პრინცესა დაიანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაიანა 1995 წელს

დაიანა, უელსის პრინცესა (ინგლისურად Diana Princess of Wales), ქალიშვილობის გვარით სპენსერი. დაიბადა 1961 წლის 1 ივლისს სანდრიგემში, ნორფოლკი - დაიღუპა პარიზში 1997 წლის 31 აგვისტოს. ის იყო პრინც ჩარლზის პირველი ცოლი და ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე. ცნობილია როგორც პრინცესა დაიანა, ლედი დაიანა ან ლედი დი.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიანა გრაფ სპენსერის ქალიშვილი და სპენსერ-ჩერჩილების ოჯახის წარმომადგენელი იყო, საიდანაც ჰერცოგი მელბურნი და უინსტონ ჩერჩილი იყვნენ. დაიანამ პრინცი ჩარლზი საქველმოქმედო საღამოზე გაიცნო, 1981 წელს კი ცოლად გაჰყვა. ერთი წლის თავზე პირველი ვაჟი პრინცი უილიამი შეეძინათ, 1984 წელს კი მეორე ვაჟი ჰარი დაიბადა.

დაიანა ძირითად დროს შვილების აღზრდას უთმობდა და თითქმის აღარსად ჩნდებოდა, თუმცა არასდროს მიუტოვებია ის, რაც ყოველთვის ძალიან უყვარდა — ქველმოქმედება. რამდენიმე წელში ჩარლზსა და დაიანას შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. ამასთან ერთად, ცნობილი გახდა დაიანას ჯეიმს ჰევითთან ურთიერთობის შესახებ. თანაც, დაიანა ვერ ეგუებოდა სამეფო კარის ცხოვრებას, რაც 1995 წელს განქორწინებით დასრულდა.

დაიანა ახლა უფრო მეტ დროს უთმობდა ქველმოქმედებას. ჩარლზთან გაყრიდან რამდენიმე თვეში მან დოდი ალფაედი გაიცნო, რომელთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. დაიანას დოდი შეუყვარდა, დოდის კი — დაიანა. ის ბედნიერი იყო, რომ გვერდით ჰყავდა ადამიანი, რომელიც ძალიან უყვარდა.

1997 წლის ზაფხულში ისინი პარიზში ისვენებდნენ. 31 აგვისტოს დაიანა და დოდი ავტოკატასტროფაში მოყვნენ, რის შედეგადაც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებობს ვერსია, რომ დაიანასა და დოდის სიკვდილი უბედური შემთხვევით გამოწვეული არ იყო. თვლიან, რომ დაიანას ეს მოუწყეს. ამასთან, ადანაშაულებენ ექიმს, რომ მან არ მოახდინა სწრაფი რეაგირება. ამ თემასთან დაკავშირებით დოდი ალფაედის მამამ ფილმიც გადააღებინა სახელად „კრიმინალური მკვლელობა“, რომლიც დიდ ბრიტანეთში აკრძალულია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: