ჰოლივუდის დიდების ხეივანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰოლივუდის დიდების ხეივანი
34°06′06″ ჩ. გ. 118°19′36″ დ. გ. / 34.10167° ჩ. გ. 118.32667° დ. გ. / 34.10167; -118.32667
დაარსდა 1958
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
მდებარეობა ლოს-ანჯელესი
ვიზიტორები 10 მილიონი ყოველწლიურად[1]
ოფიციალური საიტი walkoffame.com
Map

ჰოლივუდის დიდების ხეივანი (ინგლ. Hollywood Walk of Fame) — ტროტუარი ჰოლივუდის ბულვარსა და ვაინ-სტრიტის გასწვრივ, რომელიც მდებარეობს ჰოლივუდში, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, აშშ-ში. ის მიჩნეულია გასართობი ინდუსტრიის დიდების დარბაზად. მისი დიზაინერია სამხრეთ-კალიფორნიელი ხელოვანი ოლივერ ვეისმულერი, რომელიც ქალაქმა დაიქირავა 1953 წელს, რათა ჰოლივუდისათვის ერთგვარი იერსახე მიენიჭებინა და დიდების ხეივანი სწორედაც რომ წარმოადგენს ერთ-ერთს იმ სრულყოფათაგან, რაც ქალაქმა იმ პერიოდში განიცადა. ხეივანი მოჭედილია 2 000-ზე მეტი ხუთქიმიანი ვარსკვლავით, რომლებზედაც ამოტვიფრულია არა მხოლოდ სახელგანთქმულ ადამიანთა სახელები, არამედ შეთხზული გმირებისაც, რომელნიც გასართობ ინდუსტრიაში თავიანთი წვლილის გამო აღიარებულნი არიან ჰოლივუდის კომერციული პალატის მიერ. ხეივანი ინახება თვითდაფინანსებით. პირველი ვარსკვლავით, რომელიც 1960 წლის 9 თებერვალს გაიხსნა, დაჯილდოვდა ჯოან ვუდვარდი.

რესურსები ინტერენტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Martín, Hugo (2010-02-06). „Golden milestone for the Hollywood Walk of Fame“. Los Angeles Times (ინგლისური). ISSN 0458-3035. ციტირების თარიღი: 2017-08-14.