ტაიმზ-სკვერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტაიმზ-სქვერი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაიმზ-სკვერი საღამოს
ტაიმზ-სკვერი ღამით

ტაიმზ-სკვერი (ინგლ. Times Square) — მანჰეტენის (ნიუ-იორკი) ერთ-ერთი უბანი, ცენტრით 42-ე ქუჩისა და ბროდვეის გადაკვეთაზე, რომელსაც სახელი ერთ დროს ნიუ-იორკ ტაიმზის შტაბ-ბინის მდებარეობის გამო დაერქვა. უბანი მოიცავს ბლოკებს მე-6 და მე-9 ავენიუებს შორის აღმოსავლეთიდან დასავლეთზე და 39-ე და 52-ე ქუჩებს შორის სამხრეთიდან ჩრდილოეთზე. ის შეადგენს მიდტაუნ-მანჰეტენის კომერციული ზონის დასავლეთის ნაწილს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიუ-იორკ ტაიმზის გამომცემელმა ადოლფ ოხსმა გაზეთის საოპერაციო ნაწილი ახალ შენობაში გადაიტანა 42-ე ქუჩაზე ადგილზე, რომელიც იმ დროს ცნობილი იყო, როგორც ლონგაქრის მოედანი. ოხსმა დაიყოლია ქალაქის მერი ჯორჯ მაკკლელანი ამ ადგილას მეტროს სადგური აეშენებინა და მოედნისთვის კი "ტაიმზ-სკვერი" დაერქვა. 1904 წლის 8 აპრილს საზეიმო ცერემონიალზე მერმა მაკკლელანმა ამ მოედანს ოფიციალურად "ტაიმზ-სკვერი" დაარქვა. სამ კვირაში 46-ე ქუჩისა და ბროდვეის კუთხეში მდებარე ბანკის შენობაზე პირველი სარეკლამო პანო გამოჩნდა.

ტაიმზი ყოფილი შენობიდან 1913 წელს გადავიდა, თუმცა ეს უბანი არ მიუტოვებია. ცათამბჯენი, რომელსაც ადრე "ელაიდ ქემიკალ ბილდინგი" ერქვა, ხოლო ამჟამად ცნობილია როგორც #1 ტაიმზ-სკვერი, ყოველწლიურად ნიუ-იორკის ახალი წლის მთავარი საზეიმო ცერემონიალის - საახალწლო ბურთის ვარდნის ადგილია. 1907 წლის 31 დეკემბერს ახალი წლის აღმნიშვნელი ბურთი პირველად იქნა ჩამოგდებული ტაიმზ-სკვერზე და მას შემდეგ ის ნიუ-იორკის საახალწლო ზეიმის მთავარ შემადგენელ ნაწილად იქცა. ამ ღამეს ასობით ათასი ადამიანი იკრიბება მოედანზე უოტერფორდის კრისტალის ბურთის შენობის ქიმზე ჩამოსვლის საყურებლად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]