-ის ალტერნატიული მიქსი, CD ფორმატში კი პირველად გამოიცა „The Chauffeur (Blue Silver)“.

რემიქსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mix 1 Master (იგივე 12" Mix - Comin' Together)
  • Mix 2 Master
  • Churban Mix (იგივე US Remix)
  • La Fin de Siècle
  • FGI Phumpin' 12
  • Come Undub
  • TV Synth Strings

ქავერ-ვერსიები, სემპლირება და აღნიშვნა მედიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის ქავერ-ვერსიები სხვადასხვა დროს შესრულდა მრავალი მუსიკოსისადა და ჯგუფის მიერ. მათ შორის არიან: Mad at Gravity, Sonnet to Sleep, Bachelor Girl, Home Grown, Cavo, It Dies Today, My Darkest Days და Adrenaline Mob.

ადგილები ჩარტებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Come Undone ბრიტანეთში 13-ე (10 აპრილი), ბილბორდის (აშშ) ჩარტში 7-ე (19 ივნისი), კანადაში 2-ე (17 ივნისი), ავსტრალიაში 19-ე, საფრანგეთში 26-ე და შვედეთში 21-ე პოზიციამდე მივიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Malins, S: Duran Duran - Notorious: The Unauthorized Biography, page 221. Carlton Publishing Group, 2005.