შინაარსზე გადასვლა

ჯიმი პეიჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯიმი პეიჯი

ჯიმი პეიჯი 2013 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯეიმზ პატრიკ პეიჯი
დაბ. თარიღი 9 იანვარი, 1944 (1944-01-09) (80 წლის)
ჰესტონი, მიდლსექსი, ინგლისი
დაბ. ადგილი Heston[1]
ჟანრ(ებ)ი მძიმე როკი, მძიმე მეტალი, ბლუზ-როკი, როკ ენ როლი, ფოლკ როკი
საქმიანობა მუსიკოსი, პროდიუსერი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, მანდოლინა, ციმბალი, ტერემინი, ბას გიტარა, ბანჯო, ჰარმონიკა, სიტარი, სინთეზატორი, დაირა, ბორბლიანი ვიოლინო, პედლის გიტარა, კლავიშები, ვოკალი
აქტიური 1962-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Swan Song, Atlantic, Geffen, Fontana, Mercury
საიტი jimmypage.com
ჯიმი პეიჯი ვიკისაწყობში

ჯეიმზ პატრიკ „ჯიმი“ პეიჯი (ინგლ. James Patrick „Jimmy“ Page, დ. 1944, 9 იანვარი) — ინგლისელი გიტარისტი, კომპოზიტორი და პროდიუსერი. მისი პირველი ჯგუფი იყო The Yardbirds, 1966 წლიდან 1968 წლამდე, რის შემდეგაც მან დააარსა ინგლისური როკ-ჯგუფი ლედ ზეპელინი.

ჯიმი პეიჯი Allmusic-ის (ყოფილი AMG) მიერ შეფასებულია როგორც ”ყველა დროის უდავოდ ერთ-ერთი გავლენიანი, მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი გიტარისტი და კომპოზიტორი როკის ისტორიაში”. 2004 წელს პეიჯმა დაიკავა მეოთხე ადგილი ჟურნალ Classic Rock Magazine-ის მიერ გამოქვეყნებულ ”გიტარის 100 ყველაზე ველური გმირის” სიაში, ხოლო ჟურნალმა Rolling Stone-მა მიანიჭა მეცხრე პოზიცია ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტს შორის. ჯიმი პეიჯი ორჯერ შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. პირველად 1992 წელს როგორც The Yardbirds-ის წევრი და მეორედ 1995 წელს როგორც ლედ ზეპელინის წევრი.

პეიჯი დაიბადა ლონდონში სამრეწველო პერსონალის მენეჯერის ჯეიმზ პეიჯისა და პატრისია პეიჯის ოჯახში 1944 წელს. ის 12 წლის იყო როდესაც დაიწყო გიტარაზე დაკვრა, ის ითვლება თვითნასწავლ გიტარისტად. 13 წლის ასაკში ის კვარტეტთან ერთად გამოვიდა ბიბისის ტალანტების აღმომჩენ საბავშვო პროგრამაში 1957 წელს. მათ შეასრულეს სიმღერა Mama Don't Want To Skiffle Anymore. როდესაც პროგრამის წამყვანმა კითხა პეიჯს რისი გაკეთება სურდა მას სკოლის დამტავრების შემდეგ,პეიჯმა უპასუხა რომ სურდა ბიოლოგიის მკვლევარი, რათა აღმოეჩინა კიბოს წამალი თუ მანამდე არ მიაგნებდნენ მას.

The Yardbirds ჯიმი პეიჯი შეუერთდა 1966 წელს, ბას გიტარისტის ამპლუაში, რადგანაც მისი წინა ბას გიტარისტი პოლ სემუელ სმიტი წავიდა ბენდიდან. რამდენიმე ხნის შემდეგ პეიჯი სოლო გიტარაზე გადაერთო და სოლო პარტიებს ასრულებდა ჯეფ ბეკთან ერთად.

ჯგუფიდან ბეკის წასვლის შემდეგ, 1966 წელს, The Yardbirds, რომელიც დაღლილი იყო მუდმივი ტურებითა და ჩაწერით, დაშლა დაიწყო. პეიჯს სურდა სუპერჯგუფის შექმნა, სადაც ბეკიც და The Yardbirds-ის კიდევ ორი მუსიკოსი, კიტ მუნი და ჯონ ენუისტლი დაუკრავდნენ. ვოკალისტები დონოვანი, სტივ უინვუდი და სტივ მერიოტი ასევე მოიაზრებოდნენ მომავალი ჯგუფის პოტენციურ მონაწილეებად.

ჯგუფის ჩამოყალიბების იდეა ამოვარდა, მიუხედავად იმისა, რომ 1966 წელს პეიჯმა, ბეკმა და მუნმა ჩაწერეს სიმღერა Beck's Bolero. ხმისჩამწერ სესიებზე მუსიკოსებთან მუშაობდა ბას გიტარისტი ჯონ პოლ ჯოუნსი. მისი თქმით, იგი მზად იყო პეიჯთან მომავალ პროექტებში მონაწილეობისათვის.

ჯგუფის The Yardbirds უკანასკნელი კონცერტი შედგა 1968 წლის ივლისში. თუმცა, ამის შემდეგ, მათ შესთავაზეს რამდენიმე კონცერტის ჩატარება სკანდინავიაში, ასე რომ ჯიმ მაკკარტიმ და კიტ რელფმა პეიჯსა და ბას-გიტარისტ კრის დრეიას საშუალება მისცეს, გამოსულიყვნენ The Yardbirds-ის სახელით მომავალშიც. პეიჯმა და დრეიამ დაიწყეს ახალი ბენდის ჩამოყალიბება. პირველ ვოკალისტად მოიაზრებოდა ტერი რიდი, მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა რობერტ პლანტის კანდიდატურა. ეს იყო პეიჯისათვის უკვე ცნობილი ბირმინგემელი ვოკალისტი. პლანტი უმალ დათანხმდა შემოთავაზებაზე და თავის მხრივ, ურჩია პეიჯს მუსიკოსი ჯონ ბონემი, რომელი უკრავდა დასარტყამებზე. დრეია ამოვარდა პროექტიდან და ფოტოგრაფიით დაინტერესდა, მოგვიანებით სწორედ მან გადაიღო სურათი ლედ ზეპელინის სადებიუტო ალბომის გარეკნისათვის. ჯონ პოლ ჯოუნსი პეიჯს თავისი მეუღლის რჩევით დაუკავშირდა და ჯგუფში დაიკავა ბას გიტარისტის ვაკანტური ადგილი. 1968 წელს მათ ამ სახელით მოაწყვეს ლედ ზეპელინის 1968 წლის სკანდინავიური ტური. ცნობილია, რომ კიტ მუნსა და ჯონ ენვისტლს სურდათ ერთობლივი სუპერჯგუფი, რომელშიც პეიჯი და ბეკიც დაუკრავდნენ. მისი თქმით, ბეკი და პეიჯი დაეშვებოდნენ, როგორც ტყვიის დირიჟაბლი - სწორედ ასე აღწერდა ენტვისტლი ხოლმე ცუდ კონცერტს.

მენეჯერ პიტერ გრანტის რჩევით ჯგუფმა ამოაგდო ასო 'a' სიტყვიდან Lead (ტყვია), რათა ამერიკელებს არ წარმოეთქვათ leed.

ჯიმის პეიჯს ჰყავს ქალიშვილი სკარლეტ პეიჯი, რომელიც დაიბადა 1971 წელს. ის პროფესიით ფოტოგრაფია და პეიჯს ის გაუჩნდა მოდელ შარლოტ მარტინისგან, რომელთან ერთადაც იყო 1970-83 წლებში. მას მოფერებით ”ჩემი ლედის” ეძახდა.

1986-95 წლებში პეიჯი დაქორწინებული იყო პატრისია ეკერთან, რომელიც იყო ასევე მოდელი და ოფიციანტად მუშაობდა. მათ შეეძინათ ვაჟი ჯეიმზ პატრიკ პეიჯ III (დაიბადა 1988 წლის აპრილში)

1995 წელს პატრისიასთან განქორწინების შემდეგ მან ცოლად შეირთო ხიმენა გომეს პარატჩა. მისგან პეიჯს სამი შვილი შეეძინა

გარეგნობის ოთხი სიმბოლო პირველად გამოჩნდა ლედ ზეპელინის მეოთხე ალბომის გარეკანზე, რაც დაკავშირებულია პეიჯის ოკულტურ დაინტერესებასთან. ეს სიმბოლოები პეიჯმა ამოიღო ცნობილი ინგლისელი ოკულტისტის და შავი მაგიის მიმდევრის ალისტერ ქროულის ნაშრომებიდან.ეს ოთხი მისტიური სიმბოლო წარმოადგენდა ჯგუფის თითოეული წევრის სიმბოლოს. საკუთარი სიმბოლო იყო ე.წ. Zoso

მეოთხე ალბომის გამოსვლის შემდგომ ტურებსა და წარმოდგენებზე პეიჯს ხშირად ჰქონდა ამოქარგული თავის სამოსზე Zoso სიმბოლო. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო მის ცნობილ სამოსზე Dragon Suit, რომელიც ასევე მოიცავდა ნიშნებს: თხის რქა, მორიელი და კიბო.

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Carnegie Hall linked open data — 2017.