Medazzaland — ინგლისური როკ-ჯგუფ Duran Duran-ის მეცხრე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა ლეიბლზე Capitol Records, 1997 წლის 14 ოქტომბერს. აშშ-ს ბილბორდის ჩარტში იგი მოხვდა #58 პოზიციაზე. ევროპაში ალბომი ოფიციალურად არ გამოცემულა.
დისკის ჩაწერის დროს ჯგუფი დატოვა ბას-გიტარისტმა ჯონ ტეილორმა. დარჩა სამი წევრი - ნიკ როუდზი, საიმონ ლე ბონი და უორენ კუკურულო. მათი მონაწილეობით დასრულებული იქნა ჩანაწერის რამდენი ახალი კომპოზიცია, ხოლო ტეილორთან ჩაწერილმა მასალამ გადამუშავება გაიარა.
ალბომის წარუმატებლობამ გამოიწვია EMI-სთან კონტრაქტის დასრულება. ლეიბლმა ჯგუფს გადასცა ალბომზე ყველა უფლება, ასევე ორიგინალური აუდიო და ვიდეოფირები 1995-1997 წლების კონცერტებიდან. დღემდე Medazzaland რჩება Duran Duran-ის ერთადერთ ალბომად, რომელიც არ გამოცემულა ბრიტანეთში. მოგვიანებით კოლექტივმა კონტრაქტი Hollywood Records-თან გააფორმა და გამოსცა დისკი Pop Trash. ევროპაში Medazzaland დღემდე იყიდება მხოლოდ იმპორტირებული დისკისა და ციფრული ჩამოტვირთვის სახით.