Astronaut — ინგლისური როკ-ჯგუფ Duran Duran-ის 2004 წლის სტუდიური ალბომი. დისკი იყო ჯგუფის სტუდიურ დისკოგრაფიაში რიგით პირველი 2000 წლის ალბომის Pop Trash შემდეგ. ასევე ეს იყო 1983 წლის შემდეგ კოლექტივის რიგით პირველი დისკი, რომელზეც მუშაობდა ორიგინალური შემადგენლობის ხუთივე მუსიკოსი.
ალბომს დიდი წარმატება ხვდა წილად. ბრიტანეთის ჩარტში მან #3, ხოლო აშშ ბილბორდის ჩარტში - #17 ადგილი დაიკავა. ამავე დროს პოპულარული იყო სპეციალური გამოცემაც, რომელსაც თან ახლდა სპეციალური DVD დისკიც.