ნაომი კემპბელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაომი კემპბელი
ნაომი კემპბელი
ნამდვილი სახელი ნაომი ელეინ კემპბელი
დაბ. თარიღი 22 მაისი, 1970 (1970-05-22) (46 წლის)[1]
დაბ. ადგილი სტრითემი, ლონდონი, ინგლისი
სიმაღლე 1,75 სმ
მკერდი 86 სმ
წელი 61 სმ
თეძო 86 სმ
თმის ფერო მუქი-წაბლისფერი
თვალები თაფლისფერი
ეროვნება ბრიტანელი

ნაომი ელეინ კემპბელი (ინგლ. Naomi Elaine Campbell; დ. 22 მაისი, 1970) — ინგლისელი სუპერმოდელი, მსახიობი, მომღერალი, სიმღერების ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაომი კემპბელი სთრითემში, ლონდონში დაიბადა. დედამისი ვალერი კემპბელი (ქალიშვილობის გვარით მორისი) იამაიკური წარმოშობის ყოფილი ბალერინაა. დედის სურვილის თანახმად, ნაომის თავისი უცნობი მამა არასდროს უნახავს, რომელმაც 18 წლის ვალერი, ორი თვის ნაომით ხელში, სამუდამოდ მიატოვა. ნაომის არა მხოლოდ იამაიკური, არამედ ჩინური წარმოშობაც აქვს, კერძოდ კი, მამამისის დედის ხაზით (მინგის გვარის წარმომადგენლები). საკუთარ გარეგნობაზე ნაომი ამბობს: „ჩემი ნაკვთები სრულიად ეთნიკურია და მე ამით ვამაყობ“.

ბავშვობაში ნაომი ძიძასთან დიდ დროს ატარებდა, როდესაც დედამისი ევროპის გარშემო საცეკვაო ტურნეთი იმყოფებოდა ხოლმე კორდებალეტ „ფანტასტიკასთან“ ერთად. 10 წლისა „იტალიის კონტის საბალეტო აკადემიაში“ ჩაირიცხა. ის დანრეივენის მოწინავე სკოლაში დადიოდა, რომელიც ლონდონში, სთრითემის ლონდონის შიდა საგანმანათლებლო დაწესებულებად იწოდება.

ნაომის პირველი გამოჩენა საზოგადოების წინაშე 1978 წელს მოხდა, როდესაც 7 წლის გოგონა ბობ მარლიმ მუსიკალურ კლიპში Is This Love? გადაიღო. 1982 წელს კი მეორე კლიპი გამოვიდა მისი მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ ამ ვიდეოშო ნაომი უკვე ცეკვავს. პოდიუმზეა 15 წლიდან.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Naomi Campbell Biography. biography.com. წაკითხვის თარიღი: 3 April 2014.